პოლიტპატიმარი და სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ციხეში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე ადვოკატებს დახმარებას სთხოვს. „პატარა დახმარება მესაჭიროება, გამოცდებს ვწერ და საგამოცდო საკითხებში ვემზადები. რამდენიმე საკითხის უკეთ გავლა მჭირდება სპეციალისტთან ვალდებულებით სამართალში და სანივთო სამართალში, (მათ შორის, კაზუსები). თუ ვინმე მოახერხებთ ადვოკატის სტატუსით შემოსვლას და 1-2 საათს მაინც დამითმობთ, უაღრესად მადლიერი დაგრჩებით,“ – წერს …
Tag Archives: ზვიად ცეცხლაძე
ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“
სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ, მამის – ზურაბ ცეცხლაძის განაჩენის გამოცხადების შემდგომ შიმშილობა დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე 24 ოქტომბერს დააკავა პოლიციამ „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 25 ოქტომბერს, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ლელა …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძემ მამის განაჩენის გამოცხადების შემდეგ შიმშილობა დაიწყო – „დაფიონი“”
დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა
დღეს, 24 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე. ზურაბ ცეცხლაძე დაკავებულია, სავარაუდოდ, „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონის თანახმად, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. დღეს პოლიციამ თბილისში საპროტესტო აქციის მინიმუმ 10 მონაწილე დააკავა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს უერთდებიან. ზურაბ ცეცხლაძე შვილის, ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდეც …
Continue reading “დააკავეს ზურაბ ცეცხლაძე, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა”
ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“
„ბრძოლის მეთოდებს უნდა გადავხედოთ, აუცილებელია გაფიცვების და ბოიკოტის მკაცრი, ხისტი ფორმები, რაც სრულად ჯდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, ბათუმელი სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა. დღეს, 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა. „ორგანიზებაც დაუტოვა, ჯგუფურობაც, უბრალოდ წლების …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“”
„პირად თავისუფლებას ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“ – ზვიად ცეცხლაძე
„ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“, – სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართავს. „საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა. თანამედროვე …
საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება, ოპოზიცია კი მტერს საკუთარ რიგებში ეძებს – ზვიად ცეცხლაძე
ცალ-ცალკე ქოცებზე მეტი ხმა არც ერთს არ აგიღიათ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ ხართ, როცა ოთხივე ერთიანდებით. ერთის გამოკლებაც კი ნიშნავს, რომ საერთო მთავრობას ვეღარ ქმნით და მაშინ, რომელი ახალი მთავრობის მოსაყვანად მოგვიწოდებთ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და თავი გავწიროთ? იმ მთავრობის, რომელსაც თქვენვე ვერ აყალიბებთ? დღეს, 21 აგვისტოს, 20 წლის სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილი გავრცელდა. წერილს …
„აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან არცერთი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მათე დევიძეს
სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე, ასევე სინდისის პატიმარს, 21 წლის მათე დევიძეს მიმართავს, რომელსაც „ოცნების“ სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. წერილი დღეს, 20 ივნისს გაავრცელა მოძრაობა „დაფიონმა“. „მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან – არც ერთი. …
ზვიად ცეცხლაძე სინდისის 7 პატიმართან ერთად პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე და სინდისის კიდევ 7 პატიმარი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე დასანქცირებულმა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა დღეს, 2 მაისს მიიღო. მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლად „ახალი დანაშაულის“ ჩადენის შესაძლო რისკი დაასახელა. „აქამდე სასამართლოებზე მე არაერთხელ გამიჟღერებია წინააღმდეგობის იდეა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს გავაჟღერე სამართლებრივ ჩარჩოში, რადგანაც ეს …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძე სინდისის 7 პატიმართან ერთად პატიმრობაში დატოვეს”
ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“
„მითხარით ეს სამართალია? – ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსეული ადამიანის ადგილი ციხეშია?- როგორც ზვიადი, ასევე ყველა პოლიტპატიმარი არის ღირსეული, წრფელი და გამბედავი ადამიანი. ისინი არ იმსახურებენ ციხეს, ისინი იმსახურებენ თავისუფლებას, მხარდაჭერას, სამართლიანობას! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს, მზია ამაღლობელს, სამართლიანობა ყველას, ვისაც უსამართლოდ უსჯიან, საქართველო – არა შიშის, არამედ თავისუფლების ქვეყანაა“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ზვიად …
Continue reading “ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“”
„ციხე ვერასდროს დამატყვევებს, რადგან მე ვწყვეტ, ვიყო თავისუფალი“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აქვეყნებს 19 წლის სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის წერილს ციხიდან. წერილში, რომელიც 2 აპრილით თარიღდება, ზვიად ცეცხლაძე საზოგადოებას მოუწოდებს 19 აპრილს, 19 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ შეკრებისკენ. „ბათუმელები“ სრულად აქვეყნებს ზვიად ცეცხლაძის წერილს: „ოდესმე გიფიქრიათ, თუ როგორია ციხე? ოთხი კედელი, გისოსები და ბალანდა. სინამდვილეში პატიმრობა სულაც არ არის რთული. სინამდვილეში სხეული ყველაფერს …
„თქვენ გავიწყდებათ, რომ ჩვენ აქ არც ერთი არ ვართ ნასამართლევი“ – ზვიად ცეცხლაძე მოსამართლეს
6 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა, რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე. მან …
თბილისში მიმდინარეობს სტუდენტ ზვიად ცეცხლაძისა და აქციებზე დაკავებული 7 პირის წინასასამართლო სხდომა
დღეს, 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული რვა პირის: ზვიად ცეცხლაძის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, გიორგი გიორგაძის, ისლამ ალიევის, ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი …
„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებს“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან თსუ-ს
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს, რომელსაც ზვიად ცეცხლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს სწერს. სწორედ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია ზვიად ცეცხლაძე. „მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებსა და სემინარისტებს. თსუ-ს აუდიტორიებში თქვენ მე მასწავლეთ, რომ სამართალი უნდა იყოს გარდაუვალი, მე კი ვხედავ ქუჩაში მოთარეშე …
„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე
„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა. „საკანი 101“ – ასე ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა. ძველ ბათუმში, …
„გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს
დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ გაავრცელა დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს: „მოგესალმებით, ქალბატონო მზია. გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში! მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას. ქალბატონო …
Continue reading “„გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს”
„ჩემი გმირი ხარ“ – პატიმრობაში მყოფი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას
19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ფეისბუქზე აქვეყნებს შვილის, ზვიადის ციხიდან მოწერილ წერილს. „მამიკო! ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის, რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავეა და მძიმეა. რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად …
Continue reading “„ჩემი გმირი ხარ“ – პატიმრობაში მყოფი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას”
„თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც“- ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც ის „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს. ზვიად ცეცხლაძე წერილში ასევე საუბრობს დამოუკიდებელი მედიის არსებობის მნიშვნელობაზე. „ჟურნალისტის დაპატიმრება რეპრესიების სხვა, უფრო სასტიკი მაგალითია. გაცილებით მძაფრი და საზოგადოებისთვის მავნე. თუ ჩაქრება ჟურნალისტების ხმა, ჩაწყდება ჩვენი ხმაც. ჟურნალისტები არის ხიდი დღევანდელ ჯოჯოხეთსა და იმ სამშვიდობოს შორის, სადაც …