აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევაა | 17 თებერვალი

17 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან აჭარაში 7 პირი გამოჯანმრთელდა, 5-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 167 პაციენტი, მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 4 პაციენტი. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 102 ადამიანი იმყოფება, ონლაინკლინიკაში რეგისტრირებულია 121 ინფიცირებული.

ბანკის სესხს ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი ვერ იხდის – „დაყადაღებული საქართველო“

საქართველოში ნახევარმილიონზე მეტი მოქალაქე ვალს დროულად ვერ იხდის. ქვეყანაში დღეს 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში]. გარდა ამისა, 9 669 პირი არის თანამსესხებელი, ხოლო 90 487 პირი – გარანტორი. „დაკანონებული ყაჩაღობა“ – ასე აფასებენ სახელმწიფოს პოლიტიკას საფინანსო სექტორში ის მოქალაქეები, რომლებიც …

ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი – კლასი დისტანციურ სწავლაზე გადავიდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი. მოსწავლე მეორე საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მოსწავლე ხუთშაბათის, 11 თებერვლის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა, თუმცა კლასი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მაინც გადაიყვანეს დისტანციურ სწავლებაზე. აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდა. მას შემდეგ კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა მოსწავლეებში, მასწავლებლებში კი …

საქართველოში კოვიდის 740 ახალი შემთხვევაა, 14 პაციენტი გარდაიცვალა

16 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 20 549  კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.  ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 3 831 ადამიანი. აქედან 1 848  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 395 მძიმე პაციენტია. 15 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.6%, ბოლო 14 დღის განმავლობაში იყო …

აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 16 თებერვალი

16 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 32 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან აჭარაში 60 პირი გამოჯანმრთელდა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 152 პაციენტი, მათგან ხელოვნურ სუნთქვაზეა 4 პაციენტი. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 104 ადამიანი იმყოფება.

„ამაზე მსჯელობა არ არის“ – მინისტრი კომენდანტის საათის გაუქმებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე არ მსჯელობს, რომელიც მოქალაქეებს 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებას უზღუდავს. მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებამდე ან მოხსნამდე მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმ ბიზნესების აღდგენაზე, რომლებიც ამ დრომდე ვერ ახერხებენ მუშაობის დაწყებას. მათ შორის თურნავამ სპორტული დარბაზები და საბავშვო ბაღები დაასახელა: „ერთ-ერთი ყველაზე წონადი …

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში პირველკლასელს კოვიდი დაუდასტურდა

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში კორონავირუსი პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაგვიდასტურეს. სკოლის დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები და კლასი სავარაუდოდ დისტანციურ სწავლებაზე გადავა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში აჭარაში კორონავირუსის სულ 6 შემთხვევაა მოსწავლეებში დადასტურებული, პედაგოგებში კი – ორი შემთხვევა. „რისკების შეფასებით, 3 კლასი გადაყვანილია ონლაინსწავლებაზე, დანარჩენ შემთხვევებში კლასები …

დადასტურდა კოვიდის 165 ახალი შემთხვევა, 11 პაციენტი გარდაიცვალა

15 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 9 197  კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი.  ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 3 601 ადამიანი. აქედან 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 425 მძიმე პაციენტია. 14 თებერვლის მონაცემებით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 …

აჭარაში კოვიდის ახალი 10 შემთხვევა დადასტურდა | 15 თებერვალი

15 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 166 პაციენტი, მათგან 39 მძიმე პაციენტია, 5 პირი ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროებში 104 ადამიანი იმყოფება.

სკოლაში დაბრუნების პროცედურები კოვიდის გადატანის შემდეგ – ახალი რეკომენდაციები

მოსწავლის, მასწავლებლის ან/და თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვალს დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, „სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იმავე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე“. იმ პირებთან, ვისაც კოვიდი დაუდასტურდება, მაღალი რისკის კონტაქტში მყოფი თანამშრომლების თვითიზოლაციის/კარანტინის …

კორონავირუსით კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, დადასტურდა 357 ახალი შემთხვევა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პირი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 652 პაციენტი, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 357 პირს. stopcov.ge-ს 14 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამში არის 265 557; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 258 093, ხოლო პანდემიის მთელ პერიოდში საქართველოში კორონავირუსისგან სულ 3 352 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, …

აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 თებერვალი

14 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა – 58 პაციენტი, დღემდე კი გამოჯანმრთელებულია – 35 201 პაციენტი; კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვიაზეა] – 4 პაციენტი. ამ დროისთვის ბათუმის კლინიკაში მკურნალობს 169 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 98, ონლაინ კლინიკაში …

აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 თებერვალი

ოფიციალური ინფორმაციით, დღეს 13 თებერვალს, აჭარაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა, გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 27 პაციენტი. კლინიკაში კი 161 ადამიანი მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, აჭარაში კოვიდისგან გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კოვიდით 15 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 507 ახალი შემთხვევა | 12 თებერვლის მონაცემები

12 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 24 359 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი.  ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 619 ადამიანი. აქედან 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 438 მძიმე პაციენტია. 12 თებერვლის მონაცემებით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%.

სსმ მოსწავლეს უფლება აქვს სკოლაში პირბადის გარეშე იყოს – სამინისტრო

„სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ დღეს, 12 თებერვალს, ბრიფინგზე. ეკა დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა …

აჭარაში კოვიდის 19 შემთხვევა დადასტურდა | 12 თებერვალი

12 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში სამმა პაციენტმა დატოვა კლინიკა, გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 161 პაციენტი, მათგან  5 ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 133 ადამიანი იმყოფება.

ქობულეთში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მოსწავლეებში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდი დაუდასტურდა ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლე ბოლო რამდენიმე დღე სკოლაში არ დადიოდა, ამიტომაც კლასში ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. თვითიზოლაციაში მხოლოდ მოსწავლის ოჯახის წევრები იმყოფებიან. საკლასო ოთახში სწავლის განახლებიდან დღემდე, აჭარაში კორონავირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი,  …

საქართველოში კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 557 ახალი შემთხვევა

11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 21 890 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 639 პირი ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 787  ადამიანი. აქედან 2 083  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 456 მძიმე პაციენტია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეის მდგომარეობით არის 2.98%, 14 დღის მანძილზე იყო – 3.64%, …

აჭარაში კოვიდის 21 შემთხვევა დადასტურდა | 11 თებერვალი

11 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 160 პაციენტი, მათგან 7 ხელოვნურ სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 128 ადამიანი იმყოფება.

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად მონაცემების წარდგენა 22 თებერვლის ჩათვლით გრძელდება 

200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად იანვრის თვის მონაცემების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალია [ვინაიდან 20 თებერვალი არის შაბათი-არასამუშაო დღე]. ამასთან, დამსაქმებლებს, რომლებმაც იანვრის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები [დეკემბრის მონაცემები], შესაძლებლობა აქვთ ეს მონაცემები 22 თებერვლამდე წარადგინონ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 200-ლარიანი დახმარება [იანვარში] 106 080 პირს ჩაერიცა – ჯამში 21 216 000 …

კოვიდის 544 ახალი შემთხვევა საქართველოში, 5 პაციენტი გარდაიცვალა

10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 244 კვლევა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  263 601-ს. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  4 879 ადამიანი. აქედან  2 094  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 471 მძიმე პაციენტია. დადებითობის დღიური …

აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევაა | 10 თებერვალი

10 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 39 პაციენტი, კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 158 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 132 ადამიანი იმყოფება.

რას ამბობს ჯანმოს გამოძიება ვუჰანში ვირუსის წარმოშობის შესახებ

Covid 19-ის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის გუნდის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დღეს, 9 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გამოძიებამ დაადგინა კორონავირუსის შესახებ ახალი ფაქტები, მაგრამ ახალი ინფორმაცია მკვეთრად არ ცვლის ეპიდემიის სურათს. ბრიფინგზე წარმოადგინეს კვლევის პირველი ეტაპის შედეგები. ბრიტანული გარდიანის ცნობით, ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე მთავარი ჰიპოთეზა. რაც …

მახინჯაურის სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოსწავლეს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან, რადგან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლეს ტემპერატურა ორშაბათს, ანუ 8 თებერვალს აეწია, თუმცა ის სკოლაში 4 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. მოსწავლის მშობლები პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. აჭარაში სკოლის …

დადასტურდა კოვიდის 829 შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა

9 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 331 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 306 პირია გარდაცვლილი. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 809 ადამიანი. აქედან 2 149  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან …

კოვიდის 37 ახალი შემთხვევა აჭარაში | 9 თებერვალი

9 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 37 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 40 პაციენტი, კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 164 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 121 ადამიანი იმყოფება.  

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში ინახება. „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეყოლება სამი ამცრელი ბრიგადა. კლინიკაში უკვე მზად არის სპეციალური კაბინეტები, სამაცივრო სისტემები, უახლოეს დღეებში პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგი. „ფაიზერის“ ვაქცინას კი ჩვენი სამმართველო მიაწვდის. რაც შეეხება სხვა …

რა ღირს დამლაგებლის შრომა სკოლაში – რას ამბობს სამინისტრო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა დამლაგებლების შრომაც. მათ ახლა დღეში რამდენჯერმე უწევთ ზედაპირების, იატაკის, კიბის და ფანჯრის სახელურების გადაწმენდა, ასევე სველი წერტილების დამუშავება. „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა ბათუმში, რომლებიც დამლაგებლების რუტინასა და ხელფასზე საუბრობენ. მაგალითად, ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 4-სართულიან სკოლაში …

კოვიდინფიცირებულმა წყვილმა მადრიდის კლინიკაში იქორწინა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქორწილის გადახდა აკრძალულია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, ესპანეთში, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, კოვიდინფიცირებულმა წყვილმა იქორწინა – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. გამოცემის ცნობით, წყვილს კოვიდი ერთდროულად დაუდგინდა, მაგრამ საავადმყოფოში სხვადასხვა განყოფილებაში აღმოჩნდნენ. 70 წლის ფერნანდომ დაქორწინება 62 წლის როსარიოს whatsapp-ით შესთავაზა. მათ კლინიკაში დაქორწინების ნება დართეს. მღვდელმა ისინი ვედეოჩართვის მეშვეობით …

ისრაელში კოვიდის მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა | საელჩო

„უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ისრაელის საელჩო საქართველოში. საელჩოს ცნობით, პრეპარატის სახელწოდებაა EXO-CD24. „დღეს არსებული მონაცემებით COVID19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ …

ბათუმში კოვიდის ახალი შემთხვევა სკოლებში არ გამოვლენილა – 1 კვირა სწავლის განახლებიდან

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სკოლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს. მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს, პედაგოგი კი კერძო სკოლაში ასწავლის. როგორც ბათუმის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ინფიცირებული პედაგოგის და მოსწავლის კონტაქტები შესწავლილია, თუმცა მათ ამ დროისთვის კორონავირუსის სიმპტომები არ გამოვლენიათ. „მასწავლებელი …

აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 თებერვალი

8 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 36 პაციენტი, კლინიკა კი 11-მა პაციენტმა დატოვა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 178 პაციენტი, მათგან 9 – მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში კოვიდსასტუმროში 120 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კოვიდის 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა

8 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 6 593 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 298 პირი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  4 554 ადამიანი. აქედან 2 229  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 499 მძიმე …

ვინ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამებით

ის ფიზიკური პირი/მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც შეზღუდვების პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს, 2021 წლის 5 თებერვლიდან ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სხვადასხვა პროგრამით. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 5 თებერვალს შეიტანა. ახალი ცვლილებით, აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი – 7​1 პუნქტების დარღვევის …

აჭარაში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 2

აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი, ხოლო კლინიკა უკვე დატოვა 8 პაციენტმა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 პაციენტი, კლინიკაში მკურნალობს – 174, კოვიდსასტუმროში – 124, ონლაინკლინიკაში – 160.  

აქციის მონაწილეების და პოლიციის დაპირისპირება ბათუმში – დააკავეს 11 პირი

„დაადეთ ნარუშნიკები“, – ისმის კადრებში პოლიციელის ბრძანება, რომელიც აქციის მონაწილეს აქვს გადაღებული. 6 თებერვალს, საღამოს, ბათუმში, ისე როგორც თბილისში, აქცია გაიმართა „უაზრო რეგულაციების“, მათ შორის კომენდანტის საათის წინააღმდეგ. თბილისში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს. ბათუმში კი, როგორც გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილეებს პოლიციამ სცემა და, სავარაუდოდ, დააკავა კიდეც. თვითმხილველმა მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, …

Exit mobile version