რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

„სასამართლოს შეუძლია მიუთითოს მთავრობას, რომ გამოუშვან მზია ამაღლობელი… ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი ქმედება ჩადენილი საერთოდ არ არის, რაც პირდაპირ გამორიცხავს პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პატიმრობის საფუძველი გახდა სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულება,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. მას მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ: რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს ევროსასამართლოში? …

უცხოური დახმარების გარეშე ჩემი ოჯახი ვერ შეძლებდა გადარჩენას – ევროსასამრთლოს ექსმოსამართლე

„ევროპის ყველაზე დიდი სიკეთე არის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა,“ – ამბობს ნონა წოწორია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. რატომ ვირჩევთ ევროპას, რატომ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რას მოუტანს ეს საქართველოს“, – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ყოფილ მოსამართლეს. რატომ გვინდა ევროპაში? ევროპაში გვინდა იმიტომ, რომ იყოს მშვიდობა. ევროპა არის კონტინენტი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ …

ტყუილია, რომ ევროპაშიც მიიღეს ეს კანონი – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე

„რუსული კანონის მიღება იქნება ცალსახად დიდი კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის,“ – მიიჩნევს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია. მას რუსულ კანონზე ვესაუბრეთ. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ტყუილზე, თითქოს მსგავსი კანონი ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. „რუსული კანონის მიღებით ჩვენს მომავალზე ვამბობთ უარს,“ – მკაფიოა ნონა წოწორიას პოზიცია. სტრასბურგის …

მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე

„სადაც კლანური სასამართლოა, იქ ელიტები ძალიან მარტივად ახერხებენ თავიანთი საქმეების დალაგებას, დამოუკიდებელი სასამართლო უფრო მეტად არის გლეხის პრობლემა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ადამიანი, ვისაც უნდა ენდობოდეს მოსამართლის სახით, იმას ვერ ენდობა,“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ამ საკითხს გვისახელებს ერთ-ერთ გამოწვევად ევროკომისიისგან ახალი დათქმების შესრულების პროცესში: რამდენად კატეგორიულად მოითხოვს საზოგადოება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სასამართლოს? …

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“? მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“. ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება, …

სააკაშვილის საქმე სტრასბურგმა შეიძლება 1-2 დღეში განიხილოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„მსგავს საქმეებზე კონკრეტული ვადები არ არის, მაგრამ 1-2 დღის საკითხია,“ – ამბობს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც ვკითხეთ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს სტრასბურგის სასამართლოს „სააკაშვილის საქმის“ განსახილველად. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს რუსი ოპოზიციონერი, [ალექსეი] ნავალნი …

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია“ – სტრასბურგის ექსმოსამართლე „უკრაინის საქმეზე“ მუშაობს

„ეს კარგად დოკუმენტირებული ომია,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის წევრად შეარჩიეს. ეს ჯგუფი უკრაინის პროკურატურას უნდა დაეხმაროს, ომის დანაშაულისთვის რუსეთს პასუხი რომ აგებინოს. ნონა წოწორია ამბობს, რომ საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, რადგან სამხედრო საიდუმლოებაა. რამდენად მოხერხდება რუსეთის დასჯა სამართლებრივად და რას გააკეთებს …

სააკაშვილის მიზანმიმართულ სიკვდილს ცდილობენ – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე

„ისინი უშვებენ მიხეილ სააკაშვილის ფატალური შედეგის დადგომის შესაძლებლობას და გათვლილი აქვთ ამ შედეგის პლიუს-მინუსები, ჩათვლილი აქვთ, რომ ეს მათთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნება,“ – ამბობს ნონა წოწორია, ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. მისი შეფასებით, ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლება სამომავლოდ აუცილებლად წააგებს დავას „სააკაშვილის საქმეზე“, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს განცდა აქვს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის „დღევანდელი პოლიტიკური ამოცანა გაცილებით უფრო …

ჰააგაში რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა თავისი ჟურნალისტებით გასამართლდეს – ინტერვიუ

შესაძლოა რუსეთის ხელმძღვანელობა გასამართლდეს თავისი ჟურნალისტებით – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექს-მოსამართლესთან „წარმოიდგინეთ, რუსეთის მთელი ხელმძღვანელობა თავისი ჟურნალისტებით, რომლებიც ომის აგრესიას პროპაგანდით უჭერენ მხარს, ისინიც შესაძლოა გასამართლდნენ…“ – ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია არ გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ჟურნალისტებიც გაასამართლონ, რომლებიც ომის პროპაგანდას ქმნიან. რუსეთი არ აღიარებს და, შესაბამისად, კრემლი არც …

რა იცვლება მუსლიმებისთვის – სტრასბურგის ექსმოსამართლის განმარტება მოხეს მეჩეთის საქმეზე

„ბუნებრივია, თოფს ვერ დაიჭერს ხელში, მაგრამ შესაძლოა მუდმივად ხელისუფლების თავზე ეკიდოს ეს საქმეები,“ – გვიპასუხა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნონა წოწორიამ, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად უნდა ელოდეს მუსლიმი თემი ვითარების შეცვლას მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ „მოხეს საქმე“ ევროსასამართლოში წააგო. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტებით, სამართლებრივად გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა დაიწყება, თუმცა ხელისუფლების ნების გარეშე ფუნდამენტურად ვერაფერი შეიცვლება. ნონა …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლის განმარტება – სააკაშვილის საქმე სტრასბურგში

„სამოქალაქო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა,“ – წერს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია. გუშინ, 10 ნოემბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ფეისბუქგვერდზე წერს, რომ …

„სახელმწიფოს დაევალება გამოძიება“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სერჟანტ შავაძის საქმეზე

ევროსასამართლომ ბათუმში, 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჭრილში სათავისოდ გამოყენება გუშინვე სცადა ხელისუფლებამ – ხელისუფლების მთავარი აქცენტი იყო ის, რომ სერჟანტი წინა ხელისუფლების დროს მოკლეს. ხელისუფლებამ გვერდი აუარა სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ეფექტურ გამოძიების პრობლემაზეა საუბარი და რის გამოც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება – როინ …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე აქციის დაშლაზე: მოსამართლეები უკანონობის სახედ იქცნენ

„ეს ყველაფერი ნდობას უკარგავს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არის ხელისუფლების ამოცანა,“ – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს ნონა წოწორიამ. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო, ამჟამად კი, ისევ სტრასბურგში დამოუკიდებელ ექსპერტად მუშაობს. ნონა წოწორიას ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ქართული სასამართლოების მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვესაუბრეთ, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქართულ სასამართლოში არსებულ კლანზე

რას აჩვენებს ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების კლება? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელიც ნონა წოწორიას დავუსვით. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო. ამ პერიოდში რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ. სტრასბურგის სასამართლოს მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ქართველი მოსამართლეები, რომლებმაც სადავო გადაწყვეტილებები მიიღეს, უვადოდ გაამწესეს და ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაც …

სამსახურიდან გაუშვეს პოლიციელები, რომლებმაც სტრასბურგის მოსამართლის ძმის სახლი გაჩხრიკეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სამსახურიდან გაუშვეს ის პოლიციელები, რომლებმაც გასულ წელს ოთარ წოწორიას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მათ შორის ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსი რუსლან იოსელიანი. ჩვენივე ინფორმაციით, გათავისუფლებული პოლიციელებიდან რამდენიმემ ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილეობდა, „ბათუმელები“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, როგორც გათავისუფლების მიზეზებზე, ასევე იმაზე, ნამდვილად მიმართა თუ …

Exit mobile version