მთავარი,სიახლეები

ზვიად ცეცხლაძე გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება და რამდენიმე საკითხის გავლაში სპეციალისტი სჭირდება

23.12.2025
ზვიად ცეცხლაძე გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება და რამდენიმე საკითხის გავლაში სპეციალისტი სჭირდება

პოლიტპატიმარი და სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ციხეში გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონდე ადვოკატებს დახმარებას სთხოვს.

„პატარა დახმარება მესაჭიროება, გამოცდებს ვწერ და საგამოცდო საკითხებში ვემზადები. რამდენიმე საკითხის უკეთ გავლა მჭირდება სპეციალისტთან ვალდებულებით სამართალში და სანივთო სამართალში, (მათ შორის, კაზუსები). თუ ვინმე მოახერხებთ ადვოკატის სტატუსით შემოსვლას და 1-2 საათს მაინც დამითმობთ, უაღრესად მადლიერი დაგრჩებით,“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.

ზვიად ცეცხლაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი მოძრაობა „დაფიონის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზვიად ცეცხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია და გასული წლის დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.

მან წინასწარპატიმრობაში თითქმის 9 თვე გაატარა.

2 სექტემბერს თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ზვიად ცეცხლაძეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას.

ამ მოსამართლემ სტუდენტ ზვიად ცეცხლაძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზვიად ცეცხლაძის წერილი

 ამავე თემაზე:

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: