მთავარი,სიახლეები

„მოუშუშებელი ჭრილობაა“ – უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე 14 წლის გოგოს დაღუპვაზე

12.02.2021
„მოუშუშებელი ჭრილობაა“ – უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე 14 წლის გოგოს დაღუპვაზე

იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ესაუბრა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღევანდელს სხდომაზე ის თქვა, რომ ქობულეთში მომხდარი ტრაგედია „არის უმძიმესი ტრაგედია“, „მოუშუშებელი ჭრილობა“ და „მანუგეშებელი სიტყვები არ არსებობს“.

პარლამენტს კანონი ავალდებულებს მთავრობის კონტროლს. 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის შესახებ კი, ინფორმირებული იყო როგორც პოლიცია, ისე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა.

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ზოგადად სერვისების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„გაცილებით მეტი გულისხმიერებითა და მონდომებით უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რასაც  ჰქვია ეფექტიანობის გაზრდა იმ სერვისების, იმ პროცედურების და ყველა იმ რეგულაციის, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, რომ, ერთი მხრივ, მსგავსი პრობლემები საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში იქნას იდენტიფიცირებული და ეს არ რჩებოდეს ყურადღების მიღმა არც ერთ შემთხვევაში და რეაგირება იყოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე სრულ და აბსოლუტურ პრევენციას მსგავსი შემთხვევებისა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ მოზარდი? რატომ ვერ დადო გამოძიებამ შედეგი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? რას ნიშნავდა ბრალდებულის დაკავება მას შემდეგ, როცა მოზარდმა თავი მოიკლა? – ეს და სხვა კითხვები ჩვენ უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გვქონდა, თუმცა პარლამენტის პრესცენტრიდან გვაცნობეს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სხდომაზე გამოეხმაურა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: