„ჩაერთე მართვაში“ საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. კამპანიის ფარგლებში კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჩოხატაურში, მარნეულსა და დმანისში შეიქმნა. ბათუმის კლუბში 15 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებმაც 2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების …
Tag Archives: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
„უკრაინელებს გვსურს აჭარაში სამოქალაქო სექტორს გამოცდილება გავუზიაროთ”
უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ანა ნიკოლონკოევა 30 ივნისს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ აჭარაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ომის დროს კრიზისულ პირობებში კოორდინაციისა და მობილიზების გამოცდილების გაზიარება იყო, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის როლის ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ანა წარმოადგენს ომამდე გენდერული პოლიტიკის, …
Continue reading “„უკრაინელებს გვსურს აჭარაში სამოქალაქო სექტორს გამოცდილება გავუზიაროთ””
„პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ – კამპანია ახალგაზრდებისთვის
წელს პირველად მიდიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე? თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია წახვიდე თუ არა? ან იქნებ არ იცი ვის და რატომ ვირჩევთ წელს? მაშინ ეს ამბავია შენთვისაა! სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს კამპანიას „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება თვითმმართველობის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ და მის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაძლიერება. 2021 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია და …
Continue reading “„პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ – კამპანია ახალგაზრდებისთვის”
8 გამარჯვებული პროექტი, რომელიც ბათუმს უკეთესობისკენ შეცვლის
პროექტის — „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული იდეები უკვე ცნობილია. 2021 წლისთვის ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 20 იდეა. ხმის მიცემა 1-31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვებგვერდზე www.idea.batumi.ge. ხმის მიცემის პროცესში ჩაერთო 2547 მოქალაქე, ხოლო 20-მა იდეამ ჯამში 5169 ხმა დააგროვა. გამარჯვებული იდეების რაოდენობა განისაზღვრა ხმათა რაოდენობით. პროექტის ბიუჯეტი 500,000 ლარია. გამარჯვებული იდეებია: ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ბაფიტი“ ამ …
Continue reading “8 გამარჯვებული პროექტი, რომელიც ბათუმს უკეთესობისკენ შეცვლის”
ბათუმის მერის მოწოდება მოქალაქეებს – 20 იდეა თქვენს ხმას ელის
იქნებ ბათუმის სხვადასხვა უბნის კორპუსების ეზოებში ბავშვებისთვის ფერადი სივრცის მოწყობაზე გიფიქრიათ, ან ქალაქში სამაგიდო თამაშების კლუბის ჩამოყალიბებას ემხრობით. შეიძლება ქუჩის კალათბურთის მოედნის იდეაა თქვენთვის მისაღები. ინკლუზიური თეატრის შესახებ რას ფიქრობთ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საზოგადოებაში დააბრუნებდა და კულტურულ პროცესებში ჩართავდა? „შენი იდეა ბათუმს“ ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ თქვენ თავად განსაზღვროთ რა …
Continue reading “ბათუმის მერის მოწოდება მოქალაქეებს – 20 იდეა თქვენს ხმას ელის”
30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია
არაფერი იცავს მწვანე სივრცეს ბეტონის კედლად გადაქცევისგან, მით უმეტეს მაშინ, როცა მას სკვერის ან პარკის სტატუსი არ აქვს. ხოლო თუ ეს მწვანე სივრცე ზღვასთან ახლოსაა, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მწვანე ფერი, რომელსაც შენი ფანჯრიდან ხედავ, განაცრისფრდება, ფერადი საბავშვო ატრაქციონის ნაცვლად კი შენი ფანჯრის წინ დიდი კედელი ამოვა, რომელიც არამხოლოდ სივრცეს გიკეტავს, გართმევს გამწვანებულ …
„შენი იდეა ბათუმს” – იდეების წარდგენის ვადა 5 სექტემბერს იწურება
თუ გსურთ საკუთარ ქალაქში რაიმეს შეცვლა, სიახლეების დანერგვა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, პროექტი „შენი იდეა ბათუმს“ თქვენთვისაა. იჩქარეთ, თუ რამის გაკეთება გსურთ ბათუმისთვის, პროექტში 2021 წლის იდეების მიღების ვადა 3 დღეში, 5 სექტემბერს იწურება. იმისთვის, რომ 2021 წლისთვის ქალაქთან დაკავშირებული თქვენი იდეები რეალობად იქცეს, პროექტისთვის – „შენი იდეა ბათუმს“, ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარია …
Continue reading “„შენი იდეა ბათუმს” – იდეების წარდგენის ვადა 5 სექტემბერს იწურება”
ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]
„ჩვენ ბეტონის ქალაქში ვცხოვრობთ, ნახევარზე მეტი ბეტონის ქალაქია“ – გვეუბნება ბათუმის პატარა სკვერში, ძელსკამზე ჩამომჯდარი ბათუმელი, ქეთო ყაჩნაველი. პატარა სკვერი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, მშვიდად დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაა. 20 წელია აქ დავდივარ ყოველდღეო, – ამბობს ქეთო. ქეთოს გაუმართლა, რომ სკვერთან ახლოს ცხოვრობს. ბევრ ბათუმელს უახლოეს სკვერთან ან პარკთან მისასვლელად საკმაოდ …
Continue reading “ბათუმის მწვანე კუნძულები – გასეირნება სკვერებსა და პარკებში [ვიდეო]”
მწვანე კონცხის ჩაბეტონება – პროცესი დაწყებულია
მწვანე კონცხი ჯერ ისევ მწვანეა, მაგრამ აქ დაწყებული სამშენებლო პროცესების გამო გიჩნდება განცდა, რომ შესაძლოა მას მალე ნაცრისფერი, „ბეტონისფერი“ შეერიოს. პროცესი დაწყებულია. მწვანე კონცხისა და განსაკუთრებით მახინჯაურის პირველ ზოლში წამოწყებული მშენებლობების სიმაღლის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ორსართულიანი სახლების რაოდენობა, რომლებსაც სახლის წინ ზღვის ხედი ბეტონის კედლებით შეეცვალათ, ან უკვე წამოწყებული მშენებლობის გამო მომავალში შეეცვლებათ. იმის …
Continue reading “მწვანე კონცხის ჩაბეტონება – პროცესი დაწყებულია”
როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში
ნაცრისფერი, ქათქათა, ლურჯი – ძირითადად ეს ფერები დაასახელეს. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ათი გამოკითხულიდან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ ბათუმი მწვანეა. გამოკითხულთა შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ბათუმის საკრებულოს წევრი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, აჭარის მთავრობის მაღალჩინოსანი, კერძო კომპანიის მენეჯერი, ჟურნალისტი, ეკონომისტი და სტუდენტები. ნაცრისფერი გამოკითხულთაგან ოთხმა ბათუმის დომინანტ ფერად დაასახელა, მათ შორის, ერთმა ბეტონისფრად, მეორემ …
Continue reading “როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში”
„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაბინძურებული ჰაერით მსოფლიოში ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი კვდება. დამაბინძურებელი წყაროების რისკების შესამცირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწვანე ურბანული სივრცეები. მწვანე სივრცე, გარდა იმისა, რომ ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს, აქტიური ფიზიკური ცხოვრების საშუალებასაც იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – უმოქმედო ცხოვრების წესით და ფიზიკური აქტიურობის ჩვევის უქონლობით მსოფლიოში 3,2 მილიონი ადამიანი იღუპება წელიწადში. მწვანე სივრცის რა …
Continue reading “„ჩვენ მშენებლების მძევლები ვართ“ – არასაკმარისი მწვანე სივრცე ბათუმში”
როცა ფანჯრიდან მხოლოდ მეზობლის კედელს ხედავ – k3 და ახალი სამშენებლო კოდექსი [ფოტო]
ფანჯრიდან არც ხე ჩანს, არც ბუჩქი და არც ზღვა, მხოლოდ მეზობელი სახლის კედელი მოჩანს ან ფანჯარა, რომლის გამჭვირვალე შუშასაც მუქი ფარდა ფარავს – „მეზობელმა საძინებელში ან მისაღებ ოთახში რომ არ შეიხედოს.“ სახლში ცხელა, „ჰაერი არ არის“, „ჰაერი როგორ იქნება, ხე არ არის“, ზაფხულში ძალიან ჭირს, ზამთარში კი მზის შუქი საერთოდ არ აღწევს, ცივა და ბნელა. …
პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება
ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული იდეების განხორციელება წლის ბოლომდე დასრულდება. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის ზრდას უწყობს ხელს და საკონკურსე იდეებს მომავალშიც მიიღებენ ონლაინ პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/. გამარჯვებულ პროექტებს შორისაა: „ფრანების ფესტივალი“, „ნატვრის ხე“ და წარწერა „ბათუმი“, რომელიც ბათუმგორაზე განთავსდება. შერჩეული იდეების ავტორების თქმით, ეს …
Continue reading “პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება”
ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – განცხადებები 10 ივნისამდე მიიღება
„ქალაქში რამის შეცვლა რომ შემეძლოს“, „იმდენ რამეს გავაკეთებდი!“ – ყველას ჰქონია ასეთი ფიქრები საკუთარი ქალაქის, იმ საერთო სივრცის შესახებ, სადაც ვცხოვრობთ. ინტერნეტპლატფორმა www.idea.batumi.ge სწორედ მათთვისაა, ვისაც ბათუმში რამის შეცვლა სურს, აქვს იდეა და განხორციელების გზებს ეძებს. თუ გაქვთ ქალაქის საზოგადოებრივი სიკეთის შექმნაზე ორიენტირებული იდეა, ბათუმის მერია ამ იდეას განახორციელებს, რისთვისაც საკმარისია ვებპლატფორმა www.idea.batumi.ge – ზე დარეგისტრირება …
ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი
„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …