აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ოთხი დაწესებულება, რომლებიც ამ დრომდე უშუალოდ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები იყო, სამინისტროების დაქვემდებარებაში გადავა.
კერძოდ, აჭარის ტურიზმისა და გზების დეპარტამენტები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარებიან, გარემოს დაცვის სამმართველო – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საარქივო სამმართველო კი – განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ცვლილებები მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება.
ამავე თემაზე: მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება
![ვის [არ] შეხვდა ზურაბ პატარაძე აჭარაში „ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/06/pataradze-kaveri.jpg)





