მთავარი,სიახლეები

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

27.12.2018
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 21 წლის ბიჭი დააკავა. საუბარია 30 აგვისტოს პუშკინის ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძარზე. ხანძრის შედეგად 9 სავაჭრო ობიექტი დაიწვა, ზარალის საერთო რაოდენობა მილიონზე მეტი ლარია.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულმა ბ.ბ.-მ გამოკითხვისას აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.

ბ.ბ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: