განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამ მობილურ ოპერატორს – „მაგთიკომს“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაშიც შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით სარგებლობას შეძლებენ. სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტპროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტპაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. …
Tag Archives: ონლაინ გაკვეთილები
აჭარაში 7 200 ბავშვს შესაძლოა ინტერნეტის ინდივიდუალური პაკეტი შეუძინონ
აჭარაში 7 200-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას, შესაძლოა ინდივიდუალური ინტერნეტპაკეტი შეუძინონ. ამის შესახებ ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტმა ნათია ჯოხაძემ აღნიშნა ონლაინდისკუსიის დროს, რომელსაც განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამ მიმართულებით თანხის გამოყოფას იუნისეფი აპირებს, თუმცა რამდენლარიანი პაკეტის შეძენა მოხერხდება თითოეული ბავშვისთვის, დეტალები ჯერ …
Continue reading “აჭარაში 7 200 ბავშვს შესაძლოა ინტერნეტის ინდივიდუალური პაკეტი შეუძინონ”
ევრო 2000-ის გერმანული ენის კათედრის ონლაინგამოცდის წარმატებული მაგალითი
პანდემიით განპირობებულმა ონლაინსწავლებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. გაჩნდა მოთხოვნა, შეგვექმნა ახალი რესურსები, შეგვემუშავებინა ახალი მეთოდები გაკვეთილის პროდუქტიულად და შედეგზე ორიენტირებულად წარმართვისთვის, რათა მიგვეღწია იმავე შედეგისთვის, რასაც ვაღწევთ საკლასო ოთახის პირობებში, კერძოდ, ენის ოთხივე კომპეტენციის (კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი) საკომუნიკაციო დონეზე განვითარება და მოსწავლეთა მიზანმიმართული ინტენსიური მომზადება გერმანული ენის დიპლომის (DSD I (B1) და DSD …
Continue reading “ევრო 2000-ის გერმანული ენის კათედრის ონლაინგამოცდის წარმატებული მაგალითი”
შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე
„ამას რა ისწავლის?“, „საერთოდ არ მესმის“, „რა ენაზე წერია?“, „რაში მჭირდება ეს ყველაფერი“ – ეს მცირე ჩამონათვალია მოსწავლეების იმ ფრაზებიდან, რომელთაც ისინი ჰაგიოგრაფიასთან ან სხვა ძველ ტექსტებთან პირველი შეხების დროს წარმოთქვამენ. როგორ ახერხებენ პედაგოგები ონლაინსწავლების ფორმატში შეძლონ და დააინტერესონ მოსწავლეები მათთვის მიუჩვეველი ენობრივი ნორმებით, დააწყებინონ ფიქრი და მსჯელობა,მაგალითად, „შუშანიკზე“, „აბოზე“, ვარსქენზე“ თუ სხვა გმირებზე და …
Continue reading “შუშანიკის სწავლება სტატუსებად – მასწავლებლის ექსპერიმენტი ონლაინგაკვეთილზე “
ცნობილი კინორეჟისორები მოსწავლეებს ონლაინლექციებს ჩაუტარებენ
29 ოქტომბრიდან დისტანციური განათლების ფარგლებში ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები კინოს შესახებ მოისმენენ გაკვეთილებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. „პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ექნება, დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, …
Continue reading “ცნობილი კინორეჟისორები მოსწავლეებს ონლაინლექციებს ჩაუტარებენ”
ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“
თუ აქამდე მასწავლებელს შეეძლო TEAMS-ში შეექმნა კლასი და ონლაინგაკვეთილის მოდერატორიც მხოლოდ თვითონ ყოფილიყო, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა. მასწავლებლებისთვის ონლაინკლასები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შექმნა და კლასში შემოსვლის უფლებასაც ის ანიჭებს პირს. რატომ გახდა საჭირო სამინისტროს ჩარევა და რა შეიცვალა ტექნიკურად ონლაინგაკვეთილებზე? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენერს, თამარ ლოსაბერიძეს ესაუბრა. ის ამავე დროს თბილისის …
Continue reading “ვინ და რატომ აწარმოებს ონლაინგაკვეთილების „უხილავ მონიტორინგს“”
იზრდება ბავშვების რაოდენობა, ვინც განათლებას ვერ იღებს – რატომ ვერ ხედავს სისტემა მათ
ბავშვები, რომლებიც არავის ახსოვს საქართველოში – ასე აფასებს ერთ-ერთი ბათუმელი პედაგოგი თავისი ღარიბი მოსწავლეების მდგომარეობას. ის დაწყებითის მასწავლებელია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწავლა ონლაინში ყველა მოსწავლეს დაეწყო, მაგრამ მის გაკვეთილებს 10 ან 12 ბავშვი თუ ესწრება. უმრავლესობას არავითარი პირობა არ აქვს იმისთვის, რომ გაკვეთილებს დაესწრონ. ამ ბავშვების საგანგებოდ მოძებნა სულაც არ არის საჭირო. ისინი ყველა …
როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე
ანდრია 6 წლისაა და 15 სექტემბერს სკოლაში უნდა წასულიყო. სწავლა დაიწყო, თუმცა ანდრიას „ონლაინსკოლაში“ მოუწია პირველი გაკვეთილის მოსმენა, ონლაინში შეხვდა მის პირველ მასწავლებელსაც. ანდრიამ ჯერ არ იცის, როგორი ფერისაა მისი სკოლა, რამდენი თანაკლასელი ჰყავს, რადგან ონლაინგაკვეთილზე ისინი ვერ დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ გაკვეთილზე სახლში უნდა ყოფილიყო, ანდრია მაინც დილით ადრე ადგა. ამბობს, რომ ცოტა …
Continue reading “როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე”
რისთვის აგროვებს ლადო აფხაზავა ფულს
ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა თავის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ფულს აგროვებს. ამაში მას სხვადასხვა ორგანიზაცია და კერძო თუ იურიდიული პირებიც ეხმარებიან. ლადოს ძალისხმევით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 430 მოსწავლეს უკვე აქვს ინტერნეტი. რატომ ცდილობს პედაგოგი ინტერნეტის ფული მოიძიოს თავისი და სხვა სკოლის მოსწავლეებისთვის, მაშინ, როცა განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ვისაც ინტერნეტი არ აქვს, შეუძლია ტელესკოლას უყუროს? „ტელესკოლა …
როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი
როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი და რამდენად თავისუფალია სკოლა ან მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრისას. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერს, ქეთი პაპავას ესაუბრა. ქეთი, როგორ ფიქრობთ, ონლაინსწავლების შემდეგ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე საბოლოოდ და თუ გაქვთ სკოლებში ნაფიქრი, რა უნდა იყოს შეფასების …
Continue reading “როგორ უნდა დაიწეროს მოსწავლის წლიური ან სემესტრული ნიშანი – მასწავლებელი”
როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ონლაინგაკვეთილები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახდა ქართული სკოლებისთვის. მიუხედავად გამოცდილების ნაკლებობისა, მასწავლებლების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვადასხვა სახის სირთულის მიუხედავად, ონლაისწავლებას ალღო აუღო, მაგრამ როგორ უტარდებათ ონლაინგაკვეთილები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ორ სპეცმასწავლებელს ესაუბრა. ლალი ჯაფარიძე ბათუმის მე-4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლებში ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე [სსმ] …
Continue reading “როგორ ტარდება ონლაინგაკვეთილები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის”
რა საფრთხეებს შეიცავს Zoom-ი და წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა, განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაცია მისცა, სასწავლო პროცესი გაგრძელებულიყო დისტანციურად. მასწავლებლების დიდი ნაწილი ონლაიპლატფორმა Zoom-ში ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, პროგრამის მომხმარებელთა რაოდენობა 2020 წლის 14 მარტისთვის 67 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა SpaceX-ში უარი თქვეს Zoom-ის გამოყენებაზე, უსაფრთხოების ზომების გამო. მანამდე კი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ბოსტონის ოფისმა …
Continue reading “რა საფრთხეებს შეიცავს Zoom-ი და წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ”
სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ქართული პლატფორმის გამოყენება შეუძლიათ – სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინსწავლებისთვის კიდევ ერთ ალტერნატიულ პლატფორმაზე – Feedc Edu-ზე ექნებათ წვდომა. პლატფორმა ქართულენოვანია. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. „მისი გამოყენება მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, …
Continue reading “სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ქართული პლატფორმის გამოყენება შეუძლიათ – სამინისტრო”
„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი
„რომ შევადაროთ, Microsoft TEAMS-ი, ეს არის სპორტული ავტომობილი და როგორ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ტარება არ იცის, პირდაპირ დავსვათ ლამბორგინის საჭესთან“ – ამბობს მირანდა ლომიძე, საერთაშორისო ტრენერი უცხო ენების სწავლების დარგში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, Quizlet ambassador community-ისა და IFprof-ის [საფრანგეთი, Francophonia] წარმომადგენელი და ფასილიტატორი საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ბათუმელები“ სპეციალისტს იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომლის …
Continue reading “„სკოლა ჩამორჩა მოსწავლეს“ – რატომ გახდნენ მასწავლებლები ბულინგის მსხვერპლი”
სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებს ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვაში, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები დაეხმარებიან. „მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინრეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე. საჯარო სკოლამ, რომელიც სურვილსა და მზაობას გამოთქვამს დახმარება გაეწიოს დისტანციური სწავლების პროგრამის განხორციელებაში, უნდა დაიხმაროს ის თანამშრომლები ან მაღალი კლასის მოსწავლეებიც, რომლებიც კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და დისტანციურად …
Continue reading “სკოლებს ონლაინსისტემების გამართვაში მოხალისეები დაეხმარებიან – სამინისტრო”
მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო
განათლების სამინისტრო ინფორმაციით, კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამების მიწოდება დაიწყება სატელევიზიო და ონლაინ პლატფორმებით. „პროექტზე რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ და დღეს უკვე პროექტი წარმოებაში ჩაეშვა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე წყაროს ცნობით, პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა – მეორე არხი, …
Continue reading “მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები ტელევიზიითაც მიეწოდებათ – სამინისტრო”
როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას
„იყო შემოთავაზება, რომ დავალებები ფურცლებზე ამოგვებეჭდა და ისე გაგვეგზავნა მოსწავლეებისთვის, თუმცა ამასაც ხომ მიმტანი სჭირდება?“ – გვეუბნება სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი, ილია ბოლქვაძე. აქ, სამინისტროს ახალი რეკომენდაციით, სასწავლო პროცესის ინლაინსივრცეში გადატანას ცდილობენ, თუმცა სკოლას ჯერ არც გამოცდილება ჰყოფნის და არც ინტერნეტის სიჩქარე უწყობს ხელს. „ბათუმელებმა“ შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი საჯარო სკოლა, …
Continue reading “როგორ ცდილობს 3 სოფლის სკოლა ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას”
როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. განათლების სამინისტრომ სკოლებს სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში გადატანის რეკომენდაცია მისცა, თუმცა ზოგიერთი პედაგოგი ონლაინგაკვეთილების ჩასატარებლად მზად არ არის. რა გამოწვევების წინაშე არიან სკოლები და ვინ როგორ ატარებს ონლაინგაკვეთილს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგებს ესაუბრა. მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და …
Continue reading “როგორ ატარებენ ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ონლაინგაკვეთილებს”
როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ახალაია, „ბათუმელებთან“ პირად და სკოლის გამოცდილებაზე საუბრობს – როგორი უნდა იყოს ონლაინგაკვეთილი და რატომ არის აუცილებელი საკუთარ მოსწავლეებთან თანამშრომლობა. ქალბატონო მაია, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ონლაინგაკვეთილი შედგეს და იყოს საინტერესო მოსწავლისთვის. როგორია თქვენი გამოცდილება ამ მხრივ? ონლაინგაკვეთილი რომ ჩატარდეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტი. ჩვენ …
Continue reading “როგორ ჩავატაროთ საინტერესო ონლაინგაკვეთილი – პედაგოგი საკუთარ გამოცდილებაზე”
სკოლა ევრო – 2000 16 მარტიდან ონლაინსწავლებაზე გადადის
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო! როგორც იცით, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 მარტის N29/ნ ბრძანებით, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი რამ და ბუნებრივია, შეეხო განათლების სფეროსაც. შექმნილ ვითარებაში სკოლა ევრო – 2000 -ის ადმინისტრაციამ …
Continue reading “სკოლა ევრო – 2000 16 მარტიდან ონლაინსწავლებაზე გადადის”
როგორ უნდა ასწავლონ პედაგოგებმა ონლაინ – პროფესიული განვითარების ცენტრის შეთავაზება
რას სთავაზობს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რა გამოცდილება არსებობს და რამდენად რეალურია არსებული პროგრამების ყველა სკოლაში დანერგვა? ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი, მარიკა სიხარულიძე საუბრობს. ქალბატონო მარიკა, COVID-19-ის პანდემიამ გვაჩვენა, რომ საჯარო სკოლებს არ აქვს კრიტიკულ ვითარებაში მუშაობის გამოცდილება. დღეს ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება …