რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან …

კომპანიას, რომელსაც უტენდეროდ 3,6 მილიონი გადაუხადეს, დისკვალიფიკაცია მისცეს – დავა ტენდერისთვის

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომპანიას, რომელთანაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე თანამშრომლობს და რომელთანაც ტენდერის გარეშე, ჯამში, 3,8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული, ერთ-ერთ ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცა. მიზეზად კომპანიის მხრიდან დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა დასახელდა. კომპანია ადმინისტრაციას დავების საბჭოში უჩივის. შპს „ჯორჯიან ბას“ დავების საბჭოში სატენდერო კომისიის იმ ოქმს ასაჩივრებს, რომლითაც მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების …

ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ცოფის 3 შემთხვევის გამო კარანტინშია

ქობულეთის ოთხ სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა შინაურ ცხოველებს, სოფელ ჯიხანჯურში კი 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული, რადგან ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა. კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ  „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა …

აქციებზე მყოფ პირებზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი – IDFI  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს Covid19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლის თანახმადაც ღამის 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეითად და ტრანსპორტით  გადაადგილება იკრძალება. IDFI მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად …

2 ათასი ლარით დაჯარიმდება პირი, რომელიც გადაადგილების შეზღუდვის წესს დაარღვევს

9 ნოემბრიდან ქვეყნის 7 დიდ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა.  მოქალაქეები, რომლებიც ღამის ათიდან დილის ხუთამდე ქუჩაში გავლენ, 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. „ჩვენ გვაქვს სანქციები განსაზღვრული კანონმდებლობით. ეს არ არის  კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული. კერძოდ 2 ათასი ლარი ფიზიკურ პირებზე,“ – თქვა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა …

ქვეყნის 7 ქალაქში კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები დაიხურება – მთავრობა

საქართველოს 7 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში 9 ნოემბრიდან საბავშვო ბაღები დაიხურება. შეზღუდვა ეხება როგორც  საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა რიგ შეზღუდვებს აწესებს მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, რაც მარშუტკებსა და ავტობუსებში  მგზავრთა ნაკადის …

კარანტინისთვის მთავრობამ დამატებით 35 მილიონი ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობის 6 ნოემბრის განკარგულებით, სავალდებულო კარანტინისთვის და კოვიდსასტუმროებში პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით 35 მილიონი ლარი გამოეყო. განკარგულების მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აღნიშნული თანხით უნდა უზრუნველყოს: „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომლის ოჯახის წევრს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო …

რა შემთხვევაში გადავა უცხოეთიდან ჩამოსული პირი თვითიზოლაციაში 8-დღიანი კარანტინის ნაცვლად 

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თუ სასაზღვრო პუნქტში წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის საბუთს, ის კარანტინის ნაცვლად დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას. შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში დღეს, 21 ოქტომბერს, შევიდა და დღესვე ამოქმედდა. უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს თუ PCR კვლევის საბუთი არ ექნება, მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. ახალი ცვლილებით: „უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა …

„გამოიყენეთ დრო გონივრულად, მოემზადეთ მეტისთვის“ – ჯანმოს მიმართვა მთავრობებს

„გარდაუვალი მეორე ტალღა ან შემდეგი პიკი არ არსებობს, ის კონტროლს ექვემდებარება, ის ჩვენს ხელშია, როგორც ინდივიდუალური პირების, ისე მთავრობის ხელმძღვანელობის; მკაფიო ეროვნული გეგმის საშუალებით, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე მიზნობრივი კონტროლის ზომებს, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ პანდემიის მომდევნო ტალღები,“ – განაცხადა ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ბრიფინგის დროს. …

ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული პირი 8-დღიან იზოლაციას გაივლის. შესაძლოა ეს იყოს კარანტინი ან  თვითიზოლაცია. მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტირება და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს დატოვოს საიზოლაციო სივრცე. იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია ჩაიტაროს PCR ტესტი განმეორებით – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის …

სავალდებულო კარანტინი მხოლოდ 8 დღე გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 7 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12 დღის ნაცვლად კარანტინის პერიოდი 8 დღემდე შემცირდა. მე-9 დღეს კარანტინში მოთავებულ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება, მე-12 დღეს კი ტესტი განმეორდება. პრემიერის განცხადებით, არსებულმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მე-8 დღიდან ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი უკიდურესად მცირეა და სწორედ ამიტომ გადაწყდა საკარანტინო პერიოდის შემცირება. გიორგი გახარიასვე თქმით, …

„გაიხსნას საზღვრები“ – ბათუმში აქციაზე ამჯერად კაზინოს თანამშრომლებიც გამოვიდნენ

„გაიხსნას საზღვრები“, „აღდგეს ფრენები“ – ამ მოთხოვნებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები საჭირო არ არის. „ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას საზღვრები, აღდგეს ფრენები და შეწყდეს კარანტინი, რომელიც კორუფციის ბუდედ იქცა. ეს ასობით, ათასობით მოქალაქეზე აისახება. ჩვენ ვართ დასახელებული, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და არ ვხსნით საზღვრებს, ევროპის ჩრდილოეთ კორეად ვიქეცით… ჯერ კიდევ …

კარანტინი ეხება იმ უცხოელ ვიზიტორს, ვინც საქართველოდან სხვა ქვეყანაში დისტანციურად მუშაობს

იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეტანილი ცვლილების მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. აღნიშნულმა პირებმა საქართველოში შემოსვლის მიზნით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა სპეციალურ ელექტონულ პროგრამაში. პირები საქართველოს  ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის …

„მოულოდნელად გადახტა“ – შსს კარანტინში მყოფი კაცის მე-4 სართულიდან გადმოხტომაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებული იმყოფება თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 15 …

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნამდე კაცთან 2 პოლიციელი იყო – თვითმხილველი კარანტინიდან

ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან ახალგაზრდა კაცი გადახტა. შემთხვევა 14 აგვისტოს, დილის 3 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილიდან კაცი სასწრაფომ კლინიკა ბაუ-ში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების შეფასებით, კაცს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და მისი მდგომარეობა მძიმეა. “ბათუმელები” ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც საკარანტინო სივრცეში მომხდარ ამბავს შეესწრო. „გუშინ ღამე გამაღვიძა ვიღაცის ყვირილმა. „ყველანი დავიხოცებით, ყველანი მოვკვდებით, აქ ვერ გადავრჩებით“, …

კარანტინის და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა

მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კარანტინის და იზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა და 14 დღის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში. ახალი წესით: [checklist] უცხო ქვეყნიდან შემოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები, ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში …

სვანეთში გადაადგილება შეიზღუდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იზღუდება. საავტომობილო მოძრაობას პოლიცია გააკონტროლებს. იზღუდება გადაადგილება დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორისაც. დაბა მესტიასა და ლენჯერში მუშაობის უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება. შეზღუდვების დაწესების მიზეზია კორონავირუსიით ინფიცირების …

18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით, 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს შეზღუდვა, მთავრობის დადგენილებით, 9 ივლისიდან მოიხსნა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისა …

ვინ არ ექვემდებარება იზოლაციას/კარანტინს საქართველოში შემოსვლისას

მთავრობის 29 ივნისის დადგენილებით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: [checklist] საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები; საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას. [/checklist] ამასთან, საქართველოში შემოსვლისას, საზღვარგარეთის ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR …

აჭარაში კარანტინი 7 809 ადამიანმა გაიარა, 1024 პირი კი – კარანტინშია

აჭარის რეგიონში მოწყობილ 29 საკარანტინო ზონაში კარანტინის მომსახურებით დღემდე ისარგებლა 8 833-მა მოქალაქემ, მათ შორის, სავალდებულო კარანტინს, 10 ივნისის მდგომარეობით, გადის 1024 მოქალაქე. კარანტინი დატოვა და ოჯახებს დაუბრუნდა 7 809 მოქალაქე – ეს მონაცემები „ბათუმელებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოაწოდა. კორონავირუსის პანდემიის გამო აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროების ნაწილთან საკარანტინო ზონების მოწყობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს როგორც …

ბათუმში კარანტინში მყოფი ერთი პირი ნარკოდანაშაულზე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ნ.შ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბათუმში, საკარანტინე ზონაში მოთავსებული ბრალდებულის დროებითი საცხოვრებლის – სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ 10 აბი და 5 აბის ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის …

1 საათით შემოწმება 14-დღიანი კარანტინის ნაცვლად – როგორ გაკონტროლდება საზღვარი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო უცხოელ ტურისტებს 1-ლი ივლისიდან მიიღებს. თუმცა მანამდე უნდა გაძლიერდეს საზღვარზე კონტროლი და შემომსვლელი თითოეული ადამიანის შემოწმებას კოვიდზე 1 საათზე მეტი დრო არ უნდა დასჭირდეს. „ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში, ეს არის საზღვარი. როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე …

სასტუმროებში აჭარის მთავრობა 7.3 მილიონს დახარჯავს – საკარანტინო ზონები

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება რეგიონში საკარანტინო ზონების მოწყობისთვის. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით [უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს], ეს თანხა, კონკრეტულად კი 7 310 000 ლარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაემატება  პროგრამისთვის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონების ორგანიზებას გულისხმობს. ტურიზმის დეპარტამენტს ბათუმში …

800 ათასი ლარი უცხოეთიდან ჩამოსული პირების კარანტინში გადასაყვანად

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2020 წლის 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანაზე, მეორე ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანია „ჯორჯიან ბას“-თან 400 ათას ლარზე. კიდევ ერთი ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან ადმინისტრაციას გაფორმებული აქვს 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის [თანხა ასევე 400 ათასი ლარი]. დოკუმენტების მიხედვით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 399 329 ლარი კომპანიისთვის …

კარანტინის დარღვევისთვის ჯარიმა 2000, საგანგებო მდგომარეობაში კი, 3000 ლარი – ცვლილება კანონში

2020 წლის 2 მაისიდან, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. მაგრამ, თუ ეს წესი საგანგებო, ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, ჯარიმა შესაბამისად იქნება – 3 ათასი ლარი ფიზიკური პირის შემთხვევაში და 15 ათასი ლარი – იურიდიული პირის შემთხვევაში. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ …

აღებულია საკვების ნიმუში – სურსათის სააგენტო კარანტინში ადამიანების მოწამვლის შესახებ

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, სადაც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევას სწავლობენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი. სასტუმრო სხვა რესტორნიდან იღებდა კვების მომსახურებას. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე …

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო. ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა …

ბათუმი მანქანების გარეშე [ფოტო]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ავტომანქანებისგან დაცარიელდა ბათუმიც. ქუჩებში ხალხი ძირითადად ველოსიპედით და ფეხით გადაადგილდება.

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება 17 აპრილიდან – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა დეტალური განმარტება, ახალი შეზღუდვების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება? იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.  რომელი სატრანსპორტო საშუალებით …

3,9 მილიონ ლარს გადაუხდის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმროებს, რომლებიც საკარანტინედაა მოწყობილი

ბათუმში სასტუმროებს, სადაც საკარანტინო ზონებია მოწყობილი, თანხას აჭარის ბიუჯეტიდანაც გადაუხდიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 17 სასტუმროსთან ხელშეკრულება ჯამში 3 903 200 ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებების მიხედვით, სასტუმროებში საკარანტინო ზონა დაახლოებით 40 დღის განმავლობაში მოეწყობა [6 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით პერიოდში]. მომსახურება ითვალისწინებს სასტუმროებში მოქალაქეთა განთავსებას, კვებას და შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. სასტუმროებს თანხას, ფაქტობრივად, მიწოდებული …

კარანტინში მყოფი პირების სახლებში გადასაყვანად ბათუმი დამატებით 138 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ შპს „აჭარტრანსრეგულირებასთან“ მორიგი ხელშეკრულება გააფორმა, რაც იმ მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებამდე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ვადა ამოეწურათ. ხელშეკრულება ამჯერად 138 500 ლარზე გაფორმდა. კომპანიას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით გადაუხდიან – ხელშეკრულება ბათუმიდან სხვადასხვა რეგიონში 2000-მდე პირის გადაყვანაზეა გაფორმებული. ამდენივე პირის გადაყვანაზე მერიამ იგივე კომპანიასთან ხელშეკრულება ადრეც გააფორმა, თუმცა სახელშეკრულებო თანხა მაშინ 50 ათასი …

„რედიოჰედი“ შეზღუდვების დასრულებამდე კვირაში ერთხელ ძველ კონცერტებს აჩვენებს

„რედიოჰეიდი“, მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებული სოციალური იზოლაციისა და კარანტინის დასრულებამდე, თავის იუთუბის არხზე, ყოველკვირეულად გაუშვებს აქამდე ჩატარებული კონცერტების ვიდეოებს. ჯგუფმა ამის შესახებ გუშინ საღამოს, სოციალურ მედიაში განაცხადა. მათი თქმით, პირველად აჩვენებენ 2000 წელს დუბლინში ჩატარებული კონცერტს. ჩვენება ამაღამ, საქართველოს დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. Now that you have no choice whether or not you fancy a …

26 მილიონამდე ლარს გადაუხდიან 88 სასტუმროს საკარანტინო ზონის მოწყობისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში კიდევ 33 ხელშეკრულება გააფორმა სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოწყობაზე. ადმინისტრაცია ამ ხელშეკრულების ფარგლებში სასტუმროებს ჯამში  3 275 486 ლარს გადაუხდის. ეს სასტუმროები საქართველოს სხვადასვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაშიც მდებარეობს. ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონების მოწყობაზე 88 სასტუმროსთან ხელშეკრულებები მთლიანობაში 25 975 674 ლარზეა გაფორმებული. სასტუმროებს თანხას ფაქტობრივი …

როგორ მივა სამსახურში ის, ვისაც დისტანცირება არ ეხება – გადაადგილების პრობლემა

მას შემდეგ, რაც მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გააჩერეს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კომპანიებმა, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების უფლება აქვთ, თავად უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების სამსახურამდე, შემდეგ კი სახლამდე მიყვანა. პრემიერმა განმარტა, რომ მათ ამისთვის სპეციალური ტრასპორტი უნდა დაიქირაონ. შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით მუნიციპალურ  შპს-ს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია გაურიგდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „საკონტეინერო …

კომენდანტის საათი – ბათუმი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმი კომენდანტის საათის დროს. 9 საათის შემდეგ მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად, პოლიციელები, ექიმები და სხვა …

კარანტინიდან მოქალაქეების სხვადასხვა რეგიონში გადასაყვანად ბათუმი 50 000 ლარს დახარჯავს

ბათუმში განთავსებული საკარანტინო ზონებიდან 2000-მდე მოქალაქის ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადახსხვა რეგიონში ბათუმის მერია უზრუნველყოფს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქეთა ტრანსპორტირება მათი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით“ – აცხადებს მერია. მიკროავტობუსებით მოქალაქეთა ეტაპობრივად გადაყვანაზე ხელშეკრულება ქალაქის მერიამ კერძო კომპანიასთან 50 ათას ლარზე გააფორმა. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული რეისების მიხედვით. შესაბამისი თანხა ბათუმის …

Exit mobile version