ბათუმში კოვიდკლინიკა იქნება მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფო

ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ____ 12 ჰოსპიტალი იყო პიკურ პერიოდში კოვიდის მართვაში ჩართული. 1100-ზე მეტი საწოლი იყო მობილიზებული. რეგიონში 150 რეანიმაციული საწოლი გაიზარდა 300-მდე. პრაქტიკულად ჩვენი საწოლფონდი იყო მობილიზებული კოვიდისკენ. ახლა უფრო მეტი თავისუფალი საწოლი გვაქვს, ვიდრე გვყავს დაავადებული. ამან მოგვცა იმის საშუალება, დაგვებრუნებინა კლინიკების მრავალპროფილურ, სომატურ რეჟიმზე. ჩვენ გამოვყავით კლინიკები, სადაც ნაკლები იყო …

საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება ნიღბის ტარება – პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე _____________________ „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ, ეს იქნება ნიღბების აუცილებელი ტარება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა. …თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების …

„რომც გვყავდეს პოლიტპატიმრები, უმრავლესობა ამას ვერ აღიარებს“ – ოქრიაშვილი უგულავაზე

კახა ოქრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. მან მხარი არ დაუჭირა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას. ______ „პოლიტიკური პროცესი ეხლა არის ჩიხში შესული, ამ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არა გვყავს პოლიტიკური პატიმრები… გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს თუ არ გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს. ჩემი პოზიცია არის, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები, …

„ტურიზმი დგას გიდებზე და ტუროპერატორებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო“

  ანი ივანიშვილი, გიდი ___________________ „4 წელია და ცოტა მეტი ტურიზმში ვარ, ეს არც ბევრია, არც ცოტა, რადგან 4 წელი სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გასული 2019 წელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობის პიკი, როცა დღეში ხან 3 ან 4 ზარს ვიღებდი ტურებზე შემოთავაზებით, მე უარს ვამბობდი, რადგან მთელი სეზონი ჩემოდანი არ ამომილაგებია, თვეებით ადრე მიღებულ ტურებს …

რატომ ვამბობ, რომ მომავალი 3 კვირა კრიტიკულია – გამყრელიძის განმარტება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მომავალი 3 კვირა მნიშვნელოვანია კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით. მან დღეს, 21 აპრილს, ბრიფინგზე განმარტა, რა არის ამის მიზეზი: „რატომ ვამბობ სამ კვირას? ამაზე ხშირად მეკითხებიან. ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როცა ჩვენ ვეღარ გავედით პირველ წყაროზე. შიდა …

„არ არის ქილიკის დრო“ – ლევან რატიანი გაიდლაინის თემას ეხმაურება

  ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი:  _____________________________ „მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ აჟიოტაჟზე, რომელიც სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად …

დაგვიჯერეთ ექიმებს, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ________________________________________________ „ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს. არ არსებობს ვაქცინა და არ იქნება ის წლის ბოლომდე, არ …

„შეიძლება ავიჭრათ 5-8 ათას ინფიცირებულამდე. ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი __________________ „თუ ამ ტემპით წავალთ, როგორც დღეს არის, ე.წ. „მოჭერის ღონისძიებებით“ – მაისის 10-თვის შეიძლება გვქონდა 2000-2500 დადასტურებული შემთხვევა და თუ მოვეშვით… უკვე, ჩანს, რომ მოვეშვით და ეს მეტად მოსალოდნელია ამ 4 დღის განმავლობაში. თუ მოვეშვებით, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას ინფიცირებულამდე. ეს არ გამოჩნდება …

„ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები“ – რატიანი

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი _______________________________ „დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას ვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთისგან. სამი შვილი მყავს, თვენახევარია ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება. ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. …ადამიანებს ვერ …

პაატა იმნაძე გარეთ სეირნობაზე:”იტალია რომ დაგვემართება, მერე ვეღარ ისეირნებენ”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ——————————————————————————————————– ჟურნალისტი: ვხედავთ, რომ ქალაქებში არის საცობები. მოქალაქეები ამბობენ, რომ  ქუჩაში გადიან მცირე ხნით, სეირნობენ, ამბობენ, რომ იცავენ დისტანციას და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობენ. ასეთ დროს რა არის გასაკეთებელი, კიდევ არის თუ არა გასამკაცრებელი ზომები? პაატა იმნაძე: „აი, რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში …

გვყავს 256 ინფექციონისტი, შეგვიძლია მოვუაროთ მხოლოდ 853 ინფექციურ პაციენტს – მინისტრი

15 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მხოლოდ საწოლების რაოდენობა და, ასევე, სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობა, მისივე თქმით, 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად და პრობლემა არის შეზღუდული რაოდენობის სამედიცინო პერსონალში. „რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი …

მეუფე საბა ონლაინღვთისმსახურებაზე: არ მივიჩნევთ, რომ ისინი ცოდვას სჩადიან, თუკი სახლში არიან

მეუფე საბა ინწკირველი – მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი __________ „ასეთ დროს არ შეგვიძლია წავიდეთ წინააღმდეგ სახელმწიფოს და ამავე დროს ექიმების რჩევასთან და ეს არის სახლში დარჩენა, შეკრებების აკრძალვა და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ რელიგიური თავისუფლების კანონით ჩვენ გვაქვს უფლება, რომ დიდი შეკრებები გავმართოთ, მაგრამ ვითვალისწინებთ სახელმწიფო რეგულაციებს, რათა …

ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, ეს მოსახდელი დაავადებაა – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _________________ „როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთი რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადებაა, ეს ყველამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი -აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი კი მოვიხდით საშუალო, …

ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება – პაატა იმნაძე ფულის დეზინფექციაზე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე _________________________ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები ამას უკვე დიდი ხანია აკეთებენ. აქ ლაპარაკია უფრო არა იმაზე, ვთქვათ, ბანკომატიდან ფულს იღებს ადამიანი, არამედ  ხელიდან ხელში რომ ადამიანი ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება …

„სამყაროს არც ერთმა ექიმმა არ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, უნდა ვიყოთ დისტანცირებული“

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _____________________ „ერთი რაღაც მინდა ვითხრა მთელ ჩვენ ქვეყანას, რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან. არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია სამწუხაროდ, სამყაროს არც ერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე, მე პირადად თქვენ [ჟურნალისტებს] და არა მარტო თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით …

„თუ ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება აპრილის ბოლომდე, ეს იქნება იდეალური“

ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი: _______________________________________ „ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი, 15 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ჩვენთან იყო 26-ში, ანუ 10 დღის მერე. დღეს ისინი არიან იქ, სადაც არიან – დაახლოებით 500-დან 700 შემთხვევამდე. თქვენ იცით, ჩვენი მეზობლების ისტორიაც დაახლოებით ასეთია. ამიტომ, ჩვენ თუ პირველი დაავადების აღმოჩენიდან, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, აპრილის ბოლომდე …

ზიარება ერთი კოვზით შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი  _______________________________________ „მე როგორც ქრისტიანი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ყველა იმ ტრადიციას და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი …

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტი – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _____________________________ „მოგეხსენებათ,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი იწვა ჩვენს კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი სომატურად დამძიმებული ანამნეზით. დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს COVID- 19-ით ინფიცირებას ლეტალურ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. …

პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა – ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მმართველი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) დირექტორი: ________________________________________ „პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და, შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და, როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის. …

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, საჭიროა მისი დამუშავება“

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილე და ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი:  _______________ „ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი, იმიტომ, რომ რა განსხვავებაა, ხელთათმანიან ხელს მივიდებთ, ვთქვათ, სახეზე, თვალზე ან ნიღაბს გავისწორებთ და ავიწევთ-ჩავიწევთ. სამწუხაროდ, …

„ძალიან ცუდია, როდესაც სასულიერო პირი პანიკას თესავს“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:  __________________ „ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო …

„ადამიანი, რომელსაც არ აქვს კორონავირუსის ნიშნები, ძალიან ადვილად ავრცელებს ამ დაავადებას“

ელზა ვაშაკიძე, ინფექციონისტი:  „კორონავირუსს აქვს გრძელი, ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი, როცა საერთოდ არავითარი ნიშნები არა აქვს ავადობის ადამიანს და მეორე, ასევე ძალიან მზაკვრული თავისებურება – საკმაოდ მაღალ პროცენტში დაავადება მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური გამოვლინების გარეშე. ადამიანი, რომელიც ჯერ ინკუბაციურ პერიოდში იყო, მერე ყოველგვარი კლინიკური გამომჟღავნების გარეშე მიდიოდა მასში დაავადება, ძალიან ადვილად ავრცელებს დაავადებას. ეს არის ამ …

ახლა საშიშროების წინაშე დგას არა ქრისტე, არამედ ადამიანი – მსოფლიო პატრიარქი

მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი:  __________________________ „ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით, როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან ჩვენი გათავისუფლება მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ …

ვისაც მსუბუქად გამოუვლინდება COVID-19, სახლში მიიღებს ოჯახის ექიმის მომსახურებას – მინისტრი

ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი:  „სწრაფ ტესტებზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვაქვს იმედი, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება უკვე იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება. ამავე თემაზე: რას …

პრემიერი: ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას

გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:  „სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო …

მაკრონი: ჩვენ ვართ ომში, მტერი აქვეა, უხილავი და მოუხელთებელი

  საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალური მიმართვა ფრანგ ხალხს: ______________ „Covid – 19-ის ეპიდემია შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანს შორეული პერსპექტივა ეგონა, მაგრამ ის ჩვენს ახლანდელ, არსებულ რეალობად იქცა. მიუხედავად განგაშისა და მძიმე ვითარებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი ისევ არის პარკებსა და ბარებში, არ ითვალისწინებენ აკრძალვებს ყველაფრის დახურვის აუცილებლობაზე, თითქოს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. თუ არ დავიცავთ წესებს, …

„ბოდიში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი“ – პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით

„გეფას“ დირექტორმა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა. მის წერილს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს:  „მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი. მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი, 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, …

„ჩვენ არ ვიცით კორონავირუსის ბუნება, შემთხვევების მატება აუცილებლად იქნება“

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი:  „ბევრი ელის, რომ დათბობასთან ერთად ეპიდემია შესაძლოა გახდეს მილევადი, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება. ჩვენ არ ვიცით ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ის მოიქცევა ისე, როგორც გრიპის ვირუსი, თუ არა. თუ ეს არ მოხდა, ველოდებით მატებას, იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ჩინეთის გარდა, მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება [ინფიცირებულების] რაოდენობა. შემთხვევების …

გიორგი კეკელიძე: დავმარცხდებით, თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები უნდა იყვნენ

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, წიგნის მუზეუმის და ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი:  „ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ. ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც. და ორივეს ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას, …

ზვიად ქორიძე: აჭარის ტელევიზია უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი:  დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სჭირდება დაცვა. იგი უნდა დავიცვათ მოქალაქეებმა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. დღეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ანტიდემოკრატიული და რეაქციული ძალები. მათ ეს ფრონტი ათი თვის წინ გახსნეს, როდესაც დირექტორობიდან გადააყენეს ნათია კაპანაძე. შემდეგ მიაღწიეს პოზიციურ წარმატებას, როდესაც არ დაუშვეს დირექტორად ნათია …

აჭარის მაუწყებლის დირექტორი: მე ვარ გარანტია იმისა, რომ კანონი იკანონებს ამ ორგანიზაციაში

გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი:  „წამოვიდა მრჩეველთა საბჭოდან გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა არის შემჩნეული გარკვეული დარღვევები. მე დღეს ვაწარმოებ მოკვლევას, მე დღეს არაფერი არ შემიძლია განვაცხადო, მაგრამ ერთადერთი მე შემიძლია განვაცხდო, რომ კანონი იკანონებს ორგანიზაციაში. არავინ არ დაისჯება უკანონოდ, და არავის ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება უკანონოდ. … ამ ორგანიზაციაში …

თეონა ბაკურიძე: ბოლო ამბები აჭარის მაუწყებლიდან, დევნიან არასასურველ ადამიანებს

თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი:  „ბოლო ამბები აჭარის ტელევიზიიდან. მოკლედ მინდა მოგიყვეთ, რითია დაკავებული მრჩეველთა საბჭო და დირექტორი.  როგორ აცლიან ბერკეტებს, როგორ დევნიან ადამიანებს და როგორ ცდილობენ რედაქციის შეცვლას. ჩემი ვარაუდით, ნათია ზოიძის იძულებით წასვლის შემდეგ, სტრუქტურული (გაუგებარი) რეორგანიზაცია გვერდზე გადადეს და გადავიდნენ გეგმა B-ზე. გეგმა ასეთია – პირდაპირი მნიშვნელობით, არასასურველი …

„რას აჩენდი ამდენს?“

მაია სარიშვილი, პოეტი:  მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს, რა ძალიან მეშინია, როცა ვინმე მრავალშვილიან დედაზე ამბობენ: რას აჩენდა ამდენს, თუ რჩენა არ შეეძლოო? ჩვენ იმედად აჩენდაო? რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, რომ მართლები არიან, მაინც მეშინია… შესაძლოა იმიტომაც, რომ დაახლოებით იგივე გამოვიარე თავად. ახლობლების თუ შორებლების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებული იყო ჩემი მესამე და განსაკუთრებით მეოთხე …

როგორ შეიძლება საახალწლოდ „აინთოს“ მთელი ბათუმი – ინიციატივა

კომპანია GGM-ის მმართველი, გენო გელაძე ინიციატივით გამოდის, საახალწლო განწყობის შექმნაში, მერიის მიერ დაგეგმილი აქტივობის პარალელურად, ჩაერთონ ბიზნესკომპანიები და ამხანაგობები. იგი ინიციატივის შესახებ ფეისბუქზე წერს.  გენო გელაძე:  „საახალწლო განწყობა ბათუმში ყველასთვის, ყველგან რომ გავაკეთოთ/შევქმნათ, თან ისე, ქალაქის ბიუჯეტს რომ არ დააწვეს, ვფიქრობ, შესაძლებელია. დავიწყოთ, თუნდაც ორი პოზიტიური აქტივობით: საახალწლოდ საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, ოფისების, კორპუსების, სახელმწიფო დაწესებულებების …

„რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა?“ – თეონა ბაკურიძე ცენზურის სუნზე აჭარის ტელევიზიაში

თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი:  „თეონა, ჩამქრალი ხარ..“ „დაღლილი ჩანხარ..“ „რაღაც გჭირს…“ ვინც აჭარის ტელევიზიის ეთერში 2 წელი და 10 თვეა მიყურებს და მისმენს, მარტივად შენიშნა, რომ „რაღაც მიჭირს,“ განსაკუთრებით თანამშრომლებმა… რა მიჭირს? – ის, რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა „ორი წინადადებით შეაფასა..“ ირწმუნება, …

პარლამენტარ ვახტანგაძის მუქარა: ღმერთი არ გაუწყრეს არავის

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, 22 ნოემბერს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა. მოკლე ვიდეოჩანაწერში დეპუტატი ვახტანგაძე ამბობს, რომ „არ იმუქრება“, თუმცა „ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანი, ვინც იქნება“, „სავალალო შედეგს მიიღებს“ თუ კი „სპორტსმენების ღირსებას“ შეეხება. „ბათუმელები“ სიტყვასიტყვით, რედაქტირების გარეშე გთავაზობთ დეპუტატის ციტატებს. „ხმაური გიკვირთ დღეს? 21-ე საუკუნის საქართველოში? ამავე …

Exit mobile version