მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება

26.12.2018 • 4051
ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება

ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები.

ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა და მემკვიდრულმა ინფორმაციამ. თუ ოჯახში არსებობს სიმსივნის თანდაყოლილი რისკი, აუცილებლად ჩაიტარეთ გენეტიკური კვლევა, რომლის საშუალებითაც შეამცირებთ სიმსივნის განვითარების რისკს.

აღსანიშნავია, რომ სკრინინგპროგრამებში ჩართულობა გაიზარდა, თუმცა მხოლოდ ძუძუს კიბოს სიმპტომებზე აქცენტის გაკეთება არ არის საკმარისი. თანამედროვე ონკოლოგიაში არანაკლებ  მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს გამომწვევი რისკ-ფაქტორების გარკვევა, რადგან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიმსივნე გვიან სტადიაზე ვლინდება, რაც მკურნალობის შედეგებზე ახდენს გავლენას. რისკ-ფაქტორების განსაზღვრის შემთხვევაში კი შესაძლებლობა გვეძლევა ადრეულ სტადიაზე დავადგინოთ დაავადება ან სრულად ავიცილოთ მისი განვითარება თავიდან.

მნიშვნელოვანია ძუძუს კიბოს გენეტიკურად განპირობებული რისკის შეფასება, რომელიც ბათუმში კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ სპეციალური კითხვარებით ხორციელდება .

გასათვალისწინებელია მაღალი რისკის მქონე ფაქტორები:

მემკვიდრეობითი რისკ-ფაქტორები – ნათესავები, რომლებსაც ორმხრივი ძუძუს კიბო აქვთ ან ქონდათ ახალგაზრდა ასაკში, ან ძუძუს კიბო ახალგაზრდა ასაკში.

ორი ან მეტი ნათესავი ძუძუს ან საკვერცხის კიბოს დიაგნოზით 40 წლამდე ასაკში (და, დედა, დეიდა, მამიდა, ბებია, ასევე, მამაკაცი ძუძუს კიბოთი)

გენეტიკური კვლევით დადგენილი BRCA1/ BRCA2 გენების მუტაცია

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შემთხვევა თქვენ იკავშირდებათ, გირჩევთ მამოლოგის კონსულტაციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუკის გვერდზე:

https://www.facebook.com/newplasmaclinic/

ან დაგვირეკეთ ნომერზე : 568 10 44 10

ჩვენი მისამართია: პუშკინის #141

გადაბეჭდვის წესი


ასევე: