ოზურგეთი – გომისმთას გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ოზურგეთი – გომისმთას საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრზე კლდოვანი მასა ჩამოწვა, რის შედეგადაც ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. „შესაბამისი სამუშაოების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – იუწყება დეპარტამენტი დღეს, 22 აგვისტოს. განახლებული ინფორმაცია: გზების დეპარტამენტის ცნობით, 22 აგვისტოს 13:00 საათის მდგომარეობით, გზაზე მოძრაობა აღდგა. 

დანაგვიანებული გომისმთა – ფოტორეპორტაჟი

აჭარა-გურიის საზღვარზე არსებული ულამაზესი გომის მთა ზღვის დონიდან დაახლოებით 2755 მეტრზე მდებარეობს. გომისმთა ცნობილია თავისი ღრუბლებისა და ნისლების „ტბით“, რომლის საცქერლად აქ ასობით ტურისტი ამოდის. ღრუბლების ზღვაში ჩამავალი მზე თუ ნისლებში მზის ამოსვლა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. თუმცა, ამ მწვანე და მშვენიერ კურორტზე შეხვდებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებულ ადგილებსაც, რაც ერთგვარ დისონანს ქმნის. ნაგვის ურნები ძირითადად კურორტის …

რატომ არ არის სამედიცინო პუნქტი გომის მთაზე

„ხომ შეიძლება პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი იყოს?“ – ერთსა და იმავეს ითხოვენ მოქალაქეები ფეისბუქში კურორტ გომისმთაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. გუშინ, 29 ივლისს, კურორტ გომისმთაზე 10 წლის ბავშვი შეუძლოდ გახდა, ის ოზურგეთში ჩაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვს ანევრიზმა ჰქონდა. გომის მთაზე დამსვენებლები და მოიალაღეები ყოველ ზაფხულს ადიან, აქ წლებია ითხოვენ პირველადი სამედიცინო პუნქტის …

 გომისმთაზე ასფალტი 2022 წელს უნდა დაეგოთ, რატომ ვერ დასრულდა ამ გზის მშენებლობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ოზურგეთი-გომისმთას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „აქტიურად ახორციელებს და ამ ეტაპზე უკვე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს“. თუმცა, ეს გზა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, კერძო კომპანია New Road-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა რამდენჯერმე გადაიწია. დეპარტამენტმა სამუშაოების დასრულების მიზნით კომპანიას დამატებითი …

რა ხდება მთის კურორტებზე – „დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა“

რა ფასებია წელს ბათუმთან ახლოს მდებარე მთის კურორტებზე? – „ბათუმელები“ ბეშუმში, ბახმაროსა და გომის მთაზე ესაუბრა კოტეჯების მეპატრონეებს. ბათუმის მსგავსად ტურისტების ნაკლებობაზე მთის კურორტებზეც ჩივიან. აქ ამბობენ, რომ ბოლო იმედი აგვისტოა. ბახმარო  ნინა ჩხაიძე კოტეჯს ბახმაროში აქირავებს. კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი და 350-400 ლარი ღირს დღეში. ნინა ამბობს, რომ ივნის-ივლისში აქა-იქ იყო დამსვენებელი, ახლა ხალხის …

გომისმთაზე სახელმწიფო მიწის მითვისებისთვის ბრალი კიდევ 7 პირს წარუდგინეს

დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გამოვლინდა. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალი 7 პირს წარედგინა. „დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად …

გომისმთასა და ბახმაროში მისასვლელი გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. „ამასთანავე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,  ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის …

„ერთხელ მეც დავიკარგე ნისლში“ – ამბები გომის მთის იალაღებიდან ფეხით მომავალი მგზავრისთვის

„ნისლი ყველაზე მეტად უხდება აქაურობას. აბა, გახედეთ, როგორ მოეფინა მიწას ნისლი და რა უცებ გაქრება, ჩვენ კიდევ ღრუბლების ზემოთ ვართ,“ – 70 წლის იაილის აივნიდან მარწყვის ბაღებს გაბადრული სახით გადახედა დავით ლომინაძემ და შესვენებისკენ მოგვიწოდა, ფეხით მიმავალს ჩვენ ამბებს დაგამგზავრებთო. ამ დროს გომის მთაზე, სადაც ღრუბლებს ზემოთ, თენდებოდა. გომის მთის შორეულ იალაღებზე, საიდანაც სამანქანო გზა …

16 ივლისიდან გომის მთაზე ასვლა მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი ოზურგეთიდან

კურორტ გომის მთაზე ასვლა, როგორც შარშან, ამ ზაფხულსაც მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, განსაზღვრულია ავტოტრანსპორტით გადაადგილების საათებიც. ამის მიზეზი კურორტთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. 16 ივლისიდან ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება შაბათს, დღის 15:00 საათიდან ორშაბათის 09:00 საათამდე. კვირის სხვა დღეებში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილება შეზღუდული …

რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ

გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ გომისმთაზე მოსახლეობის ორი კატეგორიის [მოიალაღეები აჭარიდან და დამსვენებლები სხვა რეგიონებიდან] გამო, ბუნებრივად ორი განსხვავებული დასახლებული უბანი ჩამოყალიბდა – ტრადიციული აჭარული და ახალი სააგარაკო სახლებით. კონცეფციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ამ არეალების ერთმანეთში შერევა ხდება, „კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარებისას სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ორსახობის შენარჩუნება …

„უკვე ტანსაცმელს წვავდნენ გასათბობად“ – გომის მთაზე დაკარგულები იპოვეს

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, სამივე მათგანი ცოცხალია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორმა, თემურ ჯახვამ მიაწოდა, რომლის კომპანია გომის მთის გზის მოვლა-შენახვაზე მუშაობს. ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. „სამი გადარჩა, მითხრეს, რომ მივიდა უკვე მაშველთა ჯგუფი ადგილზე, უკვე ტანსაცმელს და „ვალინკებს“ წვავდნენ, რომ არ გაყინულიყვნენო. ახლა მიმდინარეობს გამოყვანის ოპერაცია. ერთი …

„გომის მთაზე დაკარგულ ახალგაზრდებს ხმა მიაწვდინეს“ – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, თუმცა ისინი ხევში არიან და მათ გამოსაყვანად მაშველები მუშაობენ. „ხმა მიაწვდინეს, სადაც არიან ჩავარდნილი. როგორც ჩანს, გაუჭირდათ, ამ დილას გადაწყვიტეს მობრუნება და მოკლე გზით უნდოდათ წამოსვლა. კლდეებთან, „ვახტანგის წყაროს ეძახიან, იქ ხდება ეს ამბავი. ისეთ ადგილას არიან ჩასული, ვერც მაღლიდან ჩადიან და ვერც ქვევიდან უახლოვდებიან. ხმა მიწვდინეს, გზიდან …

გომის მთაზე დაკარგულების ზურგჩანთები იპოვეს – სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კურორტ გომის მთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების პოვნა და გამოყვანა ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო ამ დრომდე [ 16:00 სთ] ვერ ხერხდება. ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ჯერჯერობით ვერ ერთვება ვერტმფრენი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იპოვეს ახალგაზრდების ზურგჩანთები, რომლებიც მათ სავარაუდოდ გზაზე დატოვეს. ამ დროისთვის კურორტ გომის მთაზე დიდთოვლობაა. გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ …

გომის მთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა

გომის მთაზე ახალგაზრდა კაცი გაიყინა – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე 10-კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. უბედური შემთხვევა დღეს, 12 მარტს, დილას მოხდა. „ბათუმელებს“ მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი გომის მთაზე სანადიროდ იყო წასული.

გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება

დაცული ტერიტორიების სააგენტო, გურიაში ეროვნული პარკის დაარსებისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის დაარსება ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ (ტყიან) ტერიტორიებზე იგეგმება. სააგენტოს ცნობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა და ეროვნული პარკის დაარსებაც დაახლოებით გომის მთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იგეგმება. “საუბარია ბახმაროს აქეთ, ტყეები რაც …

ვინ [ვერ] დაირეგისტრირებს მიწას გომისმთაზე – საჯარო რეესტრის განმარტება

გომისმთაზე საკუთრების რეგისტრაცია რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი, მათ შორის, გათვალისწინებულია შემთხვევა, როცა უძრავი ქონების მფლობელად ტექნიკური ინვენტარიზაციის ცნობა არქივშია დაცული 2004 წლის 4 ოქტომბრამდე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 17 აგვისტოს დაიწყო. საჯარო რეესტრმა „ბათუმელებს“ წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის …

გომის მთაზე მიწის რეგისტრაცია დაიწყო – რას ითხოვს ხალხი და ვის არ დაუმტკიცებენ ქონებას

გომის მთის ცენტრში, იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, აუცილებლად შენიშნავთ დიდ ტრაფარეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას წელს რომ გამოუკრავს. „უკანონო მშენებლობა დაჯარიმდება“ – წერია აქ. თუმცა გომის მთაზე ჯერ არავის დაუდგენია, რა არის კანონიერი და რა – უკანონო. თვალის მოვლება საკმარისია იმის აღსაქმელად, რომ თუკი ყველგან სახლი აშენდება, სადაც ახლა რკინის ბოძებია ჩასხმული, ნისლებზე ყურებას ან …

როდის იქნება შუქი გომისმთაზე

კურორტ გომისმთაზე შუქი ჯერ კიდევ არ არის. ელექტროენერგიის მიწოდების სისტემის მოწყობა აქ ორი წლის წინ დაიწყო. ადამიანები, რომლებიც გომისმთაზე ზაფხულობით ადიან, ამბობენ, რომ ზოგიერთ უბანში ბოძებიც არის და ელექტროგადამცემი ხაზებიც, თუმცა გაურკვეველია, როგორ უნდა მიიყვანონ ელექტროენერგია სახლებამდე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ აქ კანონით რეგისტრირებული საკუთრება არავის აქვს, რის გამოც ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ შუქის სახლებში შეყვანაზე …

გომის მთაზე დაკარგული 23 წლის კაცი იპოვეს

კურორტ გომის მთაზე დაკარგული 23 წლის კაცი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები. …

გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“. ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის განცხადებით, როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება, შემდეგ დადგინდება წესი, თუ როგორ მოხდება გომისმთაში მიწის …

რას უპირებს მთავრობა გომის მთას, სადაც უნებართვო მშენებლობები გრძელდება [ფოტო]

გურიაში, კურორტ გომის მთაზე, სახლებზე მეტი ახალი საძირკვლის ბოძები დაგხვდებათ. პატარა და ძველი სახლების შუაში დარჩენილი სივრცე თუ ნებისმიერი თავისუფალი ადგილი თითქმის ყველგან მონიშნულია. ასობით მიმდინარე უნებართვო მშენებლობას ხელს ამ ეტაპზე არავინ უშლის: აშენებს ის, ვისაც ამ მთაზე სახლი სურს და მისი აშენების ფინანსური საშუალება აქვს. აშენებენ ორ და სამსართულიან სახლებსაც, მათ შორის, ქვით. კურორტ …

გომის მთაზე ხანძარია

გომის მთაზე ხანძარია. კურორტზე ხანძარი ამ საღამოს გაჩნდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად მეტყევეებიც ცდილობენ. პროცესში ამ დროისთვის ვერტმფრენები ჩართული არ არიან. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძარი მიწის მცირე ფართობზეა გაჩენილი.  

გომის მთა – საჯარო რეესტრი კურორტზე მიწის რეგისტრაციაზე უარს ამბობს

გომის მთის სრულად დანახვას და იქედან  გურიის მთებზე გადმოხედვას მხოლოდ ადრე დილას თუ შეძლებ. შემდეგ ადამიანები და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარ-პატარა ხის სახლები ნისლში ეხვევიან.  წლების წინ აქ  ყველა ნაცნობი სახე იყო, ამჯერად კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა – ვისი სახლის კარი აჭრიალდა და ვინ დაუბრუნდა ნისლიან გომის მთას? „მაისის ბოლოს უკვე აქ ვართ. შუახევიდან …

Exit mobile version