მთავარი,სიახლეები

სარფის საბაჟოზე 15 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

25.01.2019
სარფის საბაჟოზე 15 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნივთები ამოიღეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები საქართველოს მოქალაქეს დათვალიერების შედეგად აღმოუჩინეს. ოქროს ნივთების საერთო წონა 240.75 გრამია, ღირებულება – 15 408 ლარი. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სარფის და წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტებიც დაფიქსირდა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს და აზეირბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 2940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. მოქალაქეები საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 10-10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: