მთავარი,სიახლეები

ვარდების სკვერი სანაგვე ურნების გარეშე [ფოტო]

28.09.2017
ვარდების სკვერი სანაგვე ურნების გარეშე [ფოტო]

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში, ბოლო რამდენიმე თვეა არც ერთი სანაგვე ურნა არ დგას. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „სკვერში განთავსებული ურნები იყო დაზიანებული, ისინი გაიტანეს და მათ უტარდებათ რეაბილიტაცია. ურნებს, რეაბილიტაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კვლავ დააბრუნებენ სკვერში“.

სკვერს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდითაა, ოთხი მხრიდან ქუჩა ესაზღრება. „სკვერის მიმდებარედ, ამ ქუჩებზე არის განათების ბოძები, რომლებზეც განთავსებულია დამატებითი პლასტმასის ურნები,“ – ამბობენ მერიაში.

ვარდების სკვერში, რომელშიც ვარდების ნაკლებობაცაა, სანაგვე ურნები, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, სულ ცოტა მიმდინარე წლის მაისის თვიდან არ დევს.

სკვერში დღეს, 28 სექტემბერს, რამდენიმე სკამიც დაზიანებულია.

IMG_20170928_123223IMG_20170928_123121IMG_20170928_122848IMG_20170928_123246IMG_20170928_123009

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: