მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ომიკრონის გამო ბუსტერ დოზამდე ინტერვალი შესაძლოა შემცირდეს

01.12.2021
ომიკრონის გამო ბუსტერ დოზამდე ინტერვალი შესაძლოა შემცირდეს

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზაზე დაწესებული ინტერვალის შემცირებას განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, პირველ დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა:

„რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, ბევრმა ქვეყანამ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში ექვსი თვიდან ხუთ თვემდე, ზოგან – ექვსიდან ოთხ თვემდე. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ეს არის 3 თვე. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება.”

გადაწყვეტილება ხვალ, 2 დეკემბერს, გახდება ცნობილი.

საქართველოში 18 წლის და მეტი ასაკის ყველა პირს შეუძლია ბუსტერ დოზის გაკეთება. დღეისთვის „ფაიზერის”, „ასტრაზენეკას”, „სინოფარმისა” და „სინოვაკის“  ვაქცინების შემთხვევაში 6-თვიანი პერიოდია აღებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში. უახლოეს დღეებში “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინაციის შემთხვევაში მეორე დოზის გაკეთებიდან ბუსტერის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამ თვეში, ხოლო „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას” ვაქცინის შემთხვევაში, მეორე დოზის გაკეთებიდან  ექვსი თვის ნაცვლად პერიოდი შემცირდება ხუთ თვემდე.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ხუთთვიანი ინტერვალის შემცირებაც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: