აჭარაში ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება სამინისტროებს დაექვემდებარება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი დაწესებულება, რომლებიც ამ დრომდე უშუალოდ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები იყო, სამინისტროების დაქვემდებარებაში გადავა. კერძოდ, აჭარის ტურიზმისა და გზების დეპარტამენტები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარებიან, გარემოს დაცვის სამმართველო  – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საარქივო სამმართველო კი – განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ცვლილებები მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება. …

როგორ შეიცვლის იერსახეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა ბათუმში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობას ბათუმში, მემედ აბაშიძის N40-ში, ბიზნესმენი რუსლან კაკაბაძე არემონტებს. შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, მან აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 755 ათას ლარად  და პირობით იყიდა. 1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 720 ათასი ლარი იყო, ბიჯი …

აჭარის მთავრობა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ბათუმში [ფოტო]

დღეს, 24 სექტემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხვდება ამომრჩევლებს ბათუმში, მუსიკალურ ცენტრში. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო საათებში მიმდინარეობს,  აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას „ქართული ოცნება“ პირველივე დღიდან უჭერს მხარს. პარტიული ლიდერები ესწრებიან სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მოსახლეობასთან. გარდა ამისა, „ოცნებამ“ თავის შემომწირველებს მოუწოდა, …

თორნიკე რიჟვაძე: რომაული ბანაკები გონიოს ციხეში კიდევ უფრო მეტ ვიზიტორს მიიზიდავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია და იმ ახალ აღმოჩენებს გაეცნო, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ბოლო არქეოლოგიური კვლევებით გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მთავრობის თავმჯდომარეს ციხის დათვალიერების შემდეგ “რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობის” პროექტი წარუდგინა, რომელიც გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის. თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა ასევე მუზეუმში …

აჭარა ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლებით შეხვდა

შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ. მაწყვალთის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი …

ბიზნესფორუმის ფარგლებში აჭარას ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრნენ

ფორუმი „საქართველო-ჩეხეთი“ დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. სტუმრებს ასევე მიესალმა აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი მარტა ნოვაკოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ თანამშრომლობას და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონით დაინტერესებისთვის. თორნიკე რიჟვაძემ …

თორნიკე რიჟვაძე მარტა ნოვაკოვას შეხვდა

დღეს, 14 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თორნიკე რიჟვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ისეთ …

აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე ოქტომბრიდან რიგები აღარ იქნება

„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სარფის საბაჟოზე რიგები აღარ იქნება,“ – აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში. ინფორმაცია სარფის საბაჟო პუნქტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შესახებ აჭარის მთავრობამ გაავრცელა. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქული მხარის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. ამ დრომდე სარფის საბაჟოზე ხშირად იქნება რიგები. აჭარის მთავრობის ინფორმაცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სარფის …

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციას მოქმედი მოადგილე ირაკლი ჯინჭარაძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობის დასაკავებლად მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა და როგორც თვითონ გვითხრა, მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შესახებ შეტყობინებაც მიიღო: „…თუმცა ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა თუ არა ბრძანებას ჩემი დანიშვნის თაობაზე“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში. ირაკლი ჯინჭარაძე პროფესიით …

8 სექტემბერს სარფის სანაპიროზე „კოლხობა“ გაიმართება

8 სექტემბერს, სარფში, ზღვის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული „კოლხობა“ გაიმართება.  ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დააანონსა. მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის, ქეთევან დევაძის ინფორმაციით, წელს ხელვაჩაურის მერიამ ღონისძიებისთვის ახალი დეკორაცია შეისყიდა. „კოლხობის“ ბიუჯეტი 7000 ლარია. „კოლხობასთან“  დაკავშირებული მომსახურება მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. სახალხო დღესასწაული პირველად  1978 წელს  ,,ქვაომხაზობის” სახელით გამართულა, 1979 …

ბათუმობა-2018 [ფოტო]

„ბათუმობა 2018“-ის ფარგლებში დღეს ძველი ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მეცხრამეტე საუკუნის ბათუმის კადრები გააცოცხლეს. ღონისძიება დღის 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ქუჩებში  მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სამოსით გამოჩნდნენ მედუქნეები, გაზეთების დამტარებლები, ფოტოგრაფები, მოსეირნე წყვილები და რამდენიმე სცენა გაითამაშეს, მეფაიტონეები კი სტუმრებს ქუჩებში ფაეტონით გასეირნებას სთავაზობდნენ… გარდა ამისა, ძველი ბათუმის ქუჩებში გამოფენილი იყო ძველი …

ფაროსანასგან დაზარალებულებს საფინანსო ორგანიზაციებთან ვალდებულება გადაუვადდებათ

იმ ფერმერებს, რომლებსაც თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა, აჭარის მთავრობა ფინანსურად არ დაეხმარება. ფერმერებმა დახმარების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მთავრობის სახლთან აქციაც გამართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ამ სახის კომპენსაცია. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტეს, აჭარის  მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული: „მთავრობამ …

აჭარის მთავრობის აპარატის შემდეგ შემცირება სამინისტროებსა და უწყებებში დაიწყება

აჭარის მთავრობის აპარატში რესტრუქტურიზაციისა და შემცირების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აჭარის მთავრობის სხვა რგოლებშიც იგეგმება. ეს პროცესი მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ე.წ „მცირე მთავრობის“კონცეფციის ნაწილია, რომელიც მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე წარუდგინა. შემცირებები მან მთავრობის აპარატიდან დაიწყო, თუმცა თქვა ისიც, რომ გუნდის წევრებს დაუსაქმებლებს არ დატოვებს. „…მობილობის წესის შესაბამისად მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები სამომავლოდ …

ღია კანალიზაცია ეზოებში – აეროპორტის დასახლებაში პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრები მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყალს გასასვლელი არსად აქვს და გზატკეცილის N 234-236 ნომერში, კერძო მოსახლეობის ბაღებში გუბდება. არის აუტანელი სუნი და ანტისანიტარია. „საშინელი მდგომარეობაა, ყველას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ადრე აქ საკანალიზაციო მილი გადიოდა. პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც, როგორც მთავრობაში გვითხრეს, აეროპორტის ტერიტორიაზე ის არხი თუ მილი …

დეპარტამენტს, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს, აჭარის მთავრობა აუქმებს

აჭარის მთავრობა რამდენიმე დეპარტამენტს აუქმებს, მათ შორისაა უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელსაც აჭარის წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრი ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობს. ამ დეპარტამენტში სულ ორი ადამიანი მუშაობს. საერთო ჯამში აჭარის მთავრობის დადგენილების პროექტი აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტების ერთი მესამედით შემცირებას გულისხმობს. უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის გარდა უქმდება შიდა აუდიტისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები, ამავდროულად, დაგეგმილია …

რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური …

რატომ მოსთხოვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მობილურის დატოვება – აჭარის მთავრობის განმარტება

„დეპუტატებს არ უთქვამთ, რომ კონტროლის განხორციელების მიზნით იყვნენ შემოსული… ასეც რომ ყოფილიყო, კონტროლის განხორციელებას თავისი წესი აქვს. რეგლამენტში დეტალურიად გაწერილია, რას გულისხმობს კონტროლის ფუნქცია,“ – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, არჩილ ჩიქოვანი უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებმაც გუშინ, 23 აგვისტოს, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“: ელგუჯა ბაგრატიონს, გია აბულაძეს და გიორგი …

საია: მთავრობას უნდა დაესაბუთებინა, რატომ არ შეუშვეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეხვედრაზე

„აჭარის მთავრობამ უხეშად დაარღვია კანონი, როცა მთავრობის შენობაში გადაადგილების უფლება შეგვიზღუდა,“ – აცხადებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 23 აგვისტოს, მეთხილე ფერმერების საპროტესტო აქციის პარალელურად უმაღლესი საბჭოს დეპუტატები: ელგუჯა ბაგრატიონი, გია აბულაძე და გიორგი დიასამიძე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსთან შეხვედრას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან დეპუტატებს დაცვის სამსახურმა მობილური ტელეფონების დატოვება მოსთხოვა, …

მეთხილე ფერმერები კომპენსაციას ითხოვენ – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან

ქობულეთში მცხოვრები ფერმერები აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ფერმერებს თხილის ბაღები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მოსავლის 90 პროცენტი გაუფუჭდათ და კომპენსაციის მიღებას ითხოვენ. დავით მახარაძე: „მე სოფელ ჯიხანჯურიდან ვარ. ჩვენთან არც გზაა და არც წყალი ამ ზაფხულში… თხილზე მთავრობა ამბობდა, რომ თვითონ შეწამლავდა. ერთხელ შეწამლეს და ეს იყო. თხილს სამჯერ წამლობა უნდა. მოსავალი აღარ …

ამერიკული და იტალიური საწრთვნელი გემები ბათუმის ნავსადგურში შემოვლენ

ამერიკული და იტალიური გემები ხვალ, 23 აგვისტოს, დილით, ბათუმის ნავმისადგომზე შემოვლენ. ამერიკულ გემ USS Carney-ს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზაალ მიქელაძე დახვდება, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქმიანი ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. „USS Carney-ს ვიზიტი ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიცა საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და …

რას ჩუქნიან თანამდებობის პირებს აჭარაში

ხელვაჩაურის მერისთვის, ჯუმბერ ვარდმანიძისთვის 2015 წელს, მაშინ, როცა ის ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 121 კვ.მეტრი კომერციული ფართობი უჩუქებიათ – ეს ინფორმაცია ხელვაჩაურის მერმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, ქონების ღირებულება კი არ მიუთითა. თავად ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ ეს ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, დის ქმარს: „ქონების უზრუნველყოფა დასჭირდა და ფართობი …

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად ზაურ ახვლედიანი დანიშნეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზაურ ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოში მისი წარდგენა დღეს, 21 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ტელეფონს არც ზაურ ახვლედიანმა უპასუხა. ზაურ ახვლედიანი ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი და ბათუმის საკრებულოს …

„ლექციას ვერ წაგიკითხავთ“ – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალი მრჩეველი

„ამას საერთოდ შეხება არ აქვს საზოგადოებასთან კომუნიკაციასთან,“ – ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩეველი მთავრობის სხდომების დახურვას. ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური საკითხების მიმართულებით მუშაობს. ბატონო ლევან, რა კავშირი გქონდათ თორნიკე რიჟვაძესთან აქამდე, რის გამო შეგარჩიეს მრჩევლად?  მაგ კითხვას რომ სვამთ, ცოტა უხერხულია, მე მგონი. საერთოდ კავშირში არაა ჩემს საქმიანობასთან. ეს …

ვინ არიან თორნიკე რიჟვაძის ახალი მრჩევლები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ორი ახალი მრჩეველი ჰყავს – ლევან ჯაში საზოგადოებასთან ურთიერთობების და სოციალურ საკითხებში და გოგი ფუტკარაძე – დონორებთან ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების  მიმართულებით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულ 4 მრჩეველი ჰყავს. თორნიკე რიჟვაძემ მრჩეველის პოზიციაზე დატოვა ჯემალ პაქსაძე [აჭარის ყოფილი მთავარი მუფთი] და დავით ზოიძე [ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი]. აჭარის მთავრობის ყოფილ …

„ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე დასაქმებულს კი ხელფასს უნარჩუნებს

დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე, სასტუმრო „ველმონდი“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] მუშაობას შეაჩერებს მანამ, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა დრო დასჭირდება რეკომენდაციების შესრულებას – ამას ვერც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ და ვერც სასტუმრო „ველმონდში“. თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ სასტუმროში დასაქმებულებს …

თორნიკე რიჟვაძე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნო აჭარის ა/რ …

კონკურსი 6 მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა, გარდა იმ სსიპ-ებისა, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად დატოვეს. კონკურსი გამოცხადებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე …

რატომ არის გამორთული აჭარის მთავრობის ინტერნეტგვერდი

აჭარის მთავრობის ერთიანი ინტერნეტპორტალი დღეს დილიდან არ მუშაობს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მთავრობას ინტერნეტს არ აწვდიან. „მთავარი სერვერი განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს შენობაში, სადაც ინტერნეტის პრობლემა არსებობს. ველოდებით  პრობლემის მოგვარებას. ინტერნეტს კომპანია „მაგთი“ გვაწვდის. როგორც კი მოგვარდება მიწოდების პრობლემა, ჩაირთვება საიტი,“ – გვითხრა აჭარის მთავრობის პრესსამსახურის უფროსმა, სოფო გუჯაბიძემ.

სახალხო დღესასწაული „შუამთობა -2018“

5 აგვისტოს მაღალმთიან აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა. შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აჭარის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა. კურორტ ბეშუმის დამსვენებლებთან ერთად სახალხო დღესასწაულზე უცხოელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნებოდა. სადღესასწაულო კონცერტის დაწყებამდე მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს „შუამთობა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს …

აჭარის ახალი, „ოპტიმალური“ ფინანსთა მინისტრი

ოპტიმალური – ამ სიტყვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ყოველი მეორე წინადადების შემდეგ ამბობს; საქმის ოპტიმალურად, ოპტიმალური ხედვით კეთებას ეკონომისტებს უკვე შესწავლილი თეორია ავალდებულებსო – ამაზეც თვითონ გვითხრა. აპირებს ოპტიმიზაციას სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, რასაც გათავისუფლებებიც შეიძლება მოჰყვეს. მის გამინისტრებაში გამორიცხავს მამის ფაქტორს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად არჩილ ხაბაძის მთავრობაში …

აჭარის განახლებული მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა

ხულოში ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „განათლება და მაღალმთიანი აჭარა ეს არის ორი მთავარი განცხადებული პრიორიტეტი ჩემს სამთავრობო ხედვაში და ამ ნაწილში პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს როგორც განათლების ხელმისაწვდომობას, ისე იმ მიმდინარე პროექტებში ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობას, რაც მაღალმთიან აჭარაში ხორციელდება“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის …

აჭარის ახალი მთავრობის მედიასთან ურთიერთობის სტრატეგია ვარშალომიძის დადგენილებით

„მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვა­ლის­წი­ნებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, სხდომა შეიძ­ლე­ბა გამოცხადდეს საჯაროდ“, – ეს არის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც ვარშალომიძის შემდგომ  მთავრობის არც ერთ თავმჯდომარეს [არჩილ ხაბაძე, ზურაბ პატარაძე], ფაქტობრივად, აღარ გამოუყენებია. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, რომელიც მან ჟურნალისტებთან მთავრობის დახურული სხდომის დასრულების …

თორნიკე რიჟვაძე: სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები გვეყოლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარას სამიზნე ქვეყნებში ტურიზმის ელჩები ეყოლება. შესაბამის კონცეფციაზე კი მუშაობა დაწყებულია და პროექტის პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება. აჭარის მთავრობის სხდომა დღეს, 31 ივლისს გაიმართა. სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. „ჩვენ სამიზნე ქვეყნებში გვეყოლება ტურიზმის ელჩები, რომლებიც დაგვეხმარებიან მარკეტინგული თუ სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, რადგან მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენ შესახებ. უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია …

აჭარის მთავრობა სსიპ-ების ხელმძღვანელებს კონკურსით შეარჩევს

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოცხადდება – ამის შესახებ განკარგულება აჭარის მთავრობამ დღეს, 31 ივლისს, გამართულ სხდომაზე მიიღო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდება შემდეგ თანამდებობზე: აჭარის დასაქმების სააგენტოს უფროსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი ბათუმის ბულვარის დირექტორი ტექნიკური …

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური გაუქმდა – თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილება

აჭარის მთავრობამ დადგენილება „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადა. ამ სამსახურის შექმნა ზურაბ პატარაძის მთავრობის თამჯდომარეობის დროს გადაწყდა, გამოცხადდა კონკურსი და უკვე შერჩეული იყო  სამსახურის უფროსიც – ოლეგ ბოლქვაძე. აჭარის ახალმა მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია. „როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო …

აჭარის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს, 31 ივლისს, დაახლოებით 11 საათზე დაიწყო, ჟურნალისტებს არ უშვებენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს სხდომის გაშუქებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცემათ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, აჭარის მთავრობას აქვს უფლება სხდომა დახუროს. ჟურნალისტების სხდომაზე არ დაშვების მიზეზად პრესცენტრმა ასევე სხდომათა დარბაზში უადგილობა დაასახელა. …

Exit mobile version