მთავარი,სიახლეები

თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება

27.08.2017
თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება. შესაბამისი პროექტი მერიას შესყიდული აქვს და მშენებლობაზეც ტენდერი გამოცხადებულია. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ხიდის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ეს არის საწყისი თანხა ტენდერში, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება ბათუმის საკრებულომ ერთი კვირის წინ დაამტკიცა.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო [დეფექტებზე პასუხისმგებლობის] პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;

საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ბათუმის მერიის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

ხიდის პროექტი / სატენდერო დოკუმენტაციიდან

ხიდის პროექტი / სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: