სამინისტრო მებაჟე-ოფიცრების თანამდებობებზე ვაკანსიებს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვაკანსიებს აცხადებს მებაჟე-ოფიცრების ვაკანსიებზე. ვაკანსიები გამოცხადებულია საბაჟო დეპარტამენტის 12 საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცერზე, მათ შორის ,,ბათუმის აეროპორტში”, ,,ბათუმის პორტსა” და  ,,სარფში”. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში  სამ თანამშრომელს, ბათუმის აეროპორტში ორს, სარფში კი რვა თანამშრომელს აიყვანს. მებაჟე-ოფიცრების თანამდებობრივი სარგო 1300 ლარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ …

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა წითელ ხიდზე და სარფში

24-25 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ,,წითელი ხიდი” და „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების: ნ.ს-ს, ნ.ჯ-ს, ზ.ა-სა  და მ.დ-ს კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო წონა 291,45 გრამი იყო, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 19,355.31 ლარი შეადგინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, …

სარფში არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს

სარფის საბაჟოზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სტომატოლოგიური საშუალებები აღმოაჩინეს. საქონელი მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის დ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენდგენო-სკანერით დასკანერებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად პირველ მარტს აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. მათივე ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 766 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, …

ნარკოტიკული ნივთიერებები და მედიკამენტები სარფში, ქუთაისის აეროპორტში, ყაზბეგსა და ვალეში

24 – 27 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,სარფში“, ,,ქუთაისის აეროპორტში“, „ყაზბეგსა“ და ,,ვალეში“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ავტომობილისა და ფიზიკური დათვალიერებისას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული მედიკამენტები (50 კაფსულა), ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი …

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

21 თებერვალს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ს.ჰ-ს  კუთვნილი ხელჩანთისა და ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნაკეთობათა წონა  69,8 გრამია, საქონლის  საბაჟო ღირებულებამ კი 4299.6 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4299.6 …

შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება

5 – 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ქედაში (ქედის ცენტრში) მოძრავი სერვისცენტრი დღეს 17 საათამდე მუშაობდა, შუახევში შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი  6 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. რაც შეეხება ხულოს, აქ მოძრავი სერვისცენტრი …

სადახლოსა და სარფში მარიხუანა და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 – 29 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “სადახლო-საავტომობილოსა”  და “სარფში” ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და  საბერძნეთის მოქალაქეების, ე.გ-ს, ს.ს-სა და ლ.ზ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული (9 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა …

სარფში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სამსახურეობრივი ძაღლის დახმარებით, საქართველოს მოქალაქის გ.ნ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის  დათვალიერებისას,  მარიხუანა (0,723 გრ.)  და შავი კანაფის ფისი (0,107 გრ.) გამოვლინდა. მებაჟე-ოფიცრებმა, ასევე აღმოაჩინეს 2 ფირფიტა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (FENTANYL 0,0192 გრამის შემცველობის). საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  …

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, როგორც ამ უწყებებში აცხადებენ, კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს განაცხადის [ელექტრონული ფორმით] წარდგენის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს საბიუჯეტო ზედმეტობის თანხა [ზედმეტობის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით]. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია, რომ 10 ათას გადასახადის გადამხდელს ავტომატურად დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ობიექტები, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობები წარმოექნათ დაბალი ან მინიმალური …

პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები – სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან მომავალი, საქართველოს მოქალაქის, გ.ც-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. კერძოდ: ხმოვანი სასიგნალო იარაღი – 20 ცალი, პნევმატური იარაღი – 20 ცალი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – 3 ცალი, ხმოვანი ვაზნა –  12 …

რა უთხრეს თურქმა მებაჟეებმა ქართველ კოლეგებს შეხვედრაზე

სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებს შეხვდნენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ხოფის ახალი გუბერნატორიც. „გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს მიმდინარე მოვლენებს და ვიდეო ჩანაწერებსაც პირადად ნახავს. ის დაპირდა მებაჟეებს, რომ აუცილებლად დაისჯებიან ის მებაჟეები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ამ შეხვედრის დაწყებისთანავე საზღვრის გადაკვეთის პრობლემა მოიხსნა,“ – ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი, …

ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ

„ამ წუთებში სარფის საბჟო გახსნილია და მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. ქართველი მებაჟეები იმყოფებიან თურქეთის მხარეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი. ხატია მოსწრაფიშვილის თქმით, მოლაპარაკების საგანი თურქეთის საბაჟოს მხრიდან განმარტების მიღებაა, რატომ შეაჩერეს  საქართველოს მოქალაქეები: „დღევანდელი შეფერხება არ მომხდარა საბაჟოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით სიგარეტის …

შემოსავლების სამსახურის განცხადება სარფის საზღვარზე შეფერხებებთან დაკავშირებით

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს, 12 სექტემბერს, სპეციალური განცხადება გაავრცელა. შემოსავლების სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს შეზღუდვებისა და შეფერხებების გარეშე, 24/7 რეჟიმით. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მეზობელი ქვეყნის საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების გამო, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, …

სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქე, ე.ბ-ს მართვის ქვეშ არსებული სატრანპორტო საშუალებების დათვალიერებისას, ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ; მეტანფეტამინი (0,92 გრ.),  კოკაინი (0,62 გრ.), მარიხუანა (5,63 გრ.) ექსტაზი (762 აბი) და აღნიშნული აბების ნატეხები, ასევე ნარჩენი ფხვნილი (18,51 გრ.) აღმოაჩინეს“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრები გადამხდელებს ხულოში, შუახევსა და ქედაში მოემსახურება შესაბამისად, დღეს, პირველ სექტემბერს, 4 სექტემბერსა და 5 სექტემბერს. მომსახურების გაწევის ადგილი და დრო: [checklist] ხულო, 01.09.2017, გამგეობის შენობის წინ; 10:00-17:00 სთ; შუახევი, 04.09.2017, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; 10:00-17:00 სთ; ქედა, 05.09.2017 დაბა ქედა, ცენტრში; 10:00-17:00 სთ. [/checklist] „01 – 25 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს …

შემოსავლების სამსახური: სარფში მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოერთვათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი [ჯამში 26 300 ღერი] აღმოაჩინეს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის  მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით,“ – აღნიშნულია შემოსავლების …

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება. ეს ვალდებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტითაა გათვალისწინებული. [red_box]ვის მოეთხოვება ფასის ლარით გამოხატვის ვალდებულება[/red_box] ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ …

ფასის ლარით მითითების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას შემოსვლების სამსახური განახორციელებს

2017 წლის პირველი ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო ხდება. პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. „15 ივნისიდან პირველ ივლისამდე, შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი 2 299299, …

შემოსავლების სამსახური: საგადასახადო სამართალდარღვევის 820 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5-11 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 820 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 8810 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: [crosslist] საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 86 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის …

შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 და 21 მაისს შემოსავლების სამსახურის ვებსერვისებთან წვდომა ორი დღით შეიზღუდება. ამიტომ, სამსახური მოუწოდებს შესაბამის პირებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ პერიოდში იგეგმება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის ტრანსპორტირება, დაგეგმილი სამუშაოების დაწყებამდე გამოიყენონ ზედნადების წინასწარ გამოწერის შესაძლებლობა. „გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურში დაგეგმილია სერვერული ინფრასტრუქტურის განახლებითი  სამუშაოების ჩატარება, რის გამოც 20 მაისს 22:00 …

გადამხდელებს 1,5 მილიარდი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან [02.06.2016-05.05.2017] დღემდე, გადასახადის 35 140 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 565 577 719 ლარი. დავალიანება ჩამოეწერათ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით: [checklist] ა) ქვეპუნქტით – 34 478 გადამხდელს 1 561 234 113.00 ლარი, ბ) ქვეპუნქტით – 645 გადამხდელს 4 333 012.00 ლარი, გ) ქვეპუნქტით …

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ მედიატურს აწყობს

9-11 თებერვალს, ბათუმში, შემოსავლების სამსახური ჟურნალისტებისთვის მედიატურს მართავს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის, მომსახურებისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მედიატურის მონაწილეებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ წარუდგენენ პრეზენტაციებს. სიახლეები საგადასახადო კოდექსში მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ წესს, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ცვლილებსა და აუდიტის რეგლამენტს შეეხება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 10 თებერვალს, სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტები ფოთის გაფორმების …

შემოსავლების სამსახური: საგადასახადო სამართალდარღვევის 931 ფაქტი გამოვლინდა

 შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 12-18 დეკემბერს, ამავე სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 931 ფაქტი გამოვლინდა. „შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7 353 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 64 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის …

სარფში საზღვრის კვეთისას ორივე მხრიდან შეზღუდვები იქნება

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო, სგპ “სარფში”, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები ორივე მიმართულებით განხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში: „კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს მოემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთ-ერთი მოემსახურება ქვეყნიდან გამსვლელ, მეორე კი …

რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს. ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს …

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე ბათუმში კონფერენცია ჩატარდება [ანონსი]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და საქართველოს შემოსავლების სამსახური ხვალ, 21 ივნისს, ბათუმში გახსნიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად. „კონფერენციას 70-ამდე მონაწილე ესწრება 17 ქვეყნიდან, მათ შორის მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნება სამშაბათს, 21 ივნისს, 9:15 …

მოძრავი სერვისცენტრები მუნიციპალიტეტებში

საგადასახადო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ის ორი ავტმობილი წარუდგინა, რომელიც დღეიდან მოქალაქეებს ადგილზე საგადასახადო მომსახურებას გაუწევს. ნოდარ ხადურის თქმით, მოძრავი ორი სერვისცენტრიდან ერთი აღმოსავლეთში, მეორე დასავლეთ საქართველოში წინასწარ განსაზღრული გრაფიკით იმუშავებს. „ჩვენ ის შესაძლებლობა არ აგვაქვს, რომ ყველა მუნიციპალურ ცენტრში სტაციონალური სერვისცენტრი გვქონდეს, ამიტომ …

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გადასახადის გადამხდელი სამართალდამრღვევად ცნო

შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით „მას შემდეგ, რაც კონტროლის პროცედურის განხორციელებაზე უფლებამოსილმა პირმა გამოავლინა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტი და გადასახადის გადამხდელს, გ.შ.-ს, წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, გადასახადის გადამხდელმა წარდგენილ სამსახურებრივ მოწმობას გადაუღო ფოტოსურათი. შემდგომ ეს ფოტოსურათი, სამართალდამრღვევმა გადასახადის გადამხდელმა, მადისკრედიტებელ ტექსტთან ერთად, განათავსა სხვადასხვა ვებგვერდზე და თან დაურთო მოწოდება, რომ მეწარმეებს დაემახსოვრებინათ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სახე და არ …

საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი 7 დღეში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით 11 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 971 ფაქტი გამოვლინდა. „კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8172 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 92 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების …

რუსეთის მოქალაქე თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. „პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო …

თურქ მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს

9 მარტს, საქართველოში თურქეთის საკონსულოს ინიციატივით, აჭარაში მომუშავე თურქ მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობაზე, ასევე საბაჟოდა მცირე ბიზნესთან დაკავშირებულ რეგულაციებზე განმარტებები მიაწოდეს. სასტუმრო „ლეო გრანდში“ ბიზნესმენებს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვლდიმერ ხუნდაძე და მომსახურების დეპარტმენტის უფროსი გიორგი ბუბუტეიშვილი შეხვდათ. თურქეთის საკონსულოს განმარტებით, შეხვედრის მიზანი თურქი ბიზნესმენების საგადასახადო ინფორმირებულობის ამაღლებაა, თუმცა რამდენიმე ბიზნესმენმა …

„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა. უწყებას “ბათუმელები” სარფის საბაჟოს ვიდეოჩანაწერს სთხოვდა, სადაც ასახული იქნებოდა ჯამბულ აბულაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა. შემოსავლების სამსახურმა ვიდეოჩანაწერის მოწოდებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რედაქციას ჯამბულ აბულაძის წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია. ამავე წერილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „ამასთან, საგულისხმოა, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები …

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტი ბათუმის პორტში

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 9,3 გრამი მარიხუანა და 1,57 გრამი მეტამფეტამინი აღმოაჩინეს  სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე – „ბათუმის პორტი“. „თბომავალ „ვილნიუს სივეისით“ საქართველოში შემოსულ სატვირთო ავტომობილში, რომელიც საბორნე გემით, მძღოლის გარეშე გადაადგილდებოდა, უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა დასახელების პირადი მოხმარების საქონელი, მათ შორის, HEAD & SHOULDERS-ის ფირმის შამპუნი და NIVEA-ს ფირმის ბალზამი. ეჭვის …

Exit mobile version