„ოცნება დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებას აგრძელებს“ – რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

„საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები აჩვენებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს და პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს ინსტიტუტები ამ მიზნით, საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ დრომდე გრძელდება. ბათუმის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესიც სწორედ ამ ტენდენციის აშკარა გაგრძელებაა,“ –  ორგანიზაციები „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს ეხმაურებიან. რეორგანიზაცია- რესტრუქტურიზაციის პროცესი …

პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლის ქართულ-ამერიკული ბაღი მოგების გარეშე

ნინო ბალავაძე, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ამ თანამდებობაზე ის 2024 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში მუშაობდა უფროს სპეციალისტად. ორივე თანამდებობაზე მუშაობის დროს, მან გასულ წელს, ხელფასის სახით, 32 ათას ლარზე მეტი მიიღო. ამავე პერიოდში, ანუ საჯარო სამსახურებში მუშაობის პარალელურად, ის კერძო სექტორშიც იყო …

„რეპეტიტორობაც არ შეიძლება უფროსის თანხმობის გარეშე“ – კონტროლის ახალი მექანიზმი კანონში

რა საფრთხეს უქმნის საჯარო სექტორს კორუფციის შესახებ კანონში  ცვლილება, რომელიც საჯარო მოხელეებს პარალელურად სხვა სამსახურში დასაქმებას უზღუდავს ან უფროსის წერილობით თანხმობას ითხოვს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ იურისტს ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა. ბატონო ნიკა, როგორც ვიცით, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს იმასაც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სჭირდება ხელმძღვანელის თანხმობა იმისათვის, რომ სხვა სამსახურშიც დასაქმდეს. …

სინდისის პატიმარი თორნიკე თოშხუა შიმშილობს – „ოცნებამ“ დააპატიმრა საჯარო მოხელეც

სინდისის პატიმარი – თორნიკე თოშხუა უკვე 20 დღეა შიმშილობს. თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობს აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. „როცა საჯარო მოხელეც ციხეშია, ეს აჩვენებს იმას, რამდენად საყოველთაოა ეს პროტესტი,“ – მიიჩნევს ნატო ბოლქვაძე, რომელიც მას შემდეგ გაუშვეს საჯარო სამსახურიდან, როცა ის …

„3 შვილის მამა სამსახურიდან გამათავისუფლა რუსულმა ხელისუფლებამ“ – მოქალაქე

„ვემსახურები საქართველოს! ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია“- წერს ფეისბუქზე ფინანსისტი ალიმ ხერხაძე, რომელიც, მისივე თქმით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლიდან პროევროპული განწყობების გამო გაათავისუფლეს. „ბათუმელები“ ალიმ ხერხაძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ამჟამად დროებით იმყოფება გერმანიაში, თუმცა სამსახურიდან დათხოვნის მოლოდინი მას შემდეგ გაუჩნდა, როცა მხარი დაუჭირა …

მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც იტოვებენ ადამიანებს – საგარეოს ყოფილი თანამშრომლები

„ბუნებრივია, ცდილობენ სისტემაში დატოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას საერთოდ არ წევენ, ან „ქართული ოცნებისადმი“ ძალიან ლოიალურები არიან. მორჩილებაა ალბათ ის კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ამ სამინისტროში რჩებიან“, – ამბობს ქეთი ფრუიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან 28 ივნისს, შაბათ დღეს გაათავისუფლეს. რა მიზანს ემსახურება საგარეოდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა. ასევე, ნატოსა და ევროკავშირთან ინტერგაციის …

ახლა არის დრო, როცა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ – ყოფილი პოლიციელი

„მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი“-წერს ნინი გოგინაშვილი, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც სამსახური ქვეყანაში არსებული უსამართლოს …

„მკითხეს, კიდევ ვივლიდი თუ არა აქციებზე“ – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია. „დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე. ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი – …

რატომ გახდით ბოროტი მანქანის ნაწილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ივანიშვილს – მიმართვა საჯარო მოხელეებს აჭარაში

ავტორი: ციალა ქათამიძე ___ „ქართული ოცნების” ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მთლიანად დგას არაეთიკურ, ძალადობრივ, სიძულვილის ენის შემცველ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომლის სამიზნე, განსაკუთრებით ეს ბოლო დღეებია, არა ზოგადად – ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა, არამედ ამ პროტესტის კონკრეტული მონაწილეები გახდნენ. აჭარაში არაკონსტიტუციურად მოქმედი საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს წევრები, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამდებობის …

200-ათასლარიანი ფონდი საჯარო სამსახურიდან წამოსული ადამიანებისთვის

„საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო გამოწვევა #გაემიჯნე და გამოყოფს 200 000 – ლარიან ფონდს, საიდანაც 1 წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ ის თამამი საჯარო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც საჯაროდ ემიჯნებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევთ სამსახურის დატოვება,“ – აცხადებს „საქართველოს უნივერსიტეტი“. ეს უმაღლესი სასწავლებელი იწვევს სხვა კომპანიებს, ამ ინიციატივას შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ საჯარო სამსახურების გამბედავ …

როგორ მართავს კონცერტს ბათუმის ვიცე-მერი უკანონოდ აშენებულ რესტორანში

ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა კონცერტი გამართა შენობაში, რომელიც უკანონოდ არის აშენებული. ამ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი სტატიის მომზადების დროს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ მერიაში ამ 15-სართულიანი შენობის პროექტსაც კი ვერ პოულობენ. „განსაკუთრებული მუსიკალური დღესასწაულია“ – ასე აწერია აფიშას, რომელიც რესტორან „რუსთაველის“ გვერდზე გამოქვეყნდა პირველ ივლისს, 19 ივლისს კი ვიცე-მერმა კონცერტი გამართა მუსიკოს ზვიად ბოლქვაძესთან …

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ვერ გავზრდი შვილებს ასეთ საქართველოში, წავალ ოჯახით“ – საჯარო მოხელე

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ამის უკან არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მწერალი. „ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტზე …

სახლი და კომპანიები პრაღაში, მიწები უკრაინაში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ქონება

2780 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 320 000 დოლარად, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვინიცაში, შევჩენკოს ქუჩაზე – ეს ქონება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თავისი ქონების გრძელ ჩამონათვალს 2022 წელს დაამატა. უკრაინაში, იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე, ახალშეძენილი ნაკვეთიდან არც ისე შორს, ალექსი ახვლედიანს 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ჰქონდა 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვითაც. დეკლარაციაში არ ჩანს, …

მთავრობამ 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად გამოაცხადა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.“ – აღნიშნულია დადგენილებაში. ამასთან, …

პოლიციის 12 ავტომანქანით საქეიფოდ რესტორანში და გვარამიას პატიმრობა „მანქანის საქმეზე“

სასაზღვრო პოლიციის 12 ავტომანქანა „ბათუმელებმა“ გონიოში, ერთ-ერთი რესტორნის ეზოში 16 ივლისს, შუადღისთვის დააფიქსირა. რესტორნის ეზოში შეკრებილები, ძირითადად კაცები, მას შემდეგ დაიძრნენ რესტორნისკენ, რაც შავი ჯიპი ჩამოდგა და იქედან სავარაუდოდ ხელმძღვანელი გადმოვიდა. დამხვდურებს სავარაუდო ხელმძღვანელმა მოუწონა შენობის ექსტერიერი და იმედი გამოთქვა, რომ სამზარეულოც ასეთივე საინტერესო და ხარისხიანი იქნებოდა. შაბათს, არასამუშაო დღეს სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსნები და თანამშრომლები …

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

„დავიტოვებ ჩემთვის, არ გიპასუხებთ სად ვმუშაობ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შადიმან შერვაშიძე. ის საჯარო სამსახურში დასაქმებული ერთ-ერთი პირია, ვინც „ქართული ოცნების“ ე.წ. კარდაკარის სიაში ვიპოვეთ “საჯარო მოხელეების” ჩამონათვალში. შადიმან შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ის  „ოცნების“ სასარგებლოდ მართლაც მუშაობს და ამომრჩევლებს ხვდება. „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ე.წ. კარდაკარის სიები დღეს, 29 სექტემბერს, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის …

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

„ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების მოტივაცია გაზარდონ. შესაძლოა, მანამდე ყველა საჯარო მოხელეს არ ჰქონოდა კამპანიაში ჩართვის სურვილი, ეს კი მოტივაციას გაუჩენს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მმართველი პოლიტიკური პარტიის კამპანიაში“ – ეს მოლოდინი გაუჩინა პრემიერი ღარიბაშვილის დაპირებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის კუთხით ნინო დოლიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს. …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მერების ხელფასი 2 ათასი ლარია, რაც ტყუილია

„1800-2000 ლარია მერების ხელფასი… მერების ხელფასების გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა დღეს, 9 აგვისტოს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, მაგალითად, ქუთაისის ან ბათუმის მერის ხელფასი თვეში 2 ათასი ლარი იყოს. ბათუმის მერის ხელფასი 4500 ლარია. 4500 ლარი აქვს ხელფასი, მაგალითად, რუსთავის მერს, ქუთაისის მერის ხელფასი 2018 წლის მონაცემებით 3700 ლარი იყო, ქობულეთის მერის ხელფასი …

დააჯარიმეს დეპუტატები ხალხმრავალი წვეულებების გამო? – რას ამბობს შრომის ინსპექცია

შეისწავლეთ თუ არა საჯარო მოხელეების მიერ გამართული წვეულებები, რომელიც პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების დროს გაიმართა? გამოვლინდა თუ არა დარღვევები და დააჯარიმეთ თუ არა რომელიმე დამრღვევი? – ეს ინფორმაცია შრომის ინსპექციისგან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა.  შრომის ინსპექციის სამსახურს „ბათუმელებმა“ 11 მარტს მიმართა ოფიციალური წერილით. თითქმის ერთთვიანი ლოდინის შემდეგ უწყებამ არც ერთ კითხვას არ გასცა კონკრეტული პასუხი. შესაბამისად, …

როგორ იშორებენ თავიდან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს – 9 მეთოდი

ავტორი: ესმა გუმბერიძე არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, საშუალო, დაბალ თუ მაღალ რგოლში, რომლებიც ბლომად გვყავს, შემდეგნაირად იცილებენ თავიდან მოქალაქეებსა და მათ ინიციატივებს, მოთხოვნებს: ჩამონათვალი არ არის სრული. გთხოვთ, კომენტარებში დაამატეთ თქვენი გამოცდილება. [checklist] ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის: გამისამართებენ სხვაგან, ის სხვა სტრუქტურა ასევე გეუბნება, რომ რაღაც არ შედის მის კომპეტენციაში და ისევ უკან გაბრუნებს ან …

Exit mobile version