მთავარი,სიახლეები

კორონავირუსით სიკვდილის 908 და გამოჯანმრთელების 3 281 შემთხვევა – სტატისტიკა

10.02.2020
კორონავირუსით სიკვდილის 908 და გამოჯანმრთელების 3 281 შემთხვევა – სტატისტიკა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 10 თებერვლის მონაცემებით, აღრიცხულია კორონავირუსის 3 062 ახალი შემთხვევა, მათგან 296 – მძიმედ მწვავედ მიმდინარე.

10 თებერვლის მონაცემებით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 40 171 შემთხვევა, სულ შესაძლო შემთხვევების რაოდენობა შეადგენს 23 589-ს.

10 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია სიკვდილი 908 და გამოჯანმრთელების 3 281 შემთხვევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის 307 შემთხვევა დადასტურდა ჩინეთის გარეთ, 24 ქვეყანაში: იაპონია – 26, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა – 27, ვიეტნამი – 14, სინგაპური – 40, ავსტრალია – 15, მალაიზია – 17, კამბოჯა – 1, ტაილანდი – 32, ფილიპინები – 3, ნეპალი – 1, შრი-ლანკა – 1, ინდოეთი – 3, ამერიკის შეერთებული შტატები – 12, კანადა – 7, საფრანგეთი  – 11, ფინეთი – 1, გერმანია – 14, იტალია – 3, რუსეთი – 2, ესპანეთი – 1, შვედეთი – 1, გაერთიანებული სამეფო – 3, ბელგია – 1. არაბეთის გაერთიანებული საემირო –  7.

_____________

ფოტოზე: ჩინეთში სუპერმარკეტში შემსვლელებს სიცხეს უზომავენ. ფოტო: ირმა დიმიტრაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: