შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 199 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Tag Archives: შემოსავლების სამსახური
ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (138 კაფსულა და 23 აბი) და ნარკოტიკული (107 აბი და 2 ბოთლი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, შემთხვევები 22-25 თებერვალს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს”
შემოსავლების სამსახურში გაცემული მილიონობით პრემია და დანამატი არ არის დასაბუთებული – აუდიტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2016 წლის მარტსა და სექტემბერში 3 604 თანამშრომელზე გაცემული 7 128 200 ლარის პრემია არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან შესაბამის ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული პრემიების გაცემის მოტივი და მიზნობრიობა, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2016 – 2017 წლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე 809 თანამშრომელზე გაცემული პრემია, 391 …
ბათუმის აეროპორტში ისრაელის მოქალაქეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები აღმოაჩნდა
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 11 თებერვლას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის ი.ტ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, 48 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ
ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ბათუმის აეროპორტი“, სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ნარკოტიკული [18 აბი] და ფსიქოტროპული [11 აბი] ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. „საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე …
Continue reading “ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს”
სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი
შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შენობის ფასადის ღებვის სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 230 ათას 310 ლარია. შენობის ფასადი კვლავ თეთრად შეიღებება. გამშვები პუნქტის შენობა მიეკუთვნება კოროზიული ზემოქმედების მეექვსე – ძალიან მაღალ (ზღვის) კატეგორიას, ასევე, გამოირჩევა მაღალტენიანობით და ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი დონით, რისთვისაც, როგორც ტენდერის განაცხადშია აღნიშნული, ფასადის სამღებრო სამუშაოებისთვის შერჩეული იქნა …
Continue reading “სარფის სასაზღვრო პუნქტის შენობის შესაღებად 230 ათასი ლარია გამოყოფილი – ტენდერი”
ჯარიმა 5813 ლარი 88.58 გრამი არადეკლარირებული ოქროს გადატანისთვის
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები [88.58 გრამი] გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა. შემთხვევა 30 იანვარს მოხდა. ______________ სარფის საბაჟო. ფოტო: შემოსავლების სამსახური
სარფის საბაჟოზე 15 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნივთები ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საქართველოს მოქალაქეს დათვალიერების შედეგად აღმოუჩინეს. ოქროს ნივთების საერთო წონა 240.75 გრამია, ღირებულება – 15 408 ლარი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. სარფის და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტებიც დაფიქსირდა. შემოსავლების …
Continue reading “სარფის საბაჟოზე 15 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს”
ბათუმის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ბათუმის აეროპორტი“ და „თბილისის აეროპორტი“ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერაყისა და ბანგლადეშის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ აეროპორტებში, მიმდინარე წლის 15-17 იანვარს, სულ 37 აბი და 100 კაფსულა ამოიღეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტები – ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის, საბერძნეთისა და ისრაელის მოქალაქეების, რ.ლ.ლ-ს, ლ.ნ.-ს და მ.ნ.-ს კუთვნილი ხელბარგების დეტალური დათვალიერებისას, ნარკოტიკული …
ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურება
ხულოში, შუახევსა და ქედაში, შესაბამისად, 16, 17 და 18 იანვარს, გადასახადების გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის RS CAR [მიკროავტობუსი] ადგილზე მოემსახურება. სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით, რითაც „გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“. აჭარის მაღალმთიანეთში RS CAR-ის სერვისით სარგებლობა შემდეგ დღეებსა და ადგილებში იქნება შესაძლებელი: …
Continue reading “ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურება”
სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ლ.ბ.-ს, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 800 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით …
Continue reading “სარფში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის მოქალაქე 1000 ლარით დაჯარიმდა”
შემოსავლების სამსახური: მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო მალულად გადაჰქონდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6 198.99 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 100 გრამი) გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, „აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული“. უწყების ცნობით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა …
Continue reading “შემოსავლების სამსახური: მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო მალულად გადაჰქონდა”
რა უთხრეს ბიზნესმენებს თორნიკე რიჟვაძემ და ბიზნესომბუდსმენმა
მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენი დღეს, 5 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურში შეხვდა. ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, ყველაზე ხშირად მშენებელ კომპანიებს ექმნებათ ბიუროკრატიული პრობლემები. „ბიზნესისთვის დამაზიანებელია გაჭიანურებული სასამართლო პროცესი, ასევე, მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი,“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას, სადაც ბიზნესკომპანიას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება. ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ გზით მეწარმეები სასამართლო …
Continue reading “რა უთხრეს ბიზნესმენებს თორნიკე რიჟვაძემ და ბიზნესომბუდსმენმა”
სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 18 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 007.05 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების წონა სულ 89.3 გრამი იყო. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა შეეფარდა …
Continue reading “სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს”
რატომ არ იწყება ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ბათუმში – დავა ექვსმილიონიანი ტენდერისთვის
აქვს თუ არა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება? – მხოლოდ ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის შემთხვევაში გადაწყდება 6-მილიონიანი ტენდერის ბედი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, „ჭაობის დასახლებაში“ რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სახელმწიფო უწყებებში ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, ტენდერის პროცედურა კი მეოთხე თვეა გრძელდება. ტენდერის მოსაგებად ამ ეტაპზე ორი კომპანია – „დაგი“ და …
შემოსავლების სამსახური სარფში შემომსვლელი და გამსვლელი გვირაბების რეკონსტრუქციას გეგმავს
საქართველოს შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ შემომსვლელი და გამსვლელი გვირაბების რეკონსტრუქციას და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს. შესაბამისი სამუშაოებისთვის საჭირო პროექტის შესაძენად სამსახურმა 45 ათასი ლარი გამოყო და ტენდერი გამოაცხადა. როდის დაიწყება სამუშაოები, რა დრო დასჭირდება მის დასრულებას და რა თანხა იქნება საჭირო რეკონსტრუქციისთვის? – ამ პროექტის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი [გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს …
რამდენ ოჯახს აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალი – დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება
ფიზიკური პირი, რომლის წინა წლის შემოსავალი [მისი, ან მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი ჯამურად] აღემატება 40 ათას ლარს, ვალდებულია მომდევნო წლის 2 ნოემბრამდე წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და 15 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადოს გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ქონების გადასახადის დეკლარაცია 189 815-მა პირმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი, ჯერჯერობით – 13 803-მა. ამ …
Continue reading “რამდენ ოჯახს აქვს 40 ათასზე მეტი შემოსავალი – დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება”
3 კგ არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი სარფში
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, არადეკლარირებული ვერცხლის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვ.ე-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად 3,214.28 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები საიუველირო ნაკეთობებისთვის [საერთო წონა 3კგ.] აღმოაჩინეს,“ – აღნიშნულია სამსახურის განცხადებაში. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, …
Continue reading “3 კგ არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი სარფში”
სათამაშო ბიზნესის კონტროლი მკაცრდება
შემოსავლების სამსახური სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გეგმავს. სამსახურში აცხადებენ, რომ სათამაშო ბიზნესის სფერო სათანადო კონტროლის გარეშეა დარჩენილი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების ოდენობაზე. „საქართველოს არ გააჩნია სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის გამართული სისტემა, რომლის გაუმართაობაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის, როგორც საზოგადოებრივი კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოში ლატარიების, …
ახალი განცხადებები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად წარადგენთ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელებთან ელექტრონულ კომუნიკაციას ამარტივებს. „მატერიალური ფორმის განცხადებების ნაცვლად, შემუშავდა ელექტრონული ფორმის 57 ახალი განცხადება, https://rs.ge/common/get_doc.aspx?id=10480 განცხადებების შესაბამისი ელექტრონული ფორმები ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებების ელექტრონულ კატალოგს დაემატა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, დისტანციურად ისარგებლონ ელექტრონული განცხადებების სერვისით (https://rs.ge/4507)“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის შეტყობინებაში. …
Continue reading “ახალი განცხადებები, რომლებსაც შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად წარადგენთ”
20 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ოთხი ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. ხოლო, კახეთის რეგიონში, ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი. საგამოძიებო …
Continue reading “20 ათასი ლარის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ოთხი ფაქტი”
უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, შიდა ქართლის რეგიონში, ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით 27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა. ხოლო მეორე შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული …
Continue reading “უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს”
რა ელის 3000 ხორბალმზიდი ავტომობილის მესაკუთრეს – ახალი აკრძალვა ხორბლის შემოტანაზე
„ეს არის სახელმწიფოს ძალისმიერი ჩარევა თავისუფალი ბაზრის წვდომაზე, აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას და ამ სეგმენტზე მომუშავე საავტომობილო პარკი დადგება სოციალური პრობლემების წინაშე, რაც წნეხად დააწვება ისევ სახელმწიფოს“, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლითაც 2018 წლის 15 სექტემბრიდან, საქართველოში ხორბლისა და ხორბლის ფქვილის შემოტანა და გატანა …
საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მანქანებით შემოტანა იკრძალება – ეს პურს გააძვირებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოში ხორბლის, ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა, აგრეთვე საქართველოდან ამ საქონლის გატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით იკრძალება. მინისტრის ბრძანება 2018 წლის 15 სექტემბრიდან შედის ძალაში. ამ ბრძანებით, აღნიშნული საქონლის იმპორტ-ექსპორტი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით. „ბათუმელები“ აჭარაში რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა, რომლებსაც ხორბალი შემოაქვთ და ამუშავებენ. მათი თქმით, ჯერ ბრძანება არ უნახავთ, …
სარფში მარიხუანა და არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელ ხიდსა“ და „სარფში“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამურად, 9 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 10-12 აგვისტოს კი, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფში“, „გუგუთსა“ და ,,წითელ ხიდზე“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, ბ.ბ-სა და ლ.ს-ს ფიზიკური ხოლო, საქართველოს მოქალაქის, კუთვნილი ავტომანქანის …
Continue reading “სარფში მარიხუანა და არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს”
სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“. საგამოძიებო …
Continue reading “სარფის საბაჟოზე ასი ათასი ლარის ოქროს ნაკეთობები ამოიღეს”
სარფში 20 კგ ყაყაჩოს თესლი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ა.ს-ს, კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 20 კგ. ყაყაჩოს თესლი აღმოაჩინეს. „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ყაყაჩოს თესლი [„arifiglu Mavi hashas blue poppy seeds 01/062020 P.NO:012 NET.80G“] ნარკოტიკულ საშუალებებს მორფინსა და კოდეინს შეიცავს. საქმეთა მასალები, შემდგომი …
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება
2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რითაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 5%-ისა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. …
14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე
25-27 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „წითელი ხიდი“ და „სარფი“- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: გ.ა-ს, ე.ზ-სა და მ.ბ-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საზღვარზე ამოღებული ოქროს ნაკეთობათა საერთო წონამ 253,44 გრამი, ხოლო საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ – 14,693.84 ლარი შეადგინა. საქართველოს …
Continue reading “14 693 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო სარფსა და წითელ ხიდზე”
ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების შემოტანის მცდელობა სარფსა და ვალეში
15-20 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „სარფი“ და „ვალე“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების: ე.ჩ-სა და ტ.ი-ს კუთვნილი ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 75 ცალი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცა.
სარფში არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის რუსეთის მოქალაქე 6 ათასამდე ლარით დააჯარიმეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 მაისს „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა ქვეყანაში ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. „კერძოდ, რუსეთის მოქალაქეს, ზ.კ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5 993.08 ლარის ღირებულების 101.32 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5,993.08 ლარის …
ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისის აეროპორტში, წითელ ხიდსა და სადახლოში
17-19 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“, „წითელ ხიდი“ და „სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, 38 აბი ნარკოტიკული, …
კომპანიებმა 100 ათასი ლარის ხაჭაპური და ცომეული ნაგავში გადაყარეს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ზუსტად 94 242 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა ნაგავში გადაყარეს. 2017 წლის აპრილიდან 12 თვის განმავლობაში გადაყრილი საკვების რაოდენობისა და ფასების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურმა მოაწოდა. მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძირითად შემთხვევაში ეს ვადა 6-დან 12 საათამდე მერყეობს სხვადასხვა პროდუქტზე. ბათუმის ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ …
Continue reading “კომპანიებმა 100 ათასი ლარის ხაჭაპური და ცომეული ნაგავში გადაყარეს”
მდიდრები საქართველოში ავტომანქანის გადასახადს გადაიხდიან
მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა პირველად წელს მოუწევთ. „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების მიხედვით, ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000-ზე მეტი ლარია, ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, პირი, რომლის ოჯახის შემოსავალი 40 ათასიდან – 100 ათასამდე ლარია, ავტომობილზე იხდის ქონების გადასახადს – ამ ავტომობილის საბაზრო ფასის …
Continue reading “მდიდრები საქართველოში ავტომანქანის გადასახადს გადაიხდიან”
ზოგიერთ პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლის პროცედურები ფასიანი გახდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2018 წლის 27 აპრილიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის, არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების/პროდუქციის სასაზღვრო კონტროლის პროცედურები გახდება ფასიანი მომსახურება. ზემოთ აღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ის მომსახურება, რომელიც ამ პროდუქციის კონტროლს მოიცავდა და უფასო იყო, 27 აპრილიდან ფასიანი იქნება. მაგალითად, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს …
Continue reading “ზოგიერთ პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლის პროცედურები ფასიანი გახდება”