თხილის ბაღებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, არც ყანებს დახნავენ უფასოდ – რას ამბობს „ოცნება“ პროგრამების გაჩერებაზე

„არჩევნები აღარაა და გლეხები ისევ აღარ სჭირდება მთავრობას?“ – კითხულობენ ფერმერები, რომლებმაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს. ისინი უკვე გააფრთხილეს, წელს სუბსიდიას აღარ დაელოდოთო. მაგალითად, ქობულეთში, გურიასა და სამეგრელოში, სადაც თხილის ბაღებია, მეთხილეები სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ. ასევე აღარ დაფინანსდება ხვნა-თესვის სამუშაო – საყანე ფართობები გლეხებმა თავიანთი ფულით უნდა დაამუშაონ. პროგრამების ნაწილი, რომელიც სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და გლეხების …

ვის რამდენით გაეზარდა სოციალური პაკეტით და სუბსიდიით მისაღები დახმარება

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 15 იანვარს ცვლილება შეიტანა „სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებში“, რომლის მიხედვითაც სოციალური პაკეტის მიმღებ ზოგიერთ პირს დახმარების ოდენობა გაეზარდა. მთავრობის დადგენილებით, სოციალური პაკეტი ენიშნებათ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი …

არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება წელს 30 თეთრი იქნება – რიჟვაძე

არასტანდარტულ ციტრუსზე წელს სახელმწიფო სუბსიდია აჭარის რეგიონში 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააჟღერა აჭარის მთავრობის სხდომაზე. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე …

ხულოში მცხოვრები არც ერთი ქალი არ იმსახურებს მშობიარობდეს ბათუმი-ახალციხის გზაზე – აქცია

აქტივისტები და ახალგაზრდები, რომლებიც ხულოში ცხოვრობენ, უკვე მეორე დღეა ითხოვენ ხულოში „გამართული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების აღდგენას“. აქცია გაგრძელდება ხვალაც. პროტესტს იწვევს ხულოს დაბაში მოქმედ კლინიკაში არსებული მდგომარეობა და ასევე გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმება. აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“. გასული თვის ბოლოს, სწორედ გინეკოლოგიური განყოფილების გაუქმების შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ხულოდან გადაიყვანეს ბათუმში, …

„როდის მივიღებთ თხილის სუბსიდიას?“ – რა განმარტეს სოფლის განვითარების სააგენტოში

„მეთხილეებს სუბსიდიას დაგვპირდა მთავრობა, მაგრამ ამ დრომდე არ მიგვიღია, უკვე საჭიროა აზოტის მიცემა, წამლობა, გვიანდება,“ – გვითხრეს ქედაში, სოფელ ზვარეში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებსაც თხილის პლანტაციები აქვთ. საუბარია თხილის სუბსიდიის პროგრამაზე, რაც 2022 წლის შემოდგომაზე დაანონსდა. პროგრამის მიხედვით, მეთხილეებმა თითო ჰექტარზე სუბსიდიის სახით 500 ლარი უნდა მიიღონ. „დაახლოებით ერთი თვის წინ იყვნენ მოსულები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, …

ვის და რამდენით დაუფარავს დენის გადასახადს სახელმწიფო 2023 წელს

სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ ყოველთვიურად მოხმარებული არა უმეტეს 200 კვტ.სთ-ის ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო, დახმარების სახით, 1 კვტ.სთ-ზე 3.5 თეთრის ოდენობით გადაიხდის. მთავრობის ახალი დადგენილებით, 2023 წელს სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი პირობებით: 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის − მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე …

„ოცნებასთან“ დაკავშირებული ღვინის კომპანიები ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ – გამჭვირვალობა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2021 წელს ღვინის კომპანიებზე სახელმწიფომ 107 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდია გასცა. 80 კომპანიიდან 31 კომპანია „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს ეკუთვნით ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. კვლევის მიხედვით, აღნიშნულ 31 კომპანიაზე 30 343 512 ლარი გაიცა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 პროცენტია. „კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, …

ვის და როგორ გადაუხდის დენის გადასახადს სახელმწიფო – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 3 თებერვალს მიიღო დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“. ახალი დადგენილებით: ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე, 2022 წლის იანვრიდან, დენის სუბსიდიის თანხა შეადგენს: 2020 წლის დეკემბრის ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ტარიფს შორის სხვაობას და ასევე, …

რატომ არ იმჩნევს მთავრობა, რომ გლეხებს ტონობით კარტოფილი ულპებათ ახალქალაქში 

„30 თეთრად გავყიდე 100 ტონა კარტოფილი. გაფუჭებას და გადაყრას ასე სჯობდა. სხვები ამ ფასადაც ვერ ყიდიან,“ – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი, რომელიც ახალქალაქში, სოფელ მურჯახეთში ცხოვრობს. ენოკი გვიყვება, რომ მყიდველმა კარტოფილი გადაარჩია და რჩეული კარტოფილის ფასი იყო 30 თეთრი. წინა წლებში კი, როცა კარტოფილის ასეთი დიდი მოსავალი არ იყო, კარტოფილს დაახლოებით 40-70 თეთრად ყიდდა. „დღეს რომ …

ვინ ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფო პროგრამებით

ის ფიზიკური პირი/მეწარმე ან/და მათ მიერ დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც შეზღუდვების პერიოდში „იზოლაციისა და კარანტინის წესებით“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს, 2021 წლის 5 თებერვლიდან ვეღარ ისარგებლებს სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სხვადასხვა პროგრამით. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში მთავრობამ 5 თებერვალს შეიტანა. ახალი ცვლილებით, აღნიშნული წესების მე-6 მუხლის პირველი – 7​1 პუნქტების დარღვევის …

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ …

რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 12 იანვრის დადგენილებით, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“ დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო, 2021 წლის განმავლობაში, თითოეულ თვეში [ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს იმ მეწარმე …

ვინ არ გადაიხდის დასუფთავების გადასახადს ბათუმში ნოემბერ-თებერვალში

ბათუმის მოსახლეობა 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის, ასევე თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია. დასუფთავების გადასახადს ასევე არ გადაიხდიან ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება. ეს კატეგორია გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია მხოლოდ დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში. ბათუმის საკრებულოს შესაბამისი …

ვის გადაუხდის გაზის, დენის, წყლის გადასახადს სახელმწიფო ნოემბრიდან

2020 წლის ნოემბერ-დეკემბრისა და 2021 წლის იანვარ-თებერვლის კომუნალურ გადასახადებს იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებს, რომლებიც თითოეულ თვეში 200 კუბურ მეტრ ან ამაზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, ასევე 200 კილოვატ/საათს ან ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, გაზის, დენის, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხდიან. მოქალაქეებს, როგორც წესი, ნოემბრის თვის გადასხადი მომდევნო, დეკემბრის თვეში მიუვათ, ხოლო თებერვლის თვის – მარტში. შესაბამისად, …

„ოცნების“ შემწირველები პროგრამაში, რომელსაც სურსათის გაძვირება უნდა შეეჩერებინა

პანდემიის დროს ვალუტის კურსის ცვლილების გამო რამდენიმე სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის შესაჩერებლად და ცალკე ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის, მთავრობამ სპეციალური პროგრამები შეიმუშავა. სურსათზე სტაბილური ფასების შესანარჩუნებლად ჯამში 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით კი, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 156 437 ლარი და 1 396 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. სახელმწიფო სუბსიდია, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, …

როდის დაფარავს იპოთეკური სესხების 4 %-ს სახელმწიფო – ახალი პროგრამა

იპოთეკურ სესხებს დაახლოებით 4 პროცენტი, სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში, სავარაუდოდ შემდეგი კვირიდან ჩამოაკლდება. მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია, თუმცა კომერციულ ბანკებთან ჯერ კონტრაქტები არ გაფორმებულა. სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირობაა ისიც, რომ საცხოვრებელი ბინა დეველოპერული კომპანიისგან უნდა შეისყიდო. „ბათუმელები“ დღეს, 30 ივნისს რამდენიმე კომერციულ ბანკს დაუკავშირდა. ბანკებში გვითხრეს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით და როდიდან ისარგებლებენ …

ვინ არ გადაიხდის წყლის და სანდასუფთავების საფასურს ბათუმში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის წყლისა და სანდასუფთავების გადასახადს მოქალაქეების ნაწილს სახელმწიფო დაუფარავს. ბათუმის შემთხვევაში, წყალმომარაგებისა და დასუფთავების კუთხით მომსახურების მომწოდებელი კომპანიები ბათუმის მერიის შპს-ები არიან: „ბათუმის წყალი“ და „სანდასუფთავება“. „ბათუმის წყალში“ პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ ელოდებიან შესაბამისი უწყებების კონკრეტულ მითითებებს ამ საკითხზე. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სუბსიდირება ყველა აბონენტს შეეხება, …

1 კილოგრამზე 10 თეთრი – სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირება წელსაც მიმდინარეობს – სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება, აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსება 10 თეთრი იქნება, 10 თეთრს კი – საწარმო გადაიხდის. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს TCF GEORGIA მიმდინარე წლის სეზონზე 3000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, სამინისტროს …

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ბათუმში

ციტრუსის სააკოორდინაციო შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, 15 ნოემბერს გახსნის. შტაბი ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ოფისში, გოგებაშვილის #46-ში იქნება განთავსებული. შტაბის ხელმძღვანელი გიორგი სირაბიძე იქნება – „აგროსერვის ცენტრის“ თანამშრომელი. მეციტრუსეების არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ისევ 10 თეთრს დაუმატებს. ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით, წელს  არასტანდარტულ მანდარინს მიიღებს და გადაამუშავებს შპს „TCF GEORGIA“ და  შპს „Georgian industrial Asset …

ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო

ციტრუსის კრეფის სეზონი დაიწყო. ამ დროისთვის მეციტრუსეებს აჭარაში ადგილზე კილოგრამი მანდარინის გაყიდვა საშუალოდ 60-70 თეთრად შეუძლიათ. ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს 55 ათასი ტონაა. სახელმწიფო სუბსიდიას წელსაც გადაუხდის მეციტრუსეს არასტანდარტულ მანდარინში.  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული [„ენესი“] მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრია, საიდანაც ღირებულების – 10 თეთრს …

სუბსიდიები გაიცა… ჩაის ფაბრიკები კი ჯართად იჭრება

საქართველოში ჩაის კულტურის რეაბილიტაციის თაობაზე სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მეჩაიეობის განვითარებისთვის 3 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყო, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ფირმას გადაეცა. „ქართული ჩაის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შარშან, ავტონომიური რესპუბლიკიდან ხუთმა ფირმამ გაიმარჯვა. აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თემურ ხალვაში გასულ წელს გვარწმუნებდა, …

Exit mobile version