სტრასბურგში „გამჭვირვალობამ“ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების გამო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კიდევ ერთი მოქალაქის საჩივარი გაგზავნა, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმების გამო. „ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გავგზავნეთ. სისტემური რეპრესიისა და უკანონობის მორიგი მსხვერპლი GCRT-ის თანამშრომელი, კლინიკური ფსიქოლოგი თინათინ ჯავახიშვილია, რომელიც წლებია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამებში მუშაობს. პროტესტში მონაწილეობის გამო,  5 000-ლარიანი ჯარიმა მას …

საიამ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი ტროტუარზე დგომის საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 27 მაისს მოქალაქე დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას. „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6 (1) (საქმის სამართლიანი განხილვის …

სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი უკვე 21 წლის გახდა, ის საქართველოს ჯერ დაზარალებულადაც კი არ უცნია. გამოძიება კი, ხუთის წლის შემდეგაც დაუსრულებელია. რა ნაწილში გამოიჩინეს ქართველმა სამართალდამცველებმა გულგრილობა საქმის მიმართ, რატომ არ იმუშავეს ეფექტურად და რა ნაწილში დაირღვა  ბავშვის …

„ვრცელდება მცდარი ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საჩივრის  შესახებ“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის შესახებ პროპაგანდისტული მედიების მხრიდან მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ განცხადებას აკეთებს. „ვრცელდება მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ევროსასამართლოში მიმდინარე საიას საჩივრის  შესახებ. საიას მიერ 2024 წლის არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმე წარდგენილია მხოლოდ ორი მომჩივნის სახელით – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ფიზიკური პირის მიერ. საჩივარი გაიგზავნა 2025 წლის …

რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში 22 მხარე ჩაერთო – საია

სტრასბურგის სასამართლოში „რუსული კანონის საქმეზე“ ჯამში 22 მხარე ჩაერთო და 9 წერილობითი პოზიციაა წარმოდგენილი. ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. „საქმეში მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო აქტორები, როგორებიცაა: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია, Amnesty International და სხვა. მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ ცხრა წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ …

რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ – ინტერვიუ

„ოცნება“ ეცდება, ეს საკითხი მიაფუჩეჩოს. მაგრამ ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან…. როდიონოვის ხსენება ახლაც მზარავს და ამის წარმოდგენა, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება გვწამლავდა, წარმოუდგენელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს. ლია მუხაშავრიას BBC-ის გამოძიებაზე ვესაუბრეთ: რა ელის „ოცნების“ მთავრობას, თუ ევროსასამართლო, ან ჰააგის სასამართლო დაადასტურებს, რომ ქართველ …

სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ

„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე. „…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის,  ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა …

„რუსული კანონის“ საქმეზე 19-მა ჟურნალისტმა და ოპერატორმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საქმე გაიგზავნა. 2023 წლის მარტში, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსულ კანონის“ მიღების მცდელობას მოჰყვა მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი. მასშტაბური აქციების გაშუქებისას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, ტექნიკის ჩამორთმევას და დაზიანებას. ძალადობის ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, რომელიც 2025 წელს გაუქმდა და …

სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივრის განხილვა დაიწყო – საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო. ამის თაობაზე დღეს, 27 მარტს, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. „სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედიაორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა. ჩვენ ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს, რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით კონვენციით გარანტირებული არაერთი …

თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო …

ევროსასამართლომ „აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ ხელისუფლებას პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა

„ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის წინააღმდეგ“ – საქმე სტრასბურგის სასამართლოში კომუნიკაციის ეტაპზე გადავიდა. ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოსთხოვა პოზიციის და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება საქმისთვის აუცილებელი დასკვნებისთვის. „ეს ნიშნავს, რომ საქმე ოფიციალურად გადადის მეორე ეტაპზე, სადაც სასამართლო იწყებს მხარეებს შორის პირდაპირ მიმოწერას,“ – განმარტავს იურისტი ნათია კაპანაძე, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო და 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს, …

რა გადაწყვიტა ევროსასამართლომ „გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“

„გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ოქროპირიძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. საუბარია 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობაზე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას მოსამართლემ 20  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად …

სტრასბურგში 3300 საჩივარი აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის თაოსნობით შევიდა – მთავრობის მანიპულაცია

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი 10 აპრილს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელიც, უწყების განცხადებით, 2012 წლამდე და 2023 წელს „სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების“ სტატისტიკას ასახავდა. პოსტი რამდენჯერმე შეიცვალა, მათ შორის მოგვიანებით დაემატა აღწერა, სადაც განმარტებული იყო, რომ ბარათის პირველ ნაწილში საუბარი იყო „2004-2012 წლებში შესულ 5416 საჩივარზე“, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა „სასამართლოს წარმოებაში …

მოსამართლე მიქაუტაძის მიერ „ბავშვის ცემის საქმე“ – რას ეკითხება ევროსასამართლო მთავრობას

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს 3 შეკითხვას უნდა უპასუხოს „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“. კითხვების ჩამონათვალი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსგან უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ. გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, მანამდე იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი იყო. 2016 წელს თამარ ხაჭაპურიძე ამბობდა, რომ თავის არასრულწლოვან შვილს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გონიოს პლაჟზე მის თვალწინ სცემა. გამოძიება მოზარდის …

პატიმარსა და პატიმრებზე საუბარი დავასრულე – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მან პატიმარ სააკაშვილზე და ზოგადად, პატიმრებზე საუბარი დაასრულა. დღეს, 11 ნოემბერს, ჟურნალისტებმა მას სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაუსვეს შეკითხვა. „მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, იუსტიციის მინისტრი გააკეთებს განცხადებას რამდენიმე საათში და ვრცლად გააკეთებს განმარტებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე. …

რატომ არ აღადგინა „ოცნებამ“ სამართლიანობა სერჟანტ შავაძის საქმეზე – 13 წელი მკვლელობიდან

„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“, თითქმის ერთი წლის შემდეგ მას აქეთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ „მიზანმიმართულად არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება“. ამჯერადაც ვერ ამოქმედდა „ოცნების“ ცნობილი დაპირება: „სამართლიანობის აღდგენა“ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სააკაშვილის …

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა. კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ. „თუკი ვერ …

აგვისტოს ომი – რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ

2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე. საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა. რა დაადგინა სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 17-მოსამართლიანმა კოლეგიამ დაადგინა: 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ, რომ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში (8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში) განვითარებული მოვლენები არ იყო …

ევროსასამართლომ მოკლული სერჟანტ შავაძის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

2008 წელს მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დღეს, 19 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა როინ შავაძის წამებით …

პაატა სალიას „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში არხის სახეებისთვის ორწლიანი ხელშეკრულებები მოსთხოვეს

„რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მას უთხრა, რომ ახლა მათთვის  მთავარი გარანტიებია. „თქვენ თუ მოიტანთ ორწლიან კონტრაქტებს იმ ცნობილ სახეებზე, რომლებიც ქმნიან ივანიშვილისთვის არასასურველ კონტენტს, თუ მოიტანთ ასეთ 10 კონტრაქტს, მაშინ მე პირადად თანახმა ვარ,“ – მიმართა „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორს ნანუკა ჟორჟოლიანმა. პაატა სალიამ მას უთხრა, რომ კონტრაქტების მომზადებას …

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში შევიდა: არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს

„ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი… ვამბობ, რომ ჟურნალისტებს ექნებათ სრული დამოუკიდებლობა. ჩემი ვალდებულებაა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა. ვეცდებით, რომ შეუფერხებელი განვითარების გეგმა შევიმუშაოთ, მე ვგეგმავ შეხვედრას მენეჯმენტთან,“ – განაცხახადა „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ვიდრე იგი ტელევიზიის შენობაში შევიდოდა. ტელევიზიაში პაატა სალიან ნიკა გვარამიას უკვე შეხვდა. ნიკა გვარამიას პაატა სალიას უთხრა, …

თამთა მიქელაძე „რუსთავი 2“-ის შესახებ

რედაქცია: გამოქვეყნებული მასალა, რომელიც მომზადებული იყო თამთა მიქელაძის ფეისბუქპოსტზე დაყრდნობით, წაშლილია, რადგან, პოსტის ავტორის განმარტებით, საქმის გარემოებების დაზუსტების შემდეგ, ეს კომენტარი აღარ იყო რელევანტური.  

რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება. რა გადაწყვიტა …

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი ბიჭის დედა კომპენსაციას მიიღებს

„უკვე შესაძლებელია გარდაცვლილ პირზეც მოითხოვოს ოჯახის წევრმა მორალური ზიანის ანაზღაურება. ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს ადვოკატი ემზარ პაქსაძე. მისი დაცვის ქვეშ მყოფი გულნარა სარიშვილის სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს, 17 ივნისს, აღსრულების მოთხოვნით გულნარა სარიშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. გულნარა სარიშვილის შვილი – 25 გიორგი ბოლქვაძე 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. …

ქობულეთში მუსლიმთა პანსიონის საქმეზე ევროპის სასამართლოს მიმართეს

„ქობულეთის პანსიონის საქმე“ შესაძლოა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ განიხილოს. სასამართლოს უკვე მიმართა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად. მუსლიმი თემი კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს ევროსასამართლოსგან, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. სასამართლო პროცესების მოგების მიუხედავად, ამ დრომდე მუსლიმი თემი …

ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება

როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო თენგიზ ასანიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას თებერვლის პირველ ნახევარში გამოაქვეყნებს. თენგიზ ასანიძის შვილის დავით ასანიძის თქმით, განაჩენის გამოქვეყნების ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა,  თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაჭიანურდეს,  რადგან სასამართლოს განაჩენი უკვე არსებობს. „მხოლოდ მისი ოფიციალურად გაფორმება და საქართველოს ხელისუფლებისათვის გამოგზავნაა საჭირო“, – აცხადებს დავით ასანიძე. ამასთან,  როგორც ასანიძე …

Exit mobile version