TV 25 – ის საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ამავე განცხადებაში არხის ხელმძღვანელობა საზოგადოებას აცნობს, რომ არხს 20 დღეა მაუწყებლობა აქვს შეჩერებული.
„ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ “TV 25” – ის განცხადებას.
„პირველ რიგში ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს. ტვ25-ის დიდი მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს.
მოგეხსენებათ, 2025 წლის 01 იანვრიდან ტვ25-ის საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები შეჩერებულია. შეჩერებულია ტვ25-ის ვებგვერდი და ყველა სოციალური პლატფორმა.
ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა არხმა დროულად შეძლოს დაუბრუნდეს სრულყოფილი მაუწყებლობის რეჟიმს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე დაგიბრუნდებით. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებელს და საზოგადოებას, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვიცავთ თქვენს ინტერესებს,“ – ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.
TV 25 1993 წელს დაარსდა აჭარაში. არხი წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფლების დროს, მნიშვნელოვანი კრიტკული პლატფორმა იყო საზოგადოებისათვის.
2004 წლიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე არხზე ყოველდღიურად მზადდებოდა საინფორმაციო პროგრამა „მაცნე”, რომელიც აჭარაში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავდა.
ბოლო 20 დღეა TV 25-ს მაუწყებლობა შეჩერებული აქვს.






