პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე. „პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს …

ვინ ვის უჭერს მხარს აჭარაში – არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები ენმ-ის მომავალ თავმჯდომარეს შიდაპარტიული არჩევნების გზით აირჩევენ. არჩევნები 2023 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე დაიწყება და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება. ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ბათუმში ენმ-ი ძირითადად ორ ბანაკად გაიყო, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად. მხარდამჭერები …

რატომ გააპარა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მოსამართლემ – 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმე

დაანონსებული ქუჩის აქციების და სხვა პოლიტიკური აქტივობის ნაცვლად, უკვე მერამდენე დღეა ოპოზიცია სასამართლო სხდომებს ესწრება. დღეს, პირველ ივნისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების: გია აბულაძის, გიორგი კირთაძის და ლევან ანთაძის, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრის ილია ჯინჭარაძის და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის – მერაბ ვარშალომიძის საქმე განიხილა. დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა მოწმის სახით დაბარებულმა დავით …

„დავაი“ ანუ ვისი ბრძანებით დააკავეს 23 ოპოზიციონერი – სისტემა თავისუფლების წინააღმდეგ

6 მაისს, ღამით, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 24 ადამიანი დააკავეს. 23 ოპოზიციონერი და ერთი გამვლელი, რომელიც დაკავების პროცესს შეესწრო და ტელეფონით გადაღება დაიწყო. დაკავებულები მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები იყვნენ და იურისტების შეფასებით, დაკავების მომენტში კანონს არ არღვევდნენ. „ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც იმართება მთავრობის მისამართით, მაქსიმალურად იყენებს კანონმდებლობას ხელისუფლება იმისათვის, რომ სამუდამოდ ჩაახშოს კრიტიკული …

რატომ ღირს ქართული წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე უცხოური – პოსტკოვიდური მკურნალობის ფასი

„ჩვენი ოჯახის 3 წევრი იყო კოვიდკლინიკაში. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ორმა მათგანმა მედიკამენტოზური მკურნალობა სახლშიც გააგრძელა. ექიმის დანიშნულებით როცა მივედი აფთიაქში, ფარმაცევტმა დაიანგარიშა და მითხრა, რომ ორივეს წამლებში 427 ლარი უნდა გადამეხადა. შევეცოდე ფარმაცევტს და შემომთავაზა ზუსტად იმავე შემადგენლობის გერმანული წამლები. თითქმის 100 ლარით იაფი გამოვიდა. ეს ჩემთვის იყო შოკი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კოვიდინფიცირებულების ოჯახის ერთ-ერთმა …

ექიმებმა ბათუმში პაციენტთა დასახმარებლად დამატებით ცხელი ხაზი აამოქმედეს

დღეს ბათუმში ექიმებმა – ლევან ანთაძემ, ვახტანგ კალოიანმა და სხვებმა ბრიფინგი გამართეს, რომლის მთავარი თემაც კოვიდვითარება და გამოსავლის გზების ძიება იყო. ექიმების განცხადებით, ისინი მზად არიან აამოქმედონ დამატებით ცხელი ხაზი იმ შემთხვევებისთვის, თუ ადამიანები ვერ დაუკავშირდებიან შესაბამის სამსახურებს, ვერ მიიღებენ ექიმის რჩევებს, როცა ვერ გადაჰყავთ პაციენტები კლინიკებში და ა.შ. „ეს ცხელი ხაზი შეეცდება დაეხმაროს ადამიანებს …

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს. იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ …

ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე

ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა ბათუმში, ხელისუფლებას აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს [ლევან ანთაძე ბოლო რამდენიმე კვირაა მედალფას აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა მას სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია]. ლევან ანთაძის თქმით, ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში. „ბათუმელები“ ლევან ანთაძის განცხადებას …

ენმ-მ აჭარაში ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტენატიული გეგმა შეიმუშავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა ლევან ანთაძემ, რომელიც პანდემიის საწყის ეტაპზე კლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა [სწორედ ამ კლინიკაში იღებდნენ კოვიდპაციენტებს – ავტ], დღეს, 7 სექტემბერს, ბრიფინგზე ეპიდსიტუაციაზე რეაგირების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. მისი შეფასებით, „ოცნების“ მთავრობა პანდემიას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. „ქართულმა ოცნებამ უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო …

როგორ გააგრძელებს კლინიკა „მედალფა“ ბათუმში მუშაობას

კლინიკა „მედალფაში“, რომელიც ბოლო ორი თვეა კოვიდკლინიკად იყო გადაკეთებული, 23 მაისის მდგომარეობით არცერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა. ბოლო ორმა პაციენტმა კლინიკა დღეს დატოვა. რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა და მიიღებს თუ არა არაკოვიდ პაციენტებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონულ დირექტორს, ლევან ანთაძეს ესაუბრა. ბატონო ლევან, რა რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას კლინიკა „მედალფა“? ორი დღის წინ გვქონდა …

ბათუმში 26 პაციენტს მკურნალობენ ახალ კორონავირუსზე

დღეს, 13 აპრილს, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გადაიყვანეს საკარანტინო ზონიდან. ბოლო მონაცემებით [13 აპრილი, 18:30 სთ] ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“, სულ 26 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით. მათგან ორი პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა. „ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ორივე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და ორივე პაციენტი 70 წელს გადაცილებულია. 17 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მიმდინარეობს …

ბათუმში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებიდან, რომლებიც ბათუმში მკურნალობენ, ერთ-ერთის მდგომარეობა ისევ განსაკუთრებით მძიმეა. კლინიკა „მედალფაში“ 3 აპრილის მდგომარეობით 7 პაციენტია, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს გადის, ერთი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. „ის 70 წელს გადაცილებულია და დღესაც იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, რადგან მას ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა …

ბათუმის საკრებულოს სხდომებს ოპოზიცია არ დაესწრება – გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება

ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დღეს საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევამ ანთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ანთაძის თქმით, ამ ფორმით ფრაქცია აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ეს გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი არ გადაწყდება. მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, გამონაკლისი …

დღეს ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა

დღეს, 19 ივლისს, ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა გახსნა. „მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და უკვე 7 კლინიკას აერთიანებს თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში. კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე, ასევე „ავერსისა“ …

სტიკერი ტრიბუნაზე – დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე საკრებულოს ოპოზიციამ საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასის 100 ლარით გაზრდა მოითხოვა. „მოშორდი ტრიბუნას, თქვენ არ გაქვთ მაგის ჩამოხევის უფლება“, – მიმართა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ საკრებულოს აპარატის უფროსს, რაულ ბოლქვაძეს. იგი საუბრის დროს საკრებულოს ტრიბუნაზე მიკრული საპროტესტო სტიკერის მოხსნას ცდილობდა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს …

ცვილის მუზეუმის ბედი ისევ გაურკვეველია – მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განმარტება

„დღემდე გამოკეტილი ცვილის ფიგურებისა და ბათუმის მუზეუმები აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ტურიზმის მიმართ, ასევე უნიათობას და კორუფციას,“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლევან ანთაძემ. იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისგან ვერ მიიღო პასუხი, რატომ დაიხურა მოქმედი ცვილის მუზეუმი, ან რატომ ვერ გაიხსნა სამი წლის განმავლობაში ხულოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აბანოში მოწყობილი ბათუმის მუზეუმი. …

რატომ მალავს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამას

არჩევნებამდე 12 დღე დარჩა. მერობის კანდიდატები ამომრჩევლებს ხვდებიან, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამომრჩეველს ხელში არ რჩება წერილობითი პროგრამა, რითაც შეუძლია ფინალში გასულ მერს პასუხი მოსთხოვს. მერობის კანდიდატების უმრავლესობამ წინასაარჩევნო ბუკლეტების გამოცემა ამჯობინა. საარჩევნო პროგრამა საერთოდ უცნობია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის შემთხვევაში. ლაშა კომახიძე თვლის, რომ იდეებს პარავენ და საარჩევნო პროგრამის გასაჯაროვება ამ ეტაპზე საჭირო არ …

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ლევან ანთაძემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა, რის შემდეგაც მან აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის შეკითხვას ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. „ … როდის შეიქმნა ზოგადად საქართველოში ეს პრობლემა? საქართველო ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა, მათ შორის ბათუმი.  ეს თემა წამოვიდა 2012 წლიდან, რატომ?  იმიტომ, რომ მოხდა მისი [თემის] პოლიტიზირება. …

ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი

„ეს იყო შეცდომა ჩვენი მმართველობის დროს“ და „რა ვნახეთ ამ 5 წლის განმავლობაში?“ – ეს ფრაზები ყველაზე ხშირად ახსენა ინტერვიუს დროს ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. იგი წინა ხელისუფლების დროს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლევან ანთაძეს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, სადაც ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, 40-მილიონი სოციალურ …

ტრამვაი ბათუმში – ლევან ანთაძის წინასაარჩევნო დაპირება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ტრამვაის სისტემის მოწყობას პირდება. „ბათუმელები“ ლევან ანთაძეს ესაუბრა, რატომ შეიძლება იყოს ტრამვაი ბათუმში საინტერესო და აქვს თუ არა კანდიდატს შესაბამისი ფინანსური გათვლები. „საუბარია თანამედროვე ტრამვაიზე, რომელიც ძალიან უხდება ქალაქს, განსაკუთრებით – ტურისტულ ქალაქს. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ტრამვაი ესთეტიურად იქნება ძალიან ლამაზი, იგი განტვირთავს ქალაქში მოძრაობის ნაკადს. …

ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის

მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია. ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი? 2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე …

მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე

ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს? ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ… დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ? განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის …

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ლევან ანთაძეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძეs  დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ პარტიაში დაუდასტურეს. პროფესიით ექიმი ლევან ანთაძე 2008 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. მინისტრის თანამდებობა მან 2012 წლის მაისში დატოვა. მანამდე ლევან ანთაძე ბათუმის მერის მოადგილედ და ბათუმის „წყალკანალის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლევან ანთაძე ძველი ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი …

Exit mobile version