უნდობლობა ბათუმის მერს – ხარაზი 9 წლის ბავშვის დაღუპვაზე

დღეს, 14 მარტს, ბათუმის საკრებულოს წევრმა, რეზო ხარაზმა განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვარში, ბატუტზე 9 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით. ხარაზის თქმით, უნდა დადგეს ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის პასუხისმგებლობის საკითხი. „ჩვენ მალე მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, რომ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა და პარალელურად, შევაგროვებთ ხელმოწერებსაც მოსახლეობაში“, – ამბობს რეზო ხარაზი. „ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა ბავშვი დაიღუპა ატრაქციონზე. გუშინ …

„სააკაშვილს უნდა მიეცეს უცხოეთში მკურნალობის უფლება“ – აქცია ქობულეთში

დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთში. როგორც მონაწილეები ამბობენ, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და საზოგადოების გააქტიურებაა არსებული პრობლემების წინააღმდეგ. ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციები პერმანენტულად არა მარტო ქალაქებში, სოფლებშიც გაიმართება. „პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს რეალურად ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ და მნიშვნელოვანია, …

„ბათუმის ჩაბეტონება გაგრძელდება“ – რა სქემის დაკანონებას აპროტესტებს ენმ საკრებულოში

„ბათუმის საკრებულო აკანონებს კორუფციულ სქემას, რითაც ბათუმის ჩაბეტონება და ქაოსი გაგრძელდება,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 15 ივლისს, ბრიფინგი მოაწყო და იმ დადგენილებების პროექტები გააპროტესტა, რომლის მიღებასაც ბათუმის საკრებულო 19 ივლისის სხდომაზე აპირებს. საუბარია ავარიული სახლების პროგრამის მიზეზით შეცვლილ სამშენებლო კოდექსზე – ბათუმის მერს k 2-ის, ანუ სიმაღლის კოეფიციენტის გაზრდა …

4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ

გონიოს პოლიგონის პრობლემა, კანალიზაციის სისტემისთვის გამოყოფილი თანხის კოვიდბიუჯეტში გადარიცხვა, ნაგავსაყრელი და ჭოროხის გზა, რომელიც არ გაკეთდა – ეს 4 პრობლემა ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქიდან 30 მარტს შემაჯამებელ ბრიფინგზე დაასახელა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ. 2 აპრილს ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. ეს არჩევნები გადაწყვეტს, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა. „არ აირჩიოთ ჩიქოვანის კლანი საკრებულოში,“ – …

ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. „ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, …

„მერს როგორ არ უნდა შეეძლოს შეუღოს ოპოზიციას კარები და დაელაპარაკოს“ – ენმ-ს წევრი საკრებულოში

ბათუმის მერიის ცენტრალურ შესასვლელში ისევ პოლიციის კორდონი დგას. მერის კაბინეტთან მისვლის უფლებას არ აძლევენ საკრებულოს ოპოზიციის წევრებს, რომლებიც რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი ამბობს, რომ არჩილ ჩიქოვანი საკრებულოს წევრებს პოლიციის კორდონით ესაუბრება. ოპოზიციის წევრები რამდენიმე დღეა მერთან შეხვედრას ითხოვენ ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა კარებთან პოლიცია დგას და …

როდემდე გაუძღვება ბათუმის ახალ საკრებულოს ნერიმან ცინცაძე – რას ამბობენ დეპუტატები

რამდენ ხანს მოუწევს საკრებულოს სხდომების ჩატარება ნერიმან ცინცაძეს, რომელიც ასაკით ახალ შემადგენლობაში ყველაზე უფროსია და რამდენად შესაძლებელია, საკრებულოში თანამდებობები თავმჯდომარის აურჩევლობის მიუხედავად გადაინაწილონ? – უხუცესი წევრი, ნერიმან ცინცაძე „ბათუმელებს“ პასუხობს, რომ ამის შესახებ ჯერ კონკრეტულად არავისთან უსაუბრია. ბათუმის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა 3 დეკემბერსაა ჩანიშნული. „ვიცი, რომ უხუცესი წევრი ვარ. ზოგადად ვიცი, რომ პირველი სხდომის …

ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე – რა თქვა დღეს გახარიას პარტიამ და რას ამბობს ენმ

„ოცნება“, რომელიც ახლა ჩიხშია მოქცეული, იტყვის, რომ თავმჯდომარე ოპოზიციიდან აირჩიეს, ნახეთ, როგორი დემოკრატიულია საკრებულოო,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი გახარიას პარტიის დღევანდელ განაცხადზე, რომლის მიხედვით საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა არავის აქვს და ე.წ. გადამწყვეტი ხმა „გახარიას საქართველოსთვის“ ეკუთვნის,  საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ. იგივე ვითარებაა ბათუმის საკრებულოში – ახალი მოწვევის საკრებულოში  უმრავლესობა ოპოზიციას …

რატომ არ მუშაობს ნაგვის მიწისქვეშა კონტეინერები? – ენმ-ს კითხვა მერიას

„ქალაქში მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერები არ მუშაობს, ანტისანიტარიაა, ნახეთ, ყველგან ქვებია ზემოდან დაწყობილი,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პარტიული საარჩევნო სიის მეორე ნომერი. მან დღეს ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ნაგვის ერთ-ერთ კონტეინერთან ბრიფინგი მოაწყო. რეზო ხარაზის თქმით, მიწისქვეშა კონტეინერებისთვის ბოლო წლებში ასი ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ ხერხდება. „მაგალითად, 2015 წელს …

ბათუმის აქციიდან 12 დღის შემდეგ რეზო ხარაზს ხულიგნობას ედავებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ბათუმში აქციის ჩატარებიდან ზუსტად 12 დღეში მიიჩნია სამართალდამრღვევად პოლიციამ. ის სასამართლოში უკვე დაიბარეს. რეზო ხარაზი ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, 12 ივლისს მონაწილეობდა აქციაში – „ლექsosთვის“. ეს აქცია მას შემდეგ გაიმართა, როცა „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მანამდე მას მოძალადე ჯგუფებმა სასტიკად სცემეს. 12 ივლისს აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ …

აჭარის მთავრობის თანამშრომლებმა ჯილდოს სახით ერთ თვეში 157 580 ლარი აიღეს

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე, 2019 წლის დეკემბერში, ჯილდოს სახით გაცემულია 157 580 ლარი. ამასთან დაკავშირებით დღეს, 30 იანვარს, განცხადება გააკეთა ენმ-ს წევრმა რეზო ხარაზმა, აჭარის მთავრობის შენობის წინ. სიაში მყოფი 109 პირიდან დანამატი მხოლოდ 7 პირს არ აქვს აღებული. რეზო ხარაზი ამბობს, რომ მან ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა ყველა უწყებიდან სრულყოფილი …

ენმ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დროულად მოხდეს ყველა იმ დოკუმენტაციის გასაჯაროება, რომელიც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას უკავშირდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, რეზო ხარაზმა, დღეს, 10 იანვარს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე. ენმ-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, წერილობით გამოითხოვა ხულო-ზარზმის გზის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, სამუშაოებზე ზედამხედველი კომისიის სხდომის ოქმების, ასევე კომპანიასთან მიმოწერის [კორესპონდენციების] ასლები. …

მირიან ქათამაძის განმარტება აუდიტის სამუშაო დოკუმენტში გამოთქმულ კრიტიკაზე

9 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, სადაც საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე. აუდიტი სამუშაო დოკუმენტში საუბრობს არაერთ დარღვევაზე, თუმცა დოკუმენტი საბოლოო არ არის. აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა მერის, მირიან ქათამაძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ რადგან აუდიტის დოკუმენტი ჯერ …

276 შემთხვევაში ქობულეთის პლაჟს უფასოდ სარგებლობდნენ – აუდიტის სამუშაო დოკუმენტი

დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, პარტიის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ეხება. დოკუმენტში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომელზეც „ქობულეთის მერიას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია“. აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დოკუმენტი საბოლოო არ არის. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების …

ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ, ენმ-წევრები აქციას მართავენ, მათ მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს, „ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა. დაკავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი – რეზო ხარაზი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივას წევრი” გია ხალვაში, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა. პოლიციის დეპრატამენტის ხელმძღვანელმა კოტე ანანიაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა გაეთავისუფლებინათ …

„250 მილიონი დაიხარჯა განუხორციელებელ პროექტებში“ – ენმ-ს გამოფენა აჭარის მთავრობასთან

„ეს არის პროექტები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ჯამში 250 მილიონი დაიხარჯა და არ განხორციელებულა, ეს არის კორუფცია,“ – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი. ამ პარტიამ დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „განუხროციელებელი პროექტების“ გამოფენა მოაწყო პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპის ფონზე. „მაგალითად, ეს არის ბათუმის 27-ე ბაღი, სადაც ფული დაიხარჯა, მაგრამ აქ ბავშვები დღემდე არ …

ხელვაჩაურის პრობლემურ ტენდერებზე თორნიკე რიჟვაძეს პასუხს სთხოვენ

„ან თვითონ გახდა თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში არსებული კორუფციული სქემების თანამონაწილე, ან ეს იყო პიარის ნაწილი,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს, 27 მაისს, რეზო ხარაზთან ერთად აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგი მოაწყო და მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, 30 აპრილს გაკეთებული განცხადება შეახსენა – 30 აპრილს მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ …

რეზო ხარაზი: თორნიკე რიჟვაძეს ფინანსურ დარღვევებზე კონკრეტული დოკუმენტები მოვუტანე

დღეს, პირველ მაისს, ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს იმ დარღვევების შესახებ მოუტანა დოკუმენტები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვაზე მეტყველებს. „მე მოვიტანე კონკრეტული დოკუმენტები, მტკიცებულებები სავარაუდო კორუფციულ სქემებზე. დავიწყებ თორნიკე რიჟვაძის აპარატის უფროსით, არჩილ ჩიქოვანით, ვნახოთ რა ოდენობის თანხებია არაეფექტურად გახარჯული, მისი საგზაო …

როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა

„გაგვცეს პასუხი, რატომ იყიდება პროფკავშირის ქონება და რატომ ყიდულობენ ამ ქონებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები“, – ეს მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. მან კონკრეტული მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირების ქონება უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ იყიდა. პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ასევე დეპუტატი ილია ვერძაძეა. უმაღლეს საბჭოში ისიც …

სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს

„8 ნოემბერი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ. 11 წლის განმავლობაში ერთი დეტალი გამოიძია მაინც ვინმემ ამ საქმიდან? ვინმემ პასუხი აგო? ისინი საკუთარ თავს ვერ დასჯიან, ის ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. იგი 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების სამსახურში მუშაობდა და კარგად ახსოვს ადამიანები, …

ენმ: პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს

„პროკურატურა კონკრეტულ დანაშაულებზე გამოძიებას არ იწყებს. აჭარის მთავარი პროკურორი მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მან დღეს ბრიფინგი გამართა და პროკურატურას კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. რეზო ხარაზის თქმით, ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას სხვადასხვა საქმის შესახებ დოკუმენტები მიაწოდა, რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. „ეს ეხებოდა, …

ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში [ფოტო]

სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი, რომელიც ამავე დროს ენმ-ეს წარმომადგენელია, მის სოფელში ასამდე გაჩეხილი ხის ფოტოებს ფეისბუქში აქვეყნებს. რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაჩეხილი ხეების ფოტოები გუშინ 11 მარტს გადაიღო. სოფელში ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. „ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ კერძო პირის, რეზო ჯინჭარაძის  ტერიტორიიდან. ამ სახლიდან დაახლოებით ნახევარი …

ენმ: აღმზრდელის ხელფასი 240 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200

ახალი სახელფასო განაკვეთები მეეზოვეებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ხელფასს შეადარა დღეს გამართულ ბრიფინგზე რეზო ხარაზმა , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი შეფასებით, სოციალური გაჭირვების ფონზე მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შრომის ანაზღაურების მატება უსამართლოა. „ეს ნიშნავს, რომ არსებობენ პრივილეგირებული მაღალჩინოსნები. მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5750 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200 ლარი. ავთანდილ ბერიძე დღეს …

ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია,  – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა …

ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ – უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი და ამავე პარტიის აქტივისტი, რეზო ხარაზი დააკავეს. ენმ-ს ინფორმაციით, ისინი პოლიციამ ჩაქვში დააკავა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადააქვთ. „მარტო ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი იყვნენ ჩასული, ჩვენ, აქტივი იქ არ ვიყავით. ისინი ხეების გადამზიდავებს სთხოვდნენ ხეების გადატანის ნებართვას, რის …

თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას სოციალური შემწეობების მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე გამოეხმაურა. „ბათუმელებთან“ საუბარში თემურ ქარცივაძემ თქვა, რომ რეზო ხარაზის მიერ გაჟღერებული ციფრი, რომ სოციალური შემწეობა აჭარაში 2 391 ოჯახს მოეხსნა, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი, რომ აჭარის მთავრობამ მოუხსნა თურმე ოჯახებს სოციალური შემწეობა, არის სიცრუე, რადგან სოციალური შემწეობის …

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს …

ენმ-ს წევრი არჩილ ხაბაძეს: „მოკიდოს ხელი და წაიყვანოს თავისი დეიდაშვილი“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ქობულეთში აიპი „ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურის და მისი დირექტორის მუშაობას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუვლელი ინფრასტრუქტურითა და დანაგვიანებული ქუჩებით ხვდება. რეზო ხარაზმა დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი არ გამოსწორდება, საპროტესტო აქციას უკვე მოსახლეობა გამართავს. „… აიპი ქობულეთს სანდასუფთავების უფროსად ცოტა ხნის წინ …

Exit mobile version