მთავარი,რეკლამა,სიახლეები

თორნიკე რიჟვაძე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

13.08.2018 • 1944
თორნიკე რიჟვაძე რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება.

მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

,,სამუშაოები მიმდინარე პროცესშია. პროექტში ჩართულები არიან საერთაშორისო კონტრაქტორები. შესაბამისად, ხარისხიც არის მაღალი. იმედი გვაქვს, რომ დათქმულ ვადებში მოხდება აღნიშნული პროექტის დასრულება, რაც ერთი მხრივ, მოაწესრიგებს აღნიშნული ზოლის ინფრასტრუქტურას და ასევე, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ახალი ბულვარის განვითარების“-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევიჩირუხის რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი დაათვალიერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს.

ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.

ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.

12 აგვისტოს, თორნიკე რიჟვაძემ რეაბილიტირებული შუახევი-ჩირუხის გზა დაათვალიერა. ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. განხორციელებული სამუშაოები და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები რეგიონის ხელმძღვანელს  აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ გააცნო.

ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.

ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.

შუახევი ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე მთელ სიგრძეზე ჩაიწყო ლითონის მილები, გაკეთდა ახალი გაბიონები და ბეტონის საყრდენი კედლები.

აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ა/ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 377 340 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს, ასევე, 2 ახალი ხიდის და 37 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი.

ჩირუხის რეაბილიტირებული გზა

ჩირუხის რეაბილიტირებული გზა

სულ შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისთვის გამოყოფილია 11 082 320 მილიონ ლარამდე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: