„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მათი პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და გამართავს მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მანამ, სანამ არჩევნები ბათილად არ გამოცხადდება. პატრიოტთა ალიანსი არ უერთდება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს და აქციების გამართვას ცალკე, დამოუკიდებლად გეგმავს. „ჩვენი პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ არაფერს განვიხილავთ, ეს ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, …

აბაშიძის მინისტრი „პატრიოტების“ კანდიდატია: რა გვეტყობა რუსეთისგან დაფინანსებულის?

უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში, ჯუმბერ ტაკიძე, პირველ რიგში, იმ ადამიანებზე ზრუნვას აპირებს, რომლებსაც სააკაშვილის დროს ქონება ჩამოართვეს ან უკანონოდ დააპატიმრეს. ჯუმბერ ტაკიძე ასლან აბაშიძის მმართველობის დროს პოლიციის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 1996-1998 წლებში კი, ის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯუმბერ ტაკიძე უმუშევარი დარჩა. ახლა იგი ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს და „პატრიოტთა …

3 ქალი „პატრიოტთა ალიანსის“ ათეულში – უმაღლესი საბჭოს სია

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის პირველი ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში მურმან თურმანიძეა. იგი სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. პარტიული სიის მეორე ნომერი ჯუმბერ ტაკიძეა, რომელიც ახლა შპს „ხიდის“ დაცვის სამსახურის უფროსია. პარტიულის სიის მესამე ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა – ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე. სიის მეოთხე ნომერი გულნარა ბასილაძეა, იგი შპს „ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის“ დირექტორის …

უშიშროების პოლკოვნიკი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატია

კონკრეტული მონაცემი ზორბეგ ბერიძემ ვერ დაგვისახელა, როცა მას ვკითხეთ, რა ადასტურებს თურქეთის ექსპანსიურ ინტერესს აჭარაში? – ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი პოლიტიკური გზავნილია წინასაარჩევნოდ, ზორბეგ ბერიძე კი, ამ პოლიტიკური ძალის პარლამენტის წევრობის კანდიდატია აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში. პოლიტიკაში წასვლამდე ზორბეგ ბერიძე ჯერ უშიშროების სამინისტროში მუშაობდა, ამ სამინისტროს გაუქმების შემდეგ კი – 2013 წლამდე კონტრდაზვერვაში. ინტერვიუ მასთან უშიშროების …

პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარაში

დღეს, 8 აგვისტოს, პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის თავისი კანდიდატები წარადგინა. პარტიის მონაცემებით, პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიას აჭარაში მაჟორიტარობის შემდეგი კანდიდატები ეყოლება: ამირან ტაკიძე – ქობულეთი ზურაბ გაბაიძე – ბათუმი ზორბეგ ბერიძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხულო უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:  გულნარა ბასილაძე – ქობულეთი ჯუმბერ ტაკიძე – ბათუმი დავით დავითაძე – ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, …

რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

„ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს“ – როგორც ჩანს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი გზავნილი ამ არჩევნებზე ეს იქნება. წინა წლებში, მათ შორის არჩევნებზეც, ამ პარტიის ლიდერები – ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავთან ერთად, ამომრჩევლის მიმხრობას და მისი გულის მოგებას თურქეთის თემით ცდილობდა. თუმცა მაშინ მთავარი გზავნილი ეს იყო: „ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს“, „საფრთხეა „ყარსის ხელშეკრულება“. მას შემდეგ, რაც …

ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“, არჩილ მამულაძემ განაცხადა, რომ პარტიას ტოვებს. „მე რამდენი ხანია ვითხოვდი ბიუროს მოწვევას პარტიაში რიგი საკითხების განსახილველად, მაგრამ ვერ მივაღწიე. რაც შეეხება ბანერის საკითხს, ეს არის ჩემთვის მიუღებელი“, – განაცხადა არჩილ მამულაძემ. 29 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის …

მერიის განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდის ჩამოხსნაზე

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია დღეს, 29 აგვისტოს, „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდის ჩამოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიამ ბილბორდი ქალაქში უნებართვოდ განათავსა. „ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ბათუმში 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, – აცხადებს მერიის მუნიციპალური …

გონიოში ჩამოხიეს „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდი, სადაც აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული

დღეს, 29 აგვისტოს, გონიოში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბილბორდი პროტესტის ნიშნად ჩამოხიეს. „აჭარაში არ დავუშვებთ არასდროს იმას, რომ პატრიოტთა ალიანსმა მოღალატეობრივი და სრულიად უბადრუკი მცდელობებით შეძლოს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. მოსახლეობას მივმართავთ, რომ არასდროს არ დაუშვათ და თქვენივე ხელით მოხსენით ნებისმიერი ბანერი, რომელიც გაშვებული იქნება ამ სივრცეებში“, – …

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს აჭარაში, მოქალაქეები სამარცხვინოს უწოდებენ

პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“, გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“. სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის პარტიის ახალ ბანერს მოჰყვა მყისიერი შეფასებები: „სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის …

 ყარსის ხელშეკრულებაზე დეზინფორმაციას პატრიოტთა ალიანსი ავრცელებს – ანგარიში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ბოლო ერთი წლის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლა და თურქეთის მიერ ბათუმის მიტაცება ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მაგალითია. ანგარიშის თანახმად, „აჭარაში ვრცელდებოდა კონსპირაცია, თითქოს 1921 წელს ხელმოწერილ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც …

პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა – კვლევა თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

გსურთ თუ არა საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა? მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით? გსურთ თუ არა საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად? პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ამბობს, რომ ეს სამი შეკითხვა ბათუმში 77 ათას ადამიანს დაუსვა, ანუ მინიმუმ ყოველ მეორე ბათუმელს. ცესკოს ბოლო მონაცემებით, ბათუმში 143 925 ამომრჩეველია. …

ინაშვილი ნატო-ს დელეგაციის ვიზიტის წინ ნატო-ს წინააღმდეგ გამოკითხვის შედეგს აქვეყნებს

ბათუმში ნატო-ს დელეგაციის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ირმა ინაშვილმა საკუთარი პარტიის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სასტუმრო „რედისონში“ 77 ათასი ანკეტა წარმოადგინა და თქვა: „გამოკითხულთა 69 პროცენტი ანუ 53 130 ბათუმელი, მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას“. „ეს კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – ასე შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა „ბათუმელებთან“ ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ატლანტიკური …

„უნდა ველაპარაკოთ მოსკოვს“ – პატრიოტთა ალიანსის აქცია ევროპის მოედანზე ბათუმში

დღეს, 28 ივლისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, დაანონსებული აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმა“. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – რუსთავიდან, ვანიდან, ქუთაისიდან, ხაშურიდან ჩამოსულებიც ესწრებოდნენ. „არა ოცნებას“, „არა ნაციონალურ მოძრაობას“ „უნდა დავიწყოთ დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან“ -ასეთი იყო აქციაზე გაჟღერებული მთავარი მესიჯები. „ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი მოსკოვთან, უნდა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან, როდემდე უნდა ვიყოთ …

რატომ დაუჭირა მხარი აჭარის დეპუტაციამ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას ენმ-ის რეჟიმად გამოცხადებაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც. თუმცა, საბოლოოდ, რეზოლუციამ საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. 45 მომხრე, 16 – წინააღმდეგი. ეს შედეგი დაფიქსირდა 21 თებერვალს, რეზოლუციის პროექტის კენჭისყრის დროს. რეზოლუციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“. რეზოლუციას პარლამენტის აჭარის დეპუტაციის ერთმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი. …

შუახევში „პატრიოტთა ალიანსის“ ათმა წევრმა პარტია დატოვა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა  შუახევიდან, ბეგლარ ფუტკარაძემ, დღეს, 23 ნოემბერს, ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან და პარტიის კიდევ ათმა წევრმა პარტია დატოვეს. ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ყოფილი წევრები აპროტესტებენ პარტიის პრორუსულ კურსს და მმართველ პარტიასთან ალიანსს. „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრები გაერთიანებულ ოპოზიციას უერთდებიან. „შექმნილმა ვითარებამ, პარტიის არასწორმა ქმედებებმა, მათ შორის პრორუსულმა პოლიტიკამ, იმან, …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ  19 ხმით აირჩია.  მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა …

ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები

„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს  წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული,  ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე.  საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის  …

გამოვათავისუფლებთ თანხებს პერსონალის შემცირებით – ხელვაჩაურში „პატრიოტთა ალიანსის“ პირველი ნომერი

„პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ლორთქიფანიძეა. ამ პარტიამდე იგი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და რამდენიმე თვით ხელვაჩაურის გამგებელიც. ლევან ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ღირებულებებით „პატრიოტთა ალიანსი“ მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. ბატონო ლევან, თქვენ იყავით ხელვაჩაურის გამგებელი 2013 წელს, რაც თქვენი დაპატიმრებით დასრულდა. ამის გამო დატოვეთ „ქართული ოცნება“? ჩემი დაკავება იყო მხოლოდ პოლიტიკური და …

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი: თანხების ამბავს ნუ მეკითხებით, არ მაქვს ჯერ დაანგარიშებული

„მერობა არაა პოლიტიკური თანამდებობა. რომც იყო, იმდენი რამე გვაქვს გამოვლილი, პოლიტიკოსი ვართ ყველა,“ – გვითხრა მალხაზ მხეიძემ. მას ვკითხეთ, შეუშლიდა თუ არა ხელს პოლიტიკური გამოცდილების არქონა. მალხაზ მხეიძე „პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. დაპირებები ბევრი აქვს, ფინანსური გათვლები – არა. ამბობს, რომ როცა მერი გახდება, შემდეგ მოიწვევს სპეციალისტებს და ყველაფერ დაიანგარიშებს. თუ თანხა არ ეყოფა, …

„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე

რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი  ამბობს, რომ  27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი? „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. …

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა

„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის …

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, ტრადიციულად, ანტითურქული იყო. აქციის მონაწილეთა სიმცირეც დავით თარხან-მოურავმა თურქეთს დაუკავშირა. „ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა“, – აღნიშნა მან. „ბათუმელები“ აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა და ჰკითხა, რის გამო უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. აქციაზე შეკრებილმა …

თარხან-მოურავი: ბათუმელებმა დაინახეს, რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა

„სად არიან ბათუმელები? სად არიან? ამ ბათუმელებმაც დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა. აი, ეს არის ტრაგედია და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს იმდენ ხალხს ვერ ვხედავ, რამდენიც მინდა“, –  განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს, 24 სექტემბერს, ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბათუმში, ევროპის მოედანზე. დავით თარხან-მოურავმა თავის გამოსვლაში აქციაზე დამსწრეთა …

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის საარჩევნო სია უკვე დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრის, ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეთია: არჩილ მამულაძე – იგი აქამდე ადვოკატად მუშაობდა. პარტიული სიის გარდა, არის ბათუმის მე-10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ელგუჯა პაიჭაძე – პარტიის წევრია, ასევე არის მე-7 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ფრიდონ ბრეგვაძე – ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაურ გაბაიძე …

რა მოატყუა თარხან-მოურავმა ამომრჩეველს ქობულეთში

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ქობულეთში საარჩევნო სუბიექტების წარდგენის დროს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევს აფხაზებსა და ოსებს „საქართველოში შემოვიდნენ“. „მიშა სააკაშვილმა ჩააბარა ტერიტორიები და მერე კანონი მიიღო, რომ ჩვენს შორის (იგულისხმება აფხაზები და ქართველები) ურთიერთობა არ იყოს. 70 ათასი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში. …

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატები ბათუმსა და ქობულეთში

„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ბათუმში თენგიზ თავდგირიძე იქნება. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია. „პატრიოტთა ალიანსმა“ დღეს, 10 სექტემბერს, ქობულეთშიც წარუდგინა ამომრჩევლებს მერობის კანდიდატი. „ალიანსის“ სახელით ქობულეთის მერობისთვის მერაბ ბლადაძე იბრძოლებს.    

უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატი

ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს მილიონერი დეპუტატია. ის კანონმდებელია გასული წლის 27 დეკემბრიდან, თუმცა სავარძელი დღეს, 7 მარტს პირველად მოირგო, საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს. ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. უმაღლეს საბჭოში მან ამ პარტიის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარაში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო და დეპუტატობაზე უარი თქვა. სიის მეორე ნომერი ზაზა ოქუაშვილი იყო. შესაბამისად, …

მანდატების გადანაწილების წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტში მანდატების გადანაწილების წესის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს. გადაწყვეტილება საქმის არსებითად განხილვის შესახებ სასამართლომ ახლახანს მიიღო. სარჩელის ავტორი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, რომელიც საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლს ასაჩივრებს, რითაც პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესია განსაზღვრული. დღევანდელ სხდომაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. …

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი: მე არ ვარ წინააღმდეგი თურქეთთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა

რუსუდანი სიხარულიძე არის „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი კანდიდატი საქართველოს პარლამენტში. ის კენჭს ბათუმის 69-ე უბანზე იყრის. პროფესიით ტანმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე არის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ქალბატონო რუსუდან, სპორტიდან პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ? მე ადრე  – 1996-2003 წლებშიც …

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

„ყველაფერს შეიძლება დაარქვა ადამიანმა, რომ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, მაგრამ ამომრჩეველი არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ გვითხრან ისეთი რამე, რომელიც ქვეყნის მომავალს დააზიანებს,“ – ასე აფასებს ლევან ცუცქირიძე, „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი, „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ წინასაარჩევნო გზავნილს – თურქეთი ოკუპანტია. ამ პოლიტიკური ძალის პირველი ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლოზუნგიც ეს იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკური …

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში

დღეს 1 ოქტომბერს ბათუმში ევროპის მოედანზე, „პატრიოტთა ალიანსის“  წინასაარჩევნო აქცია გაიმართა. ბათუმში იმყოფებიან პარტიის ლიდერები  დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი, ასევე მათი მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმში.  პარტიის ლიდერები აქციაზე აცხადებდნენ, რომ „ამდენი ბათუმელი არავის, არასდროს არ შეუკრებია ამ მოედანზე“. თუმცა,  საკუთარი მხარდამჭერები თითქმის ყველა რეგიონიდან სპეციალურად ამ აქციაზე დასასწრებად ჩამოიყვანეს. მათ შორის  გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ჭიათურიდან, გორიდან. …

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი: მე ძალიან არ მიყვარს სიტყვა ოკუპანტი

ია მესხიძე ქობულეთის 71-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატია „პატრიოტთა ალიანსიდან“. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პოლიტიკაში მოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, რომ მის ხედვებს ეს პოლიტიკური ძალა აჟღერებდა. ის სრულად იზიარებს დავით-თარხან მოურავის თურქოფობიურ პათოსს… ია მესხიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ქალბატონო ია, რის გამო გადაწყვიტეთ გამხდარიყავით …

დეპუტატობის კანდიდატი პატრიოტთა ალიანსიდან: ბათუმში მეჩეთი უნდა აშენდეს

მადონა ბოლქვაძე-სოლომონიძე მაღალმთიან აჭარაში, 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია საქართველოს პარლამენტში. ის დეპუტატობის კანდიდატად პარტია „პატრიოტთა ალიანსმა“ დაასახელა. ქალბატონო მადონა, თქვენ ერთ-ერთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ხართ საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიდან. რატომ დაგასახელათ პარტიამ კანდიდატად და როგორ მოხვდით ამ პარტიაში? მინდოდა იმ პარტიაში შევსულიყავი, რომელშიც ჩემი აზრები იქნებოდა გათვალისწინებული. ამ პარტიის გეგმები, იდეები წავიკითხე, მომეწონა, პარტიამ შემომთავაზა …

მაჟორიტარი კანდიდატი: ხალხთა მეგობრობა არ არსებობს

მაჟორიტარი კანდიდატების უმეტესობა, როგორც საჯარო სივრცეში ამომრჩეველთან საუბრისას, ასევე ჟურნალისტის კითხვებზე პასუხებისას უმეტესწილად ჯერ იმაზე იწყებს საუბარს, რა ვერ გააკეთა „ოცნების“ ხელისუფლებამ. მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან თემაზე – „რას გავაკეთებთ ჩვენ“. ამ კანდიდატებს შორისაა პაატა ცივაძეც, რომელიც დისკრიმინაციულ ლექსიკას და სიძულვილის ენას იყენებს. ის ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად „პაატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა. თქვენს ოლქში, იმ …

აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეობა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს

პოლიტიკური პარტია „მურმან დუმბაძე-მედეა ვასაძე, ემსახურე საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, მედეა ვასაძემ დღეს, 19 სექტემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის მეორე ნომერი, ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, არ არის საქართველოს მოქალაქე. „18 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში  დიდი ბრიტანეთის სიყვარულთან ერთად აღიარებს მის მოქალაქეობასაც. კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს პარლამენტისა და …

Exit mobile version