„წაგვართვეს ჰექტრობით მიწა, ხეხილის ბაღები“ – მოსახლეობის პროტესტი სოფელ მახოში

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში მცხოვრები ადამიანები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში მათი წინაპრები ამუშავებდნენ, სახელმწიფომ დაისაკუთრა. „წაგვართვეს ჰექტრობით ხეხილის ბაღები“, – გვეუბნებიან სოფლის მცხოვრებლები. მიწის საკუთრების აღიარების პრობლემა ამ სოფელში სულ ცოტა 17 ოჯახს მაინც აქვს. ჩვენ დღეს, 30 ივლისს, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ. მაგალითად, გენო მსხალაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ მის საკუთრებაში დაარეგისტრირა ის მიწაც …

გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც. ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული …

როდის დაბრუნდებიან ქობულეთის სოფლებში მიწის ამზომველები

„წავიდნენ სოფლიდან ამზომველები ისე, რომ ჩემთან არ მოსულან,“ – ამბობს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მოქალაქე. ადამიანები სხვადასხვა სოფლიდან გვიყვებიან, რომ საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მათ სოფლებში მუშაობა უკვე დაასრულეს, ყველა მიწის ნაკვეთი კი, რაზეც განცხადება დაწერილია, არ შეუსწავლიათ. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ სისტემური რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს განცხადებით 2023 წელს მიმართეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში …

მახუნცეთში მიწის უფასოდ აზომვის შედეგები გამოქვეყნდა – რეესტრი

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, გამოქვეყნდა ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები. მახუნცეთში აზომვითი სამუშაოები მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ჩატარდა. „ქედის მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ 2024 …

მიწის უფასო რეგისტრაცია ხელვაჩაურში იანვრიდან, შუახევში კი, ივნისიდან დაიწყება – რეესტრი

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის ფარგლებში „მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში – 2024 წლის ივნისიდან არის დაგეგმილი“. ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დღეს, 8 დეკემბერს მოგვაწოდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის არცერთ სოფელსა თუ თემში მიწის უფასოდ აზომვა არ დაწყებულა იმ გეგმა-გრაფიკით მითითებულ პერიოდში, რაც საჯარო …

რამდენ ჰექტარს დახნავს მთავრობა აჭარაში – მიწის დასამუშავებლად 1,2 მილიონია გამოყოფილი

აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა. სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს. ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – …

რომელ სოფლებში დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია აჭარაში 2023 წელს – განახლებული გრაფიკი

აჭარის სოფლებში მიწის სისტემური, ანუ უფასო რეგისტრაცია, 2023 წელს 40-ზე მეტ თემში და მათში შემავალ სოფლებში დაიწყება. მიწის უფასო რეგისტრაცია სახელმწიფომ 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელში უნდა დასრულდეს. უფასო რეგისტრაცია არ ეხება თვითმმართველ ქალაქებს, მათ შორის ბათუმს. საჯარო რეესტრმა ადრინდელი გეგმა-გრაფიკი შეცვალა, შესაბამისად, აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასო რეგისტრაცია 2023 წელს უნდა დაიწყოს: …

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეწყვიტა აუქციონი, სადაც ერთ ლოტად ყიდდა ორ ნაკვეთს. აქედან ერთი – 5 859 კვადრატული მეტრი ფართობი – უშუალოდ პლაჟთანაა და ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარი იყო. სამინისტრომ აუქციონი ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო. რატომ აღარ ყიდის ამ …

მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, …

„მამაპაპისეული მიწის რეგისტრაციისთვის გვიჭერენ“ – 6 ოჯახი კურორტ საირმეს მეზობლად

„მიჭერენ იმის გამო, რომ ჩემი მამაპაპისეული მიწა საჯარო რეესტრმა დამიკანონა. თუ არ მეკუთვნოდა და ჩემი არ იყო, რატომ დამირეგისტრირა მაშინ რეესტრმა?“ – კითხულობს ბაღდათში მცხოვრები ციური ფიფია. მას გასულ კვირას ჩააბარა პროკურატურამ დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ციური ფიფიას ბრალად ედება „თაღლითობის ჩადენა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“. ციური ფიფიას გარდა, პროკურატურა თაღლითობას ბაღდათში, კურორტ საირმესთან ახლოს …

აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც

აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი]. პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ …

ბათუმის მერია ყიდის მიწას, რომელიც სხვა ნაკვეთთან მისასვლელს კეტავს

26 იანვარს დასრულდება ელექტრონული აუქციონი, რომელზეც ბათუმის მერიას გასაყიდად 1 134 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს გამოტანილი. 1 კვ.მ-ის გასაყიდი საწყისი ფასი 677 ლარია. მთლიანი ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი კი – 767 718 ლარი. საგარანტიო თანხა/ბე – 383 859 ლარი. ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში იზღუდება მომიჯნავედ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი, ამიტომ, ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მყიდველი …

აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – მინისტრის ბრძანება

უფასო რეგისტრაციას მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის წესი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის აზომვიდან, ნაკვეთის რეგისტრაციის ჩათვლით საჭირო ყველა სამუშაოს სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, უკვე განისაზღვრა ის გეოგრაფიული არეალები [59 მუნიციპალიტეტი], სადაც სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლებში უნდა განხორციელდეს. ამ ჩამონათვალშია ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც. „ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა …

საპატრიარქოს ტყეები 2021 წლამდე არსებულ ეკლესიებთან გადაეცემა – ცვლილება კანონში

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შესაძლოა გადაეცეს ტყეები, რომლებიც 2021 წლამდე არსებული ეკლესია-მონასტრების მიმდებარედაა – ასეთი ჩანაწერი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ორი დღის წინ, 24 დეკემბერს გაჩნდა. პარლამენტმა შესაბამისი კანონი 2021 წლის 15 დეკემბერს მიიღო. ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი 2020 წელს დაიწყო და პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებიც იმავე წელს დაამტკიცა. ცვლილება, ცალკეულ ეკლესია-მონასტერთან, თითოეულ შემთხვევაში, არაუმეტეს …

რა შემთხვევაში გადადის კერძო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში – ახალი წესი

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი დაამტკიცა. ახალი წესი ძირითადად ეხება იმ სასოფლო მიწას, რომლის მესაკუთრე კომპანიის პარტნიორი უცხოელია და ეს მესაკუთრე ვერ ასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მიწის ნაკვეთი საქართველოში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის საკუთრებაშია, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია ან …

„4 წლის გადასახადი ერთად მომივიდა“ – ვის ეხება მიწის გადასახადი და რამდენია ჯარიმა 

მიწის მესაკუთრე კანონით ვალდებულია ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე წარადგინოს დეკლარაცია შემოსავლების სამსახურში და გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი. მიწის გადასახადის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კი, პირს ყოველთვიურად დაერიცხება საურავი – გადასახდელი თანხის 1,5%-ის ოდენობით. ფიზიკურ პირს შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია, თუ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს და არ ეკუთვნის გადასახადის გადახდა; ან საგადასახადოს მიერ უკვე დარიცხულია მასზე …

როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია, რაზეც მთავრობამ შარშან განაცხადა

საქართველოს მთავრობამ გასული წლის მაისში განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავდა. დაიწყება თუ არა მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია აჭარაში 2021 წელს, ამ დრომდე უცნობია. „ზუსტდება ის არეალები, სადაც წელს სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. ამიტომ, კონკრეტული რეგიონები ჯერ არ ვიცით“, – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროში. თითქმის იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ …

10 ჰექტარამდე სახნავ მიწას სახელმწიფო მოიჯარეს მიჰყიდის – ახალი პროგრამა

მოიჯარეებს, რომლებსაც 10 ჰექტარამდე სახნავი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული, მათივე განცხადების საფუძველზე, ამ ნაკვეთებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცემენ. სახნავი მიწის საბაზრო ფასს დამოუკიდებელი აუდიტორი/ექსპერტი დაადგენს. მოიჯარემ საპრივატიზებო თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 24 ივლისიდან ამოქმედდა და მას სახელმწიფო ქონების ეროვნული …

4 ეკლესიის მაგალითზე რომელ ტყეებს მიიღებს საპატრიარქო აჭარაში – კანონპროექტი

პარლამენტში ინიცირებული „ტყის კოდექსის“ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას [საპატრიარქოს] ექნება შესაძლებლობა ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ საკუთრებაში 20 ჰექტარი ტყე დაირეგისტრიროს. კანონპროექტს, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დღეს, 20 მაისს, დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იმის საილუსტრაციოდ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თუ რა ფართობის ტყის საკუთრებაში მიღება შეუძლია …

კარტოფილის მოყვანის უფლება მაინც მოგვცენ – ოჩხამურში მიწის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს, 12 მაისს, ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური მოთხოვნებით აქციას მართავს. სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, რომ ჩაის ყოფილი პლანტაციები, რომელიც ამ დროისთვის მოუვლელია, სარგებლობის უფლებით სოფლის მოსახლეობას გადაეცეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია რამდენიმე წელია იჯარით არის გაცემული, თუმცა, მათი თქმით, მოიჯარე მიწით არ სარგებლობს და ტერიტორია მოუვლელია. „ჩვენ ვითხოვთ, მოგვცენ უფლება გავასუფთავოთ, დავამუშავოთ პლანტაცია, რომ …

ყველაზე მეტი მიწა საპატრიარქოს ხელვაჩაურში გადასცეს – EMC

2019 წელს ყველაზე მეტი მიწა საპატრიარქოს, ქვეყნის მასშტაბით, ხელვაჩაურში გადასცეს. მონაცემებს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონმიტორინგის ცენტრი“ [EMC] ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ჯამში, გასულ წელს, საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტომ 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა. EMC-ის ინფორმაციით, ხელვაჩაურში ჯამში 60 613 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს საპატრიარქოს. „მთავრობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე, აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური …

კომპანიამ მთავრობისგან მიღებული მიწა ქართუ ბანკში ჩადო, აქ ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან

მწვანე კონცხის დასახლებაში 20 366 კვ/მ მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან გადაცემული ქონება ნამდვილად რომ ჩადებულია „ქართუ ბანკში“, დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. ბანკთან ხელშეკრულება კომპანიას 2017 წლის დეკემბერში გაუფორმებია. ამ მიწის ნაკვეთიდან …

მიწის კომისიის თავმჯდომარე გონიოში მიწების დაბრუნებაზე: პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება

„პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება, რა შუაშია არჩევნები,“ – ასე უპასუხა ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, დავით კოპინაძემ „ბათუმელების“ კითხვას – ხომ არ დაუბრუნეს 13 გონიოელს მიწა სპეციალურად არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე? „მიწის კომისიამ“ მოულოდნელად დღეს, 13 ოქტომბერს გამართა სხდომა და გონიოელებს უთხრა, რომ მათ 2010 წელს ჩამორთმეულ მიწებზე საკუთრებას აღუდგენდნენ. ბათუმის მერიის წინააღმდეგ …

„არაბული სოფელი“ არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით

„არაბული სოფლის გაშენებას ვერ დავადასტურებთ, რადგან სახლების აშენების ნებართვის მისაღებად ჯერ არავის მოუმართავს, მაგრამ ამას ვერც გაბედავენ, ვინაიდან სოფელი წინააღმდეგია და ეს ამბავი არაბებს ჩაეშლებათ. სოფელი რომ წინააღმდეგი არ წასულიყო, ალბათ, შემოიტანდნენ განაცხადს მშენებლობის ნებართვაზე“, – ამბობენ გარდაბანში. ამ მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში აქციები მაშინ დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვის კანონპროექტზე მუშაობა გაააქტიურა. …

Exit mobile version