10 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 139 ახალი შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ ჩატარდა 6 351 ტესტი კოვიდზე. 8 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.19 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 1.49 %, ხოლო 7 დღის – 1.63%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის ჯამში 3 601 …

აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევაა | 9 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი, 11-მა პაციენტმა  დატოვა კლინიკა. ამ დროისათვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 101 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 12 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

8 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 7 823 კვლევა ჩატარდა კორონავირუსზე და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა. 7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 1.54 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 1.67%. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით საქართველოში 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში …

აჭარაში კოვიდის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 8 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი, 11-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის აჭარაში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 111 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 14 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ, შუა აზიის 4 რესპუბლიკა – უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი დაემატა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 5 მარტს მიიღო. მანამდე, პირველ მარტს კი, ამ ჩამონათვალს 6 ქვეყანა დაემატა – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში PCR ტესტის …

აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 7 მარტი

7 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამავე პერიოდში რეგიონში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი; დღემდე გამოჯანმრთელებულია სულ 35 718 პაციენტი; კლინიკა დატოვა 3-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვაზეა) 3 პაციენტი. ბათუმში, 7 მარტის დილის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 114 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -20, ხოლო ონლაინკლინიკაში – 68 პაციენტი. …

დაფიქსირდა 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – კოვიდსტატისტიკა საქართველოში

7 მარტის დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 9 პაციენტი. stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 15919 კვლევა. ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით კი  – 6210, PCR ტესტით – 9709. ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,47%, ბოლო 14 დღის – 1,55%, ბოლო 7 დღის – 1,56%. კოვიდსტატისტიკა საქართველოში 7 …

ქვეყანაში 17 სკოლა და 145 კლასი სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების და მოსწავლეების კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენელი ამ კვირაში ერთმანეთს გაუტოლდა და შეადგენს 0.1 -0.1 პროცენტს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. „საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში“ – აცხადებენ განათლების სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, …

კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, კრიტიკულად იმყოფება 79 პაციენტი – ბოლო 24 საათი

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 567 ადამიანი ემსხვერპლა მთლიანობაში. 6 მარტის მონაცემებით კი 355 ახალი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 91 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.8  პროცენტია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის …

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევაა | 6 მარტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში რეგიონში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი, 5-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის აჭარაში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 114 პაციენტი, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 24 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით

საქართველოში ბოლო 24 საათში 22 022 კვლევა ჩატარდა კორონავირუსზე და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.31%. …

აჭარაში კოვიდის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 მარტი

5 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ბოლო მონაცემებით აჭარაში, კოვიდკლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა. Stopcov.ge-ს მონაცემებით, აჭარაში, კოვიდსასტუმროში 35 პაციენტია, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 449 ადამიანი. 

სამინისტროს განმარტება გადაჭედილი მიკროავტობუსით მოსწავლეების მგზავრობაზე

დღეს, 4 მარტს, „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს აჭარის განათლების სამინისტრო გამოეხმაურა. ვიდეოში ნაჩვენებია ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის სასკოლო მიკროავტობუსი, სადაც არ არის დაცული მგზავრობის უსაფრთხოების წესები, ასევე, პანდემიის დროს დაწესებული ჯანდაცვის რეგულაციები. განათლების სამინისტროს წერილობით განმარტებაში ვკითხულობთ: „დგინდება, რომ მოსწავლეები (რომლებიც ვიდეოში არიან ასახული), არ არიან ჩართული სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამაში, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილი სკოლიდან …

200-ლარიანი კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით 200-ლარიანი დახმარების თებერვლის თვის ჩარიცხვა დაწყებულია და ის 33 268 ადამიანით მეტს ჩაერიცხება, ვიდრე იანვარში. კომპენსაცია ამჯერად 139 348 პირს ჩაერიცხება, ჯამში 27 869 600 ლარი. რაც შეეხება იანვრის თვეს, სააგენტოს მონაცემებით, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 080 პირს, ჯამში 21 216 000 ლარი. კომპენსაცია ეკუთვნის იმ დასაქმებულს, რომელიც 2020 წლის …

კოვიდის დადებითობის კვირის მაჩვენებელი 1.25 პროცენტია, დღეს დადასტურდა 133 შემთხვევა

4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარდა  10 678 კვლევა კორონავირუსზე, გამოვლინდა ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.25%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 პირი, ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან …

აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 მარტი

4 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 5-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 119 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

კოვიდის 360 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – 3 მარტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  25 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 742 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 607 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 271 739-ს. დადებითობის …

აჭარაში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 3 მარტი

დღეს, 3 მარტს, აჭარაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად ანუ მართვით სუნთქვაზე იმყოფება 4 პაციენტი, კლინიკაში კი სულ  118 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი.  კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

საქართველოში კოვიდით 12 პაციენტი გარდაიცვალა | 2 მარტის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათში 22 900 კვლევა ჩატარდა და ვირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 2 მარტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 532 პირი გარდაიცვალა. პირველი მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.01 %, ბოლო 14 დღის – 1.78 %, ხოლო 7 დღის  – 1.4%. …

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – 2 მარტი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი. ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ვირუსისგან 35 626 ადამიანია გამოჯანმრთელებული. 2 მარტის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კოვიდზე მკურნალობს 125 პაციენტი. კოვიდსასტუმროში – 36, ხოლო ბინაზე მკურნალობს – 98. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მონაცემს, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული …

ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის პედაგოგს ტესტირების შედეგად კოვიდი დაუდასტურდა. როგორც ბაღის გამგე გუგული ართმელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგს ტესტირება შაბათს ჩაუტარდა, ტესტის პასუხი კი დღეს, პირველ მარტს გახდა ცნობილი. საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს უნდა განახლებულიყო, თუმცა კოვიდის შემთხვევის გამო ბაღში მუშაობა აღარ განახლდება. „დაველოდებით ეპიდემიოლოგების შეფასებას და იმის მიხედვით გადავწყვეტთ, როდის დავიწყებთ მუშაობას“, – ამბობს …

კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, …

ბათუმში საბავშვო ბაღებში ბავშვების 54% არ გამოცხადდა

დღეს, პირველ მარტს, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ დღეს ბავშვების 54 პროცენტი საბავშვო ბაღში არ გამოცხადდა. „8 ათასი ბავშვია სულ რეგისტრირებული ბათუმში, დღეს მხოლოდ 3 766 ბავშვი მოვიდა“, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბავშვი ათი დღის განმავლობაში ბაღში არ გამოცხადდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს ბავშვი ამორიცხოს, თუმცა …

კოვიდის დადებითობის მაჩვენებელი 1.9 პროცენტია ბოლო ორი კვირის მონაცემებით

საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 947 კვლევა და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 918-ს. 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის  – 1.9 %, ხოლო 7 დღის – 1.44%. გასული 24 …

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა | პირველი მარტი

პირველი მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან ბათუმსა და დანარჩენ საქართველოში

პირველი მარტიდან ბათუმში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, მუშაობას იწყებენ საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, სტუმრები შიდა სივრცეშიც მიიღონ. ნახეთ ვრცლად ჩამონათვალი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან; ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას …

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა. იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში …

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში კორონავირუსისგან უკვე 35 592 პაციენტია გამოჯანმრთელებული. რაც შეეხება აქტიური ინფიცირების შემთხვევებს- 28 თებერვლის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 115 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 48, ხოლო ბინაზე  – 91 ადამიანი. დღეს საქართველოში სულ კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა – 129 შემთხვევა თბილისზე …

კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი – 28 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა  11 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 525.  ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 885  კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.  ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა  რეგიონების …

რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა. ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის …

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა აჭარაში – 27 თებერვალი

27 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 7-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს51 მოქალაქე, ბინაზე კი 133.

კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 14 ადამიანი – 27 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 542 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით. 373 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით  ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – …

საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა – 26 თებერვალი

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 270 137 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ეს მხოლოდ დადასტურებული სტატისტიკაა, კოვიდის შემთხვევების რაოდენობა ამაზე მეტია.  ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში 3 485 ადამიანი გარდაიცვალა.  2020 წლის 26 თებერვალს, ღამით, კორონავირუსის …

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევაა | 26 თებერვალი

26 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 6-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნება, თუმცა საუნებისა და სხვა სპაპროცედურების გარეშე. მთავრობის 24 თებერვლის დადგენილებით, საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა კვლავ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში რჩება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა  საცურაო აუზებზე, საუნასა და სპაცენტრებზე არაფერი უთქვამს. …

კაზინოები აჭარაში პირველი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა

ბათუმში [აჭარაში] კაზინოები 2021 წლის 1-ლი მარტიდან გაიხსნება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ადგილებში – პირველი  აპრილიდან. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 24 თებერვალს მიიღო. გასული წლიდან საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას. მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, „დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1-ლი მარტიდან, ხოლო …

Exit mobile version