„სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ფულის კეთება დაუშვებელი არაადამიანობაა,“ – ეს და მსგავსი კომენტარები ფრანგულ მედიაში ფრანგული ფარმაკოლოგიური კომპანია Sanofi-ის განცხადების შემდეგ გაჩნდა. 13 მაისს კომპანია Sanofi-ს პრეზიდენტმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 18 თებერვალს, აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების თანახმად, თუკი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოიგონებს, ამერიკა იქნება უპირატესი ქვეყანა, რომელიც პრეპარატს მიიღებს. …
Tag Archives: საფრანგეთი
ქართულ „ვორი ვ ზაკონე“-ს კლანს პარიზის მაღაზიების გაქურდვა მიეწერება – ფრანგული პრესა
„პარიზში რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა ქართულ მაფიოზურ კლანს მიეწერება სახელწოდებით „Vory v Zakone” – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს. საქმე ეხება მაღაზიების არცთუ დიდ დანაკარგებს, თუმცა დანაშაულებრივი კლანის ქმედებები საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული. პარიზის ისეთ დიდ სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა: Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart დამნაშავეები იპარავდნენ ელექტრომოწყობილობებს, კოსმეტიკას და ტყავის ჩანთებს. „პარიზის პროკურატურა …
„სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან
ფრანგული გამოცემა Le Monde ყოველდღე აქვეყნებს საკუთარ გვერდზე მედპერსონალის მონათხრობს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევთ მუშაობა. საფრანგეთი იტალიისა და ესპანეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით. თეთრხალათიანთა კრიზისის დღიური – ასე ეწოდება რუბრიკას, რომელშიც ზოგადი პროფილის ექიმები, მედდები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები პანდემიის პირობებში ყოველდღიური საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ საუბრობენ. მატიას …
Continue reading “„სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან”
მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით Covid 19-ის ვირუსს
საფრანგეთში მცხოვრებმა სტუდენტმა, 28 წლის მარიკა მეგრელიშვილმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსის 2 ტალღა გადაიტანეს. მარიკამ საკუთარ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელშიც დაწერა და „ბათუმელებთან“ 25 დღიან ავადმყოფობაზე, კარანტინის რეჟიმზე და უკვე გადატანილ ვირუსზე საუბრობს. „ჩემი მეუღლე საფრანგეთში კარანტინის გამოცხადებისთანავე, 16 მარტს გახდა ავად, მეორე დღეს მეც დამეწყო სიმპტომები. არ გვიფიქრია, რომ კოვიდ 19-ის ვირუსი შეგვხვდა, გვქონდა ოდნავი …
Continue reading “მე და ჩემი მეუღლე 25 დღე ვებრძოდით Covid 19-ის ვირუსს”
1500 ევროს ბონუსად მიიღებს ინფიცირებულებთან მომუშავე მედპერსონალი – საფრანგეთი
მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ედუარდ ფილიპმა დღეს განაცხადა, რომ მედპერსონალისთვის, რომლებიც დაავადებულებს უვლიან, ბონუსად 1500 ევროს გასცემენ. ბონუსი შეეხება ყველა მედპერსონალს, ვისაც Covid 19-ის შემთხვევებთან აქვს საქმე, განსაკუთრებით კი დაზარალებულ რეგიონებში, ასევე დაწესებულებებში მომუშავეებს, რომლებიც არ არიან განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონებში, მაგრამ იღებენ Covid 19-ით ინფიცირებულ პაციენტებს. დანარჩენი სამედიცინო პერსონალი მიიღებს პრემიას 500 …
Continue reading “1500 ევროს ბონუსად მიიღებს ინფიცირებულებთან მომუშავე მედპერსონალი – საფრანგეთი”
პარიზის კატაკომბები – ეპიდემიით გარდაცვლილთა ძვლების ლაბირინთი
პარიზის მიწისქვეშა კატაკომბები 20 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული – საკანალიზაციო ქსელსა და მეტროზე კიდევ უფრო ღრმად მიწაში. კატაკომბების ლაბირინთი შემზარავი, საშიში, მაგრამ ამავე დროს იდუმალი სანახაობაა – აქ XI საუკუნის შემდეგ გარდაცვლილი, 6 მილიონზე მეტი პარიზელის ძვლებია შენახული. თუმცა გარდაცვლილთა თავიდანვე ასე დაკრძალვა არავის განუზრახავს. კატაკომბების შექმნა XVIII საუკუნის შუა წლების პარიზში დატრიალებულმა ამბავმა განაპირობა. ქალაქს …
Continue reading “პარიზის კატაკომბები – ეპიდემიით გარდაცვლილთა ძვლების ლაბირინთი”
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, 13 აპრილს, საგანგებო რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 11 მაისამდე გადაავადა და ქვეყნის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ვირუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელია ბოლომდე. უნდა ვაღიაროთ, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც არ გვქონდა საკმარისი აღჭურვილობა – ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები… არ გვქონდა იმდენი ნიღაბი, რამდენიც გვინდოდა, რომ დაგვერიგებინა მედპერსონალისთვის. პრობლემები იდენტიფიცირებულია და ხელისუფლება, ადგილობრივი ორგანიზაციები, …
Continue reading “საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 11 მაისამდე გაგრძელდა”
თავშესაფრებში 3237 ხანდაზმული კორონავირუსით გარდაიცვალა – საფრანგეთი
კორონავირუსის სწრაფად გავრცელებამ განსაკუთრებით დააზარალა ევროპის ქვეყნებში მოხუცთა თავშესაფრები. ამ მხრივ გამონაკლისი არც საფრანგეთი ყოფილა. დაზარალდნენ როგორც თავშესაფრის ბინადრები, ასევე პერსონალი. უკანასკნელი, 7 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით საფრანგეთში გარდაცვლილია 10 328 ადამიანი, მათგან 3 237 – მოხუცთა თავშესაფარში. როგორც ქალაქის მერმა, ანნა იდალგომ გუშინ, 7 აპრილს განაცხადა franceinfo – სთან, მხოლოდ პარიზში მოხუცთა თავშესაფრებში 172 პირია …
Continue reading “თავშესაფრებში 3237 ხანდაზმული კორონავირუსით გარდაიცვალა – საფრანგეთი”
საფრანგეთში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთს გადააჭარბა
პირველი აპრილის მონაცემებით [21 სთ] მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 887 067 შემთხვევაა დაფიქსირებული. თითქმის 44 264 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დაღმავალი დინამიკა ჯერ არცერთ ქვეყანას არ აქვს. პირველი აპრილის მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 523 ადამიანი, რამაც უკვე გადააჭარბა ჩინეთში ვირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკას, სადაც 3 193 ინფიცირებული გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი საფრანგეთში ამჯერად …
Continue reading “საფრანგეთში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ჩინეთს გადააჭარბა “
„დაბრუნდა, როცა გაიგო, რომ პაციენტებს ვერ აუდიოდნენ“ – Covid 19-ით გარდაცვლილი 5 ექიმი
ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას საფრანგეთში 5 ექიმი გარდაიცვალა. ხუთივეს Covid 19 გადაედო. ჟან ჟაკ რაზაფინდრანეზი, სილვიან ველინგი, ჟან-მარი ბეგლი, მაჰენ რამლოლი, ოლივიე-ჟაკ შნელერი, სამი მათგანი საფრანგეთის აღმოსავლეთიდანაა, მხარე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა საფრანგეთში და სადაც ყველა კლინიკა ახლა გადავსებულია. მკურნალი ექიმი – მაჰენ რამლოლი 70 წლის მაჰენ რამლოლი ელზასში, ქალაქ კოლმარის საავადმყოფოში …
საფრანგეთში Covid 19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლის გოგოა
ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით საფრანგეთში 1700-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 365 ბოლო 24 საათის განმავლობაში. Covid 19-ის ეპიდემიის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საფრანგეთში 16 წლის გოგოა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 1 კვირაში ხუთჯერ გაიზარდა. საფრანგეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯერომ სალომონმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში კორონავირუსის ფატალური ფორმები საფრანგეთში იშვიათია, თუმცა გამონაკლისად …
Continue reading “საფრანგეთში Covid 19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 16 წლის გოგოა”
როგორ დაეხმარება საფრანგეთი უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს
საფრანგეთის შრომის მინისტრის, მიურიელ პენიკოს განცხადებით, დამსაქმებლებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუძლიათ გასცენ შეჩერებული სამუშაოების პირობებში ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება ერთდროულად ყველა თანამშრომლისთვის. ახალი რეგულაციები მომავალი კვირიდან საფრანგეთში ამის საშუალებას ყველა კომპანიას აძლევს, დასაქმებულთა ერთობლივი შეთანხმების შემთხვევაში. იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში აქტიურ მუშაობას გულისხმობს, გაეზრდებათ ზეგანაკვეთური ანაზღაურების ოდენობა, მათ ვინც უქმეებზე მუშაობას, კვირაში …
Continue reading “როგორ დაეხმარება საფრანგეთი უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს”
რეანიმაციის პაციენტთა ნახევარი 60 წლამდე ასაკისაა, მათი მდგომარეობა მძიმეა – საფრანგეთი
უკანასკნელი მონაცემებით კორონავირუსით საფრანგეთში 562 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 112 უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ჰოსპიტალიზებულია 6172, ტესტით დადასტურებული Covid-19-ის შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი საფრანგეთში 14 485-ს აღწევს. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი, ოლივიე ვერანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა მძიმეა და ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეთა მობილიზებას. მისი თქმით ჰოსპიტალში მოთავსებული 6 172 პაციენტიდან 1 525-ს …
საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა
ფრანგმა ფრენკი ზაპატამ იარაღით ხელში ელისეს მინდვრებს გადაუფრინა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე – 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს. მფრინავი დაფა რთული კონსტრუქცია სულაც არ არის და ხუთი პატარა ძრავით ახერხებს ჰაერში აფრენას. აპარატით საათში 190 კმ – ის გადაფრენაა შესაძლებელი და მისი მართვისას მთავარი წონასწორობის შენარჩუნებაა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მფრინავ დაფას …
Continue reading “საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა”
ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს
14 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა. საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საფრანგეთის საელჩოები, საგანმანათლებლო და ფრანკოფონიური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისის შემდეგ, ბათუმში წელს პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმაც. ღონისძიებაზე პარიზის ხედებთან ერთად წარმოდგენილი …
Continue reading “ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს”
საფრანგეთში მიმავალ მგზავრებს ქართულ აეროპორტებში ფრანგი მესაზღვრეებიც შეამოწმებენ
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართულ აეროპორტებში და ქართველებთან ერთად, უკვე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც იდგებიან და ისინიც შეამოწმებენ საფრანგეთისკენ მიმავალ მგზავრთა ნაკადს. საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, „უვიზო მიმოსვლა საქართველოს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი მიღწევაა. შესაბამისად, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს, რომლებსაც …
ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]
„დაახლოებით ორი თვე ქუჩაში ვიყავი, ანუ სტაბილური საცხოვრებლის გარეშე… ხან დილის 6 საათზე ვრეკავდი 115-ზე, რომ ღამით იქნებ ერთი ადგილი გამოეყოთ ჩემთვის. ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შედის, სულ დაკავებაა… პირველად მეტროს დახურულ სადგურში მომიწია ადგილი, ის იყო თავშესაფარი, იატაკზე დაგებულ მატრასებზე ხალხი ეყარა, გასასვლელში დარბოდნენ ვირთხები… ძლივს დავიძინე. იგივე მეორდებოდა – დილით ისევ ვრჩებოდი ქუჩაში …
Continue reading “ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]”
ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს
16 აპრილს, სამშაბათს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა იმ შესაძლო გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა, რითაც უახლოეს ხანებში იქნება შესაძლებელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ პირვანდელი სახით კათედრალი 5 წელიწადში უნდა აღდგეს. სპეციალისტების თქმით, რთულია ამ ეტაპზე განისაზღვროს, რა დრო დასჭირდება და ზუსტად რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს …
Continue reading “ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს”
ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში
არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, საქართველოს რამდენი მოქალაქე მიმართავს ყოველწლიურად საფრანგეთს თავშესაფრის მოთხოვნით. ასოციაციის – „ქართველები საფრანგეთში“ ფეისბუქჯგუფში, საშუალოდ დღეში ერთი ადამიანი მაინც სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა ჩაბარდეს საფრანგეთში ლტოლვილად და რა პროცედურების გავლა მოუწევს მას თავშესაფარში მოსახვედრად. მიზეზი, რის გამოც ქართველებს საფრანგეთში სურთ თავშესაფრის მიღება, ბევრია. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობა …
Continue reading “ვის შეუძლია თავშესაფრის მიღება საფრანგეთში”
არალეგალი მიგრანტი პარიზში, ქუჩიდან მეოთხე სართულზე აცოცდა და ბავშვი გადაარჩინა [ვიდეო]
პარიზში, 22 წლის ბიჭმა, მამუდუ გასამამ, მეოთხე სართულის აივნიდან ჰაერში დაკიდებული ბავშვი გადაარჩინა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც ჩანს, როგორ მიცოცავს შიშველი ხელებით მამადუ გასამა სართულიდან სართულზე, რომ 4 წლის პატარას მისწვდეს. ვიდეო შაბათს, საღამოს რვა საათზეა გადაღებული პარიზის მეთვრამეტე უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე. „შიშზე არ ვფიქრობდი იმ მომენტში, როცა ჰაერში …
139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ
საფრანგეთის პროფესიულ კავშირში გაერთიანებულმა მოქალაქეებმა ქვეყნის 140 სხვადასხვა ქალაქში გამართეს საპროტესტო აქციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 139 000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში. მხოლოდ პარიზში საპროტესტო აქციაზე 16 000-მდე უკმაყოფილო მოქალაქეა შეკრებილი: ექიმები, მასწავლებლები, სტუდენტები, ავიადისპეტჩერები და პენსიონერები აპროტესტებენ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შემცირებას, ხელფასების კლებას, მაკრონის ეკონომიკურ რეფორმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის წესების …
Continue reading “139 000 დემონსტრანტი საფრანგეთის ქუჩებში – პროტესტი მაკრონის პოლიტიკის წინააღმდეგ”
სად არის აკრძალული კოცნა – უცნაური ფრანგული კანონები
სახალისო კანონები დღემდე შემორჩა ისტორიული წარსულიდან და აქამდე ყველას ევალება მისი შესრულება. წარმოგიდგენიათ, რომ სადმე ჩახუტება და კოცნაა აკრძალული? ესეც რამდენიმე აბსურდული კანონი საფრანგეთის ძველი და ახალი, მოქმედი კანონდებლობიდან, რომელიც ყველას გაახალისებს. ჩახუტების აკრძალვა ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია ჩახუტება და კოცნა რკინიგზისა და ზოგადად, სატრანსპორტო სადგურებში. აკრძალვა იმ ეპოქიდან მოდის, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ხანგრძლივად ემშვიდობებოდნენ …
Continue reading “სად არის აკრძალული კოცნა – უცნაური ფრანგული კანონები”