ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, ტბელ აბუსერიძის 17 ნომერში მდებარე 2 244 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, თუმცა მის განკარგვამდე აჭარის არალეგიტიმური მთავრობა გეგმავს ამ ნაკვეთთან გააერთიანოს მომიჯნავე 36 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. როგორც ქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე …
Tag Archives: პრივატიზაცია აჭარაში
მიწა გონიოს ხიდთან ყოფილი დეპუტატის კომპანიამ იყიდა – აუქციონი პირობით და უპირობო ხელშეკრულება
ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდდა. ნაკვეთი 2 მილიონ 465 ათას ლარად ერთი ბიჯით, შპს „მტზ-კომპანიმ“ იყიდა, რომლის დირექტორი ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძეა. კომპანიის მესაკუთრე კი – ყოფილი პარლამენტარის მეუღლე. სამინისტრომ კომპანიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა. 19 597 კვადრატული მეტრი ფართობის …
ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია
ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა …
სამინისტრო აჭარაში გასაყიდი მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს
აჭარის მთავრობის გათვლებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 2021 წელს მიწების გაყიდვის ხარჯზე 62 მილიონი ლარით გაიზრდება. თუმცა კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთების გაყიდვა/პრივატიზება არის დაგეგმილი, მთავრობა არ ასაჯაროებს. აჭარის მთავრობა 2021 წელს მიწების გაყიდვიდან ბიუჯეტში 89 მილიონ ლარს ელოდება, იანვრიდან 5 ივლისამდე პერიოდში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, სამინისტრომ მხოლოდ მიწის 8 ნაკვეთი …
Continue reading “სამინისტრო აჭარაში გასაყიდი მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს”
მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას
აჭარის მთავრობა გასაყიდი მიწებიდან ჯერარმიღებული ფულით ბიუჯეტს ზრდის და სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად ანაწილებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას, მიწის ნაკვეთს მესამე წელია ვერ ყიდის. 11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მერვედ გამოიტანა. ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მეორედ, ვინაიდან იმავე ფასად წინა აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ …
Continue reading “მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას “
ჭოროხისპირას მთავრობა ამჯერად 39 790 კვ.მ მიწას ყიდის – აუქციონი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვას აგრძელებს. ამჯერად 5 ელექტრონულ აუქციონზე 6 ნაკვეთი იყიდება. ნაკვეთების საერთო ფართობი 39 790 კვადრატული მეტრია, გასაყიდი საწყისი ფასი კი, ჯამში 4 698 000 ლარი. ყველა ნაკვეთი პირობით იყიდება. პირობები იდენტურია – მომავალმა მყიდველმა თითოეულ ნაკვეთებზე დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს და …
Continue reading “ჭოროხისპირას მთავრობა ამჯერად 39 790 კვ.მ მიწას ყიდის – აუქციონი”
ხულოში, კურორტ გოდერძიზე, კოტეჯების აშენებისა და ხეების დარგვის პირობით 10 ნაკვეთი იყიდება
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძიზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 10 ნაკვეთს 2 ლოტად [5-5 ნაკვეთი] ყიდის. ქონება ელექტრონულ აუქციონზე პირობებით იყიდება. აუქციონები დაწყებულია და 2021 წლის 18 ივნისს დასრულდება. მთავარი პირობა კოტეჯების [მათ შორის კოტეჯის ტიპის სასტუმროების] აშენებაა. ამასთან, მიწის ნაკვეთების მყიდველ[ებ]მა ჯამში 100 ძირი ხე უნდა დარგონ [თითოეულ ნაკვეთზე ან მის მიმდებარედ 10 ხე]. …
„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობა და მიმდებარე ტერიტორია დღეიდან, 10 აგვისტოდან, შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაა. 13 540 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ჯამში 3000 კვ/მ-მდე შენობა-ნაგებობები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიან აუქციონზე 2020 წლის 23 ივლისს 19,5 მილიონ ლარად გაყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულება სამინისტროსა და „ორბი ჯგუფი ბათუმს“ შორის კი, …
Continue reading “„ბასკოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე „ორბის“ საკუთრებაა”
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან …
1 კვადრატი 64 ლარად – სახელმწიფო ქობულეთში 2.5 ჰექტარ მიწას უპირობო აუქციონზე ყიდის
ქობულეთში, ზღვის სანაპიროდან 400 მეტრში მდებარე 25 547 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 1 630 000 ლარია [ანუ, 1 კვ/მ-ის ფასი დაახლოებით 64 ლარი], ხოლო ვაჭრობის ბიჯი – 2 ათასი ლარი. ქონების აღწერილობაში ნაკვეთის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილად მითითებულია – „სასტუმრო/დეველოპერული“. გასაყიდი ნაკვეთი ქალაქ ქობულეთში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებს …
აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით, „ყოველგვარი არგუმენტების გარეშეა“ შემცირებული. მარტო 5 ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ შეფასებული ქონების საერთო ღირებულება, მთავრობის მიერ 5 მილიონამდე ლარითაა შემცირებული და ისე არის გასხვისებული. ინფორმაცია საწყისი საპრივატიზებო …
Continue reading “აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი”
მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან
საქართველოს მთავრობამ ქობულეთში, ზღვისპირას, ბობოყვათის ყოფილ სამთავრობო რეზიდენციასთან, 10 495 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონზე 3 835 000 ლარად, უპირობოდ გაყიდა. მიწა ოფშორულმა კომპანიამ შეისყიდა და მას [საპრივატიზებო თანხის გადახდის გარდა] ერთადერთი ვალდებულება აქვს – საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილ მიწის ნაკვეთსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის [საპტრიარქოს] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს [ყოფილ რეზიდენციას] შორის ზღვაზე გადასასვლელის მოწყობა გარე განათებითა და …
Continue reading “მთავრობამ 1 ჰექტარი მიწა მიყიდა ოფშორულ კომპანიას საპატრიარქოს რეზიდენციასთან”
ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის
ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 146 250 ლარად ყიდის. ფიჭვნარში მდებარე ეს ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეხუთედ გამოიტანა, ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით. აუქციონის მთავარი პირობაა ამ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის აშენება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო …
Continue reading “ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის”
60%-იანი ფასდაკლება: მიწა ფიჭვნარის პლაჟთან 4.5 მილიონის ნაცვლად 1.8 მილიონ ლარად
ქობულეთის ფიჭვნარში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამჯერად 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. 11 235 კვ.მ ტერიტორია პირობებიან აუქციონზე სამინისტრომ მეოთხედ გამოიტანა [20-40 და უკვე 60%-იანი ფასდაკლებით]. პირველი აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. ბოლო აუქციონი კი, 7 ივნისს დასრულდება. ნაკვეთს, რომელსაც სამინისტრო აპრილში 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 …
სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის
ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია. პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: …
Continue reading “სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის”
ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდდა. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების გაყიდვაზე განაცხადს კი 500-ზე მეტი ნახვა ჰქონდა. ნაკვეთი …
ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: [checklist] საბოლოო საპრივატიზებო …
Continue reading “ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის”
გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის
გონიოში, პლაჟის გასწვრივ მდებარე 4662 კვ/მ მიწის ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე სასტუმროს აშენების პირობით ყიდის. სამინისტროს 1 კვ/მ მიწა აქ 422,5 ლარად აქვს შეფასებული, შესაბამისად, მთლიანი ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი 1 970 000 ლარია, ბიჯი კი 40 ათასი ლარი. ქონების მყიდველი, აუქციონის პირობების მიხედვით, ვალდებულია: [checklist] ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში …
Continue reading “გონიოს პლაჟთან 4 662 კვ/მ მიწას სამინისტრო 2 მილიონ ლარად აუქციონზე ყიდის”
„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით – 35 ათასი ლარით მეტად, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა მისთვის მყიდველის მიერ პირვანდელი სახით …
Continue reading “„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა”
ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში 2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, …
Continue reading “ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა”
ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას
ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას? ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ბიუჯეტის შემოსულობებში. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დგება გასაყიდი ქონების ჩამონათვალი. იმ ქონების საერთო, სავარაუდო საწყისი …