ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული წყალგამანაწილებელი ნაგებობა, რომელზეც სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაც გადის, რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. დაშლილია ნაპირდამცავი გაბიონებიც, რის გამოც ეს ჰიდროკვანძი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა რეაბილიტაცია-გამაგრებას საჭიროებს. არსებული პროექტის მიხედვით, სამუშაოების ჩატარებას 28 მილიონი ლარი და თითქმის 3 წელი დასჭირდება. სამუშაოების დაწყებამდე ნაგებობაზე ჯერ უნდა შეიზღუდოს, ხოლო ახალი საავტომობილო ხიდის დასრულების შემდეგ, საერთოდ უნდა …
Tag Archives: ფოთი
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო
ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო, 2024 წელს კი – 73 783 ავტომობილი. კომპანიის ინფორმაციით, გასულ 2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა. რაც შეეხება 2026 წლის იანვრის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით მაჩვენებელი 15 პროცენტით არის გაზრდილი. „2026 წლის იანვარში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 54 527 TEU კონტეინერი …
Continue reading “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა გასულ წელს 73 864 ავტომობილი მიიღო”
დირექტორი კადრების გავრცელების შემდეგ პედაგოგის გათავისუფლებაზე – „ეგ დელიკატური საკითხია“
შსს გამოძიებას არ იწყებს ფოთში, სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემთხვევაზე. მასწავლებელს, იგორ კეკელიას, სოციალურ ქსელში ემუქრებიან მას შემდეგ, როცა სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, შემდეგ კი, სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაუშვა. საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი …
კიდევ 1 შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება – ფოთის თეატრის რეაბილიტაცია არც კი დაწყებულა
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფოთის თეატრს“ – ეს კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა, რომელიც წინასაარჩევნოდ ფოთელებმა მიიღეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიური წინასაარჩევნო დაპირებებით გამოირჩეოდნენ. ფოთის თეატრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე 2021 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. ზუსტად იმ დღეს, როდესაც პრემიერი ფოთში წინასაარჩევნო ტურნეში იყო და ადგილობრივებს ხვდებოდა. ადგილობრივი …
როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი
„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დაპირება წინასაარჩევნოდ ფოთში მცხოვრებ დევნილებს მისცა. დაპირების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც მთავრობა და არც პრემიერი მის შესრულებას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 2021 წლის 27 აგვისტოს ჩავიდა. ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. პრემიერს ფოთში, ჯავახიშვილის …
Continue reading “როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი”
100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის
„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას“, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წინასაარჩევნოდ ეს დაპირება ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100 ოჯახს მისცა. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ ფოთელები ისევ ქუჩაში დგანან, აქციებს მართავენ და მთავრობისგან დაპირებულ კომპენსაციებს ითხოვენ. ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი …
Continue reading “100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის”
ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში გაზის ბალონი აფეთქდა
დღეს, 27 მაისს, ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში, შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიაში“ აფეთქება იყო, რამაც გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება. როგორც ფოთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, აფეთქების შედეგად არავის დაშავებულა. ფოთის მერიის ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ ბალონმა გამოიწვია, თუმცა დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის. „ბათუმელები“ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ ხელმძღვანელს, გიორგი ნანავასაც ესაუბრა. მისი თქმით, ღუმელში შემთხვევით მოხვდა …
Continue reading “ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში გაზის ბალონი აფეთქდა”
ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება
ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება. სამუშაოების შესყიდვაზე დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. „ამჟამად არსებული გზა ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ …
Continue reading “ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება”
ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან
7 თვეა ფოთი მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. პაციენტებს სენაკში ან ქობულეთში უწევთ ჩასვლა, როცა ექიმისთვის მიმართვა სჭირდებათ. „ძალიან საშიშია ამ ქალაქში ყოფნა, ძალიან. როგორ ითმენენ ამას ადამიანები და რატომ არ აპროტესტებენ, მიკვირს“, – ამბობს ფოთის მცხოვრები ელისო ჯანაშია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან ფოთში დაბრუნდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა …
Continue reading “ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან”
116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია
ბოლო მონაცემებით, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში – ,,აჭარა” 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგვიდასტურა. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილეს” ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის, დათო ჯაიანის თქმით, მან არ იცის ზუსტად რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამკერვალო ფაბრიკაში, თუმცა გვითხრა, რომ ეს ციფრი 50-ს არ უნდა სცდებოდეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაცემები ჯერ …
Continue reading “116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია”
საქართველოში შემოტანილი ერთ ტონამდე გაყინული ღორის ხორცი საბაჟოზე გაანადგურეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოვიდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახულ მონაცემებს, სამსახურის თანამშრომლებმა ხორცი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნიეს და შესაბამისი წესით გაანადგურეს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების …
Continue reading “საქართველოში შემოტანილი ერთ ტონამდე გაყინული ღორის ხორცი საბაჟოზე გაანადგურეს”
ერთი ქალი და მეთევზეები პალიასტომის ტბიდან [ვიდეო]
იამზე გაბუნია ფოთში, პალიასტომის ტბის პირას გახსნილი თევზის მარკეტის მეპატრონეა. ყოველ დილით, როცა მეთევზეები პალიასტომში თევზს იჭერენ, იამზეს მარკეტს აკითხავენ სავსე ბადეებით. ბაზრის წინ, რომელიც პატარა, ვარდისფრად შეღებილ სახლშია განთავსებული, დილაობით ავტომანქანების რიგი დგება. ფოთში ყველამ იცის, რომ აქ ახალი, ცოცხალი თევზი იყიდება. იამზე 61 წლისაა. მისი ცხოვრება პალიასტომთანაა დაკავშირებული. ბოლო 15 წელია ყოველ დილით …
Continue reading “ერთი ქალი და მეთევზეები პალიასტომის ტბიდან [ვიდეო]”
ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი. ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ კი გამოსავალი იპოვა – გვეუბნება ბაზრის დირექტორი. მისი თქმით, სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც ბაზარში შედის, ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს. ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას …
ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის აღადგენენ
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთში ახალ ფილიალს ხსნის. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელი 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. საზღვაო აკადემიის ფილიალი ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. შენობის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და კონტრაქტის პირობების თანახმად, 9 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესრულებაზე საზღვაო აკადემიამ ხელშეკრულება შპს „დანი ქონსთრაქშენთან“ 5 851 164 ლარზე გააფორმა. ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი …
359 000 ლარის მითვისებაზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას [რომელიც ფოთის ყოფილი მერია], ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს კაკულიამ და ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ …
Continue reading “359 000 ლარის მითვისებაზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინეს”
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დააჯარიმეს
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურთან ახლოს ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაუშვა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანი ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარით დააჯარიმა, რასაც დაემატა 5306,40 ლარი – გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს
„მე მივაწოდე ინფორმაცია პროკურატურას ამ ფაქტის შესახებ, გამოძიება დასრულებული არ არის… ეს უკავშირდებოდა ჩემს საპროკურორო საქმიანობას,“ – გვიპასუხა მასამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ – 18 სექტემბრიდან გაამწესა. მოსამართლედ გამწესებული ალექსანდრე გოგუაძე 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით …
Continue reading “ფოთის ყოფილი პროკურორი, რომლის მანქანაც დაცხრილეს, ბათუმში მოსამართლედ დანიშნეს “
“ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი წარადგინა
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა. პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება …
Continue reading ““ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი წარადგინა”
ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება
ფოთის პორტში ნაყარი ტვირთების ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენებისთვის 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაიხარჯება. „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 12 იანვარს მოეწერა. თავად ახალი სუბიექტი – „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ოდნავ მოგვიანებით, 2018 წლის 25 იანვარს დარეგისტრირდა. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ …
Continue reading “ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ტერმინალი აშენდება”