განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს

26.04.2018 • 2020
მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო 2018-ზე აპლიკაციების გადარჩევა დასრულდა,  104 განაცხადიდან მხოლოდ 82 განაცხადი შეარჩიეს.

აპლიკანტთა შორის 72 ქალია, 10 – კაცი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ყველა რეგიონიდან შევიდა აპლიკანტების განაცხადი, თუმცა რეგიონებს შორის ისევ თბილისი და ქუთაისი ლიდერობს.

თბილისიდან 29 განაცხადია შესული, ქუთაისიდან კი – 12. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე კანდიდატის წარდგენის უფლება სკოლებსაც ჰქონდათ. შეფასების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე თითქმის ყველა საგნის მასწავლებელია წარმოდგენილი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფი საუკეთესო ათეულს 15 ივნისს გამოავლენს. აგვისტოში კი საუკეთესო ხუთეული უნდა შეირჩეს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს პირველად გაიცა. პირველი ჯილდო ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ მიიღო.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველო“ არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

გამარჯვებული საჩუქრად ათი ათას ლარს მიიღებს და იქნება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მონაწილე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: