მთავარი,სიახლეები

ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე – საია

21.09.2026
ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.

ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას (პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან მიმართებით)“ – წერს ორგანიზაცია.

საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის (ირაკლი მილაძის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას.

საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა.

„ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით (19.05.2026), საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. ხოლო, გადაწყვეტილებიდან მალევე, შეიქმნა და ამოქმედდა შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს.

საია უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის შემდგომი პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის“ – წერს ორგანიზაცია.

მოქალაქე ირაკლი მილაძე 2022 წელს დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო.

მილაძემ ტიკტოკზე გააკრიტიკა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა და თბილისის მერის, ასევე მერიის თანამშრომლებისა და პოლიციელების მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამის გამო ის 500 ლარით დააჯარიმეს – შსს ამტკიცებდა, რომ მილაძის ქმედება ექცეოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. მათ შორის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.

საქალაქო სასამართლომ მილაძეს 2000-ლარიან ჯარიმა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით, სააპელაციომ ეს თანხა 500 ლარამდე შეამცირა.

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ვრცლად ამ თემაზე: 

ტიკტოკზე გამოხატვის თავისუფლების საქმე – სტრასბურგის გადაწყვეტილება და გამოხმაურებები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: