„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. „ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის …
Tag Archives: აჭარის მთავრობა
რატომ მიიჭედა ხეზე ხელი მოქალაქემ აჭარის მთავრობის სახლთან
შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ივლისს, მოხდა. მოქალაქე ვასიკო ტაკიძემ, რომელიც აცხადებს, რომ დელტაპლანის გაქირავების ბიზნესი ჰქონდა, გააპროტესტა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მას დელტაპლანის გაქირავების ნებართვას არ აძლევენ. „74 000 დოლარი ჩავდე ამ საქმეში. მე მგონი არის ამ ქვეყანაში ხალხი, ვინც გვერდით დამიდგება და ტურიზმს გააცოცხლებს, ბანკში მაქვს ჩადებული ფული, ოთხი შვილი გარეთ დამრჩება. 12 ოჯახი მყავს …
Continue reading “რატომ მიიჭედა ხეზე ხელი მოქალაქემ აჭარის მთავრობის სახლთან”
თორნიკე რიჟვაძე – ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პირველი საჯარო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. შეხვედრა ზაფხულის საჯარო ლექციების ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას და მის პრიორიტეტებს დაეთმობა. მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მიესალმა და ქვეყნის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს ზაფხულის სკოლის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძე – ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია”
აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი
აჭარის სატყეო სააგენტოში, სუსტია შიდა კონტროლის მექანიზმები, როგორც შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრასთან, ისე გაცემული საწვავის ხარჯვასთან მიმართებაში – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი. 2017 წლამდე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენდა სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის სისტემა, GPS-ის მოწყობილობია, თუმცა ამ სისტემაზე გასულ წელს სააგენტომ უარი თქვა. ამით, საწვავის ხარჯვა, აუდიტის თქმით, ფაქტობრივად, უკონტროლო …
Continue reading “აჭარის სატყეო სააგენტო საწვავის ხარჯებს სუსტად აკონტროლებს – აუდიტი”
თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. თორნიკე რიჟვაძე პირადად დაინტერესდა არდაგანის ტბაზე წყლის დაბინძურების მიზეზებით და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან აღნიშნული თემის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის სამსახურებს პრობლემის აღმოფხვრის გზების შემუშავება დაავალა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, არდაგანის ტბა ბათუმში ტურისტულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, შესაბამისად, იგი უნდა იყოს მოწესრიგებული და …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძემ არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა”
თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სიძულვილის შემცველი და ჰომოფობიური კამპანია მოჰყვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ამ საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. „როგორც იცით, ამ თემის ირგვლივ დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ერთგვარი კონსენსუსი საზოგადოებისთვის. მე ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, თუკი გადაწყდა მეჩეთის …
Continue reading “თორნიკე რიჟვაძის ახალი განმარტება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით “
მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, არჩილ ჩიქოვანი დანიშნა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის განაცხადა, ის არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა. დეპუტატების კითხვაზე – შექმნის თუ არა მისი და ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები პრობლემებს მმართველობაში, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა რომ – არა. მეჯვარის მიერ მის თანამდებობაზე დანიშვნაში …
Continue reading “მთავრობის აპარატის უფროსად არჩილ ჩიქოვანი დანიშნეს, თორნიკე რიჟვაძე მისი მეჯვარეა”
აჭარის ახალმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო
აჭარის ახალი მთავრობა, 21 ივლისს დაამტკიცეს. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი მინისტრები უკვე წარადგინა და ისინი უფლებამოსილების განხორციელებას დღეს, 23 ივლისს შეუდგებიან. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე დაინიშნა, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ტიტე აროშიძე. ჯანდაცვას და განათლების სამინისტროს კვლავ ინგა შამილიშვილი და ზაალ მიქელაძე უხელმძღვანელებენ. ახალი მთავრობის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო უმაღლესი საბჭოს, …
წარმატებული ტურისტული სეზონი აჭარაში
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. რეგიონში უცხოელი ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება. ივნისის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ადგილებშიც. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი გამორჩეული იქნება. რეგიონში ტურისტების მოსაზიდად სარეკლამო აქტივობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს, რაც აქტიურ ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, საბორტო/სამოგზაურო ჟურნალისტებში სარეკლამო სტატიების განთავსებასა და …
მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება
2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, საარქივო სამმართველო და გზების დეპარტამენტი. რას უპირებს ამ უწყებებს აჭარის მთავრობა? – მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ …
Continue reading “მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება”
რატომ არ დაესწრო ზურაბ პატარაძე ესტაკადის გახსნას
რატომ არ ესწრებოდა ბათუმში ესტაკადის გახსნას ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე [ამჟამად ზურაბ პატარაძე მოვალეობას ასრულებს] სამსახურში დადის, თუმცა მან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა შეწყვიტა. ბათუმში ესტაკადა 7 ივლისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დასწრებია და არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ პატარაძე. აქამდე ესტაკადის მშენებლობას ზურაბ …
Continue reading “რატომ არ დაესწრო ზურაბ პატარაძე ესტაკადის გახსნას”
ბათუმის ესტაკადა გაიხსნა
ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში დღეს, 7 ივლისს, ესტაკადა გაიხსნა. ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრია. პროექტის ფარგლებში ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება, ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. ესტაკადაზე სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ესტაკადა სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის …
„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა
აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატი დაასახელა. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტს „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას სთავაზობს. „მინდა დავაფიქსირო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, ეს გახლავთ პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში მე მზად ვარ …
Continue reading “„ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა”
მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი
აჭარის მთავრობა ქობულეთის ფიჭვნარში კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს განიხილავს – ინვესტორი ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 1,2 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ითხოვს. საინვესტიციო წინადადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ არ განუხილიათ, შესაბამისად, არ ვიცით რა ოდენობის ინვესტიციაზეა საუბარი. ვიცით ის, რომ ინვესტორს ქობულეთის სარეკრეაციო ზოლში, პარკის მიმდებარედ სასტუმრო კომპლექსისა და აკვაპარკის მოწყობა სურს. აჭარის ფინანსთა და …
Continue reading “მთავრობის გეგმები ქობულეთის ფიჭვნარში – კიდევ ერთი საინვესტიციო პროექტი”
იქნება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? – კითხვებს თორნიკე რიჟვაძე პასუხობს
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე არ ადასტურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვის შესახებ ინფორმაციას. ამ უარყოფის მიუხედავად, ის „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს გუნდის გადასაწყვეტია: „ეს უკვე ფართო განხილვის და გუნდის გადასაწყვეტი საკითხია. ასე, რომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ გუნდის გადაწყვეტილებას. მე ჩვეულებრივად ვასრულებ იმ დაკისრებულ მოვალეობას, რაც ენერგეტიკის ფონდში მაქვს“. კითხვაზე, …
Continue reading “იქნება თუ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? – კითხვებს თორნიკე რიჟვაძე პასუხობს”
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ზურაბ პატარაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება გადადგომაზე. როგორც მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს. მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობებს ავტომატურად ტოვებენ აჭარის მინისტრები – ახალი მთავრობის წარდგენა-დამტკიცებამდე ისინიც მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან. აჭარაში სულ ოთხი სამინისტრო ფუნქციონირებს. ზურაბ პატარაძის გადადგომას …
Continue reading “ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მოვალეობას ისევ ზურაბ პატარაძე შეასრულებს”
აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს
თუკი ზურაბ პატარაძე თანამდებობას დატოვებს, უფლებამოსილება შეუწყდება აჭარის მთავრობას, შესაბამისად, ავტომატურად თანამდებობას ყველა მინისტრი დატოვებს. ზურაბ პატარაძე ბრიფინგის ჩატარებას დღეს, 4 ივლისს, 14 საათზე გეგმავს. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი აჭარის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, უმაღლესმა საბჭომ კი აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყაროს კენჭი. კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ამ პროცესში მონაწილეობას აღარ იღებს …
Continue reading “აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს”
ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში მაღალი თანამდებობის ორმა პირმაც დაუდასტურა. დღეს, 4 ივლისს, 12 საათზე, მთავრობაში ბრიფინგია დაგეგმილი, განცხადებას თავად ზურაბ პატარაძე გააკეთებს. „ბათუმელების “ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შეხვდა. ზურაბ პატარაძე ყოფილი …
Continue reading “ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა”
აჭარის მთავრობის და მერიის განმარტება ბათუმში გამართული რუსულენოვანი ფესტივალის შესახებ
ბათუმში, ევროპის მოედანზე, 30 ივნისს გამართული ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ რუსულ ენაზე ჩატარდა. ამავე ფესტივალზე ისმოდა ქართული თარგმანიც. ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ ფესტივალებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებების გამართვის დროს მათი სამსახურის ნებართვა აუცილებელია. აღნიშნულ სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ღონისძიების შინაარსს ითანხმებენ. თუმცა ფესტივალ „21-ე საუკუნის ბავშვების“ შესახებ მერიაში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ …
აჭარის მთავრობამ საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი შეარჩია
აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ ა(ა)იპს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს ოლეგ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ახლა შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ ბრძანებას მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, უნდა მოაწეროს ხელი. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია. ოლეგ ბოლქვაძე „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს …
Continue reading “აჭარის მთავრობამ საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი შეარჩია”
ზურაბ პატარაძის და ლაშა კომახიძის ვიზიტი ნახიჩევანში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აზერბაიჯანულ მედიასთან განაცხადა, ნახიჩევანის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები და დამეგობრებული რეგიონებია, ვიზიტის მიზანი კი არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო …
Continue reading “ზურაბ პატარაძის და ლაშა კომახიძის ვიზიტი ნახიჩევანში”
აჭარის მთავრობა: ახალი სამინისტროს შექმნაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს
აჭარის მთავრობამ ახალი სამინისტროს შექმნის საკითხზე მსჯელობა შეაჩერა. ზურაბ პატარაძის მთავრობამ დაახლოებით ორი თვის წინ დაწყებული კონსულტაციები მას შემდეგ შეაჩერა, როცა ახალმა პრემიერმა სამინისტროების შემცირება გადაწყვიტა. „ამ ეტაპზე სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. აქვე განმარტეს, რომ არაა გამორიცხული ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის თემა სამომავლოდ ისევ გააქტიურდეს, რადგან „აჭარის კონსტიტუცია …
Continue reading “აჭარის მთავრობა: ახალი სამინისტროს შექმნაზე კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს”
რა დავალებები მისცა პრემიერმა ზურაბ პატარაძეს
„არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება,“ – უთხრა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა დავალება მისცა მან ზურაბ პატარაძეს. მამუკა ბახტაძემ აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ „დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“. …
Continue reading “რა დავალებები მისცა პრემიერმა ზურაბ პატარაძეს”
ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ
ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობის …
Continue reading “ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ”
ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას
კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე …
Continue reading “ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას “
აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა
შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობამ ბათუმის იახტკლუბი [მიმდებარე ტერიტორია] 1 ლარად 20 წლით გადასცა, ქონება განსაკარგავად სხვას – შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ მისცა. იახტკლუბის ტერიტორია „რივიერამ“ 19-წლიანი იჯარით გასცა. ეს კომპანია, ქონების იჯარით აღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირეს თბილისში. შპს „ბათუმის იახტკლუბი“ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში დააფუძნა შპს „იუ ჯი თი ჯგუფმა“ და კომპანიის დირექტორად …
Continue reading “აჭარის მთავრობის მიერ 1 ლარად გაცემული იახტკლუბი მფლობელმა სხვას გადასცა”
სტადიონი ზედამხედველ კომპანიას ეძებს, ოფიციალური პირები კი მშენებლობას ხშირად ათვალიერებენ
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც ზედამხედველი კომპანიის მეთვალყურეობის გარეშე მეექვსე თვეა შენდება, ოფიციალურმა პირებმა დღეს, 20 ივნისს, კიდევ ერთხელ დაათვალიერეს. ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად, სატენდერო თანხა 3 520 474 ლარია გამოყოფილი. მშენებლობას, როგორც შპს „სტადიონის“ დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე ამბობს, ამ ეტაპზე მათი ორი თანამშრომელი [ინჟინერ-კონსტრუქტორები] ზედამხედველობს. თუ „სტადიონის“ თანამშრომლების კვალიფიკაცია საკმარისია საფეხბურთო …
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და გოდერძი-ბეშუმის გზის მიმდინარე სამუშაოები
ზურაბ პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზურაბ პატარაძე ადმინისტრაციის სამსართულიანი შენობისა და მეფუტკრის სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. როგორც ზურაბ …
Continue reading “გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და გოდერძი-ბეშუმის გზის მიმდინარე სამუშაოები”
გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
„აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განტვირთავს სარფისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას და ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურიზმის განვითარებას,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობას. ჭოროხის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-2 ეტაპის ფარგლებში უკვე დასრულდა გზის 3500 მეტრამდე მონაკვეთის მშენებლობა. სამეტაპიანი პროექტი 5700 მეტრი სიგრძის მონაკვეთს …
Continue reading “გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა”
რა მოხდება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ
რა იცვლება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ სამართლებრივად აჭარაში არაფერი იცვლება. „მთავრობის გადადგომა არ გამოიწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობა არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უმაღლესი საბჭოს და პრეზიდენტის წინაშე. ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის საფუძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის,“ – ამბობს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის …
Continue reading “რა მოხდება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ”
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს
ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ელექტრონული ტენდერით მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეისყიდის, რისთვისაც 443 305 ლარი აქვს გათვალისწინებული. უნივერსიტეტი 8 როიალს, 4 ფორტეპიანოს და კიდევ 11 სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტს შეიძენს. ტენდერში გამარჯვებულმა ინსტრუმენტები უნივერსიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიაწოდოს, სასწავლებლის ახალ კორპუსში, ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში. მან საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მუსიკალური ინსტრუმენტების დანიშნულების …
Continue reading “ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი 443 ათასი ლარის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ყიდულობს”
აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
აჭარის მთავრობამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების წარდგენა 16 ივნისს უნდა დასრულდეს, თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი, სასურველია სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით და მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება, სასურველია ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილებაც. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ 2017 წლის …
116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია
ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვასთან ახლოს, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, „კრისტალ ბილდინგი“ 116,80 მეტრი სიმაღლის შენობის აშენებას გეგმავს. ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მისი აშენების შემდეგ ეს იქნება ყველაზე მაღალი შენობა საკურორტო ქალაქში. ნებართვა მშენებლობაზე უკვე გაცემულია. „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე ყოფილ სანატორიუმ „ქობულეთის“ ტერიტორია, მიმდებარე ტერიტორიისა და ძველი შენობების ჩათვლით [სამი საკადასტრო ერთეული], ჯამში 71 523 …
Continue reading “116,80 მეტრი სიმაღლის შენობა ქობულეთის ფიჭვნარში – აზერბაიჯანული ინვესტიცია”
ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზურაბ პატარაძე გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთში გელაურის და კარიერის დასახლებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე სამუშაოებს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კარიერის დასახლებაში, ფიროსმანის და ლეონიძის ქუჩებზე. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. …
Continue reading “ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზურაბ პატარაძე გაეცნო”
მახინჯაურში მრავალწლოვან ხეებს ჩეხავს კომპანია, რომელსაც მთავრობამ 1 მილიონი აპატია [ვიდეო]
მახინჯაურში, ზღვის პირას, ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორიაზე მრავალწლოვან ხეებს ჩეხავენ. ხეები ამ ტერიტორიაზე მაშინაც გაჩეხეს, როცა მომიჯნავე ნაკვეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის რამდენიმე ხე გადაიტანეს. ეს ტერიტორია შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია, რომელსაც ეს და ასევე ყოფილი სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, პირდაპირი წესით და ინვესტიციის განხორციელების პირობით, 2016 წელს 3 მილიონ 900 ათას ლარად გადასცა. ამ ინვესტორმა …
ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზე გადავიდა. დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თეატრის რეაბილიტაცია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით აჭარაში …
Continue reading “ზურაბ პატარაძემ ბათუმის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა”