ზურაბიშვილი: მზია ამაღლობელს ვერ დააშინებენ, ის ძალიან ძლიერია

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. როგორც ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის ორგანიზებულ დისკუსიაში Fire Side Chat განაცხადა, მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება მიმართავს სისხლის სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ კოდექსს, მოსახლეობის დაშინებაა. „[მზია ამაღლობელის] პატიმრობა სიგიჟეა. ეს შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული სახდელი. ისინი უმეტეს შემთხვევაში არ იყენებენ ადმინისტრაციულ …

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

21 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს. აპარატის ცნობით, იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობლის განთავსების პირობები. „[ლევან იოსელიანმა] ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ასევე, ისაუბრეს ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე …

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა

21 იანვარს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა # 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს. აპარატის ცნობით, იოსელიანმა შეამოწმა მზია ამაღლობელის განთავსების პირობები. „[ლევან იოსელიანმა] ჟურნალისტისგან პირადად მოისმინა დაკავებისა და პოლიციის მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები. ასევე, ისაუბრეს ბრალდების საქმესა და გამოყენებულ პატიმრობაზე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მზია ამაღლობელი დაკავების დღესვე …

რეზო კიკნაძემ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

პროევროპული აქციებისას დაკავებულმა რეზო კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით შიმშილობა. ინფორმაციას ამის შესახებ კიკნაძის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-10 დღეა შიმშილობს. „არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული …

„ბათუმელების“ ოპერატორი 8-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს – იგი დგებუაძის მითითებით დააკავეს

დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. გურამ მურვანიძე დააკავეს 12 იანვარს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას. მის საქმეში მოწმეები პოლიციელები იყვნენ, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ გურამ მურვანიძემ კანონი დაარღვია. მეტიც, გურამ მურვანიძემ სასამართლო პროცესზე ტყუილში ამხილა მოწმე პოლიციელი, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გაიზიარა პოლიციელის ჩვენება …

ეს არის ჟურნალისტების რუსული დევნის დასაწყისი – ეთერ თურაძე

დღეს, 20 იანვარს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა. ბრიფინგზე ისაუბრა „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც. „მე არ მახსოვს, რომ საქართველოში გვყოლოდეს ქალი პოლიტპატიმარი, შეიძლება მეშლება, მაგრამ …

მზია ამაღლობელის ბრალდება ატარებს დაშინებისა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამავე პრესკონფერენციაზე ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის …

მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო, ის ყველას მოუწოდებს, არ დანებდნენ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება”ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. “მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა და შეურაცხყოფილმა ქალმა ჟურნალისტმა, “ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის ყველას მოუწოდებს, არ დათმონ, არ დანებდნენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. მზია ამაღლობელი დღეს გავრცელებულ წერილში წერს, რომ მისი დაკავება რეპრესიული და ძალადობრივი …

თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. მისი თქმით, ქუთაისის სააპელაციო …

„არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ“ – მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს. დღეს, 20 იანვარს, ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, იღებს მხოლოდ წყალს და ეს მისი პროტესტის ფორმაა. მზია ამაღლობელმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: „ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, …

TV 25 – ის განცხადება მზია ამაღლობელის და მაუწყებლობის შეჩერების შესახებ

TV 25 – ის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ამავე განცხადებაში არხის ხელმძღვანელობა საზოგადოებას აცნობს, რომ არხს 20 დღეა მაუწყებლობა აქვს შეჩერებული. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ “TV 25” – ის  განცხადებას. „პირველ რიგში ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა …

მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება უკანონოა და გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა. „მოსამართლე ნინო სახელაშვილის განჩინება სრულიად მოკლებულია გონივრულობის, კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს, მეტიც ურთიერთწინააღმდეგობრივიც კი არის. მოსამართლე სახელაშვილის განჩინება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზსაც შეიცავს“ – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. …

იურისტი განმარტავს, რატომ არ არის სწორი მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა

იურისტი, მოძრაობა “ხმის” წევრი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რატომ არ არის სამართლებრივად სწორი, მზია ამაღლობლის სისხლისსამართლებრივი დევნა. მისი შეფასებით, „ნეტგაზეთი“„/ბათუმელების“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნაზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით უნდა დაწყებულიყო. ნაცვლიშვილი პუნქტობრივად ჩამოთვლის არგუმენტებს: სადავო არავისთვის არ არის, როგორ უნდა აღვწეროთ მისი ქმედება. სილა გააწნა პოლიციელს. შეიძლება, ასეც: ალიყური აჭამა. ეს, არსებითად, …

„მზიას სიმამაცე და შეუპოვრობა ყოველთვის არის შთაგონების წყარო“ – გაიგისიზ გელდიევი

გაიგისიზ გელდიევი, Jnomics Media-ის მმართველი პარტნიორი და უკრაინული გამოცემა „კიევ ინდეფენდენტის“ თანადამფუძნებელი, ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას. „ღრმად დამწუხრებული და შეწუხებული ვარ ჩემი მეგობრის, მზია ამაღლობელის, დაკავების გამო. ის არის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი „გაზეთი ბათუმელების“ – საქართველოში წამყვანი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის, რომელიც დღეს მართავს ორ ცნობილ ონლაინ პლატფორმას: „ნეტგაზეთსა“ და „ბათუმელებს“. …

ხელის გარტყმა პოლიციელის ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა – RLC ამაღლობელზე

“კანონის უზენაესობის ცენტრის” შეფასებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლოა. ორგანიზაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს როგორც მისთვის პატიმრობის შეფარდებას, ისე წარდგენილ ბრალს. პროკურატურა ამაღლობელს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. “კანონის უზენაესობის ცენტრი” განმარტავს, რატომ არ შეესაბამება ეს მუხლი ამაღლობელის ქმედებას. “ქმედების …

„სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს“ – იურისტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას სადამსჯელო ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი სამართლებრივი ნონსენსი ბრალდებაა, რადგან სილის გაწვნისთვის არ შეიძლება ადამიანი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს. გურო იმნაძე აღნიშნული პოსტით ეხმიანება სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის …

რატომ არ იძიებენ დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს? – საიას თავმჯდომარე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც კანონის მიხედვით პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს უნდა იძიებდეს, ამ დრომდე არაფერს ამბობს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის შესახებ – დაიწყო თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე? გამოჰკითხეს უშუალოდ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე? ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების …

ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება – პეტიცია

სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები პეტიციას ავრცელებენ, რომლითაც მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საიას] განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ …

მის მიმართ წაყენებული ბრალი შურისძიებაა ჟურნალისტობის გამო? — CPJ მზია ამაღლობელის საქმეზე

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) მოუწოდებს საქართველოში პასუხისმგებელ პირებს, რომ „გაათავისუფლონ რეპორტიორი გურამ მურვანიძე და გამოიკვლიონ, ხომ არ ემუქრება მზია ამაღლობელს პასუხისგება შურისმაძიებლურად მისი ჟურნალისტობის გამო“. ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის თავისუფლების ხელშეწყობას ემსახურება და ჟურნალისტების უფლებებს იცავს, აღწერს ამაღლობელისა და მურვანიძის დაკავების გარემოებებს და ასევე იმას, რომ არსებობს ვარაუდი, ზოგი კი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მის მიმართ …

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რეპრესიები კრიტიკოსთა დასადუმებლად – სახდეპი ამაღლობელზე

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ “სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ”. ასეთი კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი “აქცენტის” კითხვას “ოცნების” ბოლოდროინდელ რეპრესიულ პოლიტიკასთან, მათ შორის ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. “მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად. ძალის უკანონო …

ქუთაისსა და ახალციხეში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მზიას!“ – 16 იანვრის ღამეს ჟურნალისტებმა ქუთაისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. „მზია ამაღლობლის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას საფუძველი არ ჰქონდა და ეს რეალურად არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა” – აცხადებენ ჟურნალისტები. მზია ამაღლობლისa და აქციებზე დაკავებული ყველა პირის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ახალციხეშიც. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ …

მოსამართლე სახელაშვილს, რომელმაც მზია ამაღლობელი დააპატიმრა, კვალიფიკაცია არ აქვს

მოსამართლე ნინო სახელაშვილს, რომელმაც „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. „2022 წლიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე… 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში,“ – ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. „ეს ცალსახად ნიშნავს, რომ შუამდგომლობა განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ,“ – მიიჩნევს …

„როგორ დავამარცხოთ დიქტატორის“ გაყიდვები 35%-ით გაიზარდა მზია ამაღლობელის სასამართლოს შემდეგ

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 14 იანვარს, თავის სასამართლო პროცესზე მივიდა ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას ცნობილი წიგნით – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. სასამართლო პროცესიდან ფოტოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციებზე არაერთი მოქალაქე გამოჩნდა ამ წიგნით. როგორც გამომცემლობა „არტანუჯში“ გვითხრეს, მზია ამაღლობლის სასამართლოს შემდეგ, წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა. „რა თქმა უნდა, ვუკავშირებთ მზია ამაღლობლის ეპიზოდს. ოლიგარქის …

ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობელისთვის არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდებაზე

სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს მზია ამაღლობლის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ამის შესახებ ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში. „ჩვენ ახლა ველოდებით განჩინებას, რომლითაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეეფარდა იმისთვის, რომ …

ბათუმის პოლიციის უფროსისთვის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას 2 ორგანიზაცია ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო. როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია …

ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილე დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

15 იანვრის ღამეს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, ასევე აჭარის არალეგიტიმური მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ჯგუფურად ჯერ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა 15 იანვარს, 00:00 საათის შემდეგ მოხდა. პოლიციას ამ დრომდე არავინ …

IPI-ის გლობალური ქსელი მოითხოვს, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პრესის თავისუფლების დამცველი გლობალური ქსელი „საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი“ (IPI) ითხოვს ვეტერანი ქართველი ჟურნალისტისა და IPI-ის წევრის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობლის გათავისუფლებას. მზია ამაღლობელი 11 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ IPI-ის განცხადებას: „მზია ამაღლობელს, რომელიც ხელისუფლების პრინციპული კრიტიკით გამოირჩევა, ბრალად ედება პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტი ბათუმის პოლიციის …

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა – საია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ამის შესახებ ინფორმაცია ამაღლობელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს მიაწოდა. ორგანიზაცია დგებუაძისთვის პოლიციელის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. ქურდოვანიძემ ამაღლობელი რუსთავის #5 დაწესებულებაში დღეს, 15 იანვარს, მოინახულა, რის შემდეგაც, პრესკონფერენციაზე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნო. „მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა …

ევროკავშირის განცხადება მზია ამაღლობელსა და გურამ მურვანიძეზე

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეხმაურება ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მზია ამაღლობელის და „ბათუმელების“ ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, მათი დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს და ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. „საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა …

რეჟიმის პოლიცია და პროკურატურა ცდილობს მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯას – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ. „რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა …

ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ”, – ამის შესახებ ნათქვამია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ. “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი მრავალი წელია თანამშრომლობს მზია ამაღლობელთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან. ქალბატონი მზია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და საქმისადმი ერთგულებით. „ბათუმელები“/“ნეტგაზეთი“ დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს …

ადენაუერის ფონდი მზია ამაღლობელის მყისიერად გათავისუფლებას ითხოვს

კონრად ადენაუერის ფონდი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, მყისიერად გათავისუფლდეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. ამის შესახებ ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ქალბატონი მზია წლებია ხელს უწყობს თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას საქართველოში. როგორც კონრად ადენაუერის ფონდის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ქალბატონი მზია მრავალი წელი დაუღალავად მუშაობდა გამოხატვის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპების დასაცავად, …

მზია ამაღლობელს გამოეხმაურა ნობელიანტი, ვისი წიგნითაც ის დღეს პროცესზე მივიდა

ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. მარია რესამ პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომლებსაც დართული აქვს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის ფოტოები, სადაც მან მიიტანა მარია რესას წიგნი – “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” . „საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… [ეს] წარმოუდგენელია #თავისუფლებასაქართველოს“, -წერს მარია რესა. After 47 days …

ეს არის სირცხვილი – როთი მზია ამაღლობელის დაკავებაზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება სირცხვილია. ამის შესახებ მან 13 იანვარს თბილისში პროევროპულ აქციაზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არის სირცხვილი, თუ ხალხი მშვიდობიანად აპროტესტებს და იბრძვის თავისი უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მაშინ სახელმწიფოს და პოლიციას მათი დაპატიმრების უფლება არ აქვს. ამ მთავრობას არ უნდა …

მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) შეფასებით, ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი მისი საქმიანობის გამო ისჯება და არა იმიტომ, რომ კანონი დაარღვია. გარდა ამისა, უფლებადამცველების შეფასებით, ამაღლობელს ბრალი წარდგენილი აქვს ქმედების შეუსაბამო მუხლით. “მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი …

სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის საფუძველი — ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში …

Exit mobile version