ძუძუს კიბო სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 13 წელია არსებობს კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა, მასში მოსახლეობის ჩართულობა, კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სიძვირესთან დაკავშირებული შიში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქალები ექიმთან დროულ ვიზიტს არიდებენ თავს. რამდენად უსაფრთხოა ძლიერად მოჭერილი ლიფის ტარება? ნორმალურია თუ არა მკერდის ძლიერი …
Tag Archives: ძუძუს კიბო
41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო
„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე. ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება …
Continue reading “41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო”
კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციაზე იხარჯება თანხა, რაც 4 ადამიანის მკურნალობას ჰყოფნის – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტმა საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამების ეფექტურობაზე უარყოფითი დასკვნა დადო. ამ პროგრამებისთვის კი ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხ წელში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. აუდიტის განცხადებით, სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი [60-70%]. ევროპის უმეტესი ქვეყნების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდება აღნიშნულ მაჩვენებელს, საქართველოში კი, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი …
„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან
4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ათასობით ადამიანი ებრძვის კიბოს და ამარცხებს კიდეც. „ბათუმელები“ კლინიკა „მედცენტრში“ ესაუბრა პაციენტებს, რომელთაც კიბო დაამარცხეს. ყველა მათგანის კიბოზე გამარჯვების ისტორია განსხვავებულია, თუმცა მთავარი, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს, დროული მკურნალობა და გამარჯვების რწმენაა. „ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – …
Continue reading “„ქიმიის დროსაც კი ვმღეროდი“ – კიბოზე გამარჯვების 3 ამბავი ბათუმიდან”
როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან
კიბოს რეგისტრის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში. რეკომენდებულია, რომ ქალებმა და გოგოებმა სარძევე ჯირკვლის თვითშემოწმება თვეში ერთხელ მაინც ჩაიტარონ. ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ცნობით, „დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს 40 პროცენტი აღმოჩენილია ქალების მიერ, რომლებმაც ხელით იგრძნეს კვანძი, ამიტომ მკერდის რეგულარული თვითშემოწმების დაწესება ძალიან მნიშვნელოვანია“. “მედცენტრის” ონკოლოგ-მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური …
Continue reading “როგორ ხდება ძუძუს თვითშემოწმება და რატომ არის ის საჭირო – რჩევები მამოლოგისგან”
„მე დავამარცხე სიმსივნე“ – ბათუმელი ქალის კიბოსთან ბრძოლის ისტორია
ავტორი: ევა ართმელაძე 45 წლის თამილა თურმანიძემ ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნე, მეოთხე სტადია, სამი წლის შემდეგ დაამარცხა. თამილა გვიყვება, რომ 3 წლის წინ, როცა ჩივილები დაეწყო, ექიმთან მისვლისგან თავს იკავებდა, რადგან შიშობდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. „ძალიან ცუდად რომ ვიყავი და ვეღარ ვმუშაობდი, წავედი თბილისში, მეგობრების რჩევით. მანამდე ექიმთან არ მივდიოდი, არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ …
Continue reading “„მე დავამარცხე სიმსივნე“ – ბათუმელი ქალის კიბოსთან ბრძოლის ისტორია “
ძუძუს კიბო ახალგაზრდა ქალებშიც გახშირდა – ვინ არიან რისკჯგუფში და როგორია სიმპტომები
ძუძუს კიბო ახლა კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ძუძუს კიბომ უკვე გადაუსწრო ფილტვის კიბოს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადასტურებულმა სიმსივნემ. ონკოქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ძუძუს კიბოს რისკჯგუფი გაახალგაზრდავდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა ასაკთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანაც გახდეს საჭირო. ქალბატონო მზია, ვინ არიან რისკისჯგუფში? დაავადება …
ძუძუს კიბოს 50% უკვე I-II სტადიაში ვლინდება, სკრინინგის ჯერ კიდევ ცოტა ქალი იტარებს – ექიმი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის …
ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა – ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, დღეში თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. „ძუძუს კიბო ყოველწლიურად 1579 ქალს უდგინდება.“- ამბობს ჯანმო და ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში მოუწოდებს ადამიანებს გააცნობიერონ, რომ ძუძუს კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით. ძუძუს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (International Agency for Research on Cancer – IARC) შეფასებით, 2020 …
Continue reading “ძუძუს კიბოს ყველაზე ხშირი მიზეზი ალკოჰოლის მოხმარებაა – ჯანმო”
22-23 ოქტომბერს ქობულეთში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგია შესაძლებელი
22-23 ოქტომბერს ქობულეთში, კლინიკა „ბომონდში“ [26 მაისის ქ. N2], ყველა მსურველს შეუძლია ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩაიტაროს. მომსახურებით სარგებლობისათვის საჭიროა მსურველებმა დარეკონ ცხელ ხაზზე – 0322 500 001 და წინასწარ ჩაეწერონ კონსულტაციაზე, რომელიც ქობულეთში ორი დღის განმავლობაში უფასოა. აღნიშნული კამპანია ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ და კომპანია Avon-ის ინიციატივაა – კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი …
Continue reading “22-23 ოქტომბერს ქობულეთში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგია შესაძლებელი”
„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად
29 ოქტომბერს ბათუმში ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად არტპროექტი – „ბრა-ლიანტი“ გაიმართება ნიუ-იორკიდან. „ბრა-ლიანტი“ საქველმოქმედო პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია „ბრილიანტ სუფორთ იბერია“ წარმოადგენს. გამოფენა პირველად 2018 წლის ოქტომბერში ცენტრალურ პარკთან მდებარე „ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში“ გაიმართა. ფონდში შემოსული თანხები კი „მემორიალ სლოუნ კეტერინგ კიბოს ცენტრში“ გადაირიცხა. ორგანიზაცია წარმოადგენს მსოფლიოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ კიბოს …
Continue reading “„ბრა-ლიანტი“- გამოფენა ბათუმში ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებლად”
ძუძუს წარმონაქმნების მოშორების არაოპერაციული მეთოდი ბათუმში – სიახლე
უკვე ორი თვეა, რაც საქართველოში ქალებს შეუძლიათ ხანმოკლე პროცედურის საშუალებით, უახლესი მეთოდით მკერდიდან მოიცილონ არასასურველი წარმონაქმნები, საეჭვო კვანძები და ფიბროადენომები. ვაკუუმ რეზექციის – ანუ გამოტუმბვით ამოჭრის (VAE) მეთოდი ამერიკაში 10 წელზე მეტია რაც პოპულარულია, ის არაოპერაციული მეთოდია სარძევე ჯირკვლებიდან წარმონაქმნების მოსაცილებლად. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნების მოცილებისას ვაკუუმ რეზექციის გამოყენება აშშ–სა და ევროპაში „ოქროს სტანდარტად“ არის მიჩნეული. …
Continue reading “ძუძუს წარმონაქმნების მოშორების არაოპერაციული მეთოდი ბათუმში – სიახლე”
ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება
ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები. ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა …
Continue reading “ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება”
ძუძუს კიბოს მედიკამენტს 80%-იანი ფასდაკლებით მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც მიიღებენ
ძუძუს კიბოს ადრეული სტადიით (I, II, III) დაავადებული მოქალაქეების გარდა, სამკურნალო ორ მედიკამენტს – პერჯეტასა და ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტებიც მიიღებენ. ეს ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის მოლაპარაკების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. “უკვე უახლოეს დღეებში ეს პროგრამა გააქტიურდება და საწყის სტადიასთან ერთად, მოიცავს მეოთხე სტადიასაც – მეტასტაზურ ფორმას. ეს …
საქველმოქმედო მარათონი ბათუმში [ანონსი]
ბათუმში ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი ტარდება. სარბენი მანძილი, საორიენტაციოდ, იქნება ანბანის კოშკიდან აეროპორტამდე. მარათონის დასაწყისი 9 ოქტომბერს, 09:00 საათზე. სპეციალურად ამ მარათონისთვის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია ვებ გვერდი: www.marathon.mh.com.ge სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაცია, ხოლო 20–22 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა მონაწილეობისთვის. ამის შემდეგ პიროვნებას მიენიჭება ნომერი, რითაც იასპარეზებს მარათონზე. მონაწილეობის საფასური 15–20 ლარი …