როგორ დაიბრუნა სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონება მისმა დისშვილმა – განჩინება

ქონება ბათუმში, რომელიც ასლან აბაშიძის ცოლის ძმას და მისივე ხელისუფლების უშიშროების მინისტრს, სოსო გოგიტიძეს თითქოსდა ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება [2005 წლის 10 მარტის სასამართლო გადაწყვეტილება], ამ წლების განმავლობაში, საჯარო რეესტრში, სოსო გოგიტიძის დისშვილზე, ენვერ ცეცხლაძეზე ყოფილა დარეგისტრირებული. ამის შესახებ აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში. იმავეს ადასტურებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც. როგორც ირკვევა, სოსო გოგიტიძის ქონების ჩამორთმევის …

პატარაძის განმარტება ასლან აბაშიძის გარემოცვისთვის k2-ის შუამდგომლობაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მანამ, სანამ იმის შესახებ  განაცხადებდა, რომ დღეიდან k2-ზე [მშენებლობის დაგეგმილზე მეტით სიმაღლეში გაზრდა] შუამდგომლობის გაცემას აღარ გეგმავს და ამ ფუნქციას მთლიანად ბათუმის მერიას უბრუნებს,  უკვე გაცემულ შუამდგომლობებზე განმარტა. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს იყო მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის შუამდგომლობები და არ იყო „მითითება, ბრძანება ან კარნახი“, რომ მათი შესრულება სავალდებულო ყოფილიყო. მეორეს მხრივ კი, მან თქვა, რომ …

ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს

შპს „გთმ გროუპმა“ 5000 კვადრატული მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017]. შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებთან“ თავად ზურაბ პატარაძემ დაადასტურა. „აჭარა პატარა რეგიონია და …

პატარაძე ამოთხრილი ხეების ადგილის აღდგენაზე საუბრობს, მთავრობაში კი მონაცემები არ აქვთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ აქვს მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები. …

ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსები სიმაღლეში გაიზრდება – პატარაძის ოთხი შუამდგომლობა

სამშენებლო კომპანია „ბათმშენი 2007“ ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე, #17/19-ში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტი ცხრა სართულის მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა შესაძლოა ის სიმაღლეში კიდევ გაიზარდოს. პროექტის დადგენილზე მეტად სიმაღლეში გაზრდაზე [კ2 კოეფიციენტი] კომპანიას ბათუმის მერიასთან ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა. ბათუმის მერისთვის მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წერს, რომ კომპანიამ ამ ადგილზე ახალი სახლის …

„ვითხოვთ, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას“ – მიმართვა მთავრობას

ამ წუთებში ე.წ „ოცნების ქალაქში“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ ამბობენ,  რომ აქციაში დაახლოებით ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი აჭარისა და საქართველოს მთავრობას მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირებას სთხოვენ. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მარინე ბერიძეს  ესაუბრა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის და კიდევ სხვა ადგილებში ლოკალურად ჩასახლებული ეკომიგრანტი და სოციალურად …

ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები დასაქმების მოლოდინში

საჯარო სამსახურებში ხელფასის დანამატით შევსებისა და დამატებით პრემიების გაცემის აუცილებლობაზე საუბრისას, მუნიციპალიტეტების ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამტკიცებდნენ, რომ მაღალი ანაზღაურების არქონის შემთხვევაში  პროფესიონალები, გამოცდილი კადრები საჯარო სამსახურებიდან წავიდოდნენ. მაშინ ისინი შიშობდნენ, რომ დაბალი ხელფასი გამოიწვევდა მათი თანამშრომლების კერძო სექტორში გადინებას, სადაც, როგორც მათ მიაჩნდათ, მაღალი ხელფასებია. მიუხედავად ასეთი თვითშეფასებისა, ყოფილი მერები, გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, რომლებიც …

მთავრობის პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელფასების მატებაზე

აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, აჭარის მთავრობის ახალი სახელფასო განაკვეთები მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასებს შეადარა და განაცხადა, რომ მაღალი თანამდებობის პირები პრივილეგირებულები არიან. ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის მორიგი ტყუილი და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის …

ახალი ხიდი ჭოროხზე – „გონიოს პოლიგონით“ დაინტერესებულ პირებს მთავრობა არ ასახელებს

„ყოფილი პოლიგონის განვითარება და საინვესტიციოდ მისი ეფექტური ათვისება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა „საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარების პროგრამაში“  გონიო და ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის განვითარება არ შედის. ამ პროგრამისთვის 3 270 000 ლარია ბიუჯეტში, გონიოსთან მიმართებაში კი, მხოლოდ გონიო-კვარიათის მთიანი ზონის დაგეგმარებაა გათვალისწინებული, რისთვისაც 270 ათასი ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტიდან არც …

ზურაბ პატარაძე: სამინისტროების რაოდენობა აჭარაში შესაძლოა გაიზარდოს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საბოლოო მიღების შემთხვევაში, ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების შექმნაზე ინიციატივის დაყენების უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს, თუმცა ის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის მომხრე არ არის. დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, …

უკან მიდევნებული ბრძანება – ივანიშვილმა ხეები ჯერ ამოთხარა, შემდეგ დაუკანონეს

ჩაქვში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული  მრავალწლოვანი ცრუ ქაფურის 6 ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ ზურაბ პატარაძემ მას შემდეგ მიჰყიდა, როცა ამ ხეების ამოღება უკვე დაწყებული იყო. ხეები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ხეების მოჭრა-ამოღებაზე „ბათუმელები“ მიმდინარე წლის 11 იანვარს წერდა. მას შემდეგ აჭარის მთავრობისგან ვითხოვდით დოკუმენტს, თუ რის საფუძველზე იღებდნენ მრავალწლოვან …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატში დასაქმებულთა ხელფასები

მიმდინარე წლისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელფასი თვეში 5 750 ლარით განისაზღვრა, მთავრობის აპარატის უფროსის კი – 3 700 ლარით. მთავრობის აპარატში დეპარტამენტების უფროსების თანამდებობრივი სარგო – 3 200 ლარი, განყოფილების უფროსების – 2 800 ლარი, უფროსი სპეციალისტებისა კი – 1 800 ლარი იქნება. აჭარის მთავრობამ ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში თანამდებობრივი სარგოს [ხელფასის] განაკვეთები, …

„ჭოროხის გზასთან“ მცხოვრებთ საკუთრების დათმობა მოუწევთ

ხელვაჩაურში, ეგრეთ წოდებული ჭოროხის გზის მიმდებარედ მცხოვრებთ, სახელმწიფო ქონებას სთხოვს – სრულად ან ნაწილობრივ. ქონების დათმობა 19 მესაკუთრეს მოუწევს. ამ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, მათ მთავრობის წარმომადგენელმა აცნობა, რომ სახელმწიფო კერძო საკუთრებას გზის გაფართოების მიზნით გამოისყიდის. თუმცა მესაკუთრეებმა დაზუსტებით არ იციან, რამდენს გადაუხდიან ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, სახლის, ასევე დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების სანაცვლოდ. კერძო …

რა ელის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს – ინტერვიუ ექიმთან

9 იანვარს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აჭარის რესპუბლიკურ-კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს მისწერა, რომ „მიმდინარე პერიოდისთვის საავადმყოფოს გასხვისება/განკარგვის საკითხი არ განიხილება“. ამ წერილს წინ უსწრებდა 2017 წლის 21 იანვრის განცხადება, რესპუბლიკური საავადმყოფოს კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემაზე. ექიმი ბენო ჭელიძე ამბობს, რომ კოლექტივი ბოლო წერილს განიხილავს, დროის მოგებისა და თანამშრომლობის გადაბირების მცდელობად. მის თქმით, 350 თანამშრომლის ხელმოწერილი განცხადებით, რომელიც …

ივანიშვილს ჩაქვიდან ხეები უკანონოდ მიაქვს – აჭარის მთავრობას ამჯერად თანხმობა არ გაუცია

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით ქაფურის ხეა მოჭრილი. ხეებს კომპანია „ატუ“ ჭრის. ჭრის პარალელურად, ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკში გადასატანად მრავალწლოვან ხეებს იღებენ. რის საფუძველზე იღებენ და გააქვთ ხეები? – აჭარის მთავრობამ ნებართვის გაცემის შესახებ დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მსგავსი დოკუმენტის გარეშე ხეების გატანა კი უკანონობაა. აჭარის მთავრობის მიერ „ბათუმელებისთვის“ დღეს მოწოდებულ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ …

პატარაძის განცხადება ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ

დღეს სარფში საქართველოს მოქალაქეებმა ის ცვლილებები გააპროტესტეს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკამ ახლახან მიიღო და რაც ამ ქვეყნის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლას არეგულირებს. ეს რეგულაციები პირდაპირ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან თურქეთში სამუშაოდ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს აქციაზე შეკრებილ ადამიანებს უთხრა, რომ ის თურქეთის კონსულთან ერთად მიემგზავრებოდა ქალაქ ართვინში, რამდენიმე საათში დაბრუნდებოდა და მათ უფრო …

დაკეტილი მაღაზიები ქემალ ფაშაში – ქართველი გამყიდველების პროტესტის ეფექტი [ფოტო]

იამზე შანიძე 12 წელია ყოველ დილა-საღამოს კვეთს თურქეთ – საქართველოს საზღვარს. 8 წელია იმავე გზას გადის ეკა შანიძეც. ორივე თურქეთის ქალაქ ქემალ ფაშაში მდებარე ბაზრობაზე მუშაობს, ტანსაცმელსა და თეთრეულს ყიდიან. დღეს ქართველები, რომლებიც ქემალ ფაშაში მუშაობენ, სამუშაოს ნაცვლად საპროტესტო აქციაზე იდგნენ სარფში. სწორედ ამიტომ ქემალ ფაშაში მაღაზიები დაკეტილია. დღეს, 16 იანვარს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან …

კურორტ „გოდერძიზე“ აეროდრომის ასაშენებლად მთავრობა მოქალაქეებისგან მიწას გამოისყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 100 ჰექტარ მიწას გამოისყიდის. გამოსყიდული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 3 900 კვადრატულ მეტრზე სამინისტროს აეროდრომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა აქვს დაგეგმილი. სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ გეგმით გაწერილი 100 ჰექტარი მიწიდან, ფიზიკური პირების საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთების დიდი ნაწილი ამ დროისთვის გამოსყიდულია, მიწის …

აჭარის მთავრობის პასუხი ენმ-ის ბრალდებაზე

აჭარის მთავრობა უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ასმათ დიასამიძეს პასუხობს. მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის თქმით, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ასმათ დიასამიძეს დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, მთავრობისთვის არ მიუმართავს. „ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვის მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ …

ბათუმის საზღვაო აკადემიას საწვრთნელი გემი გადაეცა

ბათუმის საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. იგივე წყაროს ინფორმაციით, გემი „კადეტი“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. “საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი …

საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი ქედაში ცხოვრობს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში მცხოვრებ თურმანიძეების ოჯახს ესტუმრა, ხასან და ზექიე თურმანიძეების უხუცეს წყვილს  დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა. ,,დღეს თურმანიძეების ოჯახს ვსტუმრობდით და საქართველოში ყველაზე ხანდაზმულ წყვილს დამდეგი შობა–ახალი წელი მივულოცეთ. თურმანიძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია, რომლებმაც …

ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა, სადაც ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ღვინისა და ყველის დაგემოვნება და ყიდვა არის შესაძლებელი. პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებშია დამზადებული. ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლისა …

ზურაბ პატარაძე საქართველოს ელექტროსისტემის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე სსე-ის კუთვნილ ქვესადგურ „ბათუმი-220“-ზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით ქალაქ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ამარაგებს. 2017 წელს, ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური დახმარებით, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვეს …

ენმ-ის განცხადებას, რომ ავთანდილ ბერიძისთვის პიკაპს ყიდულობენ მთავრობა უარყოფს

„ავთანდილ ბერიძე ახალი ავტომანქანით ივლის ახალი წლიდან,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. მისი თქმით, აჭარის მთავრობის აპარატი ახალ პიკაპს უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისთვის ყიდულობს. ამ თანამდებობაზე მუშაობს ავთანდილ ბერიძე მას შემდეგ, რაც ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. „მაქვს ინფორმაცია მთავრობის აპარატიდან, რომ ბატონმა ავთანდილმა მანქანით მომსახურებაზე წერილობით მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს. …

ორი ინვესტორი ქობულეთში – დეტალები, ჯერჯერობით, საიდუმლოა

ქობულეთში ორი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლის შესახებ გუშინ, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, განიხილება 180-ნომრიანი სასტუმროსა და  სპაცენტრის მშენებლობა. მინისტრმა თქვა, რომ, ჯერჯერობით, „მოლაპარაკებები არ დასრულებულა,“ ამიტომ არ გაახმოვანებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად, რომელ ნაკვეთებზე განიხილება ინვესტიციების განხორციელება და ვინ არის ინვესტორი. მთავრობის სხდომაზე …

3 მილიონ 139 306 ლარი კურორტ „გოდერძიზე“ კერძო პირებისგან მიწის გამოსასყიდად

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი კომპენსაციის გამოყოფაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ეს თანხა 3 მილიონ 139 306 ლარია. აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მინიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტებისთვის, წელს, მთლიანობაში 17 მილიონ 200 000 ლარი გამოიყო. აქედან 2 მილიონ  551 673 ლარი არის ტედერების …

კიდევ ერთხელ ზონალური საბჭოს დათხოვნაზე – ზურაბ პატარაძის „უახლესი პერიოდის გეგმები“

დღეს, 19 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სხვა საკითხებთან ერთად ზურაბ პატარაძე შეეხო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს დათხოვნის შესახებ მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას: „თქვენ იცით, რომ დედაქალაქში საერთოდ გაუქმდა ზონალური საბჭო.  გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ექსპერტებთან. თუ ეს საბჭო გააგრძელებს მუშაობას ამ ფორმით, ჩვენ მზად ვართ მასში …

24 დეკემბერს გომარდულს, სავარაუდოდ, გახსნიან 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, სავარაუდოდ კვირის ბოლოს, 24 დეკემბერს აჭარის მთავრობა ზამთრის კურორტ „გომარდულის“ გახსნას გეგმავს. ზურაბ პატარაძის თქმით, მიღწეულია  შეთანხმება, რაც კურორტს საგადასახადო ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და მისი გახსნის შესაძლებლობას იძლევა. სააქციო საზოგადოება „გომარდული“ საგადასახადო დავალიანებების გამო დაყადაღებული იყო. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. „სანაცვლოდ ინვესტორთა ჯგუფი იქ უზრუნველყოფს გარკვეული სამუშაოების  ჩატარებას, …

ახვლედიანის ქუჩაზე შესაძლოა კიდევ ერთი კორპუსის დანგრევა გახდეს საჭირო

აჭარის მთავრობა ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის მომიჯნავე კორპუსის დემონტაჟის საკითხსაც განიხილავს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ითქვა. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, „მას შემდეგ, რაც ახვლედიანის ქუჩაზე დაზარალებული სახლის დემონტაჟი განხორციელდება, სასურველია ჩატარდეს მომიჯნავე სახლის ექსპერტიზა, რომლის კედელიც ასევე დაზიანებულია. და რადგან ეს სახლიც ძველია, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მისი დემონტაჟის საკითხიც“. …

ენმ: აჭარის მთავრობა სარესტორნო ხარჯებს მალავს

„აჭარის მთავრობა მალავს ინფორმაციას სარესტორნო ხარჯების შესახებ,“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძროაბის“ წევრი, ლაშა ადამია. მან დღეს ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის აპარატმა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა ბიუჯეტის ხარჯზე გამართული სადილების და ვახშმების შესახებ. „ჩვენ გამოვითხოვეთ ყველა სამართლებრივი აქტი იმისთვის, რომ გაგვეგო, ვისთვის გაიმართა ეს შეხვედრები, რა მიზანი ჰქონდა კონკრეტულ ვახშამს. მოგვაწოდეს …

ოთხი ახალი საინვესტიციო პროექტი კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძი რიზორტი“-ს 4 ახალი საინვესტიციო პროექტი შეემატა. საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის. 4 ახალი საინვესტიციო პროექტი 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარაში ზამთრის სეზონის …

80 500 ლარად აჭარის მთავრობა პიკაპს იყიდის

აჭარის მთავრობის აპარატი „სპეციალიზებული კლასის – პიკაპის ტიპის ავტომობილს შეიძენს, ე.წ „კანოპით“ [ბორტის სახურავი] და საბარგულის ჩასაფენით“. ავტომობილის შესაძენად ბიუჯეტიდან 80 500 ლარია გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია. ავტომობილი, ტექნიკურ მახასიათებლებთან და სხვადასხვა პირობებთან ერთად, უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ამასთან, ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადს, მოსაკრებლის …

აჭარის მთავრობა 48 700 ლარად სედანს შეიძენს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა მსუბუქი გამავლობის ავტომობილის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.  ერთი სედანის შესაძენად მთავრობის აპარატს მაქსიმუმ 48 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. ავტომობილი მთავრობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა, უნდა ჩაბარდეს. სატენდერო პირობების მიხედვით, „ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2017 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი; ავტომობილის ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონდმებლობით …

გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციაზე: ყველა სახლი ინდივიდუალურად ფასდება

აჭარის მთავრობა მოქალაქე მირანდა ნაკაშიძეს გამოეხმაურა, რომელიც ამ დრომდე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მისი საცხოვრებელი სახლი მახინჯაურში აღებაშია. მოქალაქე მიიჩნევს, რომ მას შეუსაბამოდ დაბალ ფასს უხდიან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მირანდა ნაკაშიძე ზურაბ პატარაძეს არაერთხელ შეხვდა და კომპენსაციის გაცემა აჭარის მთავრობის უფლებამოსილება არ არის. პრესსამსახურის თქმით, უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ …

შეხვედრა უსაფრთხოების ნორმებზე აჭარის მთავრობაში

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო დღეს, პირველ დეკემბერს, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის მთავარი თემა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც. ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს ის ხედვები და ინიციატივები გააცნო, რაც რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობას გააუმჯობესებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ზურაბ …

მოქალაქე, ვისი სახლიც აღებაშია: კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს

მთავრობის სახლთან მჯდომარე აქციით მირანდა ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ავტობანის მშენებლობის გამო მახინჯაურში მისი საცხოვრებელი სახლი აღებაში მოყვა და კვადრატულ მეტრში 200 ამერიკული დოლარი შესთავაზეს. მოქალაქის თქმით, მის მეზობლებს გაცილებით მაღალი ფასი გადაუხადეს, დაახლოებით 700 დოლარი. „კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს… მე აქედან არსად წავალ, ვიდრე ზურაბ პატარაძეს არ შევხდები. არ ვითხოვ ქალაქს …

Exit mobile version