რა შემთხვევებში არ შეიძლება COVID ვაქცინით აცრა და რატომ? – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ცნობილია, რომ ხანდაზმულ ადამიანებსა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს Covid19-ის გართულების შედარებით მაღალი რისკი აქვთ. შესაბამისად, სწორედ ამ რისკის ჯგუფებში შემავალი ადამიანების აცრა მიიჩნევა პრიორიტეტულად. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი მაინც ერიდება ოჯახის ასაკოვანი წევრების აცრას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვაქცინამ ალერგიული რეაქციის სახით გართულებები არ გამოიწვიოს. ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამ საკითხს დეტალურად განმარტავს …

ისრაელმა Pfizer-ს კოვიდის ახალი პრეპარატი შეუკვეთა

ისრაელმა  კომპანია „პფაიზერს“ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის – „პაქსლოვიდის“ 100 000 აბი შეუკვეთა  მოქალაქეებისთვის 12 წლიდან, რომლებიც მძიმე დაავადებების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხის ცნობით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეუთანხმდა Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას სატელეფონო საუბრისას, თუმცა კომპანიისგან დასტური მყისვე არ მიუღია. „პფაიზერის“ კლინიკური გამოკვლევების მიხედვით, „პაქსლოვიდი“ თითქმის 90%-ით ეფექტური იყო მძიმე დაავადებების მქონე პირებთან ჰოსპიტალიზაციისა …

ბიონტექის პროგნოზით, ფაიზერი ომიკრონის შტამის მიმართაც ეფექტურია

კომპანია „ბიონტექის“ ხელმძღვანელი, უღურ შაჰინი ვარაუდობს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ვაქცინა – „ფაიზერი“ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგაც მოქმედებს. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სამჯერ აცრილები უფრო მეტად არიან დაცულები“, – უღურ შაჰინის ამ შეფასებას გერმანული მედია ავრცელებს. ზოგადი ინფორმაციით, კოვიდის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიული მონაცემების შეფასების და ინფექციის მონაცემების …

ომიკრონის გამო ბუსტერ დოზამდე ინტერვალი შესაძლოა შემცირდეს

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზაზე დაწესებული ინტერვალის შემცირებას განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, პირველ დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა: „რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, ბევრმა ქვეყანამ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში ექვსი თვიდან ხუთ თვემდე, ზოგან – ექვსიდან ოთხ თვემდე. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ეს არის 3 …

Pfizer-ი კოვიდის სამკურნალო აბების გენერიკულ ვერსიებს დაუშვებს 95 ქვეყანაში

დღეს, 16 ნოემბერს, „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ გენერიკების მწარმოებლებს მისცემს საშუალებას, ექსპერიმენტული, COVID-19 ანტივირუსული აბი მიაწოდონ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 95 ქვეყანას.  „როიტერსის“ ინფორმაციით, Pfizer-სა და მედიკამენტების საპატენტო ფონდს [MPP] შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმება საშუალებას მისცემს გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფს, ლიცენზია მისცეს გენერიკების მწარმოებლებს, რათა შექმნან ანტივირუსული პრეპარატის საკუთარი ვერსიები.  კომპანია Pfizer-ი თავის ტაბლეტებს Paxlovid-ის …

ბათუმში „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა – სად შეგიძლია აიცრა აჭარაში?

ბათუმში დღეს, 3 აგვისტოს, „ფაიზერის“ მეორე პარტიაც ამოიწურა. აჭარაში „ფაიზერის“ ვაქცინის დაჯავშნა ამ ეტაპზე მხოლოდ შუახევში, ხულოსა და ქედაშია შესაძლებელი. შუახევში „ფაიზერზე“ ადგილები იწურება. booking.moh.gov.ge-ს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „ფაიზერის“ სულ 2935 დოზაა დარჩენილი ამ დროისთვის [17:00 სთ]. ვაქცინაციის პროცესი გრძელდება „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 59180 ადამიანია აცრილი. დღეს, 3 …

თუ გიყვარს შენი შვილი, უნდა აიცრა

ავტორი: ნათია სირაბიძე ვაქცინის შიში ყველას აქვს. მეც მეშინოდა. თავში მიტრიალებდა “ანაფილაქსური შოკი”, მნიშვნელობა ბოლომდე არც ვიცოდი, მაგრამ სულ მეფიქრებოდა, ვაითუ უკურეაქცია მომცეს, ვაითუ სრულად ვერ მიშველეს? პატარამ რომ იტიროს და ვერ დაამშვიდონ? რა ეშველება ჩემ ოჯახს უჩემოდ… შიშები მქონდა ყოველჯერზე – როცა18 წლის შვილის ვაქცინირებაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როცა მეუღლე აიცრა, თუ მამას ვაცილებდი აცრის …

ფაიზერის ვაქცინების დაჯავშნა ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში შეიძლება

ფაიზერის ვაქცნის დაჯავშნა დღეს ისევ შესაძლებელი გახდა. დღეისათვის ფაიზერის ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია ბათუმში – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კლინიკებში „მედინასა“ და „ბაუში“. ფაიზერით აცრა დღეიდან შესაძლებელია აჭარის სამ მუნიციპალიტეტშიც – ხულოში [ ევექსის კლინიკა, შუახევსა [ევექსის კლინიკა] და ქედაში ევექსის კლინიკა]. ვაქცინა არ დაუმატებითა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი “ფაიზერის” ვაქცინის 500 000 …

აჭარაში ვაქცინაციის პროცესში დამატებით 5 კლინიკა ჩაერთო

დღეს, ქობულეთში, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება – “ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო” და “ქობულეთის სამედიცინო ცენტრი” დღის განმავლობაში  300-მდე პირს მოემსახურება. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების “ფაიზერით” ვაქცინაციას ბათუმშიც გაიზარდა. ჩამონათვალს დაემატა “ევექსისი ჰოსპიტლები – “ბათუმის რეფერალური საავადმყოფო”, “საზღვაო ჰოსპიტალი” და მაღალტექნოლოგიური …

ფაიზერზე თავისუფალი ადგილი ბათუმში აღარ არის – როდის შემოვა ახალი პარტია?

„ფაიზერის“ აცრაზე ყველა ადგილი ბათუმში დაჯავშნილია. ვაქცინის დაჯავშნის სისტემა თავისუფალ ადგილს აჭარის რეგიონში მხოლოდ ქობულეთში აჩვენებს [ჯავშნის გაკეთება 13 აგვისტომდეა შესაძლებელი]. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში გუშინ, 24 ივლისს, ფაიზერის ვაქცინის 7020 დოზა შემოვიდა. ფაიზერით აცრა ბათუმში 4 და ქობულეთში 2 სამედიცინო დაწესებულებაში ორშაბათიდან დაიწყება. როდის შემოვა „ფაიზერის“ ახალი პარტია ბათუმში? – აჭარის …

ჩემი ოჯახის წევრებიც სხვა ვაქცინით აიცრნენ, არც ერთი არ დალოდებია „ფაიზერს“ – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის საკითხზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს დალოდების უფლება. „ყოველი დღე, თითოეული დაკარგული დღე, უკვე უტოლდება ადამიანურ დანაკარგს“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ. „ფაიზერის მოწოდება დაიწყო მცირე დოზებით. ჩვენ ვიცით, რომ გასულ კვირაში შემოვიდა გარკვეული რაოდენობა. დიდი დოზების …

ბათუმსა და თბილისში „ფაიზერის“ ყველა დოზა დაჯავშნილია

დღეს, 14 ივლისს, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა შემოიტანეს და დღეს, დღის 3 საათზე, დაიწყო რეგისტრაცია ვაქცინაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის ვებგვერდი შეფერხებით ან საერთოდ არ მუშაობდა, ამ დროისთვის [20:20 სთ] აჭარაში „ფაიზერის“ ყველა ვაქცინა დაჯავშნილია. „ფაზერის“ ყველა დოზა უკვე დაჯავშნილია თბილისშიც. „ფაიზერის“ აცრა ბათუმში მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია შესაძლებელი. დღეს საქართველოში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინის 28 …

გაბუნია: „უახლოეს დღეებში შემოვა ფაიზერის ვაქცინა”

დღეს, 13 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვა, თუმცა მას არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი: „დღეს ქვეყანაში არის უკვე მობილიზებული მილიონამდე დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის, ორივე ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით. ასევე, უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და …

„ფაიზერის“ შემოტანა ვაქცინაციის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ფაიზერის“ დოზების შემოტანა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება მოთხოვნა ვაქცინაზე. „მილიონი დოზის შემოტანაზე ხელი მოწერილი გვაქვს, პირველი ეტაპი დაიწყება ივლისის მეორე ნახევარში, თუმცა „ფაიზერი“ დაგვაკვირდება, თუ რამდენად აქტიური იქნება ვაქცინაციის პროცესი და ამის შემდეგ გადაწყდება დანარჩენი დოზების მოწოდების კონკრეტული თარიღებიც“, – ამბობს ამირან გამყრელიძე. …

ორგანოგადანერგილი პაციენტები ფაიზერით აცრას 21-23 აპრილს შეძლებენ თბილისში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ორგანოგადანერგილი პირების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „ფაიზერის“ ვაქცინით აცრას საქართველოში მცხოვრები ორგანოგადანერგილი პირები სამი დღის განმავლობაში თბილისში შეძლებენ. „ორგანოგადანერგილ პირებს ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ ჩაიტარონ თბილისში, 2021 წლის 21-23 აპრილს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ადგილზე მისვლით (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.#29). მათი რეგისტრაცია დაცული წესით განხორციელდება …

მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო

„ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“. სამინისტროდან თავდაპირველად მიღებულ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის …

83 000 დოზა „ასტაზენეკას“ ვაქცინას მაისის დასაწყისში მივიღებთ – სამინისტრო

მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ საქართველო 83 000 დოზა „ფაიზერის“ წარმოების ვაქცინას მიიღებდა. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და „ფაიზერის“ ნაცვლად უნდა იყოს „ასტრაზენეკა“.  მივიღებთ არა ფაიზერის, არამედ ასტრაზენეკას 83 000 დოზას მაისის დასაწყისში – სამინისტრო საქართველოს ჯანდაცვის …

„კოვიდის ვაქცინების ფასები კომერციული საიდუმლოა“ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში. რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა. პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე …

რას იხდის ვაქცინებში საქართვლო – ფაიზერი, ასტრაზენეკა და სინოფარმი

დღეს, 1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოსული ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან ფაიზერი და ასტრაზენეკა კოვაქსის პროექტის ფარგლებში, არასაბაზრო ფასით არის შეძენილი. ამირან გამყრელიძე: „ასტრაზენეკა კოვაქსის საშუალებით ვიყიდეთ, სადაც ფასი ყოველთვის სხვაა ჩვეულებრივ საბაზრო …

კოვიდზე აცრის შემდეგ რამდენ პირს გამოუვლინდა ალერგიული რეაქცია საქართველოში – განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, კოვიდზე ვაქცინირებული პირებიდან საქართველოში გვერდითი მოვლენები და რეაქციები 4 ადამიანს გამოუვლინდა. „ოთხი შემთხვევა იყო, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დასჭირდათ ინტენსიური თერაპია და ჰოსპიტალიზაცია და ორ შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები. ისეთი პირები, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ჰქონოდათ ამ ტიპის გამოვლინებები, სულ 27 პირი იყო რეგისტრირებული“, – ამბობს …

რითი განსხვავდება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინები

საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა შემოტანილი – ბრიტანულ-შვედური ფირმა „ასტრაზენეკა“ და გერმანულ-ამერიკული „ფაიზერი“. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია მედიცინის მუშაკებისთვის. ვაქცინაციის გეგმით, ასევე გათვალისწინებულიa 65 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა. თუმცა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის ჯერჯერობით მხოლოდ „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან აცრიან მათ. ეფექტურობა ასტრაზენეკა: 76% ეფექტურობა სიმპტომური COVID 19-ის წინააღმდეგ; 100% ეფექტურობა მძიმე …

„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა – ეკატერინე ტიკარაძე

„ფაიზერი“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა,“ – აღნიშნა დღეს, 26 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ოზურგეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის გახსნის დროს. ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ, სარგებლის მომტანია. „როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ასევე მკაცრი მარეგულირებლები აცხადებენ, რომ ყველა …

საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა გამოყოფილი – Covax

Covax პლატფორმაზე ვაქცინების განაწილების პირველი რაუნდის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც ქვეყნების და მათთვის განკუთვნილი ვაქცინების დოზებია გაწერილი. ვაქცინების დოზები 139 ქვეყანას 2021 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში უდნა მიეწოდოს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის “ასტრაზენეკას” 129 600 და “ფაიზერის” 29 250 დოზაა განკუთვნილი. დოკუმენტშივე მითითებულია, რომ ცხრილი განახლდება ამ კვირის ბოლოს, სადაც მითითებული იქნება 2021 წლის თებერვალი-მარტისა და აპრილი-მაისისთვის გამოყოფილი …

Exit mobile version