„კაფეში ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს“ – ძარცვის 2 საქმე ბათუმის სასამართლოში

22 ივლისს ძარცვის ორი საქმე განიხილეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, კაცი კაფეში გაძარცვეს – ოქროს ბეჭედი, ყელსაბამი და ჯვარი წაართვეს, მეორე შემთხვევაში კი, თურქეთის ორ მოქალაქეს წაართვეს ქუჩაში პირადი ნივთები, მათ შორის, მაჯის საათი. „როდის გამომკითხეთ, ყველაფერი რომ გადაწყვიტეთ მერე?“ – მიმართა სასამართლო სხდომაზე პატიმრობაში მყოფმა ბრალდებულმა ბექა თ.-მ გამომძიებელს. სხდომაზე მოსამართლე …

ძარცვის შემთხვევები 64 პროცენტით გაიზარდა – შსს

წელს, ივნისამდე პერიოდში ძარცვის 135 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი 64 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის მაისის ჩათვლით ძარცვის 82 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათგან სამართალდამცველებს 63 საქმე გაუხსნიათ. საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის, გაიზარდა ქურდობის მაჩვენებელიც – 8.88 პროცენტით, ხოლო ყაჩაღობის სტატისტიკამ 21 პროცენტით დაიკლო. 2022 წლის ივნისამდე, …

სკვითური ოქრო, აივაზოვსკი და სხვა – რა მოიპარეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მუზეუმებიდან

მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ უკრაინაში, რუსეთის ინტერვენციის დღიდან, რუსმა სამხედროებმა გაქურდეს სამი ადგილობრივი მუზეუმი. „ოკუპანტებმა მარიუპოლი „გაათავისუფლეს“ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისგან” – წერს მარიუპოლის საქალაქო საბჭო. საბჭოსვე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დაადასტურეს მარიუპოლის მუზეუმებიდან 2000-ზე მეტი უნიკალური ექსპონატის მოპარვისა და დონეცკში გატანის ფაქტი. საუბარია მხატვრების: არქიპ კუინჯის [„წითელი მზის ჩასვლა”, „შემოდგომა” და „ელბრუსი”] და ივან …

ქურდობის მაჩვენებელი 19 %-ით შემცირდა, ყაჩაღობის – 48 %-ით – შსს

ქურდობის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 19.06 %-ით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქურდობის 10 121 ფაქტი დაფიქსირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 12 505. შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს ჩადენილი ქურდობის შემთხვევებიდან 2270 საქმე გახსნილია. გახსნის მაჩვენებელი – 22.43 პროცენტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს შემცირდა ძარცვისა და …

კაცმა ძარცვა და ქალის გაუპატიურება სცადა, ის ადგილზე დააკავეს და 7 წელი მიუსაჯეს 

ქუთაისში ძარცვისთვის ნასამართლევ პირს ისევ ძარცვისა და ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თათია გოგოლაურმა მიიღო. განაჩენის მიხედვით, ს.შ. ქუთაისში, დღის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუში მდებარე ბინაში შეიპარა და 320 ლარის ღირებულების ოქროს და ვერცხლის ბეჭდების, ასევე ვერცხლის ძეწკვის და კულონის მოპარვას აპირებდა. ბრალდებულმა ბინაში მყოფი ქალის გაუპატიურებაც …

პლაჟზე ქალის ძარცვისთვის არასრულწლოვანი გაასამართლეს

ძარცვის გამო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არასრუწლოვან ბიჭს – ლაშა ო.-ს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იმის გამო, რომ მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას სასჯელი პირობით გამოსაცდელი ვადით დაუწესეს. შემთხვევა წელს, ზაფხულში მოხდა – ღამის 11 საათზე, ახალ ბულვარში, ლაშა ო.-მ, გამოძიებისთვის დაუდგენელ კიდევ ერთ პირთან ერთად, პლაჟზე მყოფ ქალს ხელჩანთა წაართვა. ჩანთაში 2670 ლარი იყო და პირადი …

რა დადგინდა ვიდეოკადრებით – პოლიციის შენობაში განთავსებული ჰოსტელის ძარცვის საქმე

“ამ კადრში ხედავთ, რომ ჰოსტელში შესვლის ინიციატორები ბრალდებულები არ ყოფილან, იქ ჯერ თავად დაზარალებული შედის…” – მიმართა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლე ლევან გელოვანს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მაისს პროკურატურის ბოლო მტკიცებულება – ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლიეს. საუბარია გასული წლის 4 დეკემბერს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 …

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებულმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებული 26 წლის ზ.ლ. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. ის საფრანგეთშია. მან საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ მოახერხა, როცა სასამართლომ გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. „ეს არის ცნობა საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან, ის იქ მკურნალობს,“ – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ და მოსამართლეს დოკუმენტი მიაწოდა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული სხდომის გამართვას მისი დასწრების …

ყაჩაღობა დისშვილთან ერთად – 84 წლის მოხუცის დაყაჩაღების საქმე

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ლაშა ჩ-ს და რევაზ ო.ს 84 წლის მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმეზე. საუბარია ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე 13 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე – ორი ახალგაზრდა მარტოდ მცხოვრები 84 წლის მოხუცის სახლში მოტყუებით  შევიდა, როგორც “სოკარ გაზის” თანამშრომელი. მოხუცს წებოვანი ლენტით პირი აუკრეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. მოხუცის სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღეს. თავდაპირველად გამოძიება …

ქალი, რომელიც გაძარცვეს: ყავა მივართვი და მანდარინი ვაჭამე, მერე „გამსკოჩეს“

„ისე კულტურულად შემოვიდნენ ეს ბიჭები, რას ვიფიქრებდი რამეს…“ – გვიყვება ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ხუტა ბელქანია, აფხაზეთიდან დევნილი 84 წლის ქალი. ხუტა ბელქანია ჩოლოყაშვილის 84-ში, სოციალურ სახლში 2009 წლიდან მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, თუმცა სოხუმიდან წამოსვლის შემდეგ აღარ უმუშავია. გუშინ, 13 თებერვალს, ხუტა ბელქანია გაძარცვეს. გუშინვე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპეცოპერაციის …

სპეცოპერაცია ხელვაჩაურში – ძარცვის საქმეზე ორი პირი დააკავეს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად [დაახლოებით 20:00 საათი] 2 პირი დააკავეს. “გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დავაკავეთ ორი პირი. მათ ახლობლის ბინას შეაფარეს თავი… დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით,” – უთხრა ჟურნალისტებს კოტე ანანიაშვილმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სამსართულიან სახლში ორი ახალგაზრდა ბიჭი ახლახანს დააკავეს. ამ დრომდე შესასვლელი კარი …

ბათუმში სახლი გაძარცვეს, ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ძარცვა მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ქალი სკამზე წებოვანი ლენტით მიკრული დახვდა, თუმცა ის ექიმებს კლინიკაში არ გაჰყვა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში, ასევე, გვითხრეს, რომ ქალს პირზეც ჰქონდა აკრული წებოვანი ლენტი, რომელიც მეზობლებმა ექიმების მისვლამდე მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის (ძარცვა) შესაბამისად. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის ძარცვაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დიეგო ბ.-ს და ბადრედინ მ.-ს. საუბარია 4 დეკემბერს დილით ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ჰოსტელში პოლიციელების სახელით შევიდნენ და თქვეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ, შემდეგ კი, რუს ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს. “ყურადღება მინდა მიაქციოთ აღკვეთი ღონისძიების …

პოლიციის სახელით ბათუმში ჰოსტელს ძარცვავდნენ – ერთ-ერთი მძარცველი სტუმრებმა დააკავეს

პოლიციის სახელით ორი პირი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში შეიჭრა. ეს ჰოსტელი იმავე შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ორი პირი პოლიციელის სახელით შეიჭრა ჰოსტელში და სტუმრებისთვის ნივთების წართმევა სცადა. ჰოსტელში შესულმა პირებმა ტურისტებს თავდაპირველად უთხრეს, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ და ნარკოტიკს ეძებდნენ. ჰოსტელის სტუმრებმა ერთ-ერთი პირი მას შემდეგ დააკავეს, როცა ის ტურისტისთვის …

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა: „ჯიხურში მომუშავე ფულს ითვლიდა, რა დროსაც, დაახლოებით 5 ათასამდე ლარი ხელიდან გასტაცეს, ეტყობა, მძარცველი ქუჩიდან უთვალთვალებდა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე  [ძარცვის] მუხლით. ამ მუხლის მიხედვით, „ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, …

ძარცვა 18 წლის შესრულებამდე ორი საათით ადრე

18 წლის ვახტანგ ი.-ს ძარცვა ედება ბრალად. პროკურატურის ვერსიით, მან რუსი ტურისტი ბათუმში საღამოს 10 საათზე გაძარცვა. ეს შემთხვევა 24 მაისს მოხდა. 25 მაისს ვახტანგ ი. 18 წლის შესრულდა. ვახტნაგ ი. გორის მცხოვრებია. “დანაშაულის ჩადენის დროს ის არასრულწლოვანი იყო. შესაბამისად, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად გაასამართლებენ”, – ამბობს გვანცა თურმანიძე, “იურიდიული დახმარების სამსახურის” იურისტი. ის …

პროკურორი: რუს ტურისტებზე სექსუალური ძალადობის მცდელობა არ დადასტურდა

ორი რუსი ტურისტი გოგოს ძარცვას და ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა გიორგი ბ.-ს ედავება. შემთხვევა ქობულეთში, ბობოყვათში, ე.წ. სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებული ტაქსის მძღოლია. ის ამბობს, რომ მომსახურების თანხა -150 ლარი არ გადაუხადეს და რუს გოგოებთან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა. გოგოების თქმით კი, ტაქსის მძღოლი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მანქანაში და მათ სექსი მოსთხოვეს, უარის მიღების …

შსს: ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, სამი პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე …

მოსამართლე ქუჩაში ქალის გაძარცვაზე: ღმერთის უნდა ეშინოდეს, ვინც ათ მცნებას არღვევს

„გაძარცვა ჩემმა ქმარმა ქალი ქუჩაში, ჩანთა წაართვა მაიაკოვსკის ქუჩაზე, შუადღე იყო… თურქეთში უნდა გადავსულიყავით, ოზურგეთიდან ვართ, ჩაის ვკრეფთ… გვშიოდა ძალიან და წავიდა, რამეს ვიშოვიო. მერე მოვიდა და მითხრა, ეს რა დამემართა, ქალს ჩანთა წავართვი და იქვე ახლოს დავაგდეო. ჯიბე ამოატრიალა 15 თეთრი ედო… იმ ქალსაც არაფერი ჰქონია,“ – ეს ბრალდებულის ცოლმა მოგვიყვა, ვიდრე მოსამართლე დარბაზში …

ქუჩაში წართმეული 19 ათასი ლარი – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ძარცვაში ბრალდებული მერაბ კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისგან გამამართლებელ განაჩენს ელის. შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან ახლოს, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ღამით მას და მის შვილს ახალგაზრდა ბიჭი თავს დაესხა და ხელიდან პარკი ძალით წაართვა. ქალის თქმით, მას პარკში საფულე ჰქონდა, რომელშიც ზუსტად 19 ათასი …

ქობულეთში ერთი სილამაზის სალონი გაქურდეს, მეორე – გაძარცვეს

ქობულეთში ერთი სილამაზის სალონი გაქურდეს, მეორე – გაძარცვეს. შემთხვევა 5 აპრილს, დღისით მოხდა. უცნობია, კონკრეტულად, რა წაიღეს სილამაზის სალონიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) და 178-ე (ძარცვა) მუხლების შესაბამისად. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ქობულეთში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს

ქობულეთში, მესხიძის ქუჩაზე, სოფელ კვირიკეს გზაზე ავტოგასამართი სადგური გაძარცვეს. შემთხვევა 20 მარტს, საღამოს 9 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მძარცველები ბენზინგასამართ სადგურში მას შემდეგ შევიდნენ, როცა მესაკუთრემ შენობა დატოვა. დანებით შეიარაღებულმა მძარცველებმა მოლარე ოპერატორს 70 ლარი წაართვეს. თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, რაც ძარცვას გულისხმობს. …

სხალთის ეკლესია გაქურდეს

ხულოს მუნიციპალიტეტში, სხალთის თემში, ღვთისმშობლის ეკლესია გაქურდეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეკლესია წუხელ, 15 მარტს, გაქურდეს – წაღებულია ხატები. სხალთის თემში მერიის წარმომადგენლის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, გენადი ბილვანიძე ამბობს, რომ ქურდობის შესახებ დღეს დილით, სამსახურში მისულმა შეიტყო: „დღეს დილით, როდესაც სამსახურში მივედი, მაშინ გავიგე ტაძრის ძარცვის შესახებ. შემთხვევის ადგილზე ახლა პოლიცია მუშაობს. იქ მე არავინ შემიშვებს, სოფელში …

ბათუმში, ქუჩაში, კაცს ლეპტოპი წაართვეს – ძარცვა

„საღამოს 9 საათი იქნებოდა, როცა ლეპტოპი ძალით წაართვეს კაცს ქუჩაში,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა მელაძე საქმეზე, სადაც სამი ახალგაზრდაა ბრალდებული. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. გამოძიებამ სამივე ბრალდებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საშუალებით დააკავა. ბრალდებულებმა ირაკლი თ.-მ ირაკლი გ.-მ და იური ჯ. -მ წარდგენილი ბრალი დაკავებისთანავე აღიარეს. თქვეს, რომ ნასვამები იყვნენ და დაკავების შემდეგ …

ძარცვისთვის „სანტას“ 4 წელი მიუსაჯეს

27 წლის ჯემალ მარშანიას მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯემალ მარშანიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუდასტურა, რომ მან ახალი წლის საღამოს სანტას ფორმაში გამოწყობილმა სათამაშო იარაღის მუქარით გაძარცვა „იალჩინ მარკეტში“ მდებარე სავალუტო ჯიხური. საუბარია გასული წლის 31 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ჯემალ მარშანია 14 იანვარს დააკავეს. მას კონკრეტულად 9 800 ლარის …

ქალის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი ძარცვის მუხლითაც წაუყენეს

40 წლამდე მამაკაცს, რომელიც ბათუმში მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული, სამართალდამცავები ძარცვაშიც ადანაშაულებენ. ბრალდებული ადრეც ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით უკვე წაუყენეს. საუბარია 2017 წლის 31 ივლისს მომხდარ ფაქტზე, როცა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან თანხა გაიტაცეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებულმა მარკეტში საღეჭი რეზინა იყიდა, ხურდის დაბრუნების დროს კი, მოლარის …

ბათუმის სასამართლოსგან დასჯილი სააპელაციომ გაამართლა

მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ ძარცვაში მსჯავრდებული პირი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გამამართლებლით შეცვალა. ძარცვის შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა ოთხმა პირმა დედა-შვილი გაძარცვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის …

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …

“ხოფის ბაზრობაზე” თამბაქოს მაღაზია გაქურდეს

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, მაღაზია გაძარცვეს. ადგილზე მომუშავეების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათი თქმით, ქურდმა სახურავი ამოჭრა და ისე ჩაიპარა მაღაზიაში. მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალს ახლა ითვლიან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით კი, მაღაზიიდან 20 ათასამდე ლარია გატანილი. “ხოფის” ბაზრობაზე მომხდარ ქურდობის ფაქტს შსს-ში გვიდასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.

მობილური ტელეფონის ძარცვის საქმე ბათუმის სასამართლოში

მოსამართლე დავით მამისეიშვილი 24 წლის გიორგი ა.-ს საქმეს განიხილავს. მას გამოძიება მობილური ტელეფონის ძალადობრივად მისაკუთრებას ედავება. იმის გამო, რომ ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ უკვე იმყოფება, მას სავარაუდოდ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება ახალი დანაშაულისთვის. “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?” – მოსამართლის შეკითხვას სასამართლო დარბაზში ბრალდებულმა დადებითი პასუხი გასცა. იგი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მოსამართლემ …

ძარცვის საქმის განხილვა სასამართლოში საპროტესტო აქციების შემდეგ

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა დღეს, 2 აგვისტოს, დაზარალებული ზინაიდა ანტონიანის ჩვენება მოისმინა. საუბარია ჯგუფური ძარცვის საქმეზე, რაშიც ბრალი ედება გიორგი კაკაბაძეს და ხვიჩა კიწმარიშვილს. სასამართლო განხილვის დაწყებამდე, ბრალდებულების ნათესავებმა პროკურატურასთან საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს უკანონო წინასწარი პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით. პროტესტის საგანი საქმის ახალ გარემოებაა – მოპარული ნოუთბუქი დაზარალებულმა ქალებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. ზინაიდა ანტონიანის ჩვენების მიხედვით, …

Exit mobile version