Batumelebi | ასოცირების ხელშეკრულება, ვალდებულებები და შესრულება – შეხვედრა სოფელ ჭარნალში [ანონსი] ასოცირების ხელშეკრულება, ვალდებულებები და შესრულება – შეხვედრა სოფელ ჭარნალში [ანონსი] – Batumelebi
RU | GE  

ასოცირების ხელშეკრულება, ვალდებულებები და შესრულება – შეხვედრა სოფელ ჭარნალში [ანონსი]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კლუბში
2018 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე,
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება
შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან
შეხვედრას ასევე დაესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე

 

შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.

სოფლის მეურნეობის მინისტრი კი გააცნობს მოსახლეობას სამინისტროს ხედვებს, მიმდინარე და სამომავლო პროგრამებს, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

შეხვედრა დაიგეგმა პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“ ფარგლებში .

პროექტი ხორციელდება „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. მისი მიზანია ქალაქ ბათუმში და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებში და სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების/დისკუსიების ჩატარებით, სატელევიზიო და ინტერნეტ-გადაცემების და ვრცელი ანალიტიკური სტატიებით ასოცირების ხელშეკრულებაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგში მონაწილეობისადმი ინტერესის გაღვივება.
მთავარი ფოტო: სოფელი ჭარნალი / „ჭარნალის“ ფეისბუკგვერდიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.