მთავარი,სიახლეები

ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“] ტროტუარი და მოაჯირი მოეწყობა

24.08.2017
ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“] ტროტუარი და მოაჯირი მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“ მონაკვეთში] ტროტუარის შეკეთებისთვის ბათუმის მერიას 94 978 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩის ამ მონაკვეთში ტროტუარი მხოლოდ ერთ, „პლაზას“ მხარეს [ჭავჭავაძის N7-დან N15-მდე] შეკეთდება.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება გრანიტის ტიპის დეკორატიული ფილები, მოეწყობა რკინის დეკორატიული მოაჯირები, ასევე ზებრა გადასასვლელებთან ტროტუარზე ეტლით ასასვლელები შშმ პირთათვის.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში. ტენდერი 2017 წლის 13 სექტემბერს დასრულდება.

CHAVCH

შესაკეთებელი ტროტუარი ჭავჭავაძის ქუჩაზე – აღნიშნულია წითელი ხაზით / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხელახლა მოსაწყობი ტროტუარის გაგრძელებაზე – „ბათუმი პლაზადან“ გოგებაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში – ზებრა გადასასვლელები ისეა დახაზული, რომ  გზიდან ტროტუარზე და პირიქით, ქვეითი ვერანაირად ვერ მოხვდება, თუ მოძრაობისა და, შესაბამისად, უსაფრთხოების წესებს არ დაარღვევს.

ქალაქში ბევრ ადგილზეა საჭირო „შემოვლითი გზა“, რათა ტროტუარზე გახვიდე ზებრადან. გადასასვლელები ბევრ ადგილზე არ არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეებისთვისაც.

ბათუმში ზებრების დახაზვაზე პასუხისმგებელი მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოა. სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ჩხეიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ამ პრობლემის შესახებ მან კარგად იცის, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავს: „თავისი სტანდარტი აქვს ზებრას… მაგრამ ისეა ქალაქი დაგეგმილი, ისეა ინფრასტრუქტურა, რომ სხვა საშუალებას არ იძლევა…“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: