ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, მაღაზია გაძარცვეს. ადგილზე მომუშავეების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათი თქმით, ქურდმა სახურავი ამოჭრა და ისე ჩაიპარა მაღაზიაში.
მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალს ახლა ითვლიან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით კი, მაღაზიიდან 20 ათასამდე ლარია გატანილი.