საკრებულოს გადაწყვეტილება აღმაშენებლის ძეგლის თაობაზე

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების ადგილი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაზე გავიდა ორი განკარგულების პროექტი – ერთი, რომელიც წარადგინა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ და მეორე, რომელიც სხდომაზე ინიციატივის სახით, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი კომიისიის მიერ წარდგენილ განკარგულების პროექტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც …

კომპანიას, რომელიც პირსს ვერტმფრენის სადგომად იყენებდა, ბიუჯეტის სასარგებლოდ არაფერი გადაუხდია

დღეს, 27 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #13- ის მიმდებარედ, ზღვის პირას არსებულ მიწის ნაკვეთისა და ამ ნაკვეთზე მდებარე შენობის [444 კვ.მ] საიჯარო ფასი განსაზღვრეს. საკრებულომ  ქონების წლიური საფასურის სახით 36 000 ლარი დაადგინა. ეს ქონება მოიცავს ასევე საზღვაო პირსს, რომლითაც ბოლო პერიოდში ვერტმფრენი სარგებლობს. ვერტმფრენით გასეირნების სერვისს ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს კანადური …

ბათუმის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

ბათუმის საკრებულოს ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დღეს, 27 ივლისს, მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების,  ქონების,  ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. N13-ის მოპირდაპირედ მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა  და  შენობა ნაგებობის (საზღვაო პირსი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 36 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. ასევე დამტკიცდა …

საბავშვო ბაღებში აღმზრდელ-პედაგოგების რაოდენობა კანონის შესაბამისი იქნება

ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 ივლისს  გამართულ მორიგ სხდომაზე მიღებული განკარგულებით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების რაოდენობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. კერძოდ: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფები დაკომპლექტდება არაუმეტეს 25 ბავშვისა, 3-დან 4-წლამდე, 4-დან 5-წლამდე  ასაკის და სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფები …

პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობა 0,5 %-ით განისაზღვრა

ბათუმის  საკრებულოში დღეს, 27 ივლისს, გამართულ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარდგენილ დადგენილების პროექტს – პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების რაოდენობის 0,5 პროცენტით განსაზღვრის თაობაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  86-ე  მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლითაც აქამდე ბათუმის საკრებულო ხელმძღვანელობდა,  პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს …

ბათუმის საკრებულო მერიის ა(ა)იპ-ისა და სამსახურების უფროსების სხდომაზე მისვლას ითხოვს

დღეს, 27 ივლისს, ბათუმში მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე მერიის ა(ა)იპ-ისა და სამსახურების უფროსების სხდომაზე მისვლა მოითხოვეს. ეს მოთხოვნა გაისმა საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის მხრიდანაც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა სირაბიძის თქმით, საკრებულოს წევრებს აქვს კითხვები და უკვე მერამდენე სხდომაა მათ მისვლას უშედეგოდ ითხოვენ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა, რომ ეს კითხვები უკავშირდება კორუფციასა და …

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების იჯარით გაცემის წესი და ფასები განსაზღვრა

ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟებზე მსუბუქი კონსტრუქციის განთავსებისათვის საიჯარო გადასახადი – 1 კვ/მ ნაკვეთზე – 60 ლარი, ხოლო საპლაჟო ინფრასტურუქურის განთავსების მიზნით 1 კვ/მ-ზე – 29 ლარით განსაზღვრა. ბაზიერების პუნქტის განათვსების მსურველებისთვის კი, 1 კვ/მ-ის საწყისი ფასი 134 ლარი იქნება. ბათუმის მერიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლში აუქციონის წესით განსაკარგი მიწის ნაკვეთების საფასურს ადგენს, საკრებულომ …

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის ანგარიში და პარტიის თავმჯდომარის კითხვები

„რას აპირებთ, გაგრძელება რა არის ამის?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მონათხრობზე, რომ მათი ხუთი ინიციატივიდან არცერთი არ განიხილეს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ ვერ იღებენ სრულ პასუხებს და ფრაქციის სხდომაზე მერი კითხვებზე საპასუხოდ არ მიდის: სამოცდაათამდე წერილი გავუგზავნეთ მერიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და …

სამარშრუტო ხაზებზე კონკურსი გამოცხადებულია – როდის დაიწყება განცხადებების მიღება

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადებულია. კონკურსის ორგანიზება, საკრებულოს დავალებით, ბათუმის მერიამ უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც საკონკურსო კომისია შეიქმნება. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომისიის შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ამისთვის კი მათ ვადა 13 ივლისამდე აქვთ. „კომისიაში იქნებიან მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე საკრებულოს სამი წევრი. დეტალები, კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ამ …

როგორ კარგავს ბათუმი სახეს, რელიგია და თვითმმართველობა – საჯარო განხილვა

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერიისა და საკრებულოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო განხილვის მომხსენებლები იყვნენ: ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლელა ნემსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორი  ლევან გობაძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე. საჯარო …

აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი კორექტირდება

ხვალ, 28 ივნისს, ბათუმის საკრებულომ მორიგ სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ უნდა იმსჯელოს. დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც დღეს საკრებულოს კომისიებში განიხილეს,  უნდა დაკორექტირდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ბაზაში აბონენტებზე მოსაკრებლის დარიცხვის თარიღი. კორექტირება გახორციელდება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური …

საკრებულო ხვალ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე იმსჯელებს

ბათუმის საკრებულოს წევრებმა დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი განიხილეს. განკარგულების პროექტით წარმოდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N629 დადგენილებისა და „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა …

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, დადგენილების პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. კერძოდ, ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში …

კონდიცირების არმქონე მიკროავტობუსზე ნებართვა აღარ გაიცემა – კონკურსის ახალი კრიტერიუმები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს მალე კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა. ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლამდე. ამასთან, ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიკროავტობუსს ძარაზე არ …

მერია ცვლილებებს გეგმავს, გონიო-კვარიათის პლაჟზე კი უკანონო მშენებლობები გრძელდება

3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონზე, დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი დღემდე მოუგვარებელია – აუქციონები ბათუმის მერიას არ გამოუცხადებია. მეტიც, როგორც მერიაში გვითხრეს, საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას ელოდებიან და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებენ აუქციონებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო დადგენილების პროექტს, სავარაუდოდ, 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკითხი ეხება „ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების …

1183 კვ/მეტრი ტერიტორია ანბანის კოშკთან მერიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბის მოსაწყობად გასცა

შპს „ბმ გრუპი“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, გეგმავს გააკეთოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბი, რომელიც წელს რუსეთში ტარდება და 14 ივნისს იწყება. კომპანიამ ამისათვის ბათუმის მერიას საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკთან 1183 კვადრატულ მეტრი ტერიტორია და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სთხოვა. საკითხი მერიამ მოიწონა და საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. იდეას დღეს საკრებულოც დასთანხმდა. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოაწყობენ  …

საკრებულოში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილება პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი და პროცედურები ასახული იქნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში (პეტიციების ნაწილში). დადგენილების მიღება არ იწვევს ქ. ბათუმის …

საკრებულო პარკირების წესში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელებს

საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის დადგენის და ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების თაობაზე დადგენილებებში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. ცვლილებების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და …

მარტოხელა მშობლები მგზავრობისას 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად  სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების  პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. პროექტით წარმოდგენილი ცვლილების ინიციატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოა …

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ წარუდგინა, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  2018 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული  პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში …

მოქალაქე ფოტოატელიეს და „სიცილის ოთახს“ ბათუმის ბულვარში ათწლიანი იჯარით ითხოვს

ბათუმის ბულვარში, ბამბუკის ხეივნის მიმდებარედ არსებულ ერთსართულიან შენობას, სადაც ახლა ფოტოატელიე და ძველი, საბჭოთა პერიოდის დანატოვარი – სიცილის ოთახია განთავსებული, ფოტოგრაფი ვასილ ოსეფაიშვილი ათწლიანი იჯარით ითხოვს. სანაცვლოდ კი ქონების მესაკუთრეს, ბათუმის მერიას, ამ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტის მოწყობასა და წელიწადში 7000 ლარის გადახდას ჰპირდება. ბათუმის მერია თანახმაა 113 კვადრატული მეტრი  მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 89,43 …

ბათუმის მერია პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვს

ბათუმის მერია პარკირების ნორმების დადგენისა და ადგილების განსაზღვრის წესში ცვლილებას ითხოვს. დადგენილების პროექტით, საკრებულოს მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ მიმართა. ცვლილების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება: გარე ვაჭრობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავებისა და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის. პარკირების წესების დარღვევად არ ჩაითვლება შემთხვევები, როცა პარკირების ადგილების გამოყენება მერიასთან შეთანხმებით ხდება …

ბათუმის საკრებულოს წევრი: მერიის ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. ეს განცხადება მან დღეს, 7 მაისს, ჟურნალისტებთან გააკეთა. „ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“  შესყიდვების გეგმასთან დაკავშირებით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია კოდებით, რაზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და, ბუნებრივია, ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გვაინტერესებდა. ასეთივე დაშიფრული ინფორმაცია …

ლაშა კომახიძემ ბათუმის მერიის ორ სამსახურში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ჯუმბერ კობალაძე უხელმძღვანელებს. ჯუმბერ კობალაძე 2010-2014 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი იყო.  2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი ჯუმბერ კობალაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მეათე ნომერი იყო, თუმცა საკრებულოში შესვლა ვერ შეძლო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სერვისების სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს სერივისცენტრებს, რომელთა შექმნასაც მერია ტერიტორიულ ორგანოებში გეგმავს და ასევე, მშენებლობაზე ზედამხედველობის …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს გამწვანებულ ადგილს სავაჭრო ცენტრის აშენების პირობით ყიდის

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ.#9ა-ს მიმდებარედ, 581 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმის მერია პირობებიან აუქციონზე 240 ათას ლარად, ანუ 1კვ/მ-ს 413 ლარად ყიდის. ტერიტორია ზღვის პირას, არდაგანის ტბასთან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარეობს და იქ ახლა მწვანე საფარია. ამ ადგილის ირგვლივ მრავალსართულიანი კორპუსები დგას, მოპირდაპირე მხარეს კი [სასპორტო სკოლის უკან] დიდი სასტუმრო კომპლექსი შენდება. …

საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმა ისე დაამტკიცა, საკრებულოს არც ერთ წევრს კითხვა არ დაუსვამს. მათ მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ საკითხი ეხებოდა მწვანე კონცხის ტერიტორიას და ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იდგა რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის „ძეგლის ნანგრევი“. ამაზე მათ საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „არსებული იერსახის შენარჩუნება“ მოთხოვნებში იყო  ჩადებული. „აჭარის კურორტების“ საკუთრებაში არსებული …

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია: მერი მოგვენატრა

დღეს, 20 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქალაქის მერის, ლაშა კომახიძის დასწრებას მოითხოვდნენ. „მერი მოგვენატრა“ – განაცხადა ოპოზიციამ  და შესვენების გამოცხადება და ლაშა კომახიძის სხდომაზე დასწრება ითხოვა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, მათ ლაშა კომახიძესთან ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვები აქვთ, რადგან საკრებულოზე საკითხის მომხსენებელი არჩილ ვანაძე პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკურ კითხვებს ვერ უპასუხებს. …

ბათუმის მდგრადი ურბანული გადაადგილების სტრატეგიული გეგმის განხილვა

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიებმა დღეს საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის (სტრატეგიული გეგმა) დამტკიცებას ითვალისწინებს. 800-გვერდიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს თავად სტრატეგულ გეგმას და სექტორულ სცენარებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, პარკირების, ველო ინფრასტრუქტურის და ელექტრო მობილობის მიმართულებით, ასევე, ავტობუსისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლების, მგზავრთა …

ბათუმის საკრებულოს კომისიებმა ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

ბათუმის საკრებულოს კომისიებმა დღეს ბათუმის მერის მიერ წარმოდგენილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, „2017 წელს პრიორიტეტული ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება იყო. …

საკრებულოს სხდომათა დარბაზს ლუკა ასათიანის სახელი მიენიჭება

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც სხდომათა დარბაზისთვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს. განკარგულების პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი აბრის – „ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი“ – შესასვლელ კარზე განთავსებასა და სხდომათა დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე ლუკა ასათიანის პორტრეტის გამოფენას. კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის …

ბათუმის საკრებულომ ზოოპარკის გადატანის ინიციატივას მხარი დაუჭირა

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც  წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს წევრებმა მწუხარება გამოთქვეს 5 აპრილს ქ.ტყიბულის შახტში  მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით გაგრძელდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის ტერიტორიის განსაზღვრა და მშენებლობასთან დაკავშირებით, დაგეგმილი პროექტის განხილვა იყო. ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის შერჩეული იქნა …

საკრებულომ ზოოპარკის ჩაქვში გადატანას მხარი დაუჭირა

დღეს, 11 აპრილს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხანგრძლივი კამათი ზოოპარკის საკითხმა გამოიწვია. ზოოპარკის ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანას “ქართუ ჯგუფი” დააფინანსებს. ოპოზიციას კითხვები აქვს, ხომ არ აპირებს ამ ადგილიდან ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას, ან ხომ არ აშენდება რესტორნები ბათუმის ცენტრალურ პარკში ზოოპარკის ადგილას. “ხეები რა შუაშია,”- აღნიშნა მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომიძემ. რაც …

ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქებული სახლის ადგილას ახალ კორპუსს ააშენებენ

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, აფეთქებული სახლის ადგილას ახალი კორპუსი აშენდება – გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აფეთქება ჯინჭარაძის ქუჩაზე გასული წლის 10 დეკემბერს მოხდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ამ ადგილზე ახალ კორპუსს ის კომპანია ააშენებს,  რომელიც ბაგრატიონის 127-ში გამოცხადებულ აუქციონს მოიგებს. “გამარჯვებულ კომპანიას მერია აღარ მოსთხოვს ბინების 10 პროცენტის საბინაო ფინდში გადაცემას. ამის სანაცვლოდ …

საკრებულოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს. განკარგულების მიხედვით, შპს „გის და დზ საკონსულტაციო …

მწვანე კონცხის საბაგიროს დემონტაჟისთვის მერია 43 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია 43 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს მწვანე კონცხზე მდებარე ძველი საბაგიროს დემონტაჟისთვის. „როგორც იცით, იქ ინვესტორი აპირებს ახალი საბაგიროს მოწყობას. ძველი საბაგირო არის ქალაქის საკუთრება და მისი დემონტაჟი ჩვენ უნდა მოვახდინოთ,“ – აღნიშნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. „რატომ უნდა დაფინანსდეს დემონტაჟი?  იმიტომ, რომ ივანიშვილს ტერიტორია გამოუთავისუფლოთ? იქნებ …

საკრებულომ ავტობუსებით მგზავრობაზე შეღავათები დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრობისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების (გარდა პედაგოგებისა) 50-პროცენტიანი (0,15 ლარი) შეღავათით სარგებლობას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. მიღებული დადგენილების თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ საჯარო სამართლის …

Exit mobile version