მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“. 14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული. მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის …
Tag Archives: 14 წლის ნინის საქმე
„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
„14 წლის ნინის საქმეზე“ სოლომონ ცეცხლაძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ის ნინის ბაბუაა და თითქმის ნახევარი წელი საპატიმრო დაწესებულებაშია. საუბარია 2021 წლის 10 თებერვალს ქობულეთში, სოფელ ქაქუთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის ნინი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე ორი თვით ადრე არასრულწლოვანმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 …
Continue reading “„14 წლის ნინის საქმეზე“ ბაბუას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს”
14 წლის ნინის საქმეს PHR ჩამოშორდა, რა დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც ქობულეთში გარდაცვლილ, 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა, ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს. ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლე მისი უფროსი დაა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობით. საქმეში PHR-ის იურისტების ჩართვის შემდეგ ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა და განახორციელა შემდეგი …
Continue reading “14 წლის ნინის საქმეს PHR ჩამოშორდა, რა დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია”
1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები
დღეს, 8 მარტს, საპროტესტო აქცია „1000 მშობლის მარში” საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის, ბათუმშიც გაიმართა. ეს აქცია ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოებისა და ქალების მიმართ. კამპანია ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება, მასზე 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. ნინიმ დასახმარებლად პოლიციას მიმართა, თუმცა მოძალადე მხოლოდ ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. …
Continue reading “1000 მშობლის მარში ბათუმში – რას ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები”
14 წლის ნინის საქმეს პროკურატურამ გაუპატიურების კვალიფიკაცია არ მიანიჭა, PHR ასაჩივრებს
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ და აჭარის პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა ქობულეთში დაღუპული 14 წლის ნინის საქმისათვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. PHR-მა პროკურატურას თებერვალში მიმართა 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტისთვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. „საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, რომ სახეზე იყო ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება, რაც გამორიცხავდა ნების …
ქობულეთში სოციალური მუშაკები ვერ შევარჩიეთ – ბავშვზე ზრუნვის სააგენტო
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგოს სავარაუდო სუიციდის შემთხვევამ დაადასტურა სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური სამსახურების არაეფექტურობა. ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა სისუსტეები და პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფო თავს ვერ ართმევს ბავშვებთან და მოზარდებთან მიმართებაში. ქობულეთის შემთხვევაში კი პრობლემაა ისიც, რომ მაგალითად, მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება მუნიციპალიტეტს და მას ერთდროულად 80 ბავშვთან უწევს მუშაობა. „ბათუმელები“ დიდი …
Continue reading “ქობულეთში სოციალური მუშაკები ვერ შევარჩიეთ – ბავშვზე ზრუნვის სააგენტო”
„მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს“ – გომელაური 14 წლის ნინის საქმეზე
„გრძნობთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ქაქუთში, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა მოძალადეების წინაშე დაუცველი? რატომ მოხდა ეს?“ – ეს შეკითხვა საქართველოს შს მინისტრს [დღეის მდგომარეობით მინისტრობის კანდიდატს] ალეკო ელისაშვილმა დაუსვა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა. „უმძიმესია და კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე და ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს. ეს …
შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება
„დანაშაული გამოისყიდა“ – ეს არის ფრაზა, რომელიც 14 წლის ნინი ცეცხლაძის ბაბუამ, შვილიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ თქვა. საზოგადოების მხრიდან ამ ნათქვამმა კრიტიკა და ახლა უკვე ბრალდებული ბაბუის მიმართ აღშფოთება გამოიწვია. რა ტვირთს ჰკიდებს საზოგადოება გოგოებს და როგორ არის გაგებული დღეს „ღირსება“, რომლის „შელახვა“ ბავშვებსაც კი საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ? სად არის სკოლა და რა როლი …
Continue reading “შერცხვენა „ღირსების“ სახელით – რა ტვირთს ჰკიდებს გოგოებს საზოგადოება”
რა უთხრა 14 წლის ნინის ბაბუამ მოსამართლეს – რეპორტაჟი სასამართლოდან
“რა ვქნა, რა გამეკეთებია?” – ჰკითხა ატირებულმა ბრალდებულმა სულიკო ცეცხლაძემ მოსამართლეს, როცა ის დაინტერესდა, რას ფიქრობდა 14 წლის ნინის ბაბუა პატიმრობაზე ან გირაოთი გათავისუფლებაზე. 14 წლის ნინის ბაბუამ ვრცელი სიტყვით მიმართა მოსამართლეს, თუმცა იმის გამო, რომ სხდომა დისტანციურად იმართებოდა, ბრალდებული პროცესზე ქობულეთის პოლიციის განყოფილებიდან ჩართეს და მისი ხმა ცუდად ისმოდა. “მე თუ მოსაკლავი ვარ, მომკალით…” …
Continue reading “რა უთხრა 14 წლის ნინის ბაბუამ მოსამართლეს – რეპორტაჟი სასამართლოდან”
14 წლის ნინის ბაბუას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წაუყენეს ბრალი
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე არასრულწლოვნის ბაბუას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური …
Continue reading “14 წლის ნინის ბაბუას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წაუყენეს ბრალი”
14 წლის გოგოს საქმეზე ბაბუა მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს
შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 15 თებერვალს, ქობულეთში, სოფელ ქაქუთში ტრაგიკულად დაღუპული 14 წლის მოზარდის ნინი ცეცხლაძის ბაბუა დააკავეს. „ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი – 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით …
Continue reading “14 წლის გოგოს საქმეზე ბაბუა მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს”
ინტერვიუ 14 წლის ნინის სოცმუშაკთან, რომელიც მას პოლიციაში გამოკითხვაზე ახლდა
14 წლის ნინისთან სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი მუშაობდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოცმუშაკია. ის ნინის ბოლოს 4 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შეხვდა, 10 თებერვალს კი 14 წლის ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. „4 თებერვალს არ იყო მოღუშული, მოწყენილი, არანაირი ისეთი ნიშნები არ ჰქონდა, რაც მატრამვირებელ მომენტზე მაფიქრებინებდა. ვინც მუშაობს სოციალურ თემებზე, მან იცის, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება …
Continue reading “ინტერვიუ 14 წლის ნინის სოცმუშაკთან, რომელიც მას პოლიციაში გამოკითხვაზე ახლდა”
14 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის ნ.ტ-ს დღეს 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს პირველი სასამართლო სხდომა იყო დღეს ამ საქმეზე. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი იხილავდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის …
Continue reading “14 წლის გოგოს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა”
დამნაშავე უნდა დაისაჯოს – პრეზიდენტი 14 წლის გოგოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე
„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“- განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა. პოლიციამ 14 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის ნ.ტ …
Continue reading “დამნაშავე უნდა დაისაჯოს – პრეზიდენტი 14 წლის გოგოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე”
„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში
ხვალ, 13 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს „14 წლის ნინის საქმეს“. ეს პირველი სასამართლო სხდომა იქნება ამ საქმეზე. სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული 23 წლის ნიკაა. საქმე სავარაუდოდ დახურული იქნება, რადგან ის არასრულწლოვანს ეხება და სექსუალურ ძალადობას. „ვწუხვართ“ – ძირითადად ამ ფრაზით გამოიხატება ხელისუფლების თუ მისი ცალკეული მაღალჩინოსნის დამოკიდებულება „14 წლის ნინის საქმეზე“. ხელისუფლებიდან …
Continue reading “„დედასთან უნდოდა წასვლა“ – ახალი დეტალები 14 წლის ნინის დაღუპვის საქმეში”
23 წლის კაცს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც წარუდგინეს ბრალი | 14 წლის ნინის საქმე
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, …
უნდობლობა საზოგადოების მიმართ გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი – გენდერული საბჭოს თავმჯდომარე
ქობულეთში დაღუპული 14 წლის მოზარდის შესაძლო სუიციდის საქმეს ადგილობრივი თვითმმართველობის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია. „ბათუმელები“ ქობულეთის საკრებულოში გენდერული საბჭოს ხელმძღვანელს ლია შაქარიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხედავს თუ არა მოზარდის ტრაგედიაში სისტემურ პრობლემას და მან, როგორც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, რა გააკეთა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მოზარდების მიმართ ძალადობა შემცირებულიყო. ლია შაქარიშვილი ამბობს, რომ „საკითხი ძალიან სენსიტიურია“ …
„ნინის გამო“ – ქალთა მოძრაობა ასდღიან კამპანიას აანონსებს 14 წლის გოგოს საქმეზე
დღეს, 12 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა ქალთა მოძრაობამ, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმეს გამოეხმაურა. „გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“, რადგან პრობლემა, რაც ამ ბავშვს ჰქონდა და ვერ მოუგვარა სახელმწიფომ, არის სისტემური და უამრავი სამინისტროა ამაში გარეული, რომელთაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ, „საფარის“ ხელმძღვანელმა. იგი ყველა ორგანიზაციას, პოლიტიკურ …
Continue reading “„ნინის გამო“ – ქალთა მოძრაობა ასდღიან კამპანიას აანონსებს 14 წლის გოგოს საქმეზე”
„მოუშუშებელი ჭრილობაა“ – უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე 14 წლის გოგოს დაღუპვაზე
იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ესაუბრა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელს სხდომაზე ის თქვა, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედია „არის უმძიმესი ტრაგედია“, „მოუშუშებელი ჭრილობა“ და „მანუგეშებელი სიტყვები არ არსებობს“. პარლამენტს კანონი ავალდებულებს მთავრობის კონტროლს. 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შესახებ კი, ინფორმირებული იყო როგორც პოლიცია, ისე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – …
Continue reading “„მოუშუშებელი ჭრილობაა“ – უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე 14 წლის გოგოს დაღუპვაზე”
სისტემა უკიდურესად გულგრილია – სამოქალაქო ორგანიზაციები 14 წლის გოგოს დაღუპვაზე
სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის გოგონაზე შესაძლო სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ და მოითხოვენ, გამოძიების ფარგლებში დროულად შეისწავლონ ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა. ისინი ასევე მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს, რომ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების დინამიკისა …
Continue reading “სისტემა უკიდურესად გულგრილია – სამოქალაქო ორგანიზაციები 14 წლის გოგოს დაღუპვაზე”
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიან რეაგირებას – ომბუდსმენი
„სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით,“ – აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, …
ბათუმში მდუმარე აქციით პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს – 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმე
„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …
პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე
წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს. ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა …
14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მოვთხოვოთ განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროებს, რადგან მსგავსი ფაქტები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უწყებების გაუმართავ და უპასუხისმგებლო მუშაობასთან. „სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე …
Continue reading “14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე”
რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ
გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ. როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა …
14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა
ქობულეთში სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. „ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… …