რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის …

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი ბათუმის საკრებულოს წევრებს უკვე მიეწოდათ. ხვალ, 21 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ თანხის დახარჯვა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში. კიდევ ერთი სილამაზის კონკურსის – Miss & Mister Planet-ისთვის ბათუმის მთავრობას გათვალისწინებული აქვს 61 967 ლარი. …

186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება. თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს, ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა …

16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400  ლარი  შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან  კი 9 079 100; 1 470 000 ლარი  შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა. ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 …

20 ათასი ლარი ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის

ბათუმში, ნურიგელის ტბის გათევზიანებისთვის, ბათუმის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით იგეგმება ასევე აერაციის სისტემის გადახურების საწინააღმდეგო და საკონტროლო აღჭურვილობის სისტემის შეძენაც. საკითხი დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოში განიხილეს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი. 6 მაისის პარკში, ნურიგელის ტბაში, ბევრი მოქალაქე თევზაობს, თუმცა თევზჭერა აქ არ არის რეკომენდებული. სპეციალისტების რეკომენდაციით, …

დეპუტატმა მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან მხოლოდ 1800 ლარი დააბრუნა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მიქელაძემ, დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გერმანიაში ყოფნის პერიოდში მის ანგარიშზე ჩარიცხული პრემია ხაზინაში დააბრუნა. „ბრიფინგის გამართვას არ ვაპირებდი, რომ არა ჟურნალისტების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ამ წელს, სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი გერმანიაში, კანონის სრული დაცვით… ვიმყოფებოდი ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა …

ავტომანქანის მართვის სწავლება ცენტრალურ ქუჩებში შეიზღუდა

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ავტომანქანის პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის სპეციალური მარშრუტები განისაზღვრა. მართვის სწავლება დასაშვებია გენ.ასლან აბაშიძის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, კომახიძის, გაგარინის, სულაბერიძის, მაიაკოვსკის, ლადო ასათიანის, ლეონიძის, შავშეთის და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. ავტომანქანის მართვის სწავლა შეიზღუდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს, სხდომაზე მიიღო. საკრებულომ ამავე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ქუჩებზე უზრუნველყოს ჰორიზონტალური მონიშვნებისა …

ირაკლი მიქელაძეს გერმანიაში ყოფნის პერიოდში მიღებული პრემია არ დაუბრუნებია

დააბრუნეთ თუ არა პრემია? – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი მიქელაძეს დაუსვა. ირაკლი მიქელაძემ კითხვას არ უპასუხა და თქვა: „ბრიფინგს გავაკეთებ ორ დღეში და ყველას ერთად გიპასუხებთ“. ანალოგიური კითხვა „ბათუმელებმა“ გასულ კვირასაც დასვა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მაშინაც თქვა, რომ ორ დღეში ბრიფინგს გამართავდა და ისე გასცემდა „ამ კითხვას პასუხს“. ირაკლი მიქელაძეს მაშინ …

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მის და მისტერ პლანეტა“ 91 ათასი ლარით დააფინანსა

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია და საკრებულოს ცალკეული წევრები ამ ღონისძიების დაფინანსების წინააღმდეგი იყვნენ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ხმა მაინც მისცეს მოდის კვირეულის დაფინანსებას. საკრებულოს წევრმა, დიმიტრი დარჩიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან მისი განცხადებით, …

„აჭარა ფეშენ ვიკისა“ და „მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსებას მერია 91 000 ლარით გეგმავს

ბათუმის საკრებულო „აჭარა ფეშენ ვიკისა “ და მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვას ხვალ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს მხარი დაუჭიროს გასართობი ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას. ღონიძიებებისთვის ბიუჯეტში ჯამში 91 000 ლარი გაითვალისწინეს. ამ საკითხზე საკრებულომ ერთხელ უკვე იმსჯელა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია. საკრებულოს წევრებმა საკითხის კენჭისყრამდე ღონისძიებების ორგანიზატორებისგან ინფორმაციის მიღების …

20 ათასი ლარი ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის

ბათუმის მერია ისტორიული ზონის დამტკიცებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს შეისყიდის. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 20 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტში, ხვალ, 5 ივლისს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. საზოგადოება „ბათომი“, რამდენიმე თვეა ინტენსიურად ითხოვს ძველი ბათუმის ტერიტორიას განესაზღვროს და დაუმტკიცდეს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია, დაეხმარება ქალაქს შეინარჩუნოს ისტორიული ნაწილის იდენტობა და …

ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

ბათუმის ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით, რომელიც ბათუმისთვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მზადდება, ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კერძო ავტომობილების პარკირება აიკრძალება. მათ ადგილზე კი ავტობუსებისთვის ცალკე ხაზი მოეწყობა, რომელიც მათ შეუფერხებელ მოძრაობას შეუწყობს ხელს. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პარკირების ფასი ერთი ლარით ან მეტით განისაზღვრება. რა ცვლილებები იგეგმება ახალი კონცეფციით? – „ბათუმელებთან“პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა …

საკრებულოში „აჭარა ფეშენ ვიკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკისა“ და კონკურსის – „მის და მისტერ პლანეტას“  წარმომადგენლებს მოუსმინეს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზატორებს წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს  აღნიშნული ღონისძიებები  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ორგანიზატორებმა  პროექტის პრეზენტაციას წინა წლებში ჩატარებული ღონისძიებების ვიდეოკადრებიც დაურთეს. „აჭარა ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორის, ეკა მგალობლიშვილის აზრით,  ამ ღონისძიების სარგებელი იმაში …

400-ლარიანი გადასახადი უკანონო მშენებლობისთვის

მერიის არქიტექტურის სამსახურმა დღეს, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარუდგინა. ამ დადგენილების მიხედვით, ის პირები, რომლებმაც სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს და დაჯარიმდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1-ელ ივნისამდე, ჯარიმის გარდა მოსაკრებელსაც გადაიხდიან. მოსაკრებელი 1 კვ/მეტრზე 400 ლარია. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ იანვრამდეა ძალაში. საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განცხადებით, მერია ამ …

ბათუმის საკრებულომ „აჭარა ფეშენ ვიქისა“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხის განხილვა გადადო

დღეს, 28 ივნისს გამართულ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მოდის კვირეულის – „აჭარა ფეშენ ვიქისა“  და „მის და მისტერ პლანეტას“  ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ იმსჯელეს. მოდის კვირეულისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო, ხოლო მეორე ღონისძიებისთვის – 61 000 ლარი. აღნიშნული თანხების გამოყოფა ქალაქის ბიუჯეტიდან საკრებულოს წევრებმა შეაფასეს, როგორც „არამიზნობრივი“. დღეს გამართულ სხდომის დღისწერიგიდან აღნიშნული საკითხი ამოიღეს …

„ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე შეარჩია

2017 წლის „ბათუმობის“ დღესასწაულის ბიუჯეტი 87 ათასი ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბათუმობაზე“ წელს 384 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბათუმობის“ სცენარი მერიამ კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეარჩია. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილმა დღეს, 28 ივნისის გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, „ბათუმობის“ სცენარი კონკურსის გარეშე, კომისიამ შეარჩია. ალექსანდრე მითაიშვილის თქმით, კომისია იმიტომ იქმნება, რომ …

ბათუმის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულომ დღეს, 28 ივნისს, მხარი დაუჭირა საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის – ომარ ფარტენაძის კანდიდატურას. ომარ ფარტენაძე საკრებულოში დიმიტრი ჭეიშვილს ჩაენაცვლება პარტიიდან – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“. ფარტენაძე 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. მას 2014 წელს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისთვის“ 275 ლარი აქვს შეწირული. ომარ ფარტენაძე ბსუ-ში იურიდიული ფაკულტეტის სამართლის …

ბათუმის მერია „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მისტერ პლანეტას“ დაფინანსებას გეგმავს

ბათუმის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 6 მილიონ 756 ათასი ლარით იზრდება.  აქედან 582 ათასი ლარი მერიამ ტრანსფერის სახით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო. 5 მილიონ 999 ათასი ლარი კი სპეციალური ტრანსფერია აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, გაზრდილია სხვა შემოსავლებიდან ამოღებული თანხაც. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აისახება ტენდერებიდან მიღებული ეკონომიაც. ნამატი თანხა მერიამ სხვადასხვა ღონისძიებაში …

ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ბათუმში საავტომობილო გზების განტვირთვის მიზნით ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის წინადადებით გამოდის. საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობის ოპტიმიზაციას. საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მზადაა და მას ხვალ, 28 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. განკარგულების …

ზურაბ პატარაძემ „ოცნების“ შემწირველს მერიასთან K2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, K2-ის გაზრდაზე მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით ასზე მეტმა ინვესტორმა მიმართა. K2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია და მის გაზრდაზე თანხმობა მშენებლობის სიმაღლის გაზრდას ნიშნავს. ინვესტორების  უმეტესობას მთავრობის თავმჯდომარემ უარი უთხრა. თანხმობის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მოახერხა. მათ შორისაა ყოფილი ჩინოვნიკისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, აკაკი სონგულიას კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთსი“. …

რესპუბლიკელები ბათუმის საკრებულოში გაფართოებულ სხდომას გეგმავენ

ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ბათუმის საკრებულოში ხვალ, 16 ივნისს, სამ საათზე, გაფართოებულ სხდომას გეგმავენ. სხდომაზე ქალაქმშენებლობის საკითხების გახილვაა დაგეგმილი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, „რესპუბლიკელ“ ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მოწვეულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე მერიის არქიტექტურის სამსახური. ჩავლეიშვილის თქმით, სხდომაზე საუბარი შეეხება ფრაქციის ინიციატივის გაუთვალისწინებლობასაც სამშენებლო რეგულაციებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. სხდომაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. „რესპუბლიკელები“ 50-ე დადგენილებაში ითხოვდნენ …

საია ირაკლი მიქელაძეზე: იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები

„იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,“- ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე – გიორგი ხიმშიაშვილი ირაკლი მიქელაძის შემთხვევას. ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2016 წლის დეკემბრიდან, თუმცა არჩევიდან დღემდე ის საკრებულოს მხოლოდ ერთ სხდომას დაესწრო. გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, ირაკლი მიქელაძე ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებს, საწვავის ლიმიტსაც სრულად ითვისებს და სატელეფონო ხარჯიც აქვს. …

საწვავი, ტელეფონის ხარჯი და 16 450 ლარი თანამდებობის პირს, რომელიც სამსახურში არ დადის

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა იგი საკრებულოს სხდომებსაც კი არ ესწრება. თანამდებობის პირისთვის, რომელიც სამსახურში არ დადის, ბათუმის ბიუჯეტიდან მხოლოდ 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 16 450 ლარი დაიხარჯა. ირაკლი მიქელაძე გერმანიაში იმყოფება მეუღლესთან ერთად. საზღვარგარეთ ყოფნა საკრებულოს თავმჯდომარეს არც იმაში უშლის ხელს, რომ საწვავისთვის და სატელეფონო ხარჯისთვის გამოყოფილი ლიმიტი აითვისოს. სამსახურში მიუსვლელად …

მთავრობის თავმჯდომარე კ2-ზე შუამდგომლობის უფლებას არ თმობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომ მას კ2-ზე შუამდგომლობის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომს“ ოფიციალურად მისწერა [კ2 – განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტია, რაც უკვე დამტკიცებულ ან მიმდინარე სამშენებლო პროექტზე სიმაღლის გაზრდას გულისხმობს]. „ბათომისთვის“ გაგზავნილ წერილს მთავრობის თავმჯდომარის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში აწერს ხელს, თუმცა „ბათომი“ ამ საკითხზე ზურაბ პატარაძის პოზიციით იყო …

ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მუშაობა იყო ქმედითი: „საკრებულოს ამ ხნის მანძილზე ჩატარებული აქვს 50 სხდომა, მიღებული აქვს 106 დადგენილება და 276 განკარგულება. გავითვალისწინეთ 62 რეკომენდაცია და გავეცით 174 …

ბათუმის საკრებულო საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს

ბათუმის საკრებულო თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს მოსახლეობას, 22 მაისს, 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარუდგენს. მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა, N. 25. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი. საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს ზოგად საქმიანობასა და კომისიების ანგარიშებს მიმოიხილავს. საკრებულოს ფრაქციები კი, მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და ინიცირებულ …

ბათუმელი „რესპუბლიკელები“ სამშენებლო რეგულაციებში ცვლილებას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ 50-ე დადგენილებაში ცვლილებებს ითხოვენ. ეს დადგენილბა საკრებულომ 2012 წლის 14 სექტემბერს მიიღო და ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ადგენს. ინიციატივა საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელმა თემურ ყურაშვილმა უკვე დაარეგისტრირა. მისივე ინფორმაციით, საკითხზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. ფრაქცია გამოდის ინიციატივით სამშენებლო ობიექტების მიმართ განისაზღვროს დამატებითი მოთხოვნები: • ყველა საცხოვრებელი ერთეული (ბინა), 40 კვ. მეტრამდე ფართობის ე.წ. …

150 კვ.მ-ზე ერთი ავტომანქანის ადგილი – რას შეცვლის მერიის ინიციატივა ბათუმში

მანქანის გასაჩერებელი ადგილი ბათუმში აქტუალური პრობლემა და მეზობლებს შორის დავის საგანია მას შემდეგ, რაც მრავალბინიანი სახლები ეზოს და პარკინგის ადგილის გარეშე აშენდა. ასეთ სახლებში მცხოვრებლები პარკინგისთვის, ძირითადად, ქუჩას იყენებენ, ტროტუარი კი უმეტესწილად კაფეებსა და მაღაზიებს აქვთ დაკავებული. განაშენიანების ასეთი სტანდარტები რომ მომავალში პრობლემას შექმნიდა, ამაზე მოქალაქეები გასულ წლებშიც საუბრობდნენ, თუმცა ეს საკითხი მაშინ არც მერიას …

გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში უკანონოდ აშენებული მაღლივი სართულების დაკანონებას მერია ერთი პირობით აპირებს – მენაშენემ 1 კვადრატულ მეტრზე 400 ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონებაზე მენაშენემ ასევე უნდა წარუდგინოს მათ აჭარის მთავრობის შუამდგომლობა. გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე? – ამ და სხვა კითხვებს გიორგი ერმაკოვმა უპასუხა. ბატონო …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, დაჯარიმების სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების შესახებ დადგენილებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. რა იგეგმება კონკრეტულად? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ „ბათუმის ავტოტრანსპონტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ  ისაუბრა. ბატონო პაატა, კონკრეტულად რა იცვლება დაჯარიმების სისტემაში? ხელშეკრულება მომსახურებაზე ადრე გვქონდა „ლიბერთი ბანკთან“, ამ ხელშეკრულებას ვადა გასდის და სამომავლოდ მომსახურებას გაგვიწევს „საქართველოს ბანკი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბარათების  …

მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

  400 ლარი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ – ბათუმის მერია მენაშენეებს სპეციალური მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერების ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს. მერიის ახალი ინიციატივით, ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო პირობების დარღვევით განხორცილებულ მშენებლობაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებელი შემოვა. პროექტის თანახმად, ეს ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ აპრილამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის …

K-3 – უგულებელყოფილი გამწვანების კოეფიციენტი ბათუმში

რამდენიმე პალმა და სამი მწვანე ბუჩქი – ეს 12-სართულიანი სახლის გამწვანებაა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ამ სახლის ერთ სართულზე ერთ სადარბაზოში ხუთი, გამონაკლის შემთხვევებში კი ოთხი ბინაა განთავსებული. სახლს აქვს პატარა ეზო [დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი] და არ აქვს ადგილი პარკინგისთვის. ამ პატარა ეზოში კი ხუთი …

ბათუმის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის # 13ა-ში მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. გასაყიდი მიწის ფართობი 214 კვ.მ – ია, ქონების საწყისი ფასი – 43 900 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 2000 ლარი. აუქციონის პირობის მიხედვით, მერია შეზღუდვას აწესებს მშენებლობაზე მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული კონფიგურაციით. შეძენილ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეს მშენებლობის წამოწყება მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გაერთიანების შემთხვევაში …

ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შემადგენლობის განახლებას გეგმავს. ეს არის საკრებულოს სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიზანიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაა. საბჭოს ორი წლის ვადით სამოქალაქო სექტორი ირჩევს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ხელმძღვანელობდა. მისი მოსაზრებით, ახალმა საბჭომ მუშაობა ქალაქის ურბანული დაგეგმვის, …

შს სამინისტროში არ აქვთ პასუხი მივა თუ არა ბათუმის საკრებულოში აჭარის საპატრულოს უფროსი

ბათუმის საკრებულოს წევრები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრას და ბათუმში გადატვირთული მოძრაობის, ასევე პარკინგის პრობლემების გადაჭრაზე ერთობლივ მსჯელობას გეგმავენ. ინიციატივით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოვიდა. „ … ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება პოლიციის უფროსი დავიბაროთ საკრებულოში, მას არ აქვს ვალებულება შეგვხვდეს. ამიტომ ამას უფრო თხოვნის სახე ექნება. მარტის აქციამდეც მქონდა ასეთი ინიციატივა, მაგრამ არ …

ბათუმის მერია გასაყიდი ქონების ნუსხას ზრდის

ბათუმის მერია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შეტანას გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით ნუსხას კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #25-ში და ათი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაემატება. მათ შორის რამდენიმე პირობიანი აუქციონის წესით, რამდენიმე კი უპირობოდ გაიყიდება. მერიას გასაყიდად გამოაქვს ასევე მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანები, რომლებიც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით შეკეთებას აღარ ექვემდებარება და „პრაქტიკულად …

Exit mobile version