„კანდიდატის სტატუსზე ამ საკითხს არ აქვს პირდაპირი გავლენა,“ – ამბობს ბიძინა ლებანიძე, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი და იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. მას ვკითხეთ გერმანიაში დეპორტაციის ახალ მაჩვენებელზე: 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველო დეპორტირებულების ნუსხაში რაოდენობით პირველ ადგილზეა. ბიძინა ლებანიძე მიიჩნევს, რომ გერმანია 2023 წელის სექტემბერში დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, …
Tag Archives: კანდიდატის სტატუსი
EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე, რუსეთთან ფრენებზე, გლობალური ომის პარტიაზე – ინტერვიუ
„ეს არის როგორც ორმხრივად გალესილი ხანჯალი, ორი მხარე აქვს ამ საკითხს,“ – გვითხრა რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ. ის ეკონომიკურ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას, როცა რუსეთის იზოლაციაზეა საუბარი და იმაზეც, რომ საქართველო ევროკავშირისთვის „უახლოესი პარტნიორია“. „ჩვენ არ ველოდებით, რომ საქართველო ამ ყველაფრისთვის გადაიხდის მაღალ ფასს, მაგრამ ველით, რომ არ იმოძრავებს საპირისპირო მიმართულებით,“ …
რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ
საქართველო 5 თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება. არსებობს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილს ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეახსენებენ 12 პუნქტით განსაზღვრულ შეუსრულებელ საკითხებს. „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებსა და საფრთხეზე, თუკი ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო. საქართველოში …
Continue reading “რამდენად შეიძლება კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა „ხალხს მიანიჭოს“ – ინტერვიუ”
EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 50/50-ზეა შანსი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. თქვენი შეფასებით, რამდენია ეს შანსი? – ვკითხეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის. „მე ყოველთვის ვცდილობ, არ გავაკეთო კომენტარი სხვების კომენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ წესს დავარღვევ. შემიძლია ვთქვა, რომ ვეთანხმები „ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, როცა ის ამბობს, რომ შანსი არის 50/50-ზე. ამიტომაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ …
Continue reading “EU-ს ელჩი კანდიდატის სტატუსზე: შანსი არის 50/50-ზე”
ხალხის ზეწოლის გარეშე „ოცნება“ პუტინის რუსეთში შეგვათრევს – რაში ხედავს ოპოზიცია გამოსავალს
იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, 12 პირობა უნდა შეასრულოს, ერთ-ერთია მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა. „ქართული ოცნება“ კი ამის საპირისპირო ნაბიჯს დგამს და აპირებს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი შემოიტანოს, რომლის მიხედვითაც ყველა მედია ორგანიზაცია, ვინც კი ამერიკული და ევროპული დონორებისგან იღებს ფინანსურ დახმარებას, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და …
12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ
ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმა გადასცა, რომელიც უნდა შეასრულონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესრულებას. პროდასავლურ ოპოზიციას ამ გეგმის არ სჯერა. თუმცა, ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ წარმოუდგენია თავისი მკაფიო სტრატეგია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ სამომავლოდ. „ბათუმელები“ პროდასავლური ოპოზიციის როლზე მიმდინარე …
Continue reading “12-პუნქტიანი გეგმა, აქვს თუ არა სტრატეგია ოპოზიციას? – ინტერვიუ”
რა მოხდება, ოპოზიცია მოტივირებული რომ იყოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიღებაზე? – ინტერვიუ
„პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არის… ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით,“ – მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი. ის დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტარების განცხადებებს უსმენდა საქართველოს შესახებ, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე. კახა გოგოლაშვილის აზრით, ვიდრე დასავლეთში ექნებათ განცდა, რომ საქართველოში რეალურად პოლიტიკურ ძალებს …
„საგარეო პოლიტიკის მკაფიო ცვლა პრორუსულისკენ“ და ქართული დიპლომატიის დუმილი
„ყველა დიპლომატისთვის დღესავით ნათელია, რომ ეს ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას. შეიძლება სხვა პროფესიის ადამიანმა მთავრობის ტყუილები დაიჯეროს, გავლენის ქვეშ მოექცეს ან რაღაცის გამო აწყობდეს და ისევ ეგონოს, რომ მთავრობას მართლა უნდა ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, არცერთი დიპლომატი, მარტივად რომ ვთქვათ, ამას „არ შეჭამს“. ახლა თუ რომელიმე ადამიანი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, ვერ ხვდება, რომ ეს არის …
Continue reading “„საგარეო პოლიტიკის მკაფიო ცვლა პრორუსულისკენ“ და ქართული დიპლომატიის დუმილი”
რით აჯობა მოლდოვის საგარეო მინისტრმა ქართველ კოლეგას? – EU-ს კანდიდატობის წინა 1 თვის ქრონიკა
რით აჯობა საქართველოს მოლდოვამ, რომელმაც EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო? – მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ინტერნეტგვერდების დათვალიერება გასაგებს ხდის, რამდენად მარტივად შეიძლება იყოს ზოგჯერ საქმე, როცა წარმატების მიღწევა მართლა გინდა: ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აქტიურად ხვდებოდა ევროპელ ლიდერებს და ადამიანებს, ვისაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე მოლდოვის სასიკეთოდ შეეძლო …
„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ“ – ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე
„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ… ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ კარი გაუხსნეს ევროპაში. პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ მიენიჭა ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,“ – აღნიშნა დღეს, 24 ივნისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაადასტურა ევროკავშირმა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პოლარიზების დასრულებისთვის მზაობაზე, რაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან პირველი …
მთავრობამ პირდაპირ უნდა თქვას, კისერიც უტეხია ევროპასო, ან ყველაფერს გააკეთებს – ინტერვიუ
„ძველი ფირფიტა უკრავს ჯერ, რომელიც ჯერ კიდევ ტრიალებს,“ – ეს ასოციაცია აქვს პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილს, რომელიც პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს ადევნებს თვალს. მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დღეს, 22 ივნისს, პარლამენტში უფრო აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. რა რესურსი რჩება იმისთვის, რომ პოლარიზების მაჩვენებელი საქართველოში შემცირდეს და პოლიტიკური პარტიები „მიშელის შეთანხმებას“ მიუბრუნდნენ? …
როგორ შევასრულოთ EU-ს მოთხოვნები? – შეიწყალონ გვარამია და შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა
ის ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გადმოსცა, მედიის თავისუფლების კომპონენტსაც მოიცავს. ევროკომისიის დასკვნაში წერია, რომ „გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, და აღიძრას მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები ჟურნალისტებსა და სხვა მედიაპროფესიონალებზე მუქარისა და …
„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას
„რეფორმა და კლანური მმართველობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის,“ – მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და „სასამართლოს გუშაგი“ ხელმძღვანელი რეკომენდაციებზე, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა, მათ შორის, სასამართლო სისტემის ნაწილში. ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, ხელისუფლება, პირველ რიგში, სასამართლო კლანის არსებობას უნდა დაუპირისპირდეს, თუ მას გაუჩნდება ნება, რეალურად დაუახლოვდეს ევროპას და რეფორმები ფორმალური არ იქნება – …
Continue reading “„ოცნებამ“ თავისი ამომრჩეველი ვეღარ უნდა მოატყუოს“ – რა დრო სჭირდება კლანის დაშლას”
„ოცნებას“ ახლა მოუწევს ამტკიცოს, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ კარგები, რაც გაუჭირდება – ინტერვიუ
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მკაფიოდ გამოჩნდება, რამდენად არის საქართველოში საზოგადოების გააზრებული არჩევანი ის, რაც აქამდე გამოკითხვებში არაერთხელ გამოჩნდა – მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევს ევროინტეგრაციას. იაგო კაჭკაჭიშვილს ვკითხეთ – რა ეფექტი აქვს ფარდის ახდას ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე აღარ მალავს ანტიდასავლურ განწყობას? „ვიმუქრებით ფარდით ახდით, მაგრამ ფარდა უკვე ჩვენზეა ახდილი“ – ღარიბაშვილისგან დაანონსებულ ფარდის …
არსებობს მე-3 სცენარიც: ივანიშვილი ცვლის პრემიერს და ეს მეხამრიდის როლს ასრულებს – ინტერვიუ
„ფიქრობენ, რომ როგორც ადრე, ახლაც მანიპულაციებით მოახერხებენ ამის მოკვარახჭინებას: ჩაახშეს არაერთი პროტესტი, გადაიბირეს, დააშინეს, დაიჭირეს, ახლა ფიქრობენ, რომ როგორმე ამ პრობლემასაც გადალახავენ, მაგალითად, ომის თემის შემოტანით. ამას ფიქრობს სავარაუდოდ ღარიბაშვილი და ივანიშვილი, მაგრამ რას ფიქრობს ხალხი, ეს უკვე მალე გამოჩნდება,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, არმაზ ახვლედიანი. მას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის დღეს, 11 ივნისს გაკეთებული …
„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა“ – ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე
„ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 ივნისს, როცა მან ჟურნალისტებთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა. პრემიერმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მნიშვნელობის გაუფასურება აქტიურად სცადა ევროკავშირის კრიტიკული რეზოლუციის და ამჯერად უკვე საქართველოს პრეზიდენტისგან საქართველოს მთავრობის კრიტიკის შემდეგ. პრემიერი არც იმას მოერიდა, რომ ევროკავშირი რეზოლუციაში ტყუილების ჩაწერაში დაედანაშაულებია. „ასეთ რეზოლიციას …
„პრეზიდენტი ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი
„მავნებელი, დესქტრუქციული ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებების ნარატივში ჩაჯდა… პრეზეიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ეს განცხადებაც პრეზიდენტმა გააკეთა ბრიუსელიდან, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდეტს და არ უშვებს არსად, მაშინ ის ევროიპის დედაქალაქში როგორ აღმოჩნდა?“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი დღეს, 11 ივნისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განაცხადს გამოეხმაურა – სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას მთავრობამ ევროპის ქვეყნეში …
Continue reading “„პრეზიდენტი ქვეყნის მტრების ნარატივში ჩაჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი”
თუ სანქციები შეეხება ივანიშვილს, ეს პრობლემებს შეუქმნის მის ქონებას და „ოცნებასაც“ – პოლიტოლოგი
„ქართული ოცნება“ ჭირვეული ბავშვივით იქცევა… ასეთი ტონით საუბარი არ შეიძლება,“ – ასეთია პოლიტოლოგის და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, კორნელი კაკაჩიას შეფასება ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე. პოლიტოლოგის დაკვირვებით, ევროკავშირის რეზოლუციიდან მკაფიოდ ჩანს კონკრეტული პრობლემები, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე უარს გვეტყვიან, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ იქნება. …