მთავარი,სიახლეები

თამარ მეფის გამზირზე გადასასვლელი ხიდი არაადაპტირებული იქნება

28.08.2017
თამარ მეფის გამზირზე გადასასვლელი ხიდი არაადაპტირებული იქნება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომლის მშენებლობაზეც მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, არაადაპტირებული იქნება. მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ გამავალი სარკინიგზო ხაზი დაასახელეს: „მაქ ეტლით მოსარგებლეთათვის ლიფტის დამონტაჟებაც კი ვერ მოხერხდება“.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, ადაპტირებული ხიდის დაპროექტება თავიდანვე განიხილებოდა, თუმცა „მაქ იცით, რომ არის სარკინიგზო ხაზი. რკინიგზაზე გადასასვლელის მოწყობას კი, გარკვეული ნორმების დაცვა სჭირდება, რაც მაქ ვერ ხერხდებოდა – ზომები, სიმაღლე. დახრილობით ვერ მოეწყობოდა ეტლით გადასასვლელი, ვიფიქრეთ ლიფტიც, მაგრამ საპროექტომ საბოლოოდ უარი თქვა ლიფტის მოწყობაზეც. ამიტომ, ხიდი დაპროექტდა ასე – რკინიგზის ლიანდაგებს გადადის ქვეითი ფეხით, ჩვეულებრივად, როგორც ახლა და შემდეგ ადის ხიდის კიბეებზე. ამ ხიდის საშუალებით კი გადავდივართ საავტომობილო მაგისტრალზე და არა რკინიგზაზე“.

თამარ მეფის გამზირზე, რკინიგზასა და საავტომობილო მაგისტრალზე გადასასვლელები არც ახლაა ადაპტირებული.

XID QAVER

ხიდის პროექტი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: